ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

მოდელირებული სიცრუის ადგილი სამხედრო ხელოვნებაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 25 იანვარი 2013 21:02
Mმოდელირებული სიცრუის ადგილი სამხედრო ხელოვნებაში
“მხედართმთავრის ამოცანაა, გონებითაც ისევე გაიმარჯვოს -  როგორც მახვილით”
გაიუს იულიუს კეისარი
1943 წელს ანტიჰიტლერული კოალიციის სამხედრო შტაბებში აქტიურად მუშავდებოდა კუნძულ სიცილიაზე მსხვილმასშტაბიანი სადესანტო ოპერაციის განხორციელების გეგმა.  Aსამხედრო მგეგმავებისთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენდა გერმანელთა შეცდომაში შეყვანა გადასხმის რაიონის მიმართ.  Aაღნიშნულის განხორციელება, თანაც ვირტუოზულად, შეძლეს უინსტონ ჩერჩილის სამხედრო კაბინეტში მომუშავე ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრებმა ჩარლზ კოლმონდელიმ და ოუენ მონტეგიუმ.
მათ მოიძიეს უსახლკარო თვითმკვლელის ვინმე გლინდაუერ მაიკლის გვამი და დაადგინეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ გააჩნდა ნათესავები, შესაბამისად არც არავინ მოიკითხავდა.   გვამი სამი თვის განმავლობაში ყინულებში ინახებოდა ლონდონის ერთ-ერთ მორგში, მანამ, სანამ მზვერავები ჰქმნიდნენ არარსებული დაღუპული კაპიტან უილიამ მარტინის ლეგენდას.
გვამს ჩააცვეს სამხედრო ფორმა, ჯიბეებში ჩაუწყვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მივლინების ბარათი, წერილები საცოლისგან და კინოს კომპოსტირებული ბილეთიც კი (!),  ხოლო ხელბორკილით მიამაგრეს ჩემოდანი პაკეტით - გრიფით “სრულიად საიდუმლო”, რომელიც იტყობინებოდა მოკავშირეთა საბერძნეთში გადმოსხმის გადაწყვეტილების შესახებ.
“კაპიტან მარტინის” გვამი წყალქვეშა ნავით გაიყვანეს ატლანტის ოკეანის ისეთ რაიონში, საიდანაც წყალქვეშა დინება გაიტანდა ესპანეთის ნაპირებთან.  Aასეც მოხდა.  როდესაც გვამი ამოიღეს უელვას ნავსადგურის მახლობლად – ის ჩათვალეს ავიაკატასტროფაში დაღუპულ ბრიტანელ სამხედრო მეკავშირედ.  ცხედარი იქვე სწრაფად დაკრძალეს, რადგანც ხრწნა ჰქონდა დაწყებული, ხოლო მასთან არსებული საბუთები ესპანეთმა, როგორც გერმანიის ფარულმა მხარდამჭერმა,  სასწრაფოდ გადასცა ნაცისტებს, საიდანაც ასევე დაუყოვნებლივ მოხვდა ჰიტლერის მაგიდაზე.
ჩათვალეს რა მოპოვებული მასალა უტყუარად, გერმანელებმა მთელი სატანკო დივიზია გადაისროლეს საბერძნეთის დაცვის გასაძლიერებლად.
1943 წლის ივლისის დასაწყისში მოკავშირეებმა წარმატებით გადასხეს დესანტი სიცილიაზე და გათვლილზე ბევრად ნაკლები დანაკარგით დაიკავეს კუნძული.
აღნიშნულმა უდიდესი დარტყმა მიაყენა იტალიის დაცვის სისტემას, ხოლო ჰიტლერმა შეაჩერა სსრკ-ს წინააღმდეგ დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი კ/დარტყმის განხორციელება.  Aასე რომ, ერთმა უსახლკარო უელსელმა მაწანწალამ, ბრწყინვალე გეგმის შედეგად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთელი ომის ბედის გადაწყვეტაში.”
მოყვანილი მაგალითი მხოლოდ ერთ-ერთია სამხედრო და ომების ისტორიაში გაბნეული ურიცხვი მაგალითებიდან, დაწყებული “ტროას ცხენით” და ავღანეთის საომარი მოქმედებებით დამთავრებული.   აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ორივე მხარე ფართოდ იყენებდა სხვადასხვა ხერხს მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად, თუმცა ეს ცალკეული სამხედრო მეთაურთა და მებრძოლთა პირადი ინიციატივა უფრო იყო, ვიდრე დეტალურად დაგეგმილი ოპერაცია.  სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვერ ვიხსენებ რაიმე დაგეგმილ და გააზრებულ ქმედებას მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად აგვისტოს ომის დროს.  თუ ვინმემ იცის, ძალიან საინტერესო იქნება ამ მაგალითის გაცნობა.  Aარადა, ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ არაორდინალური და სხარტი აზროვნებით - მარტო დიდგორი რად ღირს!
A
როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის ის, ვინც ეძებს და პოულობს ბრძოლის ახალ მეთოდებსა და საშუალებებს, ამასთან ძალუძს მათი განსაზღვრულ დრომდე დამალვა და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა ამ მეთოდების არსებობის, შემუშავებისა და დანერგვის შესახებ.  Mმოწინააღმდეგის მოტყუება (შემდგომში ნახმარი იქნება ტერმინი “სამხედრო ფანდი”, რომელიც ჩემი აზრით, უკეთ გამოხატავს ამ ქმედებების შეჯიბრებით ხასიათს) ბრძოლისა და ოპერაციის (კამპანიის) განხორციელების ყველა ეტაპზე ჩანაფიქრის ელემენტების ორგანული, განუყოფელი ელემენტი უნდა შეიქმნას.
სამხედრო ფანდი წარმოადგენს სამხედრო შემოქმედების განუყოფელ ნაწილს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ობიექტურ კანონებსა და სუბიექტურ მოსაზრებებზე დაფუძნებულ ხარისხობრივად ახალ და ორიგინალურ მოღვაწეობას.
სამხედრო ფანდი აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მებრძოლი მხარეებისთვის, ვინაიდან დაპირისპირების პირობებში, წარმატებას აღწევს მხოლოდ ის, რომელსაც შეუძლია შემოქმედებითი აზროვნებით და არაშაბლონური მიდგომით შეიტანოს სიახლე ბრძოლის მომზადებისა და განხორციელების პროცესში.
სამხედრო ფანდის გარეშე ვერ მიიღწევა მოულოდნელობა, ხოლო მოულოდნელობის გარეშე – გამარჯვება საეჭვოა.  თავისთავად მოულოდნელობის ეფექტი ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგისთვის დაფარულია ჯარების შემადგენლობა, დაჯგუფება, შეიარაღება, მოქმედების ჩანაფიქრი და დაწყების დრო, მთავარი დარტყმის (ძალისხმევის) მიმართულება, ამასთან ყველა ამ საკითხზე შეცდომაშია შეყვანილი.
მოულოდნელობის მიღწევა არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს.  ის უნდა იძლეოდეს ძალებისა და საშუალებების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების გარანტიას საჭირო ადგილსა და დროში ნათლად განსაზღვრული მიზნით – გამოიწვიოს მოწინააღმდეგის შემადგენლობაში პანიკა, დააკარგვინოს ინიციატივა, ჩაუშალოს გეგმები და მიაყენოს დამარცხება დროის, ძალებისა და საშუალებების მინიმალური დანაკარგებით.  სწორედ ამაში მდგომარეობს მოულოდნელობის ეფექტის გამომწვევი სამხედრო ფანდის არსი.
სამხედრო ფანდის მექანიზმის საფუძველს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს მოწინააღმდეგის შესახებ ზოგადი და სპეციალური ხასიათის მონაცემების ცოდნა.  მათ განეკუთვნებიან: საომარი და საბრძოლო მოქმედებების მომზადება-წარმოების ხერხები და მეთოდები; შეიარაღებისა და ტექნიკის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები; საბრძოლო-მორალური მდგრადობის ხარისხი; ჯარების პირადი შემადგენლობის მომზადების ფორმები და მიმართულებები; ეროვნული ხასიათის თავისებურებები და ტრადიციები და სხვ.  ამასთანავე, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მეთაურებისა და შტაბების უნარი განახორციელონ მოვლენების განვითარების სწორი პროგნოზირება როგორც მოწინააღმდეგის, ასევე თავის ბანაკში.
სამხედრო ფანდის პრინციპებია:
• ფოკუსირება;
• მიზანმიმართულობა;
• ცენტრალიზებული მართვა და კონტროლი;
• საიდუმლოების დაცვა;
• შესაფერისი დროისა და ადგილის შერჩევა;
• საერთო საბრძოლო გეგმაში ინტრეგრირება.
სამხედრო ფანდის კონცეფციის ქვეშ იგულისხმება საკუთარი ძალებისა და საშუალებების, მათი მომზადებისა და გამოყენების შენიღბვის, ასევე მათთან დაკავშირებით მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის შეხედულებების მწყობრი სისტემა.  Aაღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვან ადგილს უთმობენ მოწინავე ქვეყნების, სავარაუდო და არსებული მოწინააღმდეგეების სამხედრო წესდებები (მაგ. ჟP 3-13.4, FM 5.71-2, FM 3.90,  Боевой Устав Сухопутных Войск და სხვ.).
სამხედრო ფანდის განსაზღვრისას შესაძლებელია აღვნიშნოთ მისი ძირითადი დანიშნულება – დაიფაროს სინამდვილე, ხოლო მოწინააღმდეგეს თავს ექნას მოხვეული მოდელირებული ცრუ რეალობა, რითაც შეიქმნას ხელშემწყობი პირობები წარმატების მისაღწევად დროის, საშუალებებისა და ძალების მინიმალური დანახარჯით.  სამხედრო ისტორია და საბრძოლო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანით არის შესაძლებელი მოქმედების მოულოდნელობის მიღწევა და მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური წარმატების მოპოვება.
სამხედრო ფანდს გააჩნია შესაბამისი საშუალებები და ფორმები.
საშუალებები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: ფიზიკურ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ კატეგორიებად:
ფიზიკური საშუალებებია: სადაზვერვო ძალები, ძალების გადაადგილება, წვრთნები/სწავლებები, იმიტაციის საშუალებები, შენიღბვა, გაკვამლიანება და აეროზოლები, ლოგისტიკური აქტიურობა და სხვ.
ტექნიკური საშუალებებია: ელექტრო და რადიაციული გამოსხივების წყაროები, სითბური ინდიკატორები, რადიო საშუალებები.
ადმინისტრაციული საშუალებებია: ბრძანებები და სხვა საბრძოლო დაგეგმარებისა და ოპერატიული დოკუმენტები.
განვიხილოთ სამხედრო ფანდის ძირითადი ფორმები – ფარულობა და სიცრუის მოდელირება (შეცდომაში შეყვანა).
ფარულობა – წარმოადგენს ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მოქმედებების ხერხების, ასევე, ჯარების არსებობის, მდგომარეობისა და მოქმედებების დამახასიათებელი ინდიკატორების შესუსტებისა ან სრულიად დაფარვისკენ მიმართულ ქმედებებს.  Aმათი მიზანია მოულოდნელობის აუცილებელი პირობების შექმნა.  Fფარულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბრძოლო გადაწყვეტილების მიღების, ოპერაციის დაგეგმვის, ჯარებისთვის ამოცანის დასმისა და დამრტყმელი დაჯგუფების შექმნის პროცესში.  როგორც გამოცდილება გვიჩვენებს,  დაზვერვისა და თვალთვალის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარების პირობებში, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე, ურთულეს ამოცანას წარმოადგენს სრულად იქნას დაფარული კამპანიებისა და მსხვილი ოპერაციების მზადების პროცესი, თუმცა თუკი ეს მიღწეულ იქნა, მოწინააღმდეგის რეაქციაც, როგორც წესი,  დაიგვიანებს და მოპოვებულ იქნება ოპერატიული ინიციატივა.  შესაბამისად უნდა განხორციელდეს საკუთარი ძალებისა და საშუალებების რეალური ზომების, ღონისძიებების მასშტაბების, ჩანაფიქრის, მთავარი დარტყმის (ძალისხმევის) მიმართულების და საომარი მოქმედებების დაწყების დაფარვა, რაც სრულიად შესაძლებელია შესაბამისი დაგეგმვისა და მოქმედებების საშუალებით.  ფარულობა – მიიღწევა ჩანაფიქრების, გადაწყვეტილებებისა და გეგმების საიდულოდ შენახვის რეჟიმის დაცვით, ჯარების, ტექნიკისა და შეიარაღების გადამალვით, ფარულობის უმკაცრესი დისციპლინით.  შენიღბვა – ფარულობის ერთ-ერთი მთავარი ხერხია.  ის მიიღწევა ხელოვნური და ბუნებრივი საფარის, ამინდის, წლისა და დღე-ღამის პერიოდების გამოყენებით; ოპტიკური, სითბური, აკუსტიკური და რ/ლოკაციური ფონის შემცირებით აეროზოლების, თბოიზოლაციური დაფარვის, რ/ლოკაციური და ხმოვანი ველების შემამცირებელი კონსტრუქციების გამოყენებით.  A
მოწინააღმდეგის Mშეცდომაში შეყვანა მიიღწევა განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით, რომელთა საშუალებებითაც მოხდება მისთვის ცრუ წარმოდგენების თავს მოხვევა საკუთარი ძალების, გეგმების, ჩანაფიქრების, ჯარების მოქმედებების, უზრუნველყოფის და ა.შ. შესახებ.   ამ ქმედებების  ძირითადი მეთოდებია:
დემონსტრირება – წარმოადგენს ჯარების მოქმედებების (გადაადგილების, თავმოყრის, გადანაწილების, ყურადღების გადამტანი საბრძოლო და სხვა ქმედების წინასწარგანზრახულ ჩვენებას.  მისი განხორციელების ხერხები შეიძლება იყოს ჯარების გადაადგილება ცრუ მიმართულებით, დაზვერვის ქმედებების გაძლიერება, საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება და ჩატარება ყურადღების გადასატან მიმართულებებზე; ჯარების თავმოყრე ცრუ რაიონებში; ცრუ საბრძოლო ობიექტებისა და საფორტიფიკაციო სამუშაოების ჩატარება ძალისხმევის მთავარი მიმართულებიდან მოშორებით; არარსებული საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების ნიმუშების განლაგება; სპეციალური სწავლებებისა და წვრთნების განხორციელება მსხვილი ოპერატიული და სამობილიზაციო ღონისძიებების დასაფარად და სხვ.  დემონსტრირება ხორციელდება ამ მიზნით საგანგებოდ გამოყოფილი ძალებითა და საშუალებებით განსაზღვრულ რაიონებში.  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემონსტრირებისთვის მოზიდულმა ძალებმა არ იცოდნენ ფანდის გეგმა და თავისი ქმედებები განახორციელონ აბსოლუტურად რეალური სცენარით.
იმიტირება – წარმოადგენს ჯარების, სამხედრო ობიექტების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დამახასიათებელი ცრუ ინდიკატორების შექმნას მაკეტების, რ/ტექნიკური, რ/ელექტრონული, პიროტექნიკური, განათებითი, ხმოვანი, ქიმიური და სხვა საშუალებების გამოყენებით.  Aასევე, ამ მეთოდს განეკუთვნება სხვადასხვა სამხედრო ნაგებობების (სანგრების, მართვის პუნქტების, საცეცხლე და გასაშვებიპოზიციების) შექმნა.   იმიტაციის მიზანს წარმოადგენს მოწინააღმდეგისთვის თავს მოხვეულ იქნას ცრუ რეალობა ოპერატიული გარემოს, დაჯგუფების შემადგენლობის, განლაგებისა და მდგომარეობის შესახებ.
დეზინფორმაცია – წარმოადგენს არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულ და შეგნებულ გავრცელებას კ/გაბმულობის, მედიის, სატელევიზიო არხებით; ცრუ დოკუმენტების “გაჟონვით”, ადგილობრივ მოსახლეობაში ჭორების გავრცელებით, ორმაგი აგენტების გამოყენებითა და სხვა ღონისძიებებით.  Mმისი ეფექტურობა მიიღწევა სინამდვილესთან მაქსიმალური მიახლოებით, დეზინფორმაციის დაგეგმვის დეტალურობით, მოწინააღმდეგის რეაქციიდან გამომდინარე ცრუ ინფორმაციაში ცვლილებების დროული შეტანით, კონსპირაციის მკაცრი დაცვით.
დეფორმაცია - წარმოადგენს მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად განხორციელებულ სამხედრო ობიექტების კონფიგურაციის მიზანმიმართულ შეცვლას.
როგორც ომების გამოცდილება გვიჩვენებს, წარმატებული ფანდის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ამ ხერხები (და არამარტო) კომბინირებითა და რეალურ საბრძოლო გეგმაში სრული ინტეგრირებით, რაც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მოულოდნელობის ეფექტი და მოწინააღმდეგეში გამოიწვიოს ფსიქიკური მოვლენების მთელი სპექტრი - დაბნეულობა, ეჭვი შემუშავებულ გეგმებში და ამით აღუკვეთოს ინიციატივა; მოახდინოს მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, დათესოს პანიკა, რომელიც შეიძლება უფრო დამთრგუნველი აღმოჩნდეს, ვიდრე საცეცხლე საშუალებებით მიყენებული ზარალი, თანაც, რაც უფრო მაღალია მოულოდნელობის ხარისხი, მით უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური შედეგების გამომწვევი იქნება პირად შემადგენლობაში.
სამხედრო ფანდის დაგეგმვის შემადგენელი კომპონენტებია:
• შეცდომაში შეყვანის მიზანი;
• შეცდომაში შეყვანის ობიექტი;
• ლეგენდა;
• შეცდომაში შეყვანის გეგმა;
• შეცდომაში შესაყვანი ინდიკატორები.
მოულოდნელობა და შესაბამისად სამხედრო ფანდი წარმოადგენს დროის ფუნქციას.  მათი ზემოქმედების პერიოდი განისაზღვრება მხოლოდ იმ დროის მონაკვეთით, რომელის დროსაც ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარე ახორციელებს მომზადებულ მოულოდნელ მოქმედებებს, ასევე იმ დროით, რომელიც საჭიროა მოწინააღმდეგისთვის გამოიყენოს თავისი ფანდი და მოიძიოს შესაბამისი ზომები მოულოდნელობის ეფექტის შესამცირებლად.  Mმათი ზემოქმედების დროის ზრდა შესაძლებელია მიღწეულ იქნას სამხედრო ფანდების სინერგიული, ერთიანი გეგმით გაერთიანებული ფანდების მთელი კასკადის გამოყენებით.
სტატიის მოცულობიდან გამომდინარე ძნელია სრულად ილაპარაკო, ყველა იმ დეტალზე, რომელთა გათვალისწინება არ იძლევა წარმატების გარანტიას, თუმცა მათგან თუნდაც ერთ-ერთის უგულვებელყოფა ფანდის “ჩაფლავების” წინაპირობაა.  ამიტომ მოკლედ გადავხედოთ წარუმატებელი სამხედრო ფანდის გამომწვევ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს:
 შეცდომაში შესაყვანი კატეგორიის არასწორი შერჩევა;
 მოწინააღმდეგის სადაზვერვო შესაძლებლობების არასწორი შეფასება;
 მოწინააღმდეგის რეაქციის არასწორი გათვლა;
 დროის არასწორედ შერჩევა;
 ზედმეტად მარტივი გეგმა;
 ზედმეტად “ჩახლართული” გეგმა;
 ზედმეტად ამბიციური გეგმა;
 არასრულად ცენტრალიზებული კონტროლი და რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად აუცილებელია “მისმა უდიდებულესობამ” – იღბალმაც არ გიმტყუნოს!
სამხედრო ფანდის მთავარ შემქმნელ ფაქტორს და მიზანს წარმოადგენს ადამიანი.
ვინაიდან ის არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, შესაბამისად მისი პოტენციალის ძირითადი შემადგენელი  - ინტელექტია.  სამხედრო ფანდის და მოულოდნელობის როლის გაზრდის და მისი თანამედროვე საომარ ველზე წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად ჩამოყალიბების პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას.  ამდენად შეიარაღებული ძალების სამეთაურო შემადგენლობის მომზადებისას ამ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.  Aაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია ქართულ სამხედრო სასწავლებლებში მაქსიმალურად აქტიურად განხორციელდეს სამხედრო ფანდის, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო საგნის, სასწავლო პროგრამებში, და რა თქმა უნდა, ჯარების პრაქტიკული საბრძოლო მომზადების კურსებში შეტანა.
ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი

მოდელირებული სიცრუის ადგილი სამხედრო ხელოვნებაში

“მხედართმთავრის ამოცანაა, გონებითაც ისევე გაიმარჯვოს -  როგორც მახვილით”
გაიუს იულიუს კეისარი

1943 წელს ანტიჰიტლერული კოალიციის სამხედრო შტაბებში აქტიურად მუშავდებოდა კუნძულ სიცილიაზე მსხვილმასშტაბიანი სადესანტო ოპერაციის განხორციელების გეგმა.  სამხედრო მგეგმავებისთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენდა გერმანელთა შეცდომაში შეყვანა გადასხმის რაიონის მიმართ.  აღნიშნულის განხორციელება, თანაც ვირტუოზულად, შეძლეს უინსტონ ჩერჩილის სამხედრო კაბინეტში მომუშავე ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრებმა ჩარლზ კოლმონდელიმ და ოუენ მონტეგიუმ.
   მათ მოიძიეს უსახლკარო თვითმკვლელის ვინმე გლინდაუერ მაიკლის გვამი და დაადგინეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ გააჩნდა ნათესავები, შესაბამისად არც არავინ მოიკითხავდა.   გვამი სამი თვის განმავლობაში ყინულებში ინახებოდა ლონდონის ერთ-ერთ მორგში, მანამ, სანამ მზვერავები ჰქმნიდნენ არარსებული დაღუპული კაპიტან უილიამ მარტინის ლეგენდას.
   გვამს ჩააცვეს სამხედრო ფორმა, ჯიბეებში ჩაუწყვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მივლინების ბარათი, წერილები საცოლისგან და კინოს კომპოსტირებული ბილეთიც კი (!),  ხოლო ხელბორკილით მიამაგრეს ჩემოდანი პაკეტით - გრიფით “სრულიად საიდუმლო”, რომელიც იტყობინებოდა მოკავშირეთა საბერძნეთში გადმოსხმის გადაწყვეტილების შესახებ.
დაწვრილებით...
 
ისლამური რადიკალური ორგანიზაციების იდეოლოგია და მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა PDF ბეჭდვა ელფოსტა
კვირა, 30 დეკემბერი 2012 09:57

 

ისლამური რადიკალური ორგანიზაციების  იდეოლოგია  და მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა
(„ალ – ქაიდა“)
ვაჰაბიზმის იდეოლოგია

XX  საუკუნის  ბოლოს და XXI  საუკუნის დასაწყისში, საერთაშორისო ისლამურ ტერორისტულ მოძრაობაში ახალი ეტაპი იწყება. 1990 – იანი წლებიდან, საერთაშორისო ისლამურ ფუნდამენტალურ მოძრაობაში ლიდერობა მოიპოვეს, ისლამის სუნიტური მიმართულების  ვაჰაბიზმის იდეოლოგიურ საფუძველზე შექმნილმა და მოქმედმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა.

დღეს ვაჰაბიზმი საერთაშორისო ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის იდეოლოგია, საკმაოდ პრობლემატურია მთელი მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ვაჰაბიზმის, როგორც რელიგიური და საზოგადოებრივ – პოლიტიკური მიმდინარეობის წარმოშობა დაკავშირებულია, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრებ მუჰამედ იბნ ალ – ვაჰაბის სახელთან. მის მიერ შექმნილი სუნიტური ისლამის ეს მიმდინარეობა, საუდის არაბეთში დღესაც გაბატონებულ რელიგიურ მიმართულებას წარმოადგენს. მისი მიმდევრები თავს „სალაფიტებს“ (სუფთა), „მუვაჰედუნი“ (ერთღმერთიანებს), ან მუსლიმანებს (მორწმუნე) უწოდებენ. ვაჰაბისტების აზრით, ისლამს საფუძვლად მხოლოდ ორი რამ: ყურანი და სუნა – მუჰამედის გამონათქვამები, ქცევა უდევს. მათი შეხედულებით წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო ჩვეულებრივი  ადამიანი. ამიტომ, არ უნდა მოხდეს მისი გაღმეთება. ისინი უარყოფენ ისლამს დამატებულ ადგილობრივ ტრადიციებს, წმინდანების კულტებს, ყოველგვარ წარმართულ

დაწვრილებით...
 
“დაბრუნება მომავალში” - ანუ ჰიბრიდული ომების ეპოქა PDF ბეჭდვა ელფოსტა
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2012 18:00
დაბრუნება მომავალში” - ანუ ჰიბრიდული ომების ეპოქა




“არ არსებობს ორი ომი, რომელიც მიმდინარეობდა ერთნაირად. ყოველი ახალი ომი შესაძლებელია აღმოჩნდეს ყველა წინისგან განსხვავებული”

ე.დ. კინგსტონ-მაკლორი,

დიდი ბრიტანეთის ავიაციის ვიცე-მარშალი

 


   დღეს-დღეისობით, დასავლეთის (და არამარტო) მოწინავე ქვეყნების სამხედრო წრეებში აქტიურად მიდის კვლევები, მიმართული მომავლის ომების ხასიათის დასადგენად.  ხორციელდება მსოფლიოში ძალთა გადანაწილებისა და ბალანსის სავარაუდო ვარიანტების განხილვა, მუშავდება მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტებს შორის შესაძლო დაპირისპირების სცენარები, მომავლის შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის ადგილები და ხასიათი.

  ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება იმაში, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოს ცივილიზაციის წინაშე წარმოქმნილი პრობლემების ხასიათი და მასშტაბები მოითხოვს კაცობრიობის მთელი რესურსებისა და ინტელექტუალური ბაზის გაერთიანებას, რაც ფაქტიურად უკვე დაწყებულია “გლობალიზაციის” სახელით.  სიკეთესთან ერთად, გლობალიზაცია მსოფლიოს უფრო მოწყვლადს და რთულს ხდის.  ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მომავალში ომები საერთოდ გაქრება, ვინაიდან ისინი უფრო მეტი ზარალის მომტანი იქნება, ვიდრე მოგების (მსგავსი მოსაზრებები არახალია და

დაწვრილებით...
 
მრავალეროვნული ოპერაციების შუქ-ჩრდილები PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 09 ივლისი 2012 17:38

მრავალეროვნული ოპერაციების შუქ-ჩრდილები

“ის, ვისაც გააჩნია ძლიერი ჯარი, ადვილად იპოვის ძლიერ მოკავშირესაც”
 ნიკოლო მაკიაველი
 
  ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიამ და უკანასკნელმა მოვლენებმა ლიბიაში კიდევ ერთხელ აჩვენა მრავალეროვნული  სამხედრო მოქმედებების განხორციელების როგორც ეფექტურობა, ასევე მისი სირთულეც.  სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შევთანხმდეთ ტერმინების სწორ გაგებასა და შინაარსზე, ვინაიდან, ბოლო პერიოდში მედია საშუალებებიდან ხდება მათი უმოწყალოდ აღრევა და არასწორი ინტერპრეტირება.
მრავალეროვნული ოპერაცია შეიძლება შეიცავდეს საბრძოლო მოქმედებებს და წარმოებდეს როგორც ომის, ასევე არასაომარი სამხედრო ოპერაციების განხორციელების პერიოდში.  საომარი მოქმედებები მრავალეროვნული ოპერაციების ექსტრემალური შემთხვევაა.  მის მიზანს წარმოადგენს მიღწეულ იქნას მრავალეროვნული ამოცანები მაქსიმალურად მოკლე დროსა და მცირე დანაკარგის ფასად.  თავის მხრივ, არასაომარი სამხედრო ოპერაციები ფოკუსირებულია ომის თავიდან აცილებაზე, კონფლიქტების დარეგულირებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე, სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერაზე.
  კოალიცია – წარმოადგენს ორი ან მეტი წევრის მიერ დროებითი შეთანხმებით ჩამოყალიბებულ გაერთიანებას, შექმნილს კონკრეტული მიზნების მისაღწევად.  ეროვნული სიამაყის და პრესტიჟის გრძნობა შესაძლებელია გახდეს კოალიციის სამეთაურო სტრუქტურის შემზღუდავი ფაქტორი.   კერძოდ, ბევრი სახელმწიფო ამჯობინებს თავისი ძალები არ დაუქვემდებაროს სხვას.  ასევე აღსანიშნავია, რომ კოალიციის მიზნებსა და ამოცანებს ახასიათებთ დროგამოშვებით ცვლილებების ტენდენცია.
დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს»

გვერდები 5-დან 14-მდე

შემთხვევითი ფოტო

lockheed_martin_f35_l4.jpg

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტის დიზაინი?
 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters