(თამაზ იმნაიშვილი- საქართველოს გენერალთა კლუბის
საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის უფროსი.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი)
საბჭოთა კავშირისეული ტერმინი ამიერკავკასია, სოციალისტური სივრცის დაშლამ ახლა ტერმინად გადააკეთა, რომელიც გეოგრაფიული და პოლიტიკური თვალსაზრით გაცილებით უფრო უპრიანი და გამართულია - სამხრეთ კავკასია.
ახალი ტერმინის დამკვიდრება გარკვეულწილად ამ რეგიონის რუსული გავლენის სივრციდან ამოვარდნის მცდელობაა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან სამხრეთ კავკასია, როგორც ცალკე აღებული რეგიონი, ისე განიხილებოდა, რომელზე გავლენის მოსაპოვებლადაც გეოპოლიტიკურ ბრძოლას დასავლეთი და რუსეთი აწარმოებდნენ. თუმცა მეოცე საუკუნის ბოლო წლებიდან ამ ბრძოლაში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ: თურქეთი, ირანი და ჩინეთიც კი.
ჩინეთის ინტერესები ერთი შეხედვით საკმაოდ ბუნდოვნად და უცნაურადაც კი ჩანდა, მაგრამ ჩინეთის გეოპოლიტიკური ინეტერესებიდან გამომდინარე, მის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა ევრაზიული გეოპოლიტიკური სივრცის გზაჯვარედინზე მყარად მოეკიდებინა ფეხი. ამ