გეოპოლიტიკა

რუსეთის გამარჯვების ფასი

 მთელი მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება დღეს უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისისკენ არის მიმართული. რუსეთის მხრიდან 150 000-ზე მეტი ჯარისკაცია მობილიზებული უკრაინის საზღვრების გასწვრივ და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყება. ამ წუთებში დონბასისას და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის რუსეთისათვის ჩვეულ სტილში დაძაბვის მცდელობებია, რომლის მსგავსი მოვლენების მომსწრენიც ჩვენ უკვე გავხდით 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს […]

რუსეთის გამარჯვების ფასი Read Post »

ნახევარგამტარების გეოპოლიტიკა

 თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ტექნოლოგიებზე ადამიანის ცხოვრების დამოკიდებულება და მისი სულ უფრო მზარდი როლი არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ წესში. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გარეშე ადამიანთა ყოფიერების ყოველდღიურობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია – დაწყებული მობილური ტელეფონებით და დამთავრებული ჭკვიანი მანქანებითა თუ წარმოების საშუალებებით.  ამასთან ერთად კავშირგაბმულობის განვითარების ახალი ეტაპები, 5G ტექნოლოგიები და მისი შესაძლო გავლენა ინდუსტრიულ წარმოებებისა და […]

ნახევარგამტარების გეოპოლიტიკა Read Post »

ათწლეულის გეოპოლიტიკური ანატომია და დასავლეთი

 ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, კავკასიაში შეიძლება ითქვას, რომ ახალი რეალობა დადგა. ახალი იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა, ამაზე თანხმდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველთა უდიდესი ნაწილი. ვფიქრობ აღნიშნული გარემოების დადგომის ირგვლივ უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, მათ შორის ჩვენს მიერაც და  აღნიშნული საკითხი ამჯერად დეტალურ განხილვას აღარ საჭიროებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ […]

ათწლეულის გეოპოლიტიკური ანატომია და დასავლეთი Read Post »

რა გვასწავლა ყარაბაღის ომმა

  “საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.” – ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მართლაც, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესი რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა ამიერკავკასიაში, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. თუმცა რეგიონალური უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებს შეიცავს, 2008 წლის […]

რა გვასწავლა ყარაბაღის ომმა Read Post »

ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შუქ-ჩრდილები

 დიდი ხანია ხანგრძლივი რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფა კავკასიაში მიუწვდომელ ამოცანად რჩება. სხვადასხვა კონფლიქტები და ომები, კავკასიის უახლოესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს მიმდინარე ყარაბაღის მეორე ომიც სწორედ ამას ადასტურებს. ნებისმიერი ომი თავისი შინაარსით, ვიღაცისათვის მიუღებელი არსებული მშვიდობის სამხედრო გზით შეცვლის მცდელობაა, რის შედეგადაც მისთვის უფრო მისაღები ახალი მშვიდობა, ახალი რეალობა უნდა შეიქმნას, რომელიც აქამდე დიპლომატიური, თუ პოლიტიკური […]

ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შუქ-ჩრდილები Read Post »

ტაივანის საკითხის მნიშვნელობა საქართველოსათვის

მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა  გარკვეულწილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული “ხავერდოვანი ილუზიის” დრო. 2014 წელი და რუსეთის მოქმედებები ყირიმსა და უკრაინაში დასავლური სამყაროსათვის […]

ტაივანის საკითხის მნიშვნელობა საქართველოსათვის Read Post »

უკრაინული რუბიკონი

“Россия получит свою долю в новом всемирном собирании земель (вернее, пространств). Россия будет расширяться не потому, что это хорошо, и не потому, что это плохо, а потому что это физика” (В. Сурков)1   საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, სულ უფრო ხშირად გვიწევს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების არც თუ ისე პოზიტიური ხასიათის ხაზგასმა. ლიბერალურ დღის წესრიგზე […]

უკრაინული რუბიკონი Read Post »

გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველო სტრატეგიულ მარტოობაში

მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა  გარკვეულ წილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული “ხავერდოვანი ილუზიის” დრო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამ ილუზიის მსხვრევის სიგნალი […]

გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველო სტრატეგიულ მარტოობაში Read Post »

Scroll to Top