ჩემს შესახებ

მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ანთაძე. ჩემი პროფესიული და კვლევითი საქმიანობა საერთაშორისო უსაფრთხოებას, თავდაცვის სტრატეგიას, გეოპოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. წლების განმავლობაში ვმუშაობ როგორც ანალიტიკოსი და მკვლევარი, ვსწავლობ თანამედროვე კონფლიქტების დინამიკას, სამხედრო-ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურასა და ომის თეორიას.

Strate.ge შევქმენი, როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკური სივრცე 2010 წელს მათთვის, ვისაც აინტერესებს ომისა და მშვიდობის საფუძვლები, სამხედრო აზრის ევოლუცია და თანამედროვე გლობალური გამოწვევები. ჩემი მიზანია კლასიკური სტრატეგიული თეორიის — თუკიდიდედან და სუნ ძიდან დაწყებული, კლაუზევიცითა და ჟომინით გაგრძელებული — დაკავშირება დღევანდელ მწვავე სამხედრო-პოლიტიკურ რეალიებთან, შეიარაღების დინამიკასთან და საერთაშორისო ძალთა ბალანსთან. ყოველთვის ღია ვარ პროფესიული დიალოგისა და აკადემიური თანამშრომლობისთვის.

Scroll to Top