კახა კაციტაძე
სტატიის ავტორი მუშაობს მონოგრაფიაზე `ძველი საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია~(ფარნავაზიდან არაბთა დაპყრობის ხანამდე). წარმოდგენილი სტატია ამ მონოგრაფიის ერთ-ერთ მონაკვეთია.
L ლეონტი მროველისადმი მიწერილ ქრონიკაში ამაზასპის მიერ წარმოებული სტრატეგიული თავდაცვითი კამპანია საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი. Aამის მიუხედავად ეს კამპანია რატომღაც არასდროს გამხდარა ანალიზის საგანია. მეტიც, თვით ქართული ისტორიული მეცნიერების მამამთავართან, ი. ჯავახიშვილთან ამაზასპი საერთოდ არცკია მოხსენიებული (ქვემოთ გაკვრით აღვნიშნავთ რატომ). Aარადა ხსენებული კამპანია საინტერესოა არა მხოლოდ სამხედრო-ისტორიული თვალსაზრისით.
`ქართლის ცხოვრებაში~ ვკითხულობთ: ` ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუელისა. და ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა. მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს. მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი: ერის-თავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშჳლდისა. და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი. მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლადვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. და განვიდა ამაზასპ მშჳლდითა, და იწყო სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა; ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეიტყუებოდა და არცა ინახვებოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშჳლდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა შინაამაზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხუათა-ცა ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი მრავალნი ოვსთანი; და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა. მას დღესა შინა შემოვიდა ამაზასპ ქალაქად მჴედრითა სპითა, ხოლო ქუეითნი იგი დგეს მუნ-ვე ადგილსა ზედა კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერის-თავთა მათ სისწრაფითა. და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, და განავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათაცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებითურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი. ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა; და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი. და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეკრიბნა სპანი თჳსნი ყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯუებული( ქართლის ცხოვრება ტ. I, თბილისი, 1955;,გვ. 55-57)
A აი ის ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია ამაზასპის მიერ ჩატარებული კამპანიის შესახებ. მონათხრობი შეიძლებოდა მემატიანის ფანტაზიისათვის მიგვეწერა, რომ არ ირანის შაჰი შაბურ I-ის ორენოვანი (არამეულ-ბერძნული) წარწერა ხაჯიაბადში, რომელიც 262 წლის შემდგომი პერიოდით თარიღდება და რომელშიც ლაპარაკია იბერიის მეფე ამაზასპზე, როგორც ირანის სამეფო საბჭოს წევრზე (В.Луконин Древный и раннессредневековый Иран,М,1987 გვ.116 და შემდეგ. Uუფრო დაწვრილებით ამ საკითხს ქვემოთ შევეხებით). Aაქედან გამომდინარე ცალსახად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ამაზასპი ისტორიული პირია და ის 3-ე საუკუნის შუა ხნებში მეფობდა.
შესაძლოა ჩვენი ისტორიკოსების ნაწილის უყურადღებობა ამაზასპის ფიგურისადმი იმით აიხსნება, რომ ხსენებული წარწერა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოჩნდა და კიდევ უფრო გვიან შევიდა სამეცნიერო მიმოქცევაში. ამასთან, ამაზასპის შესახებ ძირითადი ცნობების მოპოვება სამხედრო – ისტორიული ანალიზით შეიძლება, რომელიც საბჭოურ პერიოდში გასაგები მიზეზების გამო არ ატარებდა სისტემურ ხასიათს. ეს თუგინდ იმით გამოიხატება, რომ არ გაგვაჩნია განმაზოგადებელი მონოგრაფია საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიაზე (თუმცა ცალკეულ საკითხებზე გვაქვს ი.შაიშმელაშვილის, ქ.ჩხატარაიშვილის და სხვათა გამოკვლევები).
Lლეონტისადმი მიწერილ ქრონიკაში ამაზასპის დროინდელ `ოვსთა ლაშქრობის~ არც დროზე და არც მიზანზე არაა ლაპარაკი. აღნიშნულია მხოლოდ რომ ეს არ იყო მარბიელი ლაშქრობა, რომ `ოვსთა~ მიზანი არც მეტი არც ნაკლები მცხეთის დაკავება და შესაბამისად იბერიის სახელმწიფოებრიობის მოშლა იყო (`მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს~) . გამოდის რომ ოსებს სამხედრო კი არა, პოლიტიკური მიზანი ჰქონიათ. ჩრდილო კავკასიელთა მხრიდან ლაშქრობების ცალკეული ფაქტები დიაღაც, რომ ყოფილა. Mმაგრამ ეს ერთადერთი ცნობაა, სადაც მომხდური მცხეთის აღებას ანუ იბერიის სახელმწიფოებრობის მოშლას ისახავდა მიზნად. რაღაც სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრების უნდა მომხადირყო, რათა ლეონტისადმი მიწერილ ქრონიკაში, მიღებული სურათი დახატულიყო.
გეოპოლიტიკური ფონი
ამაზასპის მიერ წარმოებული კამპანიის გასააზრებლად აუცილებელია არა მხოლოდ ქართულ – `ოსური~ კონფლიქტის პერიპეტიები, არამედ ის საერთაშორისო ფონი, რომელიც ყალიბდებოდა იმ დროის წამყვან სახელმწიფოებს შორის. ამაზასპის მეფობა ახლადდამკვიდრებული სასანიდური დინასტიის არნახული გაძლიერების ხანაზე მოდის. ამაზასპს შეიძლება ბრალად დავდოთ, რომ იბერიის ტრადიციული პრორომაული ორიენტაცია პროირანულით შეცვალა. ოღონდ ესოდენ სერიოზული ბრალდებისას რამოდენიმე არსებითი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. Eეს მომენტები ეხება 3-ე საუკუნის დასაწყისში მომხდარ მკვეთრ ცვლილებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ როგორც რომში, ისე ახლო აღმოსავლეთში და შავიზღვისპირეთშიც კი (ეს რეგიონი, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, ტრადიციულად ნაკლებ გავლენას ახდენდა იბერიის პოლიტიკაზე ვიდრე ახლო აღმოსავლეთში და მცირე აზიაში მიმდინარე პროცესები). Aამ ცვლილებებს გავლენა უნდა მოეხდინათ არა მხოლოდ სტრატეგიულ ვითარებასა და იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც ქართლის სამეფო იდგა, არამედ იბერიის პოლიტიკური ელიტის ფსიქოლოგიაზეც.
ვითარება რომში
III საუკუნის დასაწყისიდანვე რომი მოიცვა თითქმის საუკუნოვანმა კრიზისმა, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა მთელს იმპერიას და ძირეულად შეიარყია მისი საფუძვლები. ითვლება, რომ ამ კრიზისმა განაპირობა საზოგადოების, არმიის, ეკონომიკის და კულტურის საფუძველმდებარე ტრანსფორმაცია, შესაძლოა, მნიშნელოვანწილად განსაზღვრა იმპერიის ცენტრის აღმოსავლეთით გადატანა და საბოლოო ჯამში ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად.
ჩევნ რასაკვირველია ამ კრიზისს მხოლოდ იმდენად შევეხებით, რამდენადაც ამაზასპის მიერ წარმობული კამპანიის თანმხლები საერთაშორისო ფონი გვაინტერესებს. Aამასთან ამოვალთ იქიდან, რომ III საუკუნის პირველ ნახევარში იბერიას კვლავ ექნებოდა ფარსმან II-ის დროინდელი ტიპის ურთიერთობა რომთან. შესაბამისად ქართლის მმართველ წრეებს ექნებოდათ მეტ-ნაკლებად ადეკვატური ინფორმაცია რომში მიმდინარე პროცესებზე. E ინფორმაცია მართლაც რომ საგანგაშო იყო.
211 წელს გარდაიცვალა სეპტიმუს სევერუსი, რომლის ზეობისას რომმა გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწია ბრიტანეთშიც, რაინზეც და დუნაისპირეთის საზღვრებზეც. შეიძლება ითქვას აღმოსავლეთშიც. მაგრამ ეს წარმატება ილუზორული იყო და მხოლოდ ფარავდა იმ უღრმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და თუ გინდათ ზნეობრივ კრიზისს, რომელმაც რომში იჩინა თავი. 211 წელს იმპერატორებად ცხადდებიან სეპტიმუსის შვილება – ნახევარძმები-კარაკალა და გეტა. თუმცა კარაკალამ გეტა ერთ წელიწადში მოაკვლევია. 216 წელს კარაკალამ მეტ-ნაკლები წარმატებით იომა პართიასთან, მაგრამ ქალაქ კარრასთან (იქ სადაც პართიელებმა კრასუსი გაანადგურეს) მოკლული იქნა პრეტორიანელების პრეფექტ მაკრინუსის მიერ. 218 წელს ტახტზე ავიდა თინეიჯერული ასაკის პირი, ჰელიოგობალი, რომელმაც თავისი გარყვნილებით გადააჭარბა ყოველივეს რაც რომაელებს ენახათ. 222 წელს ჰელიოგობალიც მოკლეს და დაიწყო სრული ქაოსი, რომლის პარალელურად ირანში ტახტი პართიელებიდან სასანიდების ხელში გადავიდა.
F ჰელიოგობალის მოკვლის შემდეგ ხელისუფლება ალექსანდრე სევერუსის ხელში გადავიდა. Aამ იმპერატორში კიდევ სუფევდა მისი დინასტიისათვის დამახასიათებელი საბრძოლო სული. Mმას შემდეგ რაც ირანში ახლადგამეფებულმა არდაშირ სასანიდმა 230 წელს რომაული პროვინციების და რომაელი მოკავშრეების შევიწროება იწყო, რომმა პასუხი გასცა. რომაელებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს სომხეთში, მაგრამ ვერ გაიმეორეს ძველი ტრიუმფი და ვერ აიღეს ირანის დედაქალაქი. 235 ალექსანდრე სევერუსიც მოკლეს და რომში სრული ქაოსი ბატონდება.
ვითარება ჩრდილო –აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და ჩრდილო კავკასიაში
რომის იმპერიის საერთო დასუსტება სათანადოდ აისახა ჩრდილო შავიზღვისპირეთსა და ჩრდილო კავკასიაში. Aაქ გაბატონებულ სკვითურ –სარმატულ – ალანურ ტომებს, რომელთაც სხვადასხვა სახის (ზოგიერთს სამოკავშირეო, ზოგიერთს მტრული) ურთიერთობა ჰქონდათ რომთან, ლიდერის როლში ახალი მრისხანე ძალა ენაცვლება გერმანული ტომის – გუთების სახით. ისინი 3-ე საუკუნის პირველი მეოთხედიდან იწყებენ გაბატონებული მდგომარეობის დაკავებას, როგორც ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთში (ჩრდილო ბალკანეთ-დუნაისპირეთი), ისე ყირიმსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში).
3-ე საუკუნის 30-იანი წლებიდან გუთების ჰეგემონობით გაერთიანებული მრავატომოვანი კონფედერაციის შეტევები ჩრდილო ბალკანეთზე სისტემატურ ხასიათს იღებს. რომაელებს სულ უფრო და უფრო უჭირთ მათთან გამკლავება. იწყება ე.წ. `სკვითებთან ომი~ (238-271; `სკვითები~ აქ გულისხმბენ სხვადასხვა გერმანულ და არაგერმანულ ტომებს, რომლებიც ეომებოდნენ რომს შავ ზღასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე). 251 წელს ხდება რომის ისტორიაში მანამდე არნახული ფაქტი. სადღაც თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე გუთებთან ბრძოლაში იღუპება რომის მორიგი იმპერატორი დეციუსი. გუთები სწრაფად ბატონდებიან შავიზღვისპირეთის მთელ ჩრდილო ნაწილზე, ყირიმითურთ. თუ მანამდე მათი შესევები მხოლოდ ბალკანეთით და დუნაისპირეთით იზღუდებოდა, ახლა იწყება შეტევები შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებზეც კი. 255-დან 269 წლამდე გუთები აწყობენ საზღვაო მარბიელ ექსპედიციებს, რომელთა შედეგად პარტახდება პიტიუნტი (ბიჭვინთა), დიოსკურია (სოხუმი), ფაზისი (ფოთი), ტრაპიზონი. გუთების მარბიელმა ლაშქარი არბევს არა მხოლოდ შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს, არამედ მცირე აზიის სიღრმეში მდებარე რეგიონებსაც: პონტოს, გალატეას, ბითინიას, კაპადოკიასაც კი (იხ.რუკა #1 ) ამრიგად გუთების პრობლემა 3-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან იბერიაზე მხოლოდ არაპირდაპირ ზეგავლენას კი აღარ ახდენს (ეს არაპირდაპირი ზეგავლენა ძირითადად გამოიხატებოდა რომის იმპერიის დასუსტებაში გუთების შეტანილი `წვლილით~), არამედ იბერიის უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა. ჩვენ გვიჭირს იმის თქმა, გადიოდა თუ არა ზღვაზე ამაზაპის პერიოდის იბერია, მაგრამ მის იურისდიქციაში არგვეთის არსებობა ეჭვს არ იწვევს. Eეს არც თუ მცირეს ნიშნავს. 264 წელს ფოთის დარბევისას გუთები იბერიიის ტერიტორიიდან რამოდენიმე ათეულ კილომეტრში იმყოფებოდნენ. Eეს კი გარემოებაა, რომელიც იბერიის ნებისმიერ მმართველს უნდა გაეთვალისწინებინა. თუმცა შავიზღვისპირულ პროცესებზე მეტად იბერიის მდგომარეობაზე ზეგავლენას ირანში და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ახდენდნენ.
ვითარება ირანში და ახლო აღმოსავლეთში
მოკლედD შევეხოთ იმას, თუ რა ვითარება იყო III საუკუნის დასაწყისის პართიაში. სასანიდების გამეფების პერიოდისათვის რომსა და პართიას ერთგვაღი `შეჯიბრი~ ჰქონდათ გამოცხადებული, ვინ უფრო სწრაფად განიცდიდა დეგრადაციას. 197 წელს ვოლოგეზ III-ის შვილმა ვოლოგეზ IV-ემ (191-207/8) გადაწყვიტა ესარგებლა მორიგი სამოქალაქო ომით რომში და სცადა ჩრდილო მესოპოტამიის დაბრუნება. Mმაგრამ ახალმა იმპერატორმა სეპტიმუს სევერუსმა ის სასტიკად დაამარცხა. რომაელებმა სწრაფად ააშენეს ფლოტი, ტიგროსზე დაეშვნენ ჩააღწიეს ქვემო შუამდინარეთს და დაიკავეს სელევკია, ქტესიფონი და ბაბილონი. რომაელებმა ქალაქები გაძარცვეს, ხოლო 100 000 ადამიანი მონად გაჰყიდეს. Uუმდიდრესი პროვინციების მესამედ გაძარცვას 80 წლის მანძილზე პართიამ ვეღარ გაუძლო. სახელმწიფო პრაქტიკულად დაიშალა. 208 წელს ვოლოგეზ IV-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი ვოლოგეზ V. 213 წელს მის წინაარმდეგ გაილაშქრა მისივე ძმამ არტაბან V-ემ. მან ხელთ იგდო მიდია, პართია და მესოპოტამიის ნაწილი ქტესიფონიტურთ. თუმცა ვოლოგეზმაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები შეინარჩუნა.

რუკა #1. გუთების შესევები. როგორც ვხედავთ 264 წლის ლაშქრობისას (#5 ფორმის ისრები) გუთები ფაზისთან გადმოსხდნენ, გვერდი აუარეს უკვე გაძარცულ ტრაპიზონს და გაიყვნენ: ერთმა ნაწილმა პონტი და ბითინია დალაშქრა, ხოლო მეორემ კაპადოკიის გავლით ლამის კილიკიას მიაღწია. გოთების და მათი ჩრდილოკავკასიელი მოკავშირეების ლაშქრობებს 256,258,263,264, 269 წლებში დიდი გავლენა უნდა მოეხდინათ ვითარებაზე დასავლეთ საქართველოში და მნიშვნელოვანი გავლენა – ამაზასპის გადაწყვეტილებაზე რადიკალურად შეეცვალა საგარეოპოლიტიკური კურსი (Gგუთების ლაშქრობებზე იხ. დაწვრილებით В.П.Буданов Готы в эпоху великого переселения рародовб СПб,1999 გვ.115 და შემდეგ)
216 წლის ზაფულში იმპერატორმა კარაკალამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყო მეტ-ნაკლებად წარმატებული ლაშქრობა. მაგრამ შემდეგ წელს იმპერატორი მოკვდინებულ იქნა პრეტორიანების პრეფექტ მარკინუსისის მიერ, რომელიც თავის მხრივ დამაცხდა პართიელებთან ბრძოლაში სასაზღვრო ციხე ნისიბინთან და იძულებული გახდა არცთუ მომგებიანი ზავი დაედო პართიის შაჰინშაჰ არტაბან V-ესთან. თავის მხრივ ეს უკანასკნელი საკმაოდ მალე გამოეთხოვა მეფობას. და ირანის სათავეში ახალი სასანიდური დინასტია მოვიდა.
Dდინასტიის ცვლილება იმით დაიწყო, რომ 220 წელს პართიას გაუდგა ერთ-ერთი პროვიციის მმართველი არდაშირი. 224 წელს მიდიაში, ორმიზდაკანის ველზე სპარსელებმა სასტიკად დაამარცხეს პართიელები. ვოლოგეზი ბრძოლაში დაიღუპა. 228 წელს სპარსელებმა დაამარცხეს არტაბან V-ეც, რომელმაც თავს გაქცევით უშველა, მაგრამ ბოლოს მაინც დაატყვევეს და სიკვდილით დასაჯეს. პართიის ზეობა დასრულდა. ხელისუფლებაში სასანიდების დინასტია მოვიდა.
ეს არ იყო დინასტიის უბრალო ცვლა. Yყოფილი პართიის ტერიტორია თვისებრივად ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული ინსტიტუტებით იქნა მოცული. თუმცა მათზე საუბარი ახლა ჩვენი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ Aაღწერილ ვითარებაში იბერიის მმართველი ფენისათვის ნათელი უნდა გამხდარიყო: იბერიის ირგვლივ გეოპოლიტიკური ბალანსი ( ძირითადი მოთამაშეები: რომი-პართია; პლუს სომხეთი, ალბანეთი და ჩრდილოკავკასია) არსებითად შეიცვალა.
ვითარება სომხეთში
სპარსეთში სასანიდების გამეფებამ ბუნებრივია გავლენა მოახდინა სომხეთში არსებულ ვითარებაზეც. სასანიდებისათვის, რომლებიც იდეოლოგიურად თავს განიხილავდნენ, როგორც აქამენიდების მემკვიდრეებს, დამოუკიდებელი სომხეთი მიუღებელი იყო. Pპირველი სასანიდების და სომხეთის დაპირისპირებას აძლიერებდა ისიც, რომ სომხეთის სამეფოს სათავეში არშაკიდების, ანუ სასანიდების მიერ დამხობილი პართიული დინასტიის უმცროსი შტოს წარმომადგენლები ისხდნენ. სომეხთა მეფე ბუნებრივად იქცა ყველა ანტისასანიდური ძალების მიზიდულობის ცენტრად. მის ირგვლივ შემოიკრიბა დამხობილი პართიული დინასტიის წარმომადგენელთა ნაწილი (მეორე ნაწილმა სასანიდებთან გარიგება ამჯობინა). როგორც ჩანს სომხეთის მეფეს მხარს უჭერდნენ პრორომაულად განწყობვილი იბერიაც და ალბანეთიც. 230 წელს არდაშირმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები რომისა და სომხეთის წინააღმდეგ. დაახლოებით 231 წლებზე მოდის არდაშირის პირველი კამპანია სომხეთში. თუმცა შაჰმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. სომხებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს იმპერატორ ალექსანდრე სევერუსს. 232 წელს წარმოებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ სევერუსმა ტრიუმფიც გადაიხადა, ოღონდ ძნელი სათქმელია მიაღწია თუ არა რეალურ გამარჯვებას. 234-235 წელს რომი და სასანიდები ახალ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. ჩანს წარმატება რომაელთა მხარეს იყო, ვინიდან სომხეთში რომაელთა არმია შედის იულიუს პალმატუსის სარდლობით. თუმცა მისი მოქმედებები ირანთან, როგორც აღვნიშნეთ, ფაქტობრივად `ფრედ~ დამთავრდა. Mმეტიც, 241 წლისათვის, როდესაც რომსა და სასანიდებს შორის ახალი საბრძოლო მოქმედებები იწყება, ირანელთა ხელშია ანტიოქია, კარრი და ნისიბინი (როგორც ცნობილი რუსი ირანისტი ლუკონინი ვარაუდობს ეს ქალაქები ირანელებს 238-239 წლებში უნდა დაეკავებინათ). ერთი სიტყვით ოცი წელი ირან – სომხეთის ურთიერთობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც `ხან ომი, ხან მშვიდობა~. 244-249 წლებში სომხეთის მეფე ხოსროვ II-ემ სასანიდების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო და დახმარებისათვის რომის იმპერატორს, ფილიპე არაბს მიმართა ( ლუკონინი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას 249 წლით ათარიღებს). Aფილიპე არაბს, რომის შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სომხეთისათვის არ ეცალა. საბრძოლო მოქმედებები სომხეთისათვის წარუმატებლად წარიმართა. 252 წელს შაბურ I-მა მოახერხა სომხეთის ოკუპაცია და არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ანექსიაც. სომხეთის მეფე ხოსროვი … მოკლულ იქნა. სომხური სახელმწიფოებრიობა ფაქტობრივად გაუქმდა. ხოლო სომხეთის გამგებლად შაბურმა თავისი ვაჟი ჰორმიზდ – არდაშირი დანიშნა, რომელსაც `სომხეთის დიდი მეფის~ ტიტული მიანიჭა. თუმცა ეს `დიდი მეფე~ უკვე არა სუვერენული სამეფოს მეთაური, არამედ დანიშნული მოხელე იყო. სომხეთში მმართველმა დინასტიამ არსებობა დროებით შეწყვიტა (იხ. ლუკონინი, გვ. 118 და შემდეგ; გვ. 213 და შემდეგ გვ. 216 და შემდეგ; დაწვრილებით იხ. Aამ სტატიის დამატება) .
Mმხოლოდ 298 წელს, რომაელთა დახმარებით მოხერხდა სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა. თრდატ III, დიდად წოდებული ავიდა (ეს ის თრდატია რომლის დროსაც სომხეთი მოინათლა). თუმცა ეს მოვლენები ჩვენი ამ გამოკვლევის საზღვრებს სცილდება. ჩვენთვის მთავარია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთში ანუ 252-298 წლებში სომხეთში სახელმწიფოებრიობა ფაქტობრივად გაუქმებული იყო, და ქვეყანას შაბურ I-ის ერთ-ერთი შვილი მართავდა . 252-274 წლებში ჰორმიზდ – არდაშირი (272-274 წლებში ირანის შაჰი), ხოლო 274-293 წლებში მისი ძმა ნერსეჰი (293-302 წლებში ირანის შაჰი; იხ .ლუკონინი `ნარსეს წარწერა პაიკულიში და ბიშაპურის რელიეფი~ წიგნში В.Луконин Древный и раннессредневековый Иран,М,1987 გვ.156-176).
ვითარება 3-ე საუკუნის შუახნებისათვის
ერთი სიტყვით III საუკუნის 30-იანი წლებისთვის ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ დისპოზიციაში ერთგვარი პაუზა შეიქმნა. პაუზა 241 თუ 242 წელს სრულდება, როცა მორიგი იმპერატორი გორდიანუს III იწყებს საბრძოლო მოქმედებებს სასანიდების წინააღმდეგ (სხვათა შორის დიოკლეტიანეს ვარსკვლავი პირველად ამ კამპანიისას ამოდის). ეს საბრძოლო მოქმედებები შესვენებებით 260 წლამდე გრძელდებოდა და სამი კამპანიის სახე ჰქონდა.
შაბურ I ტახტზე 242 წელს ავიდა. Mმისი ზეობის დასაწყისი ემთხვავა რომის იმპერიის კიდევ უფრო მეტ დასუსტებას, რაც თუგინდ ე.წ. ჯარისკაცთა იმპერატორების ფენომენში გამოიხატა. სამხედრო წრეებიდან გამოსული უზურპატორები ერთმანეთს გამუდმებით ენაცვლებიან ტახტზე. საზღვრების დაცვის საქმე აშკარად უკან მიდის. აღმოსავლეთში მყოფი გარნიზონების ჯარისკაცები ზულუქდებიან და ბრძოლისუნარიანობას კარგვენ. საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად რომაელებმა ჯერ კიდევ არდაშირის დროს აღადგინეს მანამამდე მათ მიერვე გაუქმებული ედესასას სამეფო. თუმცა ამით რომაელთა პოზიციები არ გაძლიერებულა, როგორც ვნახავთ პირუკუ.
სამხედრო მოქმედებები მესოპოტამიაში თითქმის შაბურის გამეფებისთანავე დაიწყო. შაბურ I-ს (242-273) წარწერის თანახმად პირველი კამპანია გორდიანუსის სიკვდილით, რომაელი პატრიციების და ჯარისკაცების დატყვევებით დასრულდა. რომს მოუწია 500 ათასი დენარის გადახდა. ეჭვს გარეშეა, რომ გორდიანუსის მემკვიდრე ფილიპე არაბმა სასანიდებთან რომისთვის არცთუ ხელსაყრელი ზავი შეკრა. ზავის პირობებით რომმა შეინარჩუნა რომაური პროვინციები მცირე არმენიასა და მესოპოტამიაში. მაგრამ მნიშვნელოვნად შეირყა რომაელთა პოზიციები მის მოკავშირე (და იბერიის მეზობელ) დიდ სომხეთში. როგორც ვთქვით 252-253 წლებში შაბურმა საბოლოოდ გააუქმა მეფობა სომხეთში და ამ ქვეყნის ანექსია მოაქდინა.
სომხეთის დაკავების შემდეგ შაბურს გარკვეული პრობლემები შეექმნა. აღმოსავლეთ ირანს თავს მომთაბარეები დაეცნენ. Aამისმიუხედავად 253 თუ 254 წელს მან სამხედრო მოქმედებები მესოპოტამიაში გადაიტანა. 254 წელს აიღო ნისიბინი (#90-ე პერგამენტი დურა-ევროპუსიდან, რომელიც შუასპარსულ ენაზეა დაწერილი და სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, 254 წლის 30 აპრილითააAA დათარიღებული. იხ. ლუკონინი, გვ..265). 256 წელს შაბურმა აიღო დურა-ევროპოსი, ხოლო 260 წელს ედესოსთან ტყვედ იგდო თვით რომის იმპერატორი ვალერიანე. Eეს არნახული ამბავი იყო. იმპრეტორები მანამდეც და შემდეგაც არაერთხელ დაღუპულან სამოქალაქო ომებში, ბარბაროსებთან ბრძოლებში (როგორც აღვნიშნეთ 251 წელს იმპერატორი დეციუსი Gგუთებთან ბრძოლაში დაიღუპა). მაგრამ იმპერატორის დატყვევება მოწინააღმდეგის მიერ არნახული ფაქტი იყო. ამას არ შველის რომაელ ისტორიკოსთა მტკიცება, რომ შაბურმა ვალერიანე მოტყუებით დაატყვევა. თან ტყვედ არ ჩავარდნილა მხოლოდ იმპერატორი. Aტყვედ ჩავარდა აღოსავლეთში მყოფი მთელი სამხედრო ელიტა. ტყვედ ჩავარდნენ პრეფექტები, პროვინციების მმართველები, სენატორები და უმაღლესი ოფიცრობის დიდი ნაწილი.
რას წარმოადგენდა `ოსთა~ ლაშქრობა ?
სამი ვერსია
როგორც ზემოთქმულიდან შეიძლება დავინახოთ, III საუკუნის დასაწყისიდან გეოპოლიტიკურ ქაოსს მხოლოდ აღმოსავლეთი არ მოუცავს. Fფუძემდებლური ძვრები ხდებოდა უზარმაზარ სივცეზე: ჩრდილო შავიზღვისპირეთში, სამხრეთ უკრაინას და დუნაისპირეთში. რომის პოზიციები იქაც განუხრელად სუსტდებოდა. ჯერ გუთების, შემდეგ ჰუნების ბატონობის შედეგად ასევე სუსტდება სარმატულ-ალანურ პროტოსახელმწიფოებრივ გაერთიანებების პოზიციები, იშლება მათი მდგრადობა. რასაკვირველია, ლეონტის `ოვსნი~ არ არიან `ოსები~ ამ სიტყვის ზუსტი გაგებით (ისევე როგორც ჯუანშერის `ოსები~, რომელთა მხედარმთავრებს ძველთურქული `თარხანი~ და მონღოლური `ბაყათარი~ ჰქვიათ). Aაქ საქმე გვაქვს რომელიღაც სარმატულ – ალანურ დაჯგუფებასთან. ცნობილია, რომ ასეთი სარმატულ – ალანური დაჯგუფებები ჩრდილო კავკასიიის გადასასვლელების გავლით ეშვებოდნენ და ხშირად მონაწილეობდნენ არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მცირე აზიაში მიმდინარე პროცესებშიც (შეგვიძლია გავიხსენოთ ფარსმან II-ის პროვოცირებული ჩრდილოკავკასიელთა ლაშქრობა, რომელმაც მცირეაზიამდე მიაღწია).
A სარმატ – ალანთა სამხრეთით ლაშქრობაში არაფერი არ იქნებოდა გასაკვირი, რომ არ მათი მიზანი. Eეს არ იყო ტრადიციული ლაშქრობა ალაფისათვის. Mმატიანე ცალსახად უსვავს ხაზს, რომ სარმატ – ალანებს ნადავლის მოპოვების სურვილი არ ამოძრავებდათ. E მატიანეში ცალსახადაა დაფიქსირებული: ` მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი~. ჩრდილოკავკასიელთა ეს თავშეკავება იმით აიხსნება, რომ მათ მარბიელი კი არა, პოლიტიკურ-სტრატეგიული მიზანი ჰქონდათ `ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს~. არც მეტი და არც ნაკლები. Uუცნაური ვითარებაა, გუთების შემოსევით შეწუხებული სარმატ-ალანთა დაჯგუფება მცხეთის აღებას აპირებს, რაც ფაქტობრივად იბერიის სამეფოს მოშლის ტოლფასია. Aანუ ნომადები ისეთ ამოცანას უსვავენ თავს, პომპეუსსაც რომ არ დაუსახავს! რა ხდება? ვინ წააქეზა ნომადები?
Aამ კითხვაზე პასუხისათვის სამი სხვადასხვა ჰიპოთეზა შეიძლება იქნეს წამოყენებული.
ვერსია პირველი : სარმატების ნაწილმა, თანაც არცთუ გადასარევ მდგომარეობაში მყოფმა (სარმატებში მდგომარეობა ფრიად არეული იყო, თუგინდ გუთების ექსპანსიის გამო), რატომღაც გადაწყვიტა იბერიის დაპყრობა. ამასთან სარმატების და იბერიელების ურთიერთობა საუკუნეებს ითვლიდა. სარმატთა ნაწილი მონაწილეობდა ფარსმან I-ის და ფარსმან II-ის საბრძოლო მოქმედებებში და შესანიშნავად ეცოდინებოდათ, რომ იბერია ხელწამოსაკრავი ძალა არ იყო (ბოლო – ბოლო სარმატებს ის მაინც ეხსომებოდათ, როგორ გაანადგურა ფარსმან პირველმა, იგივე სარმატებთან ერთად, პართიელები და უზრუნველყო იბერიელი პრინცის გამეფება სომხეთის ტახტზე). მართალია, როგორც ტაციტუსის ცნობიდან ჩანს სარმატებში პროიბერიული ორიენტაციაც არსებობდა და ანტიიბერიულიც, მაგრამ სრულიად აუხსნელი ლოგიკაა, რომ კავალერისტთა თუგინდ დიდმა მასამ მოულოდნელად მოინდომოს მეზობელი ძლიერი სახელმწიფოს უბრალოდ და უმიზეზოდ მოშლა, გაუქმება, ყოველგვარი გარანტიების გარეშე და დიდი რისკის პირობებში. საინტერესოა ისიც, რომ სარმატები ძირითადი გზით, დარიალით კი არ წამოვიდნენ, არამედ შედარებით მარგინალური დვალეთის გზით. Eეს შესაძლოა სამხედრო ეშმაკობას შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ მაინც სრულიად აუხსნელი რჩება რამ განაპირობა ის, რომ სარმატებმა, თუნდაც მხოლოდ მათმა ნაწილმა, მოულოდნელად მოინდომეს მათ ტრადიციული მოკავშირიზე არა მხოლოდ თავდასხმა, არამედ სახელმწიფოებრიობის მოშლაც კი. თანაც მაშინ როდესაც იბერია არცთუ სუსტი იყო. Aასე რომ ეს ვერსია ახლავე უნდა უკუვაგდოთ.
ვერსია მეორე : სარმატთა შემოსევა მოხდა რომაელების წაქეზებით. ცნობილია, რომ საბოლოოდ ამაზასპი ირანის მხარეს გადავიდა, რითად ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა რომის პოზიციებს. Mმაგრამ მატიანეც და ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ, რომ ამაზასპი პრორომაულ ორიენტაციას სარმატების ლაშქრობის შემდეგაც მისდევდა (ამას ადასტურებს რომაელი ისტორიკოსი იულიუს კაპიტოლინიც. მის შრომაში Vალერიანი Dუო, 7 ლაპარაკია იმაზე, რომ იბერიელები ვალერიანს დატყვევების შემდეგ ერთხანს დახმარებასაც ჰპირდებოდნენ რომაელებს). Aასევე აუხსნელია, რაში დასჭირდათ რომაელებს მოეშალათ მცხეთა. ცხადია, რომ გეოსტრატეგიულად მცხეთის დაცემას მოჰყვებოდა რომაელთა მთელი საკომუნიკაციო – საფორტიფიკაციო სისტემის მოშლა სამხრეთ კავკასიაში , ალბანეთის ჩათვლით (არადა რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ რომაელება ასეთ საკომუნიკაციო – საფორტიფიკაციო სისტემას და ამ სისტემაში მცხეთას, ვესპასიანეს წარწერიდან ჩანს იმის შესახებ, თუ როგორ გაუმაგრა ამ იმპერატორმა თავის მოკავშირეს, იბერიის მეფეს მცხეთის სიმაგრე). რას მოიგებდა მცხეთის და შესაბამისად იბერიის განადგურების სანაცვლოდ რომი, რომელიც ამ პერიოდში მესოპოტამიაში სასანიდებთან ბრძოლით იყო დაკავებული სრულიად გაუგებარია. შედეგი ხომ ირანთან დაპირისპირების თეატრის ჩრდილოეთის მონაკვეთის მოშლა იქნებოდა. A ამიტომ ვერსია, რომ სარმატ – ალანთა შესევა იბერიაზე რომის მიერ იყო პროვოცირებული ასევე უკუსაგდებია.
რჩება მესამე ვერსია: სარმატთა შემოსევა სასანიდების მიერ იყო ინსპირირებული. Gგეოსტრატეგიული ვითარების ანალიზი არათუ მხარს უჭერს ამ ვერსიას, არამედ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, იქამდეც კი, რომ შესაძლებელი ხდება ჩრდილოკავკასიელთა შემოჭრის დროის განსაზღვრა. გავიხსენოთ რაც ითქვა ზემოთ: 252 წლის სიახლვეს შაბურმა მოახერხა მოტყუებით მოეკლა დიდი სომხეთის მეფე ხოსროვი. ქართული წყაროები აზუსტებენ რომ ეს მკვლელობა ზაფხულში მოხდა (იხ. Aამ სტატიის დამატება). 252-253 წლებში შაბურმა საბოლოოდ გააუქმა მეფობა სომხეთში და ამ ქვეყნის ანექსია მოახდინა. Aამ გარემოებების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ არა მხოლოდ ის, რას ნიშნავდა მემატიანის ნახსენები `ოვსთა გარდამოსვლა~, არამედ ამ პროცესის მიახლოებითი დათარიღებაც მოვახდინოთ.
`ოვსთა გარდამოსვლის~ მიზეზების ახსნა
ჩვენი აზრით ჩრდილოკავკასიელთა შემოსევა პირდაპირ კავშირშია შაბურ I-ის პოლიტიკასთან სამხრეთ კავკასიის მიმართ. მართალია რომთან დაპირისპირების ძირითად თეატრად Mმესოპოტამია რჩებოდა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რომის მოკავშირე სახელმწიფოთა (სომხეთი, იბერია, ალბანეთი) მოშლა მოასწავებდა ირანის მიმართ რომის გეოსტატეგიული დისპოზიციის ჩრდილოეთი ფლანგის მოშლას (ცხადია რომაელთა საზიანოდ). Aამას შეეძლო ირანისთვის არნახული დივიდენდების მოტანა: ჯერ ერთი მას უჩნდებოდა შანსი იბერიის გავლით და შემდეგ კოლხეთით გასულიყო შავ ზღვაზე. Mმეორეს მხრივ იბერიის დაკავებით მას გაუჩნდებოდა შანსი პირდაპირი კონტაქტის დამყარებისა ანტირომაულად განწყობილ ჩრდილოკავკასიურ და, უფრო ფართოდ, ჩრდილოშავიზღვისპირულ სამაყაროსთან. საინტერესოა რომ შაბურის უდიდესი მემკვიდრე, ხოსროვ ანუშირვანი ბიზანტიელებთან 6-ე საუკუნეში ომისას ზუსტად იგივე გლობალურ-სტრატეგიულ მიზნებს ისახავდა. ერთის მხრივ იბერიაში დომინირებით კოლხეთის დაპყობას და შავ ზღვაზე გასვლას, ხოლო მეორეს მხრივ ჩრდილო კავკასიასთან უშუალოდ დაკავშირებას (ამით აიხსნება ირანელთა ერთი შეხედვით ირაციონალური სწრაფვა სვანეთზე გაბატონებისა. Mმაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინდელი სვანეთი ტერიტორიულად დღევანდელს არ ემთხვეოდა და მოიცავდა რაჭის და და შესაძლოა დვალეთის იმ მონაკვეთებსაც, რომლებზე გადიოდა გზები ჩრდილო კავკასიის მიმართულებით. Eეს საკითხები შესანიშნავად აქვს გარკვეული ნიკო ბერძენიშვილს). ამასთან ალბანეთი სრულ იზოლაციაში რჩებოდა და დანებების გარდა გამოსავალი აღარ ექნებოდა.
A ამგვარი გარღვევა შესაძლებელი გახდა მაშინ როდესაც შაბურმა დიდი სომხეთის ანექსია მოახდინა. ჩრდილო კავკასიელების ამოცანა ის უნდა ყოფილიყო, რომ იბერიაში შემოჭრილიყვნენ და აეღოთ მცხეთა. რის შემდეგაც მათ უპრობლემოდ შეეძლებოდათ შეერთებოდნენ მცხეთიდან რამდენიმე დღის გადასავალზე მყოფ შაბურის ძლევამოსილ არმიას იბერია სომხეთის ბედს გაიზიარებდა (არ დაგვავიწყდეს, რომ უმოკლესი გზა იბერიასა და სომხეთს შორის მცხეთიდან თრიალეთის გავლით გადადიოდა. Pპლუტარქეს ცნობით პომპეუსმა იბერიაში შეჭრისას ეს გზა გამოიყენა და რამდენიმე დღეში მივიდა სომხეთიდან მცხეთის მიდამოებამდე). Eეს თავისთავად გამოიწვევდა ალბანეთის პრორომაული ორიენტაციის კრახს. ირანი სამ ხსენებულ გლობალურ სტრატეგიულ მიზანს აღწევდა: 1) შლიდა აღმოსავლეთში რომაელთა სამხედრო-პოლიტიკური პოზიციების ჩრდილოეთის ფლანგს; 2) იქმნიდა პირდაპირ გასასვლელს ჩრდილო კავკასიაზე და პირდაპირ გზას ურთიერთობისათვის იგივე გუთებთან, რომლებიც, როგორც რომის მტრები, ირანის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ; 3) იქნიდა პლაცდარმს სახმელეთო შეტევისათვის კოლხეთსა და იქიდან შავიზღვისპირეთის სხვა რომაულ სამფლობელიებზე. ამასთან ხმელეთიდან წარმატებული შეტევა შეიძლებოდა ზღვიდან გუთების ლაშქრობებს შერწყოდა, რომლის რეალობა 3-ე საუკუნის 50-იანი წლების პროცესებმა დაადასტურეს. Aამ გრანდიოზული ჩანაფიქრის რეალიზაციისათვის ერთი რამ იყო საჭირო: `ოვსებს~ მცხეთა აეღოთ და შემდეგ შაბურის არმიას სადღაც სომხეთ – იბერიის საზღვართან შეერთებოდნენ (ჩანს შაბურს არ ჰყოფნიდა რესურსი ერთდროულად მოეხდინა სომხეთის ოკუპაციაც, დაპირისპირებოდა რომაელებს მესოპოტამიაშიც და კონტროლის ქვეშ ჰქონოდა ვითარება ირანის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, სახელდობრ შუა აზიაში. ამიტომაც დასჭირდა `ოვსების~ დახმარება). ასე რომ `ოვსთა~ შემოსევის გასაღები ჩრდილო კავკასიაში კი არა ისტაჰრშია (ირანის მაშინდელი დედაქალაქი) საძიებელი.
`ოსთა~ შემოსევი თარიღისათვის
ჩვენს მიერ განხილული გეოსტრატეგიული ფონი საშუალებას იძლევა დავათარიღოთ `ოვსების~ შემოსევა. როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ `ოვსების~ მიზანი ნადავლის მოპოვება კი არ იყო, არამედ მცხეთის დაკავება, იბერიის სახელმწიფოებრიობის მოშლის ირანული გეგმისათვის ხელისშეწყობა და სომხეთში დისლოცირებულ სასანიდურ არმიასთან შეერთება (რის შემდეგაც ჩრდილოკავკასიელებს უპრობლემოდ შეეძლებოდათ ეძარცვათ მცირე აზიის და ახლო აღმოსავლეთის უმდიდრესი პროვინციები). Aამოსავალი პუნქტი სწორედ შემდეგში მდებარეობს: `ოვსების~ ლაშქრობას მხოლოდ მაშინ ჰქონდა აზრი, თუ მათ შეეძლებოდათ იოლად შეერთებოდნენ სასანიდების არმიის ძირითად მასას. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მომხდარიყო, როდესაც სასანიდების არმიის ძირითადი მასა მესოპოტამიაში ან მცირე აზიის ტერიტორიაზე კი არა, იბერიის სიახლოვეს, სახელდობრ სომხეთში იმყოფებოდა.
საბედნიეროდ ჩვენ მოგვეპოვება ინფორმაცია შაბურ I-ის არმიის გადაადგილებების შესახებ. სახელდობრ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შაბურმა 252 წელს მოახერხა მოეკლა სომხეთის მეფე ხოსროვი. 252-253 წელს შაჰინშაჰი სომხეთის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციით იყო დაკავებული, რომელიც როგორც აღვნიშნეთ მისი ძის ჰორმიზდ-არდაშირის სომხეთის დიდ მეფედ გამოცხადებით დასრულდა. 254 წლის გაზაფხულზე შაბური საბრძოლო მოქმედებებს უკვე მესოპოტამიაში აწარმოებს და ნისიბინს იღებს (იხ. ზემოთ). ამის შემდეგ, მინიმუმ 260 წლამდე შაბური მესოპოტამიაში იყო დაკავებული. აქედან გამომდინარე ჩრდილოკავკასიელებს შაბურის არმიასთან შეერთების შესაძლებლობა მხოლოდ 252 – 253 წლებში, ირანის არმიის ძირითადი მასის სომხეთში ყოფნისას ექნებოდათ. Aამიტომ ამაზასპის კამპანიის თარიღის განსაზღვრისათვის უნდა ვიკითხოთ: რომელი თარიღია გამართლებული: 252 თუ 253 წელი?
ჩვენი აზრით შემოსევის თარიღად 253 წელი უნდა დავდოთ. Aამას რამოდენიმე არგუმენტით გავამაგრებთ. ხოსროვი 252 წლის რომელ ზაფხულში უნდა მოეკლათ. რასაც უნდა მოჰყოლოდა სომხეთის ანექსიის გამოცხადება, ტახტის კანონიერი მემკვიდრის თრდატის გაძევება და სომხეთში შაჰისნაცვლად უფროსი სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდ – არდაშირის დანიშვნა. საუკეთესიო შემთხვევაში Yყოველივე Aამას სპასელები იმავე წლის შემოდგომისათვის თუ დაასრულებდნენ. მათ უსწრაფესადაც რომ მოეხერხებინათ `ოვსებთან~ საერთო ენის გამონახვა, სარმატულ-ალანურ ელიტა მაინც ვერ მოასწრებდა იმავე წელს მნიშვნელოვანი ძალების მობილიზაციას და ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, როგორიცაა იბერიის დალაშქვრა სომხეთში მდგომი შაბურის არმიასთან შეერთების მიზნით.
აქედან გამომდინარე ჩრდილოკავკასიელები იბერიაში ინტერვენციას 252 წლის შემოდგომამდე ვერ დაიწყებდნენ (ესეც ძალიან ფანტასტიკური დაშვებაა). შემოდგომა კი ტრანსკავკასიური ომის დასაწყებად არცთუ ოპტიმალური თარიღია. Mმით უფრო, რომ ჩრდილო – კავკასიელები სამშობლოში შედარებით ჩქარა და ნადავლით დატვირთულები უნდა დაბრუნებულიყვენ (ის რომ იბერიას არ აყაჩაღებდნენ სერიოზული არგუმენტი არ არის. Uუბრალოდ მცხეთის დაცემის და შაბურის არმიასთან შეერთების შემდეგ მცირე აზიაში შეუდარებლად დიდი ნადავლი შეეძლოთ ეშოვნათ, ვიდრე შიდა ქართლში ყაჩაღობით). Yყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით 252 წელი, როგორც ჩდილოკავკასიელთა იბერიაზე ლაშქრობის თარიღი უნდა გამოირიცხოს.
Aამრიგად ჩრდილო კავკასიელთა ლაშქრობის თარიღად 253 წელი უნდა დავდოთ. სახელდობრ ამ წლის გაზაფხული, როდესაც კავკასიონის ზეკარები გაიხსნებოდა და ჩრდილოკავკასიელებს საკმაო დრო ექნებოდათ ქართლის დასალაშქრადაც, შაბურთან შესაერთებლადაც, მცირე აზიის ასაოხრებლადაც და ნადავლით დატვირთულებს უკან დასაბრუნებლადაც. 253 წელს, როგორც შემოსევის თარიღს ადასტურებს ქრონიკის ერთი მონაკვეთი, რომელზეც. იქ ვკითხულობთ: `და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეკრიბნა სპანი თჳსნიყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს. და ვერვინ წინააღუდგა და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯუებული.~.
გამოდის, რომ ანუ აღწერილი კამპანიის მეორე წელს ამაზასპმა ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში (გასაგებია, რომ თეზისი `ძალი სომხითი~-ს შესახებ არაადეკვატურია, ვინაიდან სომხეთი, როგორც სახელმწიფო ახალი გაუქმებული იყო და იბერიას ვერავითარ დახმარებას ვერ გაუწევდა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ `ძალი სომხითი~-ში იგულისხმებიან დამხობილი მეფე ხოსროვის მომხრეები, რომლებიც ბუნებრივია თავს შეაფარებდნენ მოკავშირე იბერიას და შეეძლებოდათ მონაწილეობა მიეღოთ მის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში).
Mწყაროს მიხედვითAამაზასპმა ჩრდილო კავკასიაში ილაშქრა `ოვსთა~ თავდასხმის შემდეგ წელს. Aამგვარი ლაშქრობა მხოლოდ ხელსაყრელი გეოსტრატეგიული ფონის პირობებში შეიძლებოდა. სახელდობრ, ამგვარი ლაშქრობისას მოხსნილი უნდა ყოფილიყო საფრთხე ზურგიდან დარტყმისა. ზურგიდან დარტყმის საფრთხე კი 253 წლის ბოლოს თუ 254 წელს მოიხსნა, როდესაც შაბურმა თავისი ძლევამოსილი არმია სომხეთიდან გაიყვანა და მესოპოტამიაში რომაელებთან ხანგრძლივ ბრძოლაში ჩაება. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ იქ აპრილ-მაისში უკვე მიდიოდა სისხლისმღვრელი ბრძოლები. Aაქედან გამომდინარე შაბურს, თავის არმიის ძირითადი მასით, სომხეთი 253 წლის ადრე შემოდგომაზე უნდა დაეტოვებინა (რათა მესოპოტამიაში საზამთრო ბინებზე მოესწრო 253-254 წლების ზამთრის გატარება). არსებობს მეორე ვარიანტი : შაბურმა არმია მესოპოტამიისაკენ 254 წლის ადრე გაზაფხულზე წაიყვანა. Oორივე შემთხვევაში ამაზასპს 254 წლის გაზაფხულისთვის უპრობლომოდ შეეძლო მზადება `ოვსეთში~ ექსპედიციისათვის. Aამ ექსპედიცას ორი რამ აიოლებდა: ჯერ ერთი იბერიის 253 წლის კამპანიის შემდეგ არმია მობილიზებული იყო და საბრძოლო მოქმედების დაწყება სწრაფად შეეძლო და მეორე, ადრე იბერიალთა ზურგში მდგომი შაბურმა გუდა-ნაბადი აიკრიფა და განუსაზღვრელი დროით გაემართა მესოპოტამიაში საომრად. ამაზასპს გაუჩნდა ოსეთზე კამპანიის შესაძლებლობა რაც განახორციელა კიდეც (ცხადია ეს დასასჯელი ექსპედიცია იყო და არა ისეთი შორსმიმავალი კამპანია, რომელსაც ფარსმან პირველი აწარმოებდა სომხეთის ტახტზე იბერიელი უფლისწულის დასმის მიზნით). ყოველივე ეს შაბურის ძირითადი ჯარის მესოპოტამიაში გამგზავრების შემდეგ უნდა მომხდარიყო. მაშასადამი ოსების შემოსევას წინა წლის გაზაფხულზე უნდა ჰქონოდა ადგილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე `ოვსთა~ ლაშქრობის თარიღად 253 წლის გაზაფხული უნდა დავდოთ.
ჩრდილოკავკასიელთა რაოდენობა და შემადგენლობა
რასაკვირველია ჩრდილოკავკასიელ მოლაშქრეთა შემადგენლობის და ზუსტი რაოდენობის ეჭვმიუტანლად დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. Mმაგრამ მაინც მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ შემადგენლობაში იქნებოდნენ კავალერისტებიც და ქვეითებიც. Aამ ვარაუდს ამაგრებს შემდეგი გარემოებები: ჯერ ერთი, როგორც რომაული წყაროები ადასტურებენ სარმატებს საერთოდ ჩვეოდათ კავალერისტების და ქვეითების კომბინირებული ლაშქრობა. მაგალითად ამის შესახებ ლაპარაკობს ტაციტუსი ფარსმანის მხარეს მებრძოლი სარმატების შემთხვევაში. Mმეორეც : სარმატები ორიენტირებული იყვნენ მცხეთის აღებაზე, რაც ცხადია მხოლოდ კავალერიის ძალებით არ მოხერხდებოდა. დაბოლოს, ქვეითების არსებობა ხსნის იმას, თუ რატომ გაჩერდნენ სარმატები ლიახვის ხეობაში ესოდენ დიდხანს, რვა დრის განმავლობაში. Eეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმით, რომ კავკასიის ურთულესი გადასასველების გადალახვით გათანგულ ქვეითებს საკმაოდ დიდი ხნის დასვენება დასჭირდებოდათ. Aაქედან გამომდინარე რაციონალურია იმის დაშვება, რომ სარმატ – ალანების შემადგენლობაში შედიოდა როგორც კავალერია, ისე ქვეითები. მათი თანაფარდობა, როგორც ანტიკური წყაროებიდან ჩანს ჩვეულებრივ 1:1-ზე უნდა ყოფილიყო. Aასე უნდა ყოფილიყო ჩვენს შემთხვევევაშიც.
Aახლა რაც შეეხება ჩრდილოკავკასიელთა რაოდენობას. მათი ოდენობა იმდენი უნდა ყოფლიყო, რომ მოეხერხებინათ მცხეთის და მისი მიმდებარე საფორტიფიკაციო სისტემის მოშლა, სისტემისა, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში იდებოდა არა მხოლოდ იბერიელების, არამედ რომაელთა ცოდნაც და ნოუ-ჰაუებიც. Gგამომდინარე ძალიან აბსტრაქტული გათვლებიდან, რომლის თანახმადადაც იბერიის არმია რამოდენიმე ათეულ ათას მებრძოლს ითვლიდა (რაოდენობას ადასტურებენ არა მხოლოდ ქართული, არამედ ბერძნულ-რომაული წყაროებიც) ჩრდილოკავკლასიელ მომხდურთა ოდენობა სადღაც მინიმუმ 10-15 ათასის რაიონში უნდა შევაფასოთ. ცხადია ლაპარაკია კავალერისტებზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე კატაფრაქტული კავალერია იქნებოდა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სარმატი კატაფრაქტები უფრო მსუბუქად იყვნენ აღჭურვილი ვიდრე – ახლოაღმოსავლელი. სახელდობრ, მათ ცხენებს ხშირად არ ეკეთათ აბჯარი, ხოლო მხედრების აბჯარში მეტალის კონსტრუქციებს ასევე ხშირად ენაცვლებოდა უფრო მსუბუქი მასალის (მაგალითად ძვლის) კონსტრუქციები. ახლა ძნელია თქმა რით იყო ეს გამოწვეული: იმით, რომ სარმატ კატაფრაქტებს ბევრად დიდ მანძილებზე უწევდათ ლაშქრობა ვიდრე ახლოაღმოსავლელებს, იმით, რომ სარმატეთში მეტალურგია ნაკლებად იყო განვითარებული, თუ ფაქტორთა მთელი კომპლექსით. Mმაგრამ ნათელია, რომ სამხედრო აღჭურვილობის მხრივ იბერიელ კატაფრაქტებს უპირატესობა ექნებოდათ სარმატებზე. რაც შეეხება სარმატ ქვეითებს, მათი რიცხვიც 10-15 ათასი უნდა ყოფილიყო. მათში უნდა შესულიყვნენ მსუბუქი/საშუალო ქვეითები.
მარშრუტი
პირველ ყოვლისა დასადგენია მარშრუტი, რომლითაც ჩრდილოკავკასიელებმა შემოაღწიეს ქართლში. Mმემატინე ცალსახად ლაპარაკობს `დიდსა გზასა დვალეთისა~-ზე. ისტორიკოსებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს რა ძველი იბერიის კომუნიკაციების სისტემა, გაარკვიეს სად გადიოდა დვალეთის გზა.
Eეს გზა სტრაბონთან კიდევ არ არის ნახსენები ანუ პირველ საუკუნეში კიდევ არ არსებობდა. თუმცა 6-ე საუკუნისათვის გზის არსებობა, რომელიც ქართლს სვანეთთან აკავშირებდა უკვე უეჭველია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ეს სრულიად სამართლიანად ჯერ კიდევ ნ.ბერძენიშვილმა აღნიშნა, სპარსელების მხრივ (რომლებიც ქართლს აკონტროლებდნენ) სვანეთის მოთხოვნას აზრი ეკარგებოდა. Aამ გზის არარსებობის პირობებში გამოვიდოდა, რომ სპარსელები გავლენის სფეროდ ითხოვდნენ სვანეთს, რომელთან დაკავშირებაც მხოლოდ ბიზანტიის კონტროლირებადი კომუნიკაციების მეშვეობით შეეძლებოდათ, რაც აბსურდია. ასე რომ უნდა არსებულიყო კომუნიკაცია, რომელიც ქართლს რაჭის გავლით სვანეთთან დააკავშირებდა (მეორე ასეთი კომუნიკაცია შეიძლებოდა არგვეთზე გასულიყო, რომელიც მაშინ იბერიის სუვერენიტეტს ექვემდებარებოდა). Aამდენად 6-ე საუკუნისათვის ეს გზა ნამდვილად არსებობდა და ჩანს კარგადაც იყო ათვისებული. Aანუ ის პირველსა და მეექვსე საუკუნეს შორის უნდა გაჭრილიყო. Yყოველ შემთხვევაში ამაზასპის ზეობის ხანაში (3-ე საუკუნის შუაგული) ის უკვე არსებობდა. სავარაუდოდ ის გაყვანილ უნდა ყოფილიყო 2-ე საუკუნის სიახლოვეს, იბერიის დასავლეთ საქართველოზე გავლენის გაძლიერების პარალელურად.
M როგორი იყო ამ გზის მარშრუტი? Nნიკო ბერძენიშვილი გზასთან დაკავშირებით შემდეგ პუნქტებს გმოჰყოფდა : მცხეთა – მუხრანი –რეხი (ნაჭარმაგები) – ფხვენისი – ნიქოზი (ნიქოზის საეპისკოსოში ლიახვის ხეობა დვალეთთან ერთად შედიოდა) – ცხინვალი – კეხვი (ციხე) – გუმთა (ციხე) – აქედან გზა მიუყვებოდა ბჟის ხევს გადაივლიდა ზეკარის გადასასვლელზე და ღენათის (ღინატის) ხევზე და ზახის ხევზე გაუვლიდა ნარას. გუმთადან გადიოდა მეორე გზაც დვალეთისაკენ. Eეს გზა მიუყვებოდა დიდ ლიახვს შემდეგ როკის წყალს (სხლების, ჯავას, კოშკას და როკას გავლით). როკის უღელტეხილით ეს გზა ეშვებოდა ზახის ხეობაზე და უერთდებოდა თროსუს ხეობაზე გამავალ გზას რომელიც კობიდან მოდიოდა. Aარმისული ნარამდე ეს გზა უერთდებოდა მეორეს, რომელიც ზეკარის უღელტეხილიდან ეშვებოდა. აქედან სამივე გზა ზახის ხეობით ეშვებოდნენ ზარამაგში და უერთებოდნენ `თაკვერის გზას~, რომელიც რაჭიდან მამისონის უღელტეხილით გადადიოდა.
ბერძენიშვილის აღწერილი საკომუნიკაციო სისტემა გაცილებით გვიან ეპოქას ეხება. Mმაგრამ პირვლად აღწერილი კომუნიკაცია ვფიქრობთ დაახლოებით მაინც უნდა იმეორებდეს იმას, რომელიც ამაზასპის დროს არსებობდა. ჩვენი აზრით `ოვსების~ გადაადგილების დაახლოებითი მარშრუტი ასეთი უნდა ყოფილიყო:

რუკა #2
`ოვსთა~ გადაადგილების შესაძლო მარშრუტი
დაახლოებით დღევანდელი ცხინვალის სიახლოვეს, მისი სამხრეთ აღმოსავლეთით `ოსებს~ მკვეთრი სტრატეგიული მოძრაობა უნდა გაეკეთებინათ აღმოსავლეთით. დღევანდელი მკითხველი, რომელიც დღევანდელი კომუნიკაციების სისტემას `თავისთავადგასაგებად~ აღიქვავს, დარწმუნებული იქნება, რომ ოსები გორამდე უნდა ჩამოსულიყვნენ და ლამის დღევანდელი ავტობანის გაყოლებით მცხეთას დასავლეთის მხრიდან უნდა მოდგომოდნენ. მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ეპოქის კომუნიკაციები სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო სტრუქტურირებული.
ლეონტისადმი მიწერილი ქრონიკიდან ნათელია, რომ `ოსები~ მცხეთას დასავლეთიდან, მტკვრის ჩრდილოეთი სანაპიროს მიყოლებით კი არ უტევდნენ (როგორც ეს რუსებმა ჩაიდინეს დაახლოებით 1800 წლის შემდეგ), არამედ ჩრდილო-დასავლეთიდან, მუხრანის მხრიდან. Eეს მემატიანესთან ცალსახადაა ნათქვამი. შესაბამისად, სადღაც ცხინვალ-ნიქოზის რაიონში `ოვსებს~ აღმოსავლეთით უნდა შეეხვიათ და არა მტკვრის მიყოლებით, არამედ უფრო ჩრდილოეთის მიმართულებით უნდა შეეტიათ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მუხრანის ველზე გამავალი მარშრუტით, უფრო ზუსტად ურბნისიდან ძალისამდე გამავალ გზით. ყველა ვარიანტში `ოსები~ ბოლოს მაინც მუხრან-საგურამოს ვაკეზე უნდა მოხვედრილიყვნენ. ყოველ შემთხვევასი `ოვსების~ გადაადგილება მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა `დვალეთის დიდი გზის~ მარშრუტს , როგორც ეს ნიკო ბერძენიშვილს აქვს აღწერილი. 
რუკა#3 დვალეთის დიდი გზის
შესაძლო კონფიგურაცია
ამაზასპის მოქმედებები
მობილიზაცია
ლეონტისათვის მიწერილი ტექსტიდან ჩანს, რომ მაშინდელი ქართლის სამობილიზაციო სისტემა ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა დღევანდელი საქართველოსას (უფრო თუ აღემატებოდა). ტექსტში ვკითხულობთ:` მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი: ერის-თავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშჳლდისა. და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთკერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი~.
ტექსტიდან ჩანს, რომ ომიანობის შემთხვევაში შეიარაღებული ძალებში შედიოდნენ არმიის ძირითადი ბირთვი, რომელიც პირადად მეფეს ემორჩილებოდა, სპასპეტის განკარგულებაში მყოფი ჯარი და სწრაფად მობილიზებული ერისთავების ლაშქარი. ამასთან ხაზგასმულია, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ძალების საერთო გაშლაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის, ხუნანის და სამშვილდეს ერისთავებმა, პლუს თავისთავად გასაგებია მეფისა და სპასპეტის ძალებმა. წყაროში აღნიშნულია, რომ `ოვსებმა~ მუხრანამდე მოღწევა იმ მომენტისათვის მოახერხეს, როდესაც დასავლეთის ერისთავს დაქვემდებარებული დანაყოფები ჯერ არ შეერთებოდნენ საერთო ლაშქარს.
ძალიან ძნელია იმის გაგება თუ ვინ იყო `დასავლეთის ერისთავი~: მხოლოდ არგვეთის და მიმდებარე ტერიტორიები გამგებელი და თუ მთელი ლიხთიქითა საქარველოს გამგებელი. Aამ შემთხვევაში ის მნიშვნელობით სპასალარის შემდეგ მეორე პირი ინდა ყოფილიყო და ერთგვარი მეფისნაცვალი ლიხთიქითა საქართველოში (მის გამგებლობას დაქვემდებარებული ტერიტორია ბევრად მეტი იქნებოდა ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს ნებისმიერი ერისთავის გამგებლობას დაქვემდებარებული ტერიტორია). ამასთან საინტერესოა რომ ტექსტის იმ მონაკვეთში მობილიზაციას, რომ ეხება, ჯერ `დასავლეთის~ ერთ ერისთავზეა ლაპარაკი, ხოლო მოგვიანებით `დასავლეთის~ ხუთი ერისთავი ფიგურირებს (ეგრისი, კლარჯეთი, სამცხე) : `მაშინ განდგეს ერის-თავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერის-თავნი ეგრისისანი, ერთი ოძრჴისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ~. გამოდის რომ ტექსტი ამაზასპი მეფობის დასაწყისში იცნობს სრულიად საქართველოს ოთხ ერისთავს: კახეთის, ხუნანის, სამშვილდის და `დასავლეთის~, ხოლო ტექსტის ბოლოს დასავლეთ საქართველოს ერთბაშად ხუთი ერისთავი (მათ შორის ორი ეგრისის ერისთავი) ჩნდება. Eეს უცნაური შეუსაბამობა, რასაკვირველია ახსნას საჭიროებს და ჩვენ ამგვარ ახსნას ქვემოთ შევეცდებით კიდეც.
ერთი სიტყვით სანამ `ოვსები~ რვა დღის განმავლობაში ისხდნენ ლიახვის ხეობაში, იბერია მობილიზაციას ატარებდა. Mმემატიანე ლაპარაკობს, რომ მობილიზაციის შედეგად თავშეყრილი იქნა 30 ათასი ქვეითი და 10 ათასი მხედარი. Eეს რიცხვები ერთი შეხედვით ფანტასტიკური ჩანს, მაგრამ გასათვალისწინებელია სტრაბონის `გეოგრაფიაში~ მოყვანილი რიცხვები. სტრაბონი აღნიშნავს (ლაპარაკია პირველ საუკუნეზე), რომ ალბანელებს იბერიელებზე მეტი ლაშქარი გამოჰყავთ, სახელდობრ 22 200 მხედარი და 60 000 ქვეითი. Kკონტექსტიდან ჩანს რომ ალბანელების ჯარი მართალია აღემატება იბერიელებისას, მაგრამ არც ისე ძალიან ( სტრაბონის მიხედვით სვანებს, სადაც ყველა სრულასაკოვანი მამაკაცი მეომარია, 200 000 მებრძოლი გამოჰყავთ ანუ იმაზე მეტი, რამდენიც იბერიელებსა და ალბანელებს ერთად აღებულთ). Aამ რიცხვების სანდოობის გარკვევა ჩვენს კომპეტენციას სცილდება. მაგრამ შეიძლება გამოვიდეთ იქიდან, რომ შეფარდება ალბანელებსა და იბერებს შორის, ისევე როგორც შეფარდება ქვეითებსა და კავალერისტებს შორის სტრაბონთან მეტ-ნაკლებადაა ასახული.
სტრაბონის მსგავს ინფორმაციას გვაწვდის პლუტარქეც. Pპომპეუსისადმი მიძღვნილ მონაკვეთში (პომპეუსი, 34) პლუტარქე წერს, რომ იბერიელები ოდენობით ტოლს არ უდებდნენ ალბანელებს და უფრო მეომრული სულისანი იყვნენ. Pპლუტარქეს თქმით გენერალურ ბრძოლაში იბერიელებს ცხრა ათასი მებრძოლი დაეღუპათ და ათი ათასზე მეტი ტყვედ ჩაუვარდათ. ე.ი. საერთო დანაკლისი 20000 –მდე იყო. Mმაგრამ ამ დამარცხებას პლუტარქე არ ახასიათებს როგორც გამანადგურებელს (ვთქვათ ისე, როგორც ტიგრანის მარცხს ლუკულუსთან). Aაქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ იბერიელებმა თავისი არმიის 25-30 %-მდე დაკარგეს. მაშინ იბერიის ჯარის ოდენობა 60-დან 80 ათასამდე ანუ დაახლოებით იმდენივე გამოდის, რამდენსაც სტრაბონი ასახელებს.
Aამრიგად იბერიელთა ლაშქარი ითვლიდა 60-80 ათას მეომარს. Mმაგრამ როგორი იყო თანაფარდობა ქვეითებსა და კავალერისტებს შორის? Uუნდა ვიფიქროთ დაახლოებით ისეთივე როგორც ალბანელებში, ანუ ერთი მხედარი სამ ქვეითზე. სხვათა შორის ჯუანშერისადმი მიწერილ ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში ჩრდილო კავკასიაში მოლაშქრე ვახტანგის ჯარზე ვკითხულობთ: `და იყო ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი; და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თვისნი თორმეტი ათასი მხედარი (`ქართლის ცხოვრება~, გვ.150). ასი ათასი კავალერისტის შესახებ ცნობა ცხადია ფანტასტიკურია, მით უფრო, რომ მათ მოგვიანებით კიდევ კავკასიელ მეფუკათა 50 ათასი მხედარი ემატებათ. Mმაგრამ თუ ჩავთვლით, რომ 100 ათასი გვიანდელი ჩანამატია და საწყის ვარიანტში ათი ათასი მხედარი ეწერა, მაშინ გამოვა, რომ ვახტანგის სარდლობის ქვეშ იმყოფებოდა 22 ათასი მხედარი და 60 ათასი ქვეითი. Eეს ზუსტად, ხაზს ვუსვავ ზუსტად იმდენია, რამდენიც სტრაბონის ცნობით ითვლებოდა ალბანელთა ლაშქარში, რომელსაც პლუტარქეს მიხედვით იბერიელთა ლაშქარი უტოლდებოდა. Aასე რომ ყველაზე სარწმუნოა, რომ წარმართული და ადრექრისტიანული საქართველოს არმიაში ქვეითების და კავალერისტების თანაფარდობა ყოფილიყო 1:3. იგივე თანაფარდობაა დაფიქსირებული ამაზასპისადმი მიძღვნილ ქართულ წყაროშიც. Aამიტომ, ყველა ბერძნულ-რომაული და ქართული წყაროს გათვალისწინებით ამაზასპის დაქვრმდებარებაში 10 ათასი კავალერისტის და 30 ათასი ქვეითი საკმაოდ სანდო რიცხვებია (მით უფრო რომ `დასავლეთის~ საერისთაოს მებრძოლები სამხედრო მოქმედებებში ჩართული არ არიან. ხოლო სტრაბონის ეპოქის შეემდეგ, ფარსმან I-ის და ფარსმან II-ის ზეობის პერიოდში იბერიის არმია სახელმწიფოს ძლიერების ზრდის პარალელურად მხოლოდ თუ გაიზრდებოდა სტრაბონის მიერ მოყვანილ მონაცემებთან შედარებით). ამასთან არ არის გამორიცხული, რომ ამაზასპის გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების მესამე დღეს მოულოდნელად დასხმოდა თავს `ოსებს~ შეიძლებოდა იმითაც ყოფილიყო განპირობებული რომ იბერიელებს მობილიზებულმა `დასავლეთის ერისთავის~ არმიამ მიუსწრო, ანუ მის დავემდებარებაში მყოფი არმია სადღაც 15 ათას კავალერისტამდე და 40 ათას ქვეითამდე გაიზარდა.
Dდისპოზიცია
წყარო საკმაო ინფორმაციას გვაწვდის ამაზასპის არმიის დისპოზიციის შესახებ. Aაქ ვკითხულობთ: და ვიდრემოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი. მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლადვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერსიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა~.
ამაზასპის დისპოზიცია სრულ შესაბამისობაში იმყოფება იმდროინდელი იბერიის ტაქტიკის პრინციპებთან, რომელიც წინა წერილში აღვწერე. სახელდობრ, ჩვენ აღვნიშნავდით: `ნებისმიერი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ქმედება გულისხმობს საყრდენი ობიექტების გარკვეულ სისტემას, რასაც ინგლისელები `ცენტრე ოფ გრავიტატიონ~-ს, გერმანელები `შცჰწერპუნკტ~-ს, ხოლო რუსები `цент связности~-ს ან `опорный пункт~ -ს უწოდებენ …Bბუნებრივია ტაქტიკის ეს უნივერსალური ელემენტი არც ძველი ქართული სამხედრო ხელოვნებისათვის იყო უცნობი. მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ ტაქტიკური ხერხი, რომლის დროსაც ხდება ფრონტის ხაზის ზურგის უზრუნველყოფა საყრდენი ობიექტით ან ობიექტების სისტემით. ტერმინი `ფრონტის ხაზის ზურგი~ წმინდა ტაქტიკურ დატვირთვას შეიცავს. ის გულისხმობს ჯარების მწყობრის ტაქტიკურ სიღრმეში (ფრონტის მოწინავე ხაზიდან მაქსიმუმ 20-25 კმ-ით დაშორებულ) არსებულ საყრდენ ობიექტს ან ობიექტების სისტემას. Eეს შეიძლება ვთქვათ მდინარე, ციხე-სიმაგრემდე, ან დაახლოებით ამავე მანძილზე განთავსებულ რეზერვი თუ დამხმარე ჯარი.… მთავარია იმის აღნიშვნა რომ ბრძოლა წარმოებდა ფრონტის უშუალო ხაზის უკან, გარკვეულ მონაკვეთებზე განლაგებული ობიექტების გამოყენებით საყრდენ წერტილებად. `ქართლის ცხოვრების~ იმ მონაკვეთში, რომელსაც ლეონტი მროველს მიაწერენ, გვხდება ამგვარი ტაქტიკური მოქმედების აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინები, მაგალითად: `იპყრა იგი ქალაქი ზურგად~, ან სულაც ლაპარაკია ფრონტის ზურგის უზრუნველყოფაზე ჯარის ნაწილზე დაყრდნობით (რვა ძმისა და ნებროთის ბრძოლისადმი მიძღვნილი მონაკვეთი)~ (`ქართველოლოგია~ ???)
ამაზასპი სწორედ ასე იქცევა. ის დისპოზიციას სამ საყრდენ პუნქტზე აგებს: მცხეთის ციხე-ქალაქსა და `არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა~ -ზე. როგორც ჩანს `ამიერ~ ანუ აქ დასავლეთ ნაპირზე მდებარე კარში ბებრისციხე იგულისხმება, ხოლო `იმიერში~ – წიწამური. ეს უკანასკნელი ცხადია სარეზერვო საყრდენი პუნქტი იქნებოდა. ამასთან უნდა ვივარაუდოთ, რომ სადღაც, `ოვსებვისათვის~ მიუღწეველ ადგილას უნდა ყოფილიყო ხიდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ძალების გადასროოლა.
დისპზოციას ნათელს ხდის გამოთქმა `ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა~. ლაპარაკი არ არის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებაზე, სადაც `ოსებს~ ჯერ ბებრისციხე დახვდებოდათ, ხოლო შემდეგ თავად მცხეთა. ლაპარაკია მიმართულებაზე მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, ისე რომ ამაზასპს ზურგში ერთდროულად ეყოლებოდა მცხეთაც და ბებრისციხეც. ამრიგად საფურცლე, რომელიც ველი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ახერხებდა კავალერიის მნიშვნელოვანი მასის დატევას, სადღაც მცხეთა – ბებრისციხე-მუხრანის სამკუთხედშია საძიებელი, რაც ალბათ მომავალში არქეოლოგებმა უნდა გაითვალისწინონ (იხ რუკა)

რუკა #4 დისპოზიცია
საბრძოლო მოქმედებები
დისპოზიციიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია ამაზასპის მოქმედებები. იცავს რა სასყრდენ პუნქტებს ქვეითებით, თვითონ მძიმე კავალერიით, კატაფრაქტებით (მათი არსებობის დასაბუთებას იბერიის არმიაში ჩვენ შემდეგ სტატიას მივუძღვნით, და არგუმენტირებულად ვაჩვენებთ, რომ გარდა პართიელ/სასანიდებისა, სომხების, ალბანელებისა და სარმატებისა ამ სახის კავალერია იბერიასაც ჰყავდა). საბრძოლო მოქმედებების აღწერისას ვკკითხულობთ: `ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე (`საფურცლე~ იხსენიება `ქართლის მოქცევის~ შატბერდისეულ რედაქციაშიც: `დილ[ა]სა ადრე მივე[დ] და ვჰკითხე ერთსა მათგანსა, თუ რომლისა სოფლისანი ხართ თქუენ, ხოლო მან მომიგო მე: “ზოგნი დაბით და ზოგნი საფურცლით და ზოგნი ქინჯარელნი და რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ” -კ.კ) . და იპყრა ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი,რომელ დაეყენნეს კართა შინა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. და განვიდა ამაზასპ მშჳლდითა, და იწყო სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა; ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეიტყუებოდა და არცა ინახვებოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშჳლდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა შინა ამაზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხუათა-ცა ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი მრავალნი ოვსთანი; და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა. მას დღესა შინა შემოვიდა ამაზასპ ქალაქად მჴედრითა სპითა, ხოლო ქუეითნი იგი დგეს მუნ-ვე ადგილსა ზედა კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერის-თავთა მათ სისწრაფითა.
და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, და განავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათა-ცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებით-ურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი.~
Aამ შთამბეჭდავ აღწერას მხოლოდ რამოდენიმე კომენტარი შეიძლება დავამატოთ. Pპირველ ყოვლისა ის, რომ ჩნდება ახალი მომენტი იბერიელი კატაფრაქტების ქმედებაში, რომელიც არ ჩანს ფარსმან I-ის ცნობილი კამპანიის ტაციტისეულ აღწერაში. იბერიელი კატაფრაქტების მოქედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მშვილდი, რასაც ადგილი არ ჰქონდა ტაციტუსის აღწერაში რომაელი ისტორიკოსი წერს: `თუმცა სარმატები (იგულისხმება იბერიელების და ჩრდილოკავკასიელების გაერთიანებული ლაშქარი – კ.კ.) არა მხოლოდ მთავარსარდლის სიტყვამ შეაგულიანა: ისინი თავად არწმუნებენ ერთმანეთს, რომ არ უნდა დაუშვან, რომ მოწინააღმდეგემ ისრებების წვიმა დააყაროს: ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსწრაფესი ზეწოლა და შემდეგ ხელჩართული ბრძოლა. აქედან სრულიად განსხვავებული სურათი ორივე მოწინააღმდეგის მხარეს: პართიელები ერთიანი ოსტატობით შეჩვეულები თავდასხმასაც და უკუქცევასაც, ქსაქსავენ თავიანთ კავალერიას, რათა ხელშეუშლელად გაანადგურონ მოწინააღმდეგე ისრებით. ხოლო სარმატები (ანუ იბერიელები და მათი მოკავშირე ჩრდილოკავკასიელები – კ.კ.) არ იყენებენ მშვილდისრებს, რომელსაც პართიელებზე უარესად ფლობენ, არამედ მათზე მიიჭრებიან გრძელი შუბებითა და ხმლებით, და მტრები ხან შეეჯახებიან ერთმანეთს, ხან უკან იხევენ, როგორც ეს ჩვეულებრივად ცხენდაცხენ ბრძოლისას ხდება ხანდახან კი ხელჩართული ბრძოლის დარად ერთმანეთს ავიწრობენ სხეულით და იარაღით~( Корнелиий Тацит, Сочинения в двуч томах. Том 1. М. 1969, გვ.190-191).
განსხვავებით თავისი დიდი პაპის პაპისგან ამაზასპი საბრძოლო მოქმედებას სწორედ მშვილდით იწყებს. ცხადია ეს უნდა ყოფილიყო კომპოზიციური რქის მშვილდი, რომელსაც ჯერ კიდევ სკვითების დროიდან იცნობდნენ კავკასიის ორივე მხარეს, მცირე აზიაში, ირანსა და შუა აზიაში. ჩანს იბერიაში მიდიოდა საკავალერიო მშვილდის თანდათანობითი დამკვიდრების პროცესი, რომელიც ვახტანგ გორგასლის დროს დასრულდა მსუბუქი/საშუალო კავალერიის შექმნით. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
Mმეორე შენიშვნა ეხება საყრდენი პუნქტების გამოყენებას. რასაკვირველია ამაზასპი თავის ჩანაფიქრს ვერ განახორციელებდა მცხეთის (აგრეთვე ბებრისციხის) სახით საყრდენი პუნქტები რომ არ ჰქონოდა. მცხეთაზე დაყრდნობით მას შეეძლო დღის განმავლობაში ეწარმოებინა ბრძოლა საფურცლესთან, ხოლო ღამე უშიშრად გაეთენებინა მცხეთაში. მცხეთაში ის გარანტირებული იყო მოულოდნელი თავდასხმიდან, რაც იოლია მაშინ როცა ჯარი ველზეა დაბანაკებული (ამაზასპმა ველზე დაბანაკებული, საყრდენ პუნქტებს მოკლებული `ოვსნი~ სწორედაც ხომ მოულოდნელი თავდასხმით დაამარცხა). ამასთან ბებრისციხეში ძლიერი გარნიზონი `ოვსებს~ არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ამაზასპისთვის ჩრდილოეთიდან მოევლოთ ზურგში.
აქ არ შევეხებით ისეთ საკითხს, როგორიცაა ბუმბერაზთა ბრძოლა, რომელსაც საკმაოდ შევეხე წინა სტატიაში. ყურადღებას გავამახვილებ სხვა მომენტზე. იბერიის არმიაში გამუდმებით მიმდინარეობდა მობილიზაციური გაძლიერება. Pპირველი დღის ბრძოლების დასასრულს ვკითხულობთ: `და ღამესა მას მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერის-თავთა მათ სისწრაფითა.~ ზუსტად იგივე პროცესს აქვს ადგილი მეორე დღის ბრძოლის შემდეგაც: `და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი.~ სავარაუდოა, რომ საფურცლეს ბრძოლების პირველ და მეორე ღამეს ამაზასპის ჯარს შეემატნენ ხსენებული `დასავლეთის ერისთავის~ ერთეულები.
ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზი საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ ამაზასპი, როგორც ბრწინვალე სტრატეგიული ჩანაფიქრის შემქმნელი და განმხორციელებელი მხედარმთავარი. Aამაზასპის სტრატეგიული ჩანაფიქრი ასეთია: ა) უსწრაფესი მობილიზაციის დაწყება, და ძალების მაქსიმალურად სწრაფად თავმოყრა მცხეთაში. Bბ) საყრდენი პუნქტების შექმნა და ქვეითი ძალებით მათი გამაგრება. Gგ) სრულად მობილიზებული არმიის თავშეყრამდე საკავალერიო ბრძოლებით `ოვსების~ შეკავება; დ) დაბოლოს არმიის სრული მობილიზაციის შემდეგ მოულოდნელი თავდასხმის ეფექტზე აგებული ოპერაციით მტრის განადგურება (აქ კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს, რომ `ოვსებს~ განსხვავებით ამაზასპისაგან, გასაგები მიზეზების გამო ვერ ექნებიდათ არათუ მცხეთის, არამედ ბებრისციხის მასშტაბის საყრდენი პუნქტი. საველე ბანაკი სადღაც მუხრანის სიახლოვეს ასეთად ვერ გამოდგებოდა).
გამარჯვება
სრული მობილიზაციის შემდეგ ამაზასპმა გადაწყვიტა მოულოდნელი თავდასხმით გაენადგურებინა შემოსეული მტერი. Mმატიანეში ვკითხულობთ: `და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი~. ამ ლაკონური დახასიათების უკან დგას ურთულესი პროცესი, რომელმაც იბერია გადაარჩინა. სტატიაში, რომელიც ძველ ქართულ ტაქტიკაში მოულოდნელობის ეფექტს ეხებოდა ვწერდით: `თუმცა მოულოდნელობის, სახელდობრ სადღეღამისო რიტმის მოულოდნელ მომენტებს ბრძოლისათვის ჩვენი მეფეები ბევრად ადრეც იყენებდნენ. მაგალითად ფარსმანი, რიცხვით ბევრად აღმატებულ სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლისას (ლაპარაკი არაა იმ ბრძოლაზე, რომელსაც ტაციტუსი აღწერს და რომელსაც შედეგად ფარსმანის ძმის სომხეთში გამეფება მოჰყვა) სამხედრო მოქმედებას გამთენიისას იწყებს. მემატიანე წერს: ` მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თჳსისათა არღარა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ. განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდნა ურიცხუნი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და მიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი~ .
სწორედ ასევე მოიქცა ამაზასპი. მისმა შორსმჭრეტველურმა სამხედრო სტრატეგიამ იბერიის სამეფო გადაარჩინა. მცხეთის აღების გზით ჩრდილოკავკასიელთა და სასანიდების შეერთება ვეღარ მოხერხდა და შაბურის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა რომის სამოკავშირეო სისტემის ჩრდილოეთ გეოსტრატეგიული ფლანგის განადგურებას, ჩრდილო კავკასიასთან და ზოგადად ჩრდილოშავიზღვისპირეთთან ირანის უშუალო კონტაქტის დამყარებას და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე ლაშქრობას ჩაიშალა. მეტიც, როგორც აღვნიშნეთ 253 წლის ბოლოს თუ 254 წელს შაბური იძულებული გახდა მთელი ძალები მესოპოტამიაში გადაესროლა. ამით, კარგად ისარგებლა ამაზასპმა და როგორც მატიანეში წერია: ` და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეკრიბნა სპანი თჳსნი ყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯუებული.~ აქ თითქოს შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა. სამხედრო ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით შეიძლება ასეცაა, მაგრამ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ისტორიის ასპექტით ამაზასპისათვის სწორედაც რომ ახალი ეტაპი იწყებოდა.
შემობრუნება
საქართველოს ისეთი ბედი უწერია, რომ ქართველი მეცნიერისათვის ძალიან ძნელია შეფასებებიდან მიუკერძოებული სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის დაწერა. პრინციპში უკვე კლაუზევიცის ეპოქოდან გახდა ცხადი, რომ სამხედრო ხელოვნების ისტორიის პოლიტიკისაგან განყენებულად აღწერა არ გამოვა (და ეს დელბრუკმა დასავლური ისტორიის გარკვეული მონაკვეთის მიმართ პირველად განახორციელა კიდეც). შემდეგ გაირკვა, რომ სამხედრო ხელოვნების ისტორიას, ყოველ შემთხვევაში ინდუსტრიული ერიდან მოყოლებულს, ვერ დაწერ ეკონომიკასთან და ტექნოლოგიებთან შეხების გარეშე. შემდეგ გაირკვა, რომ სამხედრო ხელოვნების ისტორიის შესწავლა შეუძლებელია მისი წარმომშობი საზოგადოებების შესწავლის, ანუ სამხედრო-სოციალური კვლევების გარეშე. ბოლოს ნათელი გახდა, რომ სამხედრო ხელოვნების ისტორიას მის მოქმედ პირთა მენტალობის, კულტურულ-ცივილიზაციური მიკუთვნებულობის გარეშე ვერ განიხილავ. Aაქ კი უკვე შეფასებით მიდგომას ვერ გაექცევი, როგორც არ უნდა გინდოდეს ეს.
წარმოდგენილი წერილი, როგორც ითქვა, ნაწილია ავტორის მიერ ჩაფიქრებული მონოგრაფიისა, რომელიც ძველი საქართველოს სახელმწიფოების, სახელდობრ იბერიისა და ლაზიკის სამხედრო ხელოვნებას ეხება. ქართველი ერის წინაპარები ლიხთ იქითაც, ლიხთ აქეთაც, სვანეთის და რაჭის მთებშიც და კლარჯეთის მთიანეთშის ხვადასხვა დონით განვიცდიდით სამი დიდი გეოპოლიტიკური `სუბიეტის~ ქმედებას: რომისა (შემდგომ ბიზანტია), პართიისა (შემდგომ სასანიდები) და უკიდურესად ცვალებადი ჩრდილოკავკასიური სტიქიისა (რომელსაც რომი – ბიზანტიის და პართია – ირანისგან განსხვავებით ვერ დაარქმევ ერთიან გეოპოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ან თუგინდ გეოცივილიზაციურ სუბიექტს).
Aავტორის თვალსაზრისია, რომ რომთან სტრატეგიული პარტნიორობა ძველ ქართველთა სწორედაც რომ ერთადერთი გამართლებული არჩევანი იყო. რასაკვირველია აქ არ ვჩერდები იმ გულუბრყვილო თვალსაზრისზე, თითქოს ფარნავაზს, ფარსმან I-ს ან ფარსმან II-ს, ან თუგინდ ვახტანგ გორგასალს გააზრებული ჰქონდათ, რომ ისინი პახ რომანა – ში (ვახტანგ გორგასალთან ბიზანტიურ სამყაროში, რომელიც თავს ახალ რომად ან უკიდურეს შემთხვევაში რომის მემკვიდრედ მიიჩნევდა) ქართველთა ჩართვით რაღაც სამომავლო პახ ეუროპიანა – ს ან პახ ამერიკანა – ს ნათელ მომავალში გვწერდნენ. ერის ისტორია თავისუფალ ძალთა თამაშია, სადაც ერთ გადაწყვეტილებას მოსდევს მეორე, მეორე ამზადებს მესამეს და ა.შ. რომ არ ყოფილიყო ფარნავაზის კავშირი სელევკიდებთან, ართოკი (არტაგე, როგორც გინდაც უწოდეთ) ვერ მიაღწევდა იბერიისთვის ხელსაყრელ ზავს რომთან, მით უფრო პომპეუსთან საშინლად წაგებული ომის შემდეგ. რომ არ ეს ზავი, ფარსმან I და ფარსმან II ვერ მოახერხებდნენ იმას, რაც მოახერხეს: იბერიის ქცევა რაღაც უფრო მეტად, ვიდრე რომის უბრალო სატელიტისა. რომ არ ყოფილიყო მათი რომაული ორიენტაცია, არ იქნებოდა ქრისტიანობის ტრიუმფი და საქართველოს ჩამოყალიბება იმად რადაც ის იქცა. Aაქედან ადვილია კავშირი გააბა ჯვაროსნებთან ურთიერთობაზე, ფერდინანდთან და იზაბელასთან მიმოწერაზე, სულხან-საბას მისიაზე და ა.შ. ოღონდ დიდია ცდუნება: მიიღო მცდარი თეზისი, რომ რომში მარსის ველზე მანევრების ჩამტარებელ ფარსმან II-ეს იდეაში ჰქონდა სულხან-საბას ვიზიტი, რომელიც ხსენებული მანევრებიდან თხუთმეტიოდ საუკუნის შემდეგ შედგებოდა.
დამაინც ამ სტატიის ავტორიც და ალბათ ქართველთა დიდი ნაწილი პრორომაულ ორიენტაციას ისევე `თავისთავადგასაგებად~ მიიჩნევს, როგორც დღევანდელ `პროდასავლურს~. Aამ შეფასებით ამაზასპი თითქოს მოღალატე გამოდის, რომელმაც უღალატა ძველი ქართული სახელმწიფიოებრიობის განვითარების მაგისტრალურ ხაზს. Aარადა ეს საინტერესო არჩევანი იყო. ამაზასპი, თითქოს მოულოდნელად, დინების წინააღმდეგ წავიდა.
უცნაური არჩევანი
ამაზასპი, რომელიც პრინციპში თავის სამხედრო და პოლიტიკურ კარიერას რომის მოკავშირედ იწყებს და აგრძელებს იბერიის მმართველთა პოლიტიკურ კურსს (ალბათ ართაკიდან მოყოლებული, რომელმაც მოახერხა პომპეუსთან სამხედრო მარცხი იბერიელებისათვის პოლიტიკურ დივიდენდებად ექცია), მოულოდნელად პროირანულ პოზიციაზე გადადის. Aამ არჩევანის თუ შემობრუნების დამადასტურებელი ორი წყარო გაგვაჩნია. ქართული და ირანული. ქართული წყარო მემატიანის ქრონიკაა. აქ ვკითხულობთ: `და შემდგომად ამისსა შეექმნა სილაღე, და იწყო მესისხლეობად, და მოსწყჳდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამისთჳს მოიძულეს იგი ერმან ქართლისამან. და მტერ ექმნა იგი სომეხთა, და შეიყუარნა სპარსნი. ამასთან სპარსელების შეყვარება ქართველი მემატიანის მიხედვით `ოვსებზე~ გამარჯვებას მოჰყოლია. Eეს ყველაფერი შეიძლებოდა მემატიანის ფანტაზიისთვის მიგვეწერა, რომ არა აღმოჩენები შაბურ I-ის და მისი მემკვიდრეების კლდეზე ამოკვეთილი წარწერებისა. 262 წლის სიახლოვეს დათარიღებული ხოჯიაბადისეულ შაბურ I-ის წარწერაში ჩამოთვლილია ირანის იმპერიის უმაღლესი გამგებლები. ამასთან თავად შაბურის წარწერით ფიქსირდება რომ მის მოკავშირეებს (რომაული გაგებით) შორის სამი მეფეა (ადიაბანის, ქერმანისა და იბერიისა). ამასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ არაერთგზის ციტირებული გ.ლუკონინი წერს: `ჩვ.წ-აღრიცხვის I საუკუნეში დამოუკიდებელი (самостоятельный), ცენტრისადმი (იგულისხმება პართია-კ.კ.) სუსტად დამორჩილებული (ზოგჯერ მხოლოდ ტრადიციულად) სამეფოები არსებობდნენ იბერიაში, სომხეთში, ატროპატენაში, გორდუენაში, ადიაბენაში, ედესაში, მესენაში, ელამეიდაში, პარსში.. შაბურ I-ის დროს მისი სასახლის კარზე პართიის დროინდელი ადგილობრივი დინასტებიდან მოიხსენიებიან მხოლოდ ქერმანის მეფე, ადიაბენის მეფე და იბერიის მეფე. სხვა სამეფოები ამ დროისათვის უკვე დაპყრობილნი იყვნენ სასანიდების მიერ, ადგილობრივი დინასტები დამხობილ იქნენ, და შეცვილნი მეფეთ მეფის შვილებით: ნარესე ახლა ფლობდა ახლადშექმნილ შაჰრს (სამეუფოს თუ სამეფისნაცვლოს-კ.კ.).. ჰორმიზდ-არდაშირს ერგო მამული (დსტკრტყ. შდრ.სომხური დასტაკერტი, მამული-კ.კ.) სომხეთში, შაბური (შაბურ I-ის ძე) ფლობდა კვლავ დაპყრობილ მესენას, ვარახრანი – გილიანს. ტიტული MLK (არამ. Mმეფე) შენარჩუნდა, მაგრამ ახალი შინაარსით შეივსო: შაჰრის ნაცვალი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი იყო~(ლუკონინი, გვ. 118-1190).
A ამრიგად, როგორც შაბურ I-ის წარწერა ადასტურებს, 262 წლისათვის ამაზასპის იბერია სასანიდების სიახლოვეს მდებარე სამი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფოთაგან ერთ-ერთია. Mამაზასპის მოულოდნელმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა მოახერხა ის, რომ ადგოლობრივი დინასტია იბერიაში შენარჩუნდა. Mმეტიც, ამაზასპს მიეცა შესაძლებლობა გავლენა მოეხდინა სასანიდური ირანის პოლიტიკაზე.
რაში გამოიხატებოდა ეს გავლენა? საქმე იმაშია, რომ ადრეული სასანიდების პერიოდში არსებობდა გადაწყვეტილებების მიმღები ორი ძირითადი ორგანო: პირველი საბჭო, რომელსაც ბერძნულენოვან წარწერებში suggeneia–ს უწოდებდნენ, და მეორე to de sofvn kai magon პირველ საბჭოში შედიოდნენ შაჰინშაჰის დედა, მისი ძმები და დები, მისი შვილები, მისი შვილების ცოლები და შვილიშვილები, აგრეთვე სხვა უფლისწულები. საბურ I-ს წარწერის დროს მეორე საბჭოში შედიოდნენ ადიაბენის მეფე არდაშირი, ქერმანის მეფე არდაშირი, იბერიის მეფე ამაზასპი, კავალერიის სარდალი პეროზი, ფრამატარი (პირველი მინისტრი) ვაჰუმანი, ორი უმაღლესი თანამდებობის პირიLპიტიახში შაბური და ხაზარაპეტი პაპაკი და ირანული ტრადიციული არისტოკრატიის რამოდენიმე წარმომადგენელი -არდაშირი ვარაზების გვარიდან, არდაშირი სურენების გვარიდან, არდაშირი კარენების გვარიდან, არდეკანის მფლობელი ნარსე. ხანდახან საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა ზოროასტრიზმის უზენაესი ქურუმი (დაწვრილებით იხ. ლუკონინი, 122).
Aამ საბჭოს გავლენა ისეთი დიდი იყო, რომ 293 წელს მისი გადაწყვეტილებით ტახტი გადაეცა არა გარდაცვლილი შაჰ ვარახრან II-ის შვილს, მცირეწლოვან ვარახრან III-ეს-ს, არამედ მის ბაბუის ძმას ნერსეჰს (ეს ის ნერსეჰია, რომელიც ჩვენს მიერ მოყვანილ წარწერაში ფლობდა ახლადშექმნილ შაჰრს, ხოლო ტახტის მემკვიდრე, სომხეთის ნაცვალ ჰორმიზდ-არდაშირის სიკვდილის შემდეგ 274 წლიდან განაგებდა სომხეთს). Nნერსეჰის წარწერაში პირდაპირ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მის გამეფებაში მონაწილეობდა იბერიის მეფე (თუმცა მეფის სახელი არ იხსენიება).
მეორე საბჭოს მუშაობაში არ მონაწილეობდნენ სომხეთის გამგებლები. ისინი როგორც ირანის უფლისწულები პირველი საბჭოს წევრები იქნებოდნენ, სადაც შაჰის ოჯახის წევრები შედიოდნენ. თუმცა გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ორივე საბჭოს წევრებს ერთმანეთში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონოდათ. მით უფრო მეზობლებს. Aასე რომ ამაზასპი ამ საბჭოების სისტემით დაახლოებული იქნებოდა სასანიდების უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მათ შორის სომხეთის ნაცვლებთან, ჰორმიზდ-არდაშირთან (252-274; შაჰი 272-274 წლებში) და ნერსეჰთან (273 – 293; 293 წელს ნერსჰი ირანის შაჰი ხდება).
ამასთან როგორც ლუკონინი უსვავს ხაზს შაპურის წარწერაში ხსენებული სამი მეფე პირდაპირ შაჰინშაჰის შემდეგ მოიხსენებიან, ანუ უფრო წინ ვიდრე პიტიახში (სახელმწიფოს მეორე პირი), პირველი მინისტრი, ხაზარაპეტი (როგორც ვარაუდობენ Hშაჰის პირადი გვარდიის სარდალი) და კავალერიის სარდალი. ცხადია ეს მდგომარეობა ამაზასპს შეეძლო თავისი და სამეფოს ინტერესებში გამოეყენებინა. Mმაგრამ როგორ?
Aსანამ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, უნდა შევეხოთ იმას, რატომ მივიჩნევთ დასაბუთებულად, რომ გადასვლა პროსპარსულ პოზიციაზე სწორედ ამაზასპის დროს მოხდა და არა მისი რომელიმე წინაპრისა. საქმე იმაშია, რომ შემორჩენილია არა მხოლოდ შაბურ I-ის სამეფო საბჭოს, არამედ მამამისის ანალოგიური საბჭოს შემადგენლობა. Aამ საბჭოში შედიან : მერვის მეფე არდაშირი, კერმანის მეფე არდაშირი, საკების მეფე არდაშირი, პაპაკის დედა(ანუ შაჰის ბებია –კ.კ.) დენაკი, არდაშირის და და ცოლი როდაქი (ირანში ასეთი სისხლისამღვრევითი ქორწინებები მიღებული იყო – კ.კ.), პიტიახში, ხაზარაპეტი, ვარაზების, სურენების და კარენების გვარების წარმომადგენლები, აგრეთვე რამოდენიმე სხვა პირი (იხ.ლუკონინი,211). იბერიის მეფეს აქ არ ვხდებით. მაშასადამე ის არ უნდა ყოფილიყო არდაშირის მოკავშირე. Mმას შემდეგ რაც ამაზასპი ირანის მოკავშირე ხდება ის ირთვება კიდეც ირანის სამეფო საბჭოს შემადგენლობაში. A
აღნიშნულის შემდეგ დავუბრუნდეთ კითხვას, როგორ შეეძლო ამაზასპს გამოეყენებინა თავისი სიახლოვე შაჰის კართან.
საიდან ჩნდება დასავლეთის ხუთი ერისთავი?
როგორც აღვნიშნეთ მატიანეში მოყვანილი ინფორმაცია იბერიის შიდაპოლიტიკური მოწყობის შესახებ ტრანსფორმაციას განიცდის. თადაპირველად ლაპარაკია იმაზე, რომ სარმატ-ალანებთან კამპანიისას ამაზასპს დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ერთი ერისთავი ჰყავს. Mმისი მეფობის დასასრულისათვის კი წყარო დასავლეთის ხუთ ერისთავზე ლაპარაკობს: ` ერის-თავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერის-თავნი ეგრისისანი, ერთი ოძრჴისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა ~. Gგაუგებარია საიდან გაჩნდა ერთბაშად ოთხი ახალი ერისთავი დასავლეთ საქართველოში, ან რატომ იყო ეგრისში ერთბაშად ორი ერისთავი. ნათელია, რომ რაღაც ადმინისტრაციულ – ტერიტორიული რეფორმა უნდა გატარებულიყო. Mმაგრამ როდის და რა ვითარებაში?
ნათელია რომ ახალი საერისთაოები დასავლეთ საქართველოში შეიქმნა 260 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამაზასპი პროირანულ ორიენტაციაზე გადავიდა. Mმაგრამ რა მოხდა ისეთი 260 წლის შემდეგ, რამაც ამაზასპს `დასავლეთ~ საქართველოში (იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოს დასავლეთი, არამედ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიც) ოთხი ახალი საერისთაოს შექმნის საშუალება მისცა?
Aაქ უნდა გავიხსენოთ გუთების შემოსევები საქართველოს შავიზღვისპირეთზე, რომელსაც რომაელთა იურისდიქციაში მყოფი დასავლეთსაქართველოს ქალაქების განადგურება მოჰყვა. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ 263 და 269 წლების ლაშქრობებისას გუთებმა არა მხოლოდ ზღვისპირეთი დალაშქრეს, არამედ ღრმად შეიჭრენ რომის ისეთ მცირეაზიულ პროვინციებში, როგორებიც იყო: პონტო, კაპადოკია და ბითინია. ცხადია, იმპერატორის და აღმოსავლეთის არმიის დიდი ნაწილის დატყვევებით დემორალიზებული რომაული გარნიზონები მომხდურებს დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. Eეს პროირანულ პოზიციებზე გადასული ამაზასპისათვის საუკეთესო მომენტი იქნებოდა იბერიის იურისდიქციის გავრცობისათვის დასავლეთის და სამხრეთ – დასავლეთის მიმართულებით. ასეთი გაფართოების საწინააღმდეგო არც ირანს ექნებოდა რაიმე, ვინაიდან მას შეექმნებოდა შესაძლებლობა, რომ იბერიელი მოკავშირის მეშვეობით გაევრცელებინა გავლენა შავი ზღვის აღმოსავლეთ რაიონზე, რაც როგორც ვთქვით ირანისათვის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა.
Aაქედან გამომდინარე, სრული უფლება გვაქვს დავუშვათ, რომ ამაზასპმა ისარგებლა რა ირანის მხარდაჭერით და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილსა და მცირე აზიაში გუთების ლაშქრობით, ისევე როგორც რომის იმპერიის საერთო დასუსტებით, 3-ე საუკუნის 60-იან წლებში და 70-იანი წლების დასაწყისში მიაღწია იბერიის საზღვრების მნიშვნელოვან გაფართოებას დასავლეთით და სამხრეთ – დასავლეთით. Aმის შედეგად ადრე არსებული ერთი `დასავლეთის ერისთავის~ ნაცვლად ხუთი მივიღეთ (სხვა საკითხია ეს ერისთავების რაოდენობა შემთხვევითია თუ უკავშირდება სამყაროს ხუთწევროვან დაყოფას, რომლის არსებობის შესახებ ძველ საქართველოში იხ. ჩვენი სტატია ჟურნალ `ახალი პარადიგმები~ #3). Yყოველ შემთხვევაში ეჭვსგარეშეა, რომ ამაზასპმა ირანთან ურთიერთობა კარგად გამოიყენენა იბერიის პოზიციების გასაძლიერებლად.
Aამაზასპის ზეობის დასასრული
Qქრონიკის მიხედვით ამაზასპის აღსასრულის მიზეზი მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება გამხდარა. შეთქმულების მიზეზი მისი პროირანული ორიენტაცია ყოფილა. მატიანეში ვკითხულობთ: `და მტერ ექმნა იგი სომეხთა, და შეიყუარნა სპარსნი.მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერის-თავნი ეგრისისანი, ერთი ოძრჴისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ეზრახნეს
ესე სომეხთა მეფესა, და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დისწული იყო ამაზასპისი. მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად, და მოირთო ძალი საბერძნეთითცა. და ეზრახნეს ოვსთაცა, ხოლო ოვსნი სიხარულითა წარმოვიდეს, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი. და გარდამოვლეს გზა თაკუერისა, და მოვიდეს ერისთავთა თანა ეგრისათა. მაშინ ამაზასპ მოუწოდა სპარსთა, და მოვიდეს სპარსნი ძლიერნი. დაშეკრიბნა ქართველნიცა, რომელნი დარჩომოდეს. მაშინ ოვსთა და მეგრთაგარდამოვლეს მთა მცირე, და შეკრბეს იგინი და ერისთავნი ქართლისანი
განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა. ხოლო წარმოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთის-ჴევს და არავინ იპოვა ეგეოდენთა მათ სპათა შინა ბერძენთა, სომეხთა, ოვსთა, მეგრთა დაქართველთა მარტოდ-მბრძოლი ამაზასპისი, არამედ ეწყვნეს ურთიერთას სპანი იგი. და იქმნა ბრძოლა მათ შორის: იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპა მისი. და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპა მისი, და დაიპყრეს ქართლი. და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თჳსი ქართლისა მეფედ, რომელსა სახელი ერქუა რევ, დის-წული ამაზასპისი~.
Y ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვთქვით ამ ცნობაში ბევრი სიყალბეა. Pპირველ ყოვლისა ამაზასპი არც და ვერც მოახერხებდა სომხების მტრად ქცევას. Mმიზეზი მეტად მარტივია : არავითარი დამოუკიდებელი სომხეთის სამეფო აღარ არსებობდა, იყო მხოლოდ ირანის სამეფისნაცვლო, რომელსაც ირანელი უფლისწული მართავდა. Eეს ვითარება უცვლელია 252-დან 298 წლამდე, როდესაც ნისიბინის ზავის შედეგად სომხეთის სახელმწიფოებრიობა აღდგა და ტახტზე თრდატი ავიდა. შესაბამისად ელემენტარული ტყუილია მოთხრობა ამაზასპის ვითომცდა დიშვილ რევის შესახებ, რომელიც სომეხთა მეფის შვილი ყოფილა. არარსებულ მეფეს ცხადია ვერავითარი შვილი ვერ ეყოლებოდა. მოთხრობილი ამბავი ბუნებრივია შეუძლებელი იყო ნისიბინის ზავამდე მომხდარიყო, სანამ სომხეთი სასანიდური ირანის პროვინცია იყო, ხოლო იბერია მისი გავლენის ქვეშ მყოფი მოკავშირე. ირანის დასუსტების გარეშე საეჭვოა გაჩენილიყო ისეთი თავდადებული ერისთავი, რომელიც ამაზასპის წინააღმდეგ შეთქმულებას გაბედავდა. Mმას უბრალოდ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს.
ვითარება პრინციპულად იცვლება 298 წლის ნისიბინის ზავის შემდეგ. ი.ჯავახიშვილს მოჰყავს ბერძნულენოვანი წყაროს მოწმობა, რომლის მიხედვითაც იბერიის მეფეები 298 წლის ზავის პირობით სამეფო ხელისუფლების ნიშნებს უკვე რომაელთაგან იღებდნენ (`~
ი.ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I, თბ.1979, გვ.317). ასეთ ვითარებაში მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ამაზასპის წინააღმდეგ მართლაც მოეწყოთ შეთქმულება რომელსაც მისი დამხობა მოჰყვებოდა. ამაზასპის დამხობა სომხეთში თრდატის გამეფების შემდგომ უნდა მომხდარიყო. მაგრამ როდის გამეფდა თრდატი? Bბოლო დროი პრაქტიკულად ყველა გამოკვლევით თრდატი გამეფებულა არა 287 წელს როგორც ხშირად აქამდე მიაჩნდათ, არამედ 298 წელს წლის შემდეგ, რაც არსებითად ცვლის საქმნის ვითარებას (ამ საკითხს ჩვენ ქვემოთ შევეხებით.)
რასაკვირველია გამორიცხული არ არის, რომ სომხეთში ახლადგამეფებულ მეფე თრდატ დიდს ამაზასპის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობა მიეღო. Mმაგრამ ის, თითქოს ამაზასპის შემდეგ გამეფებული რევი თრდატის შვილი იყო, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ჯერ ერთი სრულიად გაუგებარია როგორ მიათხოვებდა პროირანული ორიენტაციის ამაზასპი, რომში გადახვეწილ თრდატს თავის დას. Dდა მეორეც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: იბერიის მეფე რომ სომხეთის მეფის შვილი ყოფილიყო ეს აუცილებლად აღინიშნებოდა რომელიმე სომხურ წყაროში.
სხვას რომ თავი გავანებოთ ამ ინფორმაციით ქართლის პირველი ქრისტიანე მეფე მირიანი, სომეხთა მეფეების შთამომავალი გამოვიდოდა, რასაც რასაკვირველია აუცილებლად აღნიშნავედნენ სომხური წყაროები. Mმაგრამ ამის შესახებ მათ არავითარი მოწმობა არ მოეპოვებათ. ქართული წყაროებით ქრისტიანობის მიღებამდე თრდატსა და მირიანს შორის რბილად რომ ვთქვათ არამეგობრული ურთიერთობა არსებობდა. ერთი სიტყვით უნდა დავასკვნათ, რომ რევი, რომელმაც შეცვალა მირიანი ადგილობრივი დინასტიის პრორომაული წარმომადგენელი იყო. მეტიც სომეხი ისტორიკოსი ფავსტოსი, რომელიც ჩინებულად ერკვეოდა იბერიის საქმეებში, ჯიუტად ამტკიცებს, რომ 4-ე საუკუნის პირველ ნახევარში იბერიას კვლავ ფარნავაზიანები მართავენ.
ნიშანდობლიბვია რომ ამაზასპის მომდევნიო მეფის გამეფებაში გადამწყვეტი როლი შეუტანიათ დასავლეთ საქართველოს ერისთავებს, ანუ ამაზასპის მიერ იბერიისათვის 60-70-იან წლებში შემოერთებული კუთხეების მმართველებს, რომლებიც მანამდე რომს ექვემდებარებოდნენ და მათში ჯერ კიდევ ძლიერი იქნებოდა პრორომაული განწყობები. როგორც ჩანს შეთქმულებაში მონაწილეობდა სომეხთა მეფეც. რაც შეეხება ამაზასპის შემდეგ იბერიაში სომეხი უფლიწულის გამეფებას ეს აშკარად ტექსტის არმენოფილი გადამამუშავებლის ჩანართია.
დამატება
აქა არაკი ქართლის გამაქრისტიანებელი მირიან
მეფის სპარსელობაზედ
ლეონტის ცხოვრების იმ მონაკვეთში რომელიც თითქოსდა 3-ე საუკუნის დასასრულს და 4-ე საუკუნის დასაწყის, სახელდობრ მირიანის გამეფების წინა პერიოდს უნდა ეხებოდეს, ვკითხულობთ: ` და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ. ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა. ხოლო ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს და იყვნეს კერპთ-მსახურ. და ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა. და ამის-ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელი იცნობების არდაბირობით, ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა. ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსარო. და ამან კოსარო სომეხთა მეფემან უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე
ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. და პირველსა-ვე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერ-ღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა.
ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი,
თავი მეოთხე
შემოსლვა სპარსთა ქართლს და მეფობა მირიანისი ქასრეს ძისა
ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთს და ოჴრება სპარსეთისა; და ვერ-
ღა-რა ოდეს წინა-აღუდგა მეფე სპარსთა. მაშინ მეფემან სპარსთამან, სავსემან
მწუხარებითა, მოუწოდა მთავართა სოფლებისათა პიტიახშთა და ერის-თავთა
სოფლებისათა, და ყო განზრახვა. და ეძიებდა ღონებასა ბოროტისა მის
მოწევნულისასა, და აღუთქმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძლოს
და უძიოს ღონე შურის-გებისა.
ხოლო კრებულსა მას შორის იყო წარჩინებული ერთი მთავარი, სახელით
ანაკ, ნათესავისაგან კოსაროს სომეხთა მეფისა. აღდგა იგი, წარმოდგა და თქუა:
“ოტებულ არს სპა ჩუენი კოსაროს სომეხთა მეფისაგან, აწყუედილ არიან
მჴედარნი ჩუენნი, და დასდებია შიში და ძრწოლა მათი სპარსთა ზედა, და
განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ-გჳც წინა-აღმდგომად მათდა. აწ ესე
არს განზრახვა ჩემი, რათა მშჳდობითა და ვედრებითა და ხარკისა მიცემითა
დავამშჳდოთ კოსარო მეფე”. ესე რომელ თქუა ანაკ, არა გულითა თქუა, არამედ
სიმრავლესა მას უფარვიდა გულისა მისისა განზრახვასა. მიეახლა მეფესა და
რქუა თჳსგან: “უწმოდე, რამეთუ არა ესე არს განზრახვა ჩემი, რომელ ვთქუ,
არამედ ღირს მყავ მარტოდ ზრახვად შენ წინაშე, და ვაუწყო მეფობასა შენსა
გულის-ზრახვა ჩემი”. მაშინ წარჩინებულთა მათ იზრახეს თჳს-თჳსად წინაშე
მეფისა და წარვიდეს. მაშინ ფარულად მოუწოდა მეფემან ანაკს, და რქუა
მეფესა ანაკ: “მეფე, ცხოვნდი უკუნისამდე, მე გიძიო ღონე შურის-გებისა
კოსაროს ზედა. წარვიდე მის თანა დედა-წულით ჩემით-ურთ, დამომენდობის
იგი ნათესაობისათჳს, და სუემან შენმან მოავლინოს კეთილად, და მოვკლა
მეფე იგი, და დავდვა თავი ჩემი შენთჳს”.
სთნდა განზრახვა ესე მეფესა. და მოკლეთა დღეთა წარმოვიდა ანაკ და ძმა
მისი დედა-წულითა მათითა რე-ცა განდგომად სპარსთა მეფისაგან. და მოვიდა
საზღვართა სომხითისათა, ქალაქსა, რომელსა რქჳან ხილახილა, საზამთროთა
ადგილთა სომეხთა მეფეთასა. იხილა რა მეფემან კოსარო, დიდითა პატივითა
შეიწყნარა, რამეთუ ყოვლითა-ვე სიმარჯჳთა მოსლვასა მისსა სარწმუნოდ
აჩუენებდა; და ხედვიდა მეფე, რამეთუ ყოვლითა სახლეულითა მისითა მისდა
მოემართა, მაშინ მეფემან მისცა მას პატივი, მეორედ მისსა საყდარსა აღიყვანა
სიხარულით და განსუენებით დაყვნეს რა დღენი ზამთრისანი, და მოიწივნეს
დღენი ზაფხულისა არისანი, და განდიდნეს მდინარენი, წარმოვიდა მეფე
მუნით და მოვიდა არატსა ქალაქსა, და განმზადებულ იყო კოსარო მეფე
კუალად შესლვად სპარსეთს. მაშინ დღესა ერთსა განვიდა მეფე ნადირობად,
და გაჰყვეს თანა ანაკ და ძმა მისი, და იპყრნეს მახჳლნი ლესულნი ფარულად
საწჳმარსა ქუეშე სტეოედსა; და პოვეს დრო და მოკლეს მეფე და ივლტოდეს.
ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხითისათა, და მოუსწრეს ვიეთ-მე ჴიდსა და
რომელთა-მე მოუსწრეს ფონსა, და იწყუდინეს იწროსა შინა; და ვერ-ვინ
წაუვიდეს, და მოკლნეს იგინი-ცა. და მოსრნეს ყოველნი ნათესავნი მათნი,
თჳნიერ დაშთეს ორნი შვილნი მათნი, რომელნი-ცა აღიხუნეს მამა-მძუძეთა
მათთა: ერთი შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა და მეორე საზღვართა
სპარსეთისათა.
ვითარცა ესმა ამბავი ესე სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აღივსო
სიხარულითა და წარმოემართა ყოვლითა ძალითა მისითა; მოვიდა პირველად
სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუე ყო ყოველი ნათესავი სომეხთა
მეფისა. ხოლო ერთი ძე კოსარო მეფისა, მცირე ყრმა, შეივლტოდა საზღვართა
საბერძნეთისათა, და მუნ იზარდებოდა, რომელსა ერქუა თრდატ. მაშინ
ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფემან და შემოვიდა ქართლად,
წარვიდა ასფაგურ ქართველთა მეფე ოვსეთს, რათა-მცა მოიმატნა სპანი
ოვსეთით და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო რაჟამს შევიდა ასფაგურ
ოვსეთს, ეწია სიკუდილი და მოკუდა მუნ.
ამას ასფაგურს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი მაშინ შეკრბეს ყოველნი
ერის-თავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა, რომელსა ერქუა
მაეჟან. ზრახვა ყვეს ერთბამად სავსეთა მწუხარებითა და თქუეს: “არა
ვაუფლოთ გულთა ჩუენთა მწუხარება, რათა არა მიგუეღოს გონიერება, გარნა
ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩუენთათჳს”. მაშინ თქუა მაეჟან
სპასპეტმან: “უკუეთუ-მცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, ჩუენ-მცა მესამედთა
სპარსთა შევესწორებოდეთ, დამცავსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და
წინა-აღუდეგით მათ, და თუ-მცა დარჩომილ იყო მკჳდრი მეფისა ჩუენისა ანუ
ნათესავი მეფეთა ჩუენთა, რომელი-ცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგით-მცა
ციხე-ქალაქთა შინა, დავსხენით-მცა თავნი ჩუენნი სიკუდილად და ვჭამეთ-მცა
ჴორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩუენთა. არამედ მოწევნადსა ჟამსა
ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა,
წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი
სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. არა-ვინ არს ჩუენ თანა წინა-
აღმდგომი მისი და დარჩომილ ვართ ჩუენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი
უმწყემსონი. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მივაგოთ წინა მეფესა სპარსთასა
მორჩილება და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ვითხოვოთ მისგან ძე მისი
მეფედ ჩუენდა, და ვევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული
მეფისა ჩუენისა ასფაგურისი. ვაუწყოთ ქალისა მის ნათესაობა ქართლოსიანთა
და ნებროთიანთა და დიდებულთა არშაკუნიანთა და მეფეთა ჩუენთა
ფარნავაზიანთა, და ვითხოვოთ მისგან დამჭირვა სჯულსა ზედა მამათა
ჩუენთასა, და ვითხოვოთ ჩუენ თანა არა აღრევა სპარსთა და წარჩინებულად
პყრობა ჩუენი. ნუ უკუე შეიწყნაროს ვედრება ესე ჩუენი, და ყოს. ესე ყოველი
ჩუენ ზედა და უკეთუ სჯულსა მამათა ჩუენთასა მიგჳღებდეს, და ჩუენ ზედა
სპარსთა წარჩინებულ ჰყოფდეს, და ნათესავსა მეფეთა ჩუენთასა
მოსწყუედდეს, მაშინ სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათჳს ვიდრე
მონახვასა ესე-ვითარისასა. დავსხნეთ თავნი ჩუენნი ციხეთა და ქალაქთა შინა
და მოვსწყდეთ ყოველნი”.
მაშინ დაემოწმნეს ყოველნი ერის-თავნი ზრახვასა მაეჟან სპასპეტისასა, და
წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, და მოაჴსენეს ესე ყოველი,
რომელი განეზრახა.
ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფემან პირველად ქალაქისა მცხეთისა, და
უთხრეს. სივრცე და სიმაგრე მისი და მახლობელობა ხაზართა და ოვსთა. და
კუალად გამოიკითხა გუარნათესაობა ასფაგურის ასულისა, და უთხრეს
ნათესაობა ნებროთიანთა და არშაკუნიანთა და ფარნავაზიანთა. კეთილად
სთნდა სპარსთა მეფესა, და შეიწყნარა ვედრება ქართველთა. რამეთუ თჳთ-ცა
უკუთესად გამოარჩია მცხეთას დასუმა ძისა მისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა
ქალაქთა სომხითისა და ქართლისათა, რანისა და მის კერძოთა, ყოვლისა
უფროსად და უმაგრესად გამოარჩია და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა,
რათა ჰბრძოდის მათ მუნით და იპყრობდეს ყოველთა კავკასიანთა. აღუსრულა
ყოველი იგი სათხოველი ქართველთა, და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და
აღთქმა. და მოვიდა მცხეთას და მიეგება მაეჟან სპასპეტი და ყოველნი ერის-
თავნი ქართლისანი. მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშჳლდით,
რომელსა ერქუა აბეშურა, და შერთო იგი სპარსთა მეფემან ძესა თჳსსა, რომელი
მუნ თანა ჰყვა შჳდისა წლისა, ნაშობი მჴევლისა, რომელსა ერქუა სპარსულად
მიჰრან, ხოლო ქართულად მირიან. ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა
სიბერისა მისისასა იცნა ღმერთი დამბადებელი, და შეიწყნარა სახარება
მოციქულთა წმიდისა ნინოს მიერ, და იქმნა აღმსარებელ წმიდისა სამებისა და
თაყუანის-მცემელ ჯუარისა პატიოსნისა.
[თავი მეხუთე]
მეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანი …~.
ჩვენი სამეცნიერო მიზნიდან გამომდინარე, ტექსტს შეგნებულად ვიძლევით იმგვარ თავებად დაყოფილად, ისე როგორც ხელნაწერებშია წარმოდგენილი. ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს წარმოადგენს ხელნაწერებში განხორციელებული დაყოფის მესამე თავის დასასრული და მეოთხე თავი.
ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ იბერიის მეფე ასფაგურის დროს მან, სომეხთა მეფე კოსაროსთან ერთად რიგი კამპანიები ჩაატარა ირანის მეფე ქასრე ანუშირვანის (რეალური ხოსროვ ანუშირვანი 6-ე საუკუნის ირანის უდიდესი შაჰია) წინააღმდეგ. იგივე `ქასრე~ იწოდება `არდაბირად~. შემდეგ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ `არდაბირს~ ერთმა ირანელმა დიდებულმა, სახელად ანაკმა, შესთავაზე სომეხთა მეფე `კოსაროს~ მოკვლა, რაც ვერაგობით მოახერხა კიდეც. გახარებულმა ირანის შაჰმა სომხეთი დაიპყრო, ხოლო სომეხთა მოკლული მეფის ძე, თრდატი რომაელებს შეეხიზნა. შაჰმა ქართლის დაპყრობაც გადაწყვიტა. შეშფოთებული ქართლის მეფე ასფაგური დამხმარე ძალის საძიებლად თითქოსდა ოსებთან წასულა, სადაც გარდაცვლილა კიდეც. ასფაგურს მემკვიდრე არ დაუტოვებია. უფრო ზუსტად გარდაცვლილ მეფეს ერთადერთი ქალიშვილი დარჩენია, სახელად აბეშურა. შეწუხებულ ქართლის დიდებულთ კრება მოუწევიათ. Kკრებაზე სიტყვით გამოსული სპასპეტი მაეჟანი, რომლელიც ხაზს უსვავს ორ გარემოებას: მეფის უმემკვიდრეოდ გადაგვარებას და სპარსთა მიერ სომხეთის დაპყრობას (ამ უკანასკნელზე ქართლის უსაფრთხოება პირდაპირ ყოფილა მიბმული. როგორც მაეჟანი ამბობს: ` წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. ~). Aამ პირობებში მაეჟანი ნობილიტეტის კრებას სთავაზობს ასეთ ვარიანტს: მორჩილება გამოუცხადონ ირანს და ერთგვარი ურთიერთნდობის გარანტიად მეფის ასული აბეშურას ირანელ უფლისწულზე დაქორწინება სთხოვონ. მაეჟანის თქმით, თუ შაჰი ამ გარიგებაზე უარს იტყვის, მაშინ ქართველებს ისღა დარჩენიათ, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ ირანელებთან. Nდიდებულები მაეჟანის წინადადებას თანხმდებიან და ელჩობას აგზავნის შაჰთან. შაჰი იბერიის ნობილიტეტის პირობებს იღებს და თავის ერთ-ერთ უფლისწულ მიჰრანს (მირიანს), ჯერ კიდევ ბავშვს სიმბოლურად აქორწინებს აბეშურაზე (აბეშურა ადრე გარდაიცვლება და უკვე ქართლის მეფე მირიანი იქორწინებს მომავალ დედოფალ ნანაზე, მაგრამ ეს სხვა თემაა). Aამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ გადადის მირიანის მეფობის შესახებ თხრობაზე.
საკვირველია, მაგრამ არც ერთ მკვლევარს ეჭქვეშ არ დაუყენებია ის, რომ მოთხრობილი ამბავი მაინცადამაინც მირიანი გამეფების ხანას ანუ 4-ე საუკუნის დასაწყისს (ან უკიდურეს შემთხვევასი III საუკუნის დასასრულს) ეხება. Aარადა ტექსტის ზედაპირული გაანალიზებაც კი საკმარისია, რომ მიხვდე: ლაპარაკია 3-ე საუკუნის შუახნის მოვლენებზე, ანუ იმ პერიოდზე, რომელიც მირიანის სავარაუდო გამეფებას დაახლოებით ნახევარი საუკუნით უსწრებდა. Eეს გაემოება არა მხოლოდ არსებითად ცვლის ქართლის მეფეთა ქრონოლოგიას, არამედ სრულ საფუძველს გვაძლევს მირიანის წარმოშობის და მისი გამეფების მიღებული ვერსიის გადასინჯვისათვის (ამგვარი გადასაინჯვის მცდელობები არაერთგზის განხორციელებეულა, მაგალითად ლ.ჯანაშიას მიერ. თუმცა ამ დროს ციტირებული ტექსტი არ ყოფილა მოხმობილი. არადა მისი მოხმობა როგორც ზვემოთ ვნახავთ ძირეულად ცვლის საქმის ვითარებას).
P პირველ ყოვლისა ვიკითხოთ, ვინ არის ტექსტში ნახსენები სომეხთა მეფე `კოსარო~, რომელსაც ჰყავს ძე თრდატი, რომელიც მამამისის დაღუპვის შემდეგ რომაელებთან გაიქცევა. Aარა მგონია პასუხის მოძებნა ძნელი იყოს. სომხეთში არსებობდა ერთადერთი მეფე ხოსროვ II, რომელიც ვერაგულად იქნა მოკვდინებული ირანელთა მიერ და რომლის ძე თრდატი რომს შეეხიზნა. მთელ 3-4-ე საუკუნეებში სხვა ასეთი ბედის მქონე სომეხთა მეფე ვერ იპოვნი. Mმაგრამ ხოსროვ II-ის მკვლელობა და თრდატის რომს გახიზვნა ხომ 252 წელს მოხდა და არა 3-ე საუკუნის ბოლოს (ამას ცალსახად ადასტურებენ როგორც ბერძნულ – რომაული, ისე სომხური წყაროები).
ტექსტში ლაპარაკია სპარსთა მეფე `ქასრე ანუშარვან სასანიანზე~ რომელმაც ` მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელი იცნობების არდაბირობით~. `აჟღალანიანები~ გვიანპართიეულ არშაკიდების აღსანიშნად იხმარება `ქართლის ცხოვრებაში~. `ქასრე ანუშირვან სასანიანი~ ცხადია ხოსროვ ანუშირვანია, როგორც ზემოთ ვთქვით ^6-ე საუკუნის უდიდესი სასანიდი შაჰი. ცხადია მისი ჩართვა ტექსტში, რომელიც გაცილებით ძველ ეპოქას ეხება გვიანი ექსტრაპოლაციაა (თუ რასაკვირველია ტექსტის დაწერის თუ გადამუშავების პერიოდისათვის `ქასრე ანუშირვან სასანიანი~ სასანიდების აღმნიშვნელ ზოგად სახელად არ იყო გადაქცეული. მაგალითად ისე როგორც პართიელი მონარქები საკუთარ სახელს გარდა `არშაკად~-ც იხსენიებოდნენ დინასტიის დამფუძლებლის სახელისდა მიხედვით). A თუმცა გადმოცემული ამბავი, სახელდობრ პართიელთა დინასტიის დამხობა და მეფის ზედწოდება `არდაბირი~ (რასაკვირველია იგივეა რაც არდაშირი) ცალსახად ნათელყოფს, რომ ლაპარაკია სასანიდური დინასტიის ფუძემდებელ არდაშირ პაპაკის ძეზე.
საკითხავი მხოლოდ ისაა, რომ სომეხთა მეფე ხოსროვის მკვლელად არა შაბურ I-ია დასახელებული არამედ არდაშირი. Mმაგრამ ეს შეცდომა სომხური წყაროებიდან უნდა მოდიოდეს. იგივე შეცდომას ვხვდებით მოსე ხორენელის `სომხეთის ისტორიაში~, სადაც მეფე ხოსროს მკვლელად აგრეთვე არდაშირია გამოცხადებული და არა შაბურ I. ხორენელთან ვკითხულობთ: `ამასთანავე [აგათანგელოსი] გვაუწყებს, რომ [ხოსროვი] ათი წლის განმავლობაში განაგრძობდა [სპარსთა] მთელი ქვეყნის ხშირ-ხშირად რბევას, იმ ზომამდე რომ გააუბედურა იგი. შემდგომ [აგათანგელოსი] გადმოგვცემს ანაკის მოსვლას მზაკვრული მიზნით. იგი გადაიბირა არტაშირმა(სინამდვილეში შაბურ I-მა-კ.კ.)…ანაკი დათანმხდა და მოკლა..ხოსროვი~(ხორენელი, 155).
ხორენელი აგათანგელოსის ინფორმაციის გადმოცემის შემდეგ წერს: `მართალია, აგათანგელოსმა ასე მოკლედ უკვე აღწერა ეს ამბები, მე მაინც მინდა დავიწყო თავიდან და ვრცლად, დაწვრილებით გადმოვცე იმ ხანების ისტორია, უხვად მოვიტანო ჭეშმარიტი ცნობები~ (იქვე, 155).
A ამის შემდეგ ხორენელი იწყებს ხოსროს და შაბურ I-ის (ხორენელი წყაროთი არდაშირის) დაპირისპირების ისტორიის უფრო ვრცლად გადმოცემას: `სომეხთა მეფე ხოსროვმა მტკიცედ გადაწყვიტა შურისძიება (ლაპარაკია სასანიდებზე შურისძიებაზე იმის გამო, რომ მათ დაამხეს ირანში მმართველი არშაკიდური დინასტია, რომელსაც სომეხთა მეფე ენათესავებოდა-კ.კ.).. იმ დროისათვის ფილიპე გარდაცვლილიყო (ლაპარაკია რომის იმპერატორ ფილიპე არაბზე, რომელსაც მანამდე ხოსროვმა მიმართა სასანიდების ექსპანსიისაგან დაცვის თხოვნით-კ.კ.) და რომაელთა სამეფო არეულობას მოეცვა. მცირე ხნის მანძილზე ძალაუფლება რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში, [ტახტზე ავიდნენ] დეციოს, გალოს და ვალერიანოს კეისრები, რომლებიც ვერ მიეშველნენ ხოსროს. მიუხედავად ამისა, მან თავისი ჯარითა და კეთილმოსურნეებით, აგრეთვე ჩრდილოელ ტომთა შეწევნით სძლია არტაშირს..(იქვე, 159).
A ამის შემდეგ ხორენელი მოგვითხრობს არდაშირის (სინამდვილესი შაბურ I-ის) მიღებულ კონტრზომებზე: `…ფრიად შევიწროებულმა არტაშირმა აღუთქვა ნახარარებს (დიდებულებს-კ.კ.) უამრავი რამ, ოღონდ ეხსნა ვინმეს ხოსროვისაგან, ან მოეწამლა, ანდა ფარულად, მახვილით დაეკლა..ამით მოხიბლულმა ანაკმა, სურენ პაჰლავთა გვარიშვილმა იფიქრა რომ მოკლავდა ხოსროვს. Mმან მოიგონა, რომ არტაშირს განუდგა და ამიტომ უნდა გასცლოდა მას. ხოსროვ დიდმა. რომ შეიტყო ეს..რაზმი გაგზავნა ანაკის მისაშველებლად. ისინი შეხვდენ ანაკს და მეფის ბრძანებით მიიყვანეს არტაზად სახელდებულ გავარში (მხარე-კ.კ.), ვაკე ადგილზე..სომხეთში ანაკის მოსვლიდან გავიდა ორი წელი, და როცა მესამე დადგა, მოკლა მან (ანაკმა-კ.კ.) ხოსროვი, რომელიც ორმოცდარვა წელიწადს მეფობდა(იქვე, 160).
ეჭსგარეშეა, რომ ხორენელის ტექსტი და `ქართლის ცხოვრების~ ის მონაკვეთი, რომელიც მირიანის გამეფებას უძღვის წინ ერთსადაიმავე ამბავს მოგვითხრობენ. სომხურ ტექსტში ნათელია, რომ ლაპარაკია 3-ე საუკუნის შუახნების მოვლენებზე. Aამ პერიოდზე მოდიან იმპერატორები ფილიპე არაბი, დეციუსი, გალერიუსი და ა.შ. ხოსროს მკვლელობასთან დაკავშირებით `ქართლის ცხოვრებაში~ უფრო დეტალიზებული ინფორმაციაც კი მოიპოვება ვიდრე აგათანგელოსთან (მისი მონათხრობის სიმოკლეს თავად მოსე ხორენელიც უჩიოდა) და მოსე ხორენელთანაც კი. მაგალითად `ქართლის ცხოვრებაში~ ნათქვამია, რომ ანაკმა ხოსროვი ზაფხულში მოკლა. ხორენელთან ასეთი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
Aამრიგად ეჭვსგარეშეა, რომ მირიანის მოწვევის წინწამძღვარებული მონაკვეთი არ ეხება 3-ე საუკუნის დასასრულის მოვლენებს. ის ეხება პროცესებს, რომელთაც 3-ე საუკუნის 40-50-იან წლებში ჰქონდა ადგილი. რომ საქმე მართლაც 3-ე საუკუნის 40-იან წლებს ეხება ცალსახად დასტურებება შემდეგით:
1. ტექსტში ლაპარაკია სომეხთა მეფე კოსაროს თავდასხმებზე სპარსეთზე (იგივე `ხოსროვზე~. Mმემატიანეს ჩანს არ უნდოდა რომ სომეხთა მეფესაც და ის პროტაგონისტსაც ერთიდაიმავე სახელი, კასრე ეტარებინა, და ამიტომ სპარსეთის მეფისთვის `ქასრე~ გაიმეტა, ხოლო სომხეთისას – `კოსარო~ უწოდა). ამ ლაშქრობებს ლუკონინი დაახლოებით 244-249 წლებით ათარიღებს. ერთ-ერთი საბუთი ისაა, რომ ამ პერიოდზე მოდის ფილიპე არაბის ზეობა. Lლუკონინი ამ მონაკვეთიდან განსაკუთრებით სავარაუდოდ 249 წელს გამოჰყოფს, როდესაც თავის კონკურენტ დეციოსთან ბრძოლით დაკავებულ კეისარს (საბოლოოდ ფილიპე სწორედ დეციოსთან ბრძოლაში დაიღუპა) სომხეთისათვის არავითარი მხარდაჭერის გაწევა არ შეეძლო. ამასთან მოსე ხორანელი სრულიად ზუსტად გადმოცემს ფილიპეს შემდგომ რომაელ კეისრებს: დეციოსს (249-251), გალოს (იგულისხმება ტრებონიან გალუსი (251-253), ვალეარიანუსი (253 ვიდრე 260 წელს შაბურის მიერ ედესასთან მის დატყვევებამდე). ხორენელს გამოტოვილი აქვს ვალერიანუსის მამა ემელიანუსი (253 წლის ივნისი-სექტემბერი)., მაგრამ ამ იმპერატორის ზეობის ხანმოკლეობიდან გამომდინარე ამაში გასაკვირი არაფერია. ყველა ეს დოკუმენტურად დადასტურებული პროცესები მოდის 3-ე საუკუნის შუახნებზე და არა ამ საუკუნის ბოლოზე.
2. ხოსროს მოკვდინება ანაკის მიერ ცალსახადაა დათარიღებული 252 წლით. როგორც აღვნიშნეთ, ქართული წყაროში მოცემული უფრო დეტალური ინფორმაცია ხოსროვის მკვლელობის შესახებ: რომ მკვლელობას ზაფხულში ჰქონდა ადგილი. ეს გარემოება , აგრეთვე მონათხრობი მკვლელობის იმ დეტალებზე, რომლებიც არ გვხვდება აგათანგელოსთან და მოსე ხორანელთან გვაფიქრებინებს, რომ ქართული წყარო რომელიღაც მესამე (აგათანგელოსის და მოსე ხორენელიდან განსხვავებული წყაროთი სარგებლობდა). თუ რასაკვირველია არ დავუშვებთ, რომ ქართული ქრონიკის ავტორმა მდიდარი ფანტაზიის მოხმობით თავად შეთხზა ხოსროვის მკვლელობის დრო და ამ მკვლელობის დეტალები. თუმცა ამის დაშვება აშკარად ჰიპერკრიტიკულ თვალსაზრისზე დადგომა იქნებოდა.
3. ქართული და სომხური წყორაობიც ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოკლულ მეფეს დარჩა შვილი თრდატი, რომელიც რომაელებში გაიხიზნა. რასაკვირველია ლაპარაკია მომავალ თრდატ დიდზე.Eესეც რასაკვირველია 3-ე საუკუნის შუახნის ამბებია და არა ამ საუკუნის დასასრულისა.
4. ქართლის ნობილიტეტის მიერ ირანელი უფლისწულის მოწვევის ფაქტი III საუკუნის დასასრულს და IV საუკუნის დასაწყისს სრულიად აბსურდულია საერთაშორისო ფონის გათვალისწინებით. 298 წელს რომის მომავალმა იმპერატორმა გალერიუსმა მესოპოტამიაში სასტიკად დაამარცხა სასანიდი,ზემოთ ხსენებული ნერსეჰი. Hშაჰი სასწაულებრივად გადაურჩა დატყვევებას. სამაგიეროდ რომაელებმა ხელთ იგდეს მეფის ჰარამხანა, ხაზინა, აუარებელი ტყვეები და ნადავლი. Nნერსეჰი 298 წლის ნისიბინის ხელშეკრულებით იძულებული გახდა რომაელებთან დაედო სამარცხინო 40-წლიანი ზავი, დაებრუნებინა მათთვის მესოპოტამიაში შაბურ I-ის დაპყრობილი ტერიტორიები, ეღიარებინა რომის პროტექტორატი იბერიასა და სომხეთზე.
სწორედ ნისიბინის ზავის შემდეგ ხდება სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა და ტახტზე თრდატ არშაკიდის ( კანონიერი მეფის) ასვლა. უეჭველია, რომ მირიანის გამეფება ან 298 წელს ნისიბინის ზავამდე მოხდებოდა ან მის შემდეგ. თუ ნისიბინის ზავის შემდეგ მოხდა, საქმე უბრალოდ ფანტასტიკურ სიტუაციასთან გვაქვს. რომი გამარჯვებულია, სასანიდები სამარცხვინო ზავს დებენ, რომელიც მართლაც არ ირღვევა 40 წლის განმავლობაში. სასანიდები ხელს იღებენ სომხეთზე, მათი ნაცვალის ინსტიტუტი უქმდება. ტახტზე კანონიერი მეფე თრდატი ადის და ამ დროს, იბერია, რომელიც ირანელთავე მიერ არის აღიარებული რომის გავლენის სფეროდ ტახტზე იწვევს სასანიდ უფლისწულს? სიტუაციის აბსურდულობა ვფიქრობთ ნათელია. Aამას რომი უბრალოდ არ დაუშვებდა და ვერც სასანიდები გაბედავდნენ, ვინაიდან ეს იქნებოდა ღია დარღვევა 40-წლიანი ზავისა, ახალი კაზუს ბელი რომაელებისათვის. ხოლო სასანიდებს რომთან ახალი ომის თავის აშკარად არ ჰქონდათ. მათ ახალი ომების ტალღა რომაელებთან მხოლოდ 50 წლის შემდეგ დაიწყეს.
ვითარება პრინციპულად არც მაშინ იცვლება, თუ დავუშვებთ, რომ მირიანი 298 წლამდე, ნისიბინის ზავამდე იქნა მოწვეული. ჯერ ერთი, ამ პერიოდში გაცხარებულ სამოქალაქო ომში ჩართულ ირანს (მეფობისათვის როგორც აღვნიშნეთ მცირეწლოვანი ვარახრანი და მისი ბაბუის ძმა ნერსეჰი იბრძოდნენ) სულ არ ეცალა საქართველოსათვის. Aახალი შაჰი, სომხეთის ყოფილი ნაცვალი ნერსეჰი იბერიის მიმართ არც იქნებოდა აგრესიული იმის გამო, რომ იბერიის მეფეს, როგორც ზემოხსენებული სამეფო საბჭოს წევრს აქტიური მონაწილეობა ექნებოდა მიღებული ნერსეჰის ტახზე აყვანაში. Nნერსეჰი თავის წარწერაში დადებითად მოიხსენიებს იბერიის მეფეს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ რაიმე აგრესია 3-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში ირანს იბერიის მიმართ არ ამოძრავებდა (მანამდე ასეთი აგრესია კიდევ უფრო გამორიცხულია, ვინაიდან ხსენებული შაჰი სომხეთში ნაცვალი იყო და არც ერთი მისი წარწერა არ აფიქსირებს იბერიისადმი მტრულ დამოკიდებულებას . თუმცა ნერსეჰის წარწერიდან ცნობილია ამ შაჰის მტრული დამოკიდებულება სასანიდური ირანის ბევრი უზენაესი ხელისუფლის თუ მოკავშირის მიმართ. მაგალითად საკების მეფე ვარახრანის, არისტიკრატ ვაჰუმანის, მეშანის მეფე ატურფარნბაგის მიმართ (იხ.ლუკონინი 160-170).
პირიქით, როგორც ჩანს იბერიის მეფეს და სომხეთში შაჰის ნაცვლებს, ირანის უფროს უფლისწულებს (ჯერ ჰორმიზდ-არდაშირს, შემდეგ ნერსეჰს) კარგი პირადი დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც სხვასთან ერთად მეზობლობით და საერთო ინტერესებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.
სომხეთის მეფე ანუ შაჰისნაცვალი სომხეთში კარგ დამოკიდებულებაში იქნებოდა იბერიის მეფესთან, თუგინდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ფლობდა ჩრდილო კავკასიის გადასავლელებს, საიდანაც მომთაბარეებს ყოველთვის შეეძლოთ შეღწევა ახლო აღმოსავლეთში, რის შედეგადაც პირველ რიგში ისევ მეფისნაცვლის გამგებლობაში მყოფი სომხეთი დაზარალდებოდა. ამას გარდა იბერიის მეფესთან კარგი ურთიერთობა საჭირო იყო იმისთვის, რომ მას არ შეეშვა რომაელები სომხეთში შაჰისნაცვლის ზურგში. Dდაბოლოს, იმის მიუხედავად რომ სომხეთში ირანის შაჰისნაცვალი იერარქიულად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე იბერიის მეფე, ამ უკანასკნელს გარკვეული გავლენა შეეძლო მოეხდინა და როგორც ვნახეთ ახდენდა კიდეც სამეფო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ვინ გახდებოდა შაჰი. ხოლო სომხეთის ნაცვლები ბუნებრივია შაჰინშაჰობას ესწრაფოდნენ. Yყოველივე ეს სომხეთის შაჰისნაცვალს უბიძგებდა კარგი ურთიერთობისაკენ იბერიის მეფესთან.
M მეორეს მხრივ იბერიის მეფეც დაინტერესებული იყო სომხეთში შაჰისნაცვალთან კარგი ურთიერთობით. Mმას, როგორც ირანის უფროს უფლისწულს შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებებზე, რომელიც იბერიას ეხებოდა. Aამას გარდა იბერიის მეფე დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ირანთან სტაბილური ურთიერთობით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რომაელებს არ დაესაჯათ იგი როგორც განდგომილი. ერთი სიტყვით ორმაგი ინტერესი სახეზეა. Dდა სანამ სომხეთში ირანის ნაცვლები სტაბილურად ისხდნენ იბერიას ირანიდან რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდა. ხოლო 252-დან 293 წლებამდე სომხეთში ირანის ნაცვლები არა თუ სტაბილურად ინარჩუნებდნენ თანამდებობეს (სულ ორი ნაცვალი შეიცვალა), არამედ სომხეთში ორივე ნაცვალი მოგვიანებით შაჰის ტახტზე ავიდა.
A ამ ვითარებაში ის აპოკალიფსური სურათი, რომელსაც მემატიანე ხატავს მირიანის იბერიის მოწვევასთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატურია. 3-ე საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც შაბურ I-ის და ნერსეჰოს წარწერები ადასტურებენ, ირანსა და იბერიას შორის ურთიერთობებს უფრო იდილიური შეიძლება ეწოდოს, ვიდრე დრამატული და მით უფრო კატასტროფული. Aასე რომ ქართველი მემატიანის აღწერას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, უფრო ზუსტად 3-ე საუკუნის დასასრულის რეალობასთან:` მაშინ შეკრბეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა, რომელსა ერქუა მაეჟან. ზრახვა ყვეს ერთბამად სავსეთა მწუხარებითა და თქუეს: “არა ვაუფლოთ გულთა ჩუენთა მწუხარება, რათა არა მიგუეღოს გონიერება, გარნა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩუენთათჳს”. მაშინ თქუა მაეჟან სპასპეტმან: “უკუეთუ-მცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, ჩუენ-მცა მესამედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, დამცავსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და წინა-აღუდეგით მათ, და თუ-მცა დარჩომილ იყო მკჳდრი მეფისა ჩუენისა ანუ ნათესავი მეფეთა ჩუენთა, რომელი-ცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგით-მცა ციხე-ქალაქთა შინა, დავსხენით-მცა თავნი ჩუენნი სიკუდილად და ვჭამეთ-მცა ჴორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩუენთა. არამედ მოწევნადსა ჟამსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. არა-ვინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი და დარჩომილ ვართ ჩუენ ობლად, ვითარცა ცხოვარნი ~.
3-ე საუკუნის ბოლოს თუ 4-ე საუკუნის დასაწყისში სომხეთის მეფე არავის მოუკლავს. Uმეფე ხოსროვი მართლაც მოკლეს, მაგრამ, მოთხრობილ მირიანის გამეფებამდე ორმოცდაათიოდ წლით ადრე. სომხეთის დამოუკიდებელი სამეფო კარგახანია აღარ არსებობს. Aამის შესახებ სპასპეტ მაეჟანს, სხვა რომ არაფერი, თანამდებობრივად უნდა სცოდნოდა. სომხეთს შაჰისნაცლები მეფობენ, რომლებიც იბერიის მეფესთან მშვენიერ, ლამის მეგობრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. სპარსეთის მეფეს, რომელიც თავისი აწეწილი საქმეების მოგვარებითაა დაკავებული, ცხადია იბერიიისათვის არ სცალია. მით უფრო, რომ იქ მისი სტრატეგილი მოკავშირე ეგულება. Aასე რომ მემატიანის გოდება სრულიად უადგილოა. Uუკვე ეს ფაქტი გამორიცხავს იმას, რომ მირიანის ტახტზე მოწვევის რაიმე აუცილებლობა ყოფილიყო 298 წლამდე.
დავუშვათ შეუძლებელი და დავიჟინოთ: არა ბატონო მირიანი მაინც მოიწვიეს ქართლის ტახტზე 298 წლის ნისიბინის ზავამდე. Mმაგრამ რა მოხდებოდა ამ ზავის შემდეგ, რომლის შედეგადაც ირანმა აღიარა რომის პროტექტორატი იბერიაში? ცხადია რომი იმასვე იზამდა რაც სომხეთში; ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე გადააყენებბდა იბერიის დინასტს და მის ადგილას თავის კაცს დასვავდა. A მირიანს, რომელიც მატიანის თანახმად, იმ დროს მხოლოდ ხუთი წლის იყო რაიმე წინააღმდეგობის გაწევა ცხადია არ შეეძლებოდა. ისევე როგორც მომძლავლებულ რომაელებს ჩვენი ნობილიტეტი ვერავითარ პროირანულ ფიგურას ვერ დაუპირისპირებდა, მით უფრო ხუთი წლის ასაკის სასანიდ უფლისწულს.
ზემოყვანილი ანალიზიდან შეიძლება გაკეთდეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა: მირიანის არავითარ ტახტზე მოწვევას ადგილი არ ჰქონია. მონათხრობი, რომელიც ამ ვითომცდა მოწვევის ამბავს გადმოგვცემს, სინამდვილეში 3-ე საუკუნის 50-იანი წლების მოვლენებს ეხება. 3-ე საუკუნის დასასრულის საერთაშორისო – პოლიტიკური პროცესების ანალიზი და ელემენტარული ლოგიკა ადასტურებს, რომ იმ პერიოდის რეალიებიდან გამომდინარე მირიანის ტახტზე მოწვევა გამორიცხულია. Eეს კი თავისთავად აძლიერებს, რომ არ ვთქვათ დამაჯერებელს ხდის, იმ მკვლევართა მოსაზრებებს, რომლებსაც მირიანი ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ (პ.ინგოროყვა, ლ.ჯანაშია. ამ თეზისს ქვემოთ კიდევ ერთხელ შევეხები).
A ამრიგად ცალსახად და ეჭვმიუტანლად საბუთდება, რომ მონათხრობი რომელიც თან ახლავს მირიანის გამეფების ამბავს და ასაბუთებს მისი სპარსეთიდან მოწვევის აუცილებლობას, მირიანის გამეფების დროის კი არა, არამედ თითქმის ნახევარი საუკუნით ადრინდელ ამბებს ეხება. მონათხრობი დაახლოებით ემთხვევა ამაზასპის ჩვენს მიერ აღწერილ სამხედრო კამპანიის პერიოდს.
ამასთან წყარო საკმაოდ კარგად ასახავს მაშინდელ სომხურ – ირანულ ურთიერთობებს (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოსე ხორენელის დარად წყარო ერთმანეთში ურევს შაბურ I – სა და არდაშირ პაპაკის ძეს). სხვათა შორის ქართული ნობილიტეტში კატასტროფული განწყობების გაჩენა, სრულიად გაუგებარია 3-ე საუკუნის დასასრულისთვის, 298 წელს ირანის საშინელი მარცხის შემდეგ, მაგრამ სავსებით გასაგებია ამ საუკუნის შუახნებისათვის. Aამ პერიოდში სომხეთი ირანმა ისე ჩაყლაპა, რომ სომხეთისა და იბერიის სახელმწიფოებრიობის გარანტმა, რომმა ხელიც ვერ გაანძრია. რასაკვირველია იბერიის დიდებულებს შორის, რომლებიც პართიასთან დაპირისპირებისას უკვე რამოდენიმე საუკუნე იყვნენ შეჩვეულნი პრორომაულ პოზიციაზე დგომას, შოკის მომენტი დადგებოდა. Aამ შოკს ამაზასპის პროსპარსულ პოზიციაზე გადასვლა მოჰყვა. Aამ გადასვლის დრამატიზმი ასახული უნდა იყოს კიდეც მაეჟან სპასპეტის გამოსვლაში (თუმცა ცხადია ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო იბერიაში მეფედ სპარსელი უფლისწულის მოწვევასთან).
Aყოველივე ზემოთქმულის შემდეგ არსებითად გადასინჯვას საჭიროებს მეფე ასფაგურის როლი. Yმატიანეს ტრადიციული მიდგომით ის უნდა ყოფილიყო ამაზასპის შემდგომი ხელმწიფე. ვფიქრობთ, ჩვენი ნათქვამი ცალსახად ადასტურებს, რომ ასფაგური, თუ ის მართლა არსებობდა, ამაზასპის წინა და არა მომდევნო მეფეა. ის თანამედროვეა ხოსროვ სომეხთა მეფისა და შაბურ I-ისა.
Kკიდევ ერთხელ გადავხედოთ იმას, რასაც `ქართლის ცხოვრება~ ასფაგურზე წერს: ` ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსარო. და ამან კოსარო სომეხთა მეფემან უწყო
ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. და პირველსა-ვე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერ-ღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა. ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი~.
ყველაფერი გასაგებია, გარდა ერთისა: სომეხთა მეფის მიერ ირანელთა გამანადგურებელ დამარცხებას რა ლოგიკით მოჰყვა იბერიაში ფარნავაზიანელთა `დასრულება~? Aაქ ტექსტში აშკარა გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. Aადგილი გვაქვს წყვეტასთან. ხდება ტექსტის მესამე თავიდან მეოთხე თავზე არცთუ ლოგიკური გადასვლა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ ივანე ჯავახიშვილის დაკვირვება: `რაკი დანარჩენი თავების პირველი სტრიქონები წითურად არის ნაწერი, ამიტომ იმის გამორკვევა, თუ სად იწყება ახალი თავი ძნელი არ არის. სათვალავისდა მიხედვით ლეონტი მროველის ნაწარმოები მე-*171(გვ.44)-ე გვერდამდე სულ სამ თავად უნდა ყოფილიყო დაყოფილი, რადგან მე-*171(გვ.44)-ე გვერდით უკვე მეოთხე თავი იწყება (ლაპარაკია ჩვენ მიერ ციტირებულ IV თავზე, სათაურით `თავი მეოთხე, შემოსლვა სპარსთა ქართლს და მეფობა მირიანისი ქასრეს ძისა ~-კ.კ.), `თავი [მესამე]~-ს სათაური უნდა იყოს `შემოსვლა ალექსანდრესი~ (128*,გვ.13). `თავი მეხუთე~ იწყება იქ, სადაც სწერია: `ხოლო აქ ვახსენოთ ცხორება მირიანისა, ძისა ქასრე არდაშირისა~ (ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი VIII,177,თბ.1977).
A ამრიგად ნათელია, რომ `მეფეთა ცხოვრების~ ის მონაკვეთი, ქრისტიანობის წინა ამბებს რომ ეხებოდა, ხუთ მონაკვეთად იყოფოდა ( ახლადგაქრისტიენებული ხალხების ისტორიის თუ კვაზიისტორიის ეპიკურად გადმომცემი ტექსტის ხუთნაწილიანი დაყოფა უცხო არ არის ისლანდიური და განსაკუთრებით ძველირლანდიური ტექსტებისათვის, რომლებიც გაქრისტაინების წინა ხანას ეხებიან. Aაქ ხუთი ეპოქა, დროში, დიაქრონულ ჭრილში შეესაბამება სივრცის ხუთწევროვან დაყოფას სინქრონულ ჭრილში. თუმცა ახლა ამ უკიდურესად საინტერესო თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს).
ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერში ქრისტიანობის შემოღების ამბები უკვე მეხუთე მონაკვეთია. ხელნაწერის `მეორე თავი~ შეიცავს დიდი ოდენობით ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, რომელთა ამოცანაა შეავსოს ლაკუნა ქართლოსიდან ალექსანდრეს მოსვლამდე. Mმესამე თავი არაბუნებრივად დიდია და მოიცავს ყველა მეფეს, ფარნავაზიდან ასფაგურამდე. მთელი მეოთხე თავი ეძღვნება ასფაგურს და პერიპეტიებს, რომლებიც ავტორის აზრით წინ უსწრებდა მირიანის მოწვევას. Aამ დისკურსის ცალკე თავად გამოყოფა სრული გაუგებრობაა (ელემენტარულად არავითარი რეალური შეხება არა აქვს მირიანის მეფობასთან)… შესაძლოა მესამე თავი მოიცავდა მხოლოდ ალექსანდრეს ლაშქრობას და ფარნავაზის ცხოვრებას (მაშინ ეს თავი კომპოზიციურად საკმაოდ შეკრული გამოდის), ხოლო მეოთხე თავი ყველა არაქრისტიანი მეფის ცხოვრებას (არა აქვს მნიშვნელობა ისტორიეულად შეფერილ ეპიკასთან გვაქვს საქმე თუ ეპიკურად შეფერილ ისტორიასთან). Aამ შემთხვევაში მეხუთე თავი ლოგიკურად უნდა დამთავრებულიყო ქრისტიანი მეფის ასვლით ტახტზე. Mმაგრამ როგორც ჩანს ტექსტის რედაქტორმა `ფარნავაზის ცხოვრება~ გააერთიანა მის წინაპარ მეფეთა ცხოვრებასთან და ადგილი გამოათავისუფლა იმისათვის, რომ მეოთხე თავი მირიანის მოწვევის პერიპეტიებისათვის დაეთმო. Aამის შედეგად მონათხრობი ორმოცდაათი წლით ადრე მომხდარი ამბების შესახებ მეოთხე თავში იქნა გადატანილი. Eეს მხოლოდ ვარაუდია. Mმაგრამ ხსენებული დეტალები ერთს ადასტურებენ: `მეფეთა ცხოვრება~ არაა ერთჯერადი შემოქმედების ნაყოფი, ის არაერთგზის გადამუშავებული ტექსტია, რაც მისი დათარიღების საკითხის გადასინჯვის პრობლემას აყენებს.
Aამრიგად ასფაგური ვერაფრით იქნებოდა ამაზასპის შემდგომი მეფე. ასფაგურის Dშესახებ ინფორმაცია ყველა ვარიანტში 3-ე საუკუნის შუახნის პროცესებს ანუ ამაზასპის მიერ ჩატარებულ და ჩვენს მიერ განხილულ კამპანიის წინმდევ და თანამდევ ხანას ეხება. Aარსებობს ორი ვარიანტი: ასფაგური ან რეალური მეფეა, რომელიც 3-ე საუკუნის 30-40-იან წლებში მეფობდა და რომლის შემდეგაც ამაზასპი გამეფდა, ან ასფაგური უბრალოდ გამოგონილი პირია, რომელიც `მეფეთა ცხოვრების~ ერთ-ერთმა რედაქტორმა იმიტომ გამოიგონა, რომ მირიანის ვითომცდა მოწვევასთან დაკავშირებული მონათხრობი უფრო სანდო გაეხადა.
M მეორე ვარიანტი ჩვენ მაინც ნაკლებ საალბათოდ მიგვაჩნია ვიდრე პირველი. საქმე იმაშია, რომ მემატიანეს, უფრო ზუსტად რედაქტორს, მოსდის სერიოზული აღრევა დროში. ორმაცდაათი წლის წინანდელი ამბები ორმოცდაათი წლის შემდეგ გადააქვს. Mმაგრამ თავისთავად მისი გადმოცემული ინფორმაცია არსობრივად შეესაბამება რეალობას. Aანუ რეალობაა ხოსროვ სომეხთა მეფის მიერ საბრძოლო მოქმედებათა წარმოება შაბურის (ქართულ-სომხურ წყაროებში არდაშირის წინააღმდეგ), ხოსროვის მოკვლა და სასანიდების მიერ სომხეთის ანექსია, თრდატის მიერ რომს თავისშეფარება და ა.შ. აგრეთვე იბერიის ნობილიტეტის დადგომა პროირანულ პლასტფორმაზე. E
ეს გარემოებები ყოველგვრ ეჭვს გარეშეა დადგენილი (რამდენადაც საერთოდ შეიძლება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში რაიმე ეჭვსგარეშე იყოს დადგენილი). ასევე მაღალი დონის ალბათობისაა ცნობა, რომ იბერიის მეფე (ამ შემთხვევაში ასფაგური) ეხმარებოდა სომეხთა მეფე ხოსროს სასანიდებთან ბრძოლაში და არა მხოლოდ თავად ეხმარებოდა, არამედ ჩრდილო კავკასიელებსაც აშველებდა. ეს მომენტი ხაზგასმულია მოსე ხორენელთან. 244-249 წლის ხოსრო სომეხთა მეფის და ირანელთა ომის შესახებ იგი წერს: ` მან თავისი ჯარითა და კეთილმოსურნეებით, აგრეთვე ჩრდილოელ ტომთა შეწევნით სძლია არტაშირს ~. `კეთილმოსურნეებში~ აქ თავისუფლად შეიძლებიოდა იგულისხმებოდეს იბერიის მეფე, ხოლო `ჩრდილოელ ტომებში~ იბერიის მეფის დახმარებით გადმოყვანილი სარმატ-ალანები (`მეფეთა ცხოვრებაში~ სიტყვა-სიტყვით ზუსტად ასეც ვკითხულობთ: ` ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა ~). Eეს ინფორმაცია უფრო სანდო გახდება, თუ გავითვალისწინებთ `მეფეთა ცხოვრების~ იმ მონაკვეთს, რომ ასფაგური ` წარვიდა ოვსეთს, რათამცა მოიმატნა სპანი ოვსეთით და განამაგრნა ციხე-ქალაქნი~. ერთი სიტყვით ასფაგური ისტორიულობის ალბათობის სასარგებლოდ არსებობს წყაროების რიგი, თუგინდ არაპირდაპირი ჩვენებები, ხოლო საწინააღმდეგოდ მხოლოდ მითითება მემატიანის შესაძლო ბოროტ ნებაზე, რომელმაც პრინციპში სწორედ გადმოსცა ფაქტები, ოღონდ ორმოცდაათიოდე წლით გადაადგილა ისინი.
A ამიტომ ჩვენ, უკეთ არგუმენტირებული ჰიპოტეზის უფლებით მაინც, შეგვიძლია ასფაგური რეალურ მეფედ განვიხილოთ. Mმაშინ გამოვა, რომ იგი 3-ე საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში სომეხთა მეფე ხოსროვთან ერთად მონაწილეობდა სასანიდების წინააღმდეგ წარმოებულ მოქმედებებში. და არა მხოლოდ თვითონ, არამედ ჩრდილოკავკასიელთა დანაყოფებითაც.
ხოსროვ სომეხთა მეფის მოკვლის შემდეგ ასფაგურმა ქართლის სიმაგრეები გაამაგრა და `ოვსეთში~ ანუ ჩრდილო კავკასიას გადავიდა დამხმარე ძალის მოსაძებნად, სადაც გარდაიცვალა კიდეც. Mმატიანეს თანახმად მის გარდაცვალება მოჰყოლია ხოსროვის მკვლელობას ანუ ასფაგური 252 წლის მეორე ნახევარში გარდაცვლილა.A
ამ ვერსიის მიღებისას გამოდის რომ ამაზასპი ტახტზე სადღაც 252 წლის ბოლოსათვის ასულა (ქართული წყაროს გათვალისწინებით ხოსრო 252 წლის ზაფხულში უნდა მოეკლათ). Kკონტექსტიდან ჩანს, რომ ასფაგურს, თუ ის ნამდვილად არსებობდა. ხოსროვის სიკვდილის შემდეგ სულ რამოდენიმე თვე უნდა ეცოცხლა, და შესაბამისად ამაზასპი ტახტზე 252 წლის ბოლოსთვის ან უკიდურეს შემთხვევასი 253 წლის დასაწყისისთვის უნდა ასულიყო. E
ეს როგორც მას როგორც მეფე-მხედართმთავარს კიდევ უფრო მეტ პატივს დებს. მან, სულ ახალგამეფებულმა (და უნდა ვიფიქროთ საკმაოდ სახალგაზრდამ), მოახერხა ბრწყინვალე კამპანიის ჩატარება. ამასთან ცხადია ისიც, რომ იბერიას ჰქონდა საჭირო რესურსები ანალოგიური კამპანიების ჩასატარებლად. Aრაც შეეხება მონათხრობს ასფაგურის ქალიშვილზე, ის უბრალო სენტიმენტალური ისტორიაა.
A ამრიგად ახალი არგუმენტებით მდიდრდება ვერსია მირიანის ადგილობრივი წარმოშობის შესახებ და ტექსტის კრიტიკის საფუძველზე უარიყოფა ერთადერთი ავტორიტეტულად მიჩნეული წერილობითი წყარო, სადაც ლაპარაკია მირიანზე, რომგორც სპარსეთის მოწვეულ უფლისწულზე.
ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ლაშა ჯანაშია აღნიშნავდა საქართველოს ისტორიის ნარკვევების 2-ე ტომისათვის დაწერილ სტატიაში: თუ სწორია ფავსტოსის ცნობა, რომ IV ს. მეორე ნახევარში, ე. წ. მირიანის
შემდეგ, ქართლში ისევ ფარნავაზიანები მეფობენ, მირიანის ირანული
წარმომავლობა კიდევ უფრო საეჭვო ხდება. ამას უნდა დაემატოს ის მოსაზრებაც, რომ მირიანის გამეფება დაახლოებით იმ დროზე მიდის, როდესაც რომაელებმა დაიწყეს თავიანთი პოზიციების აღდგენა მახლობელ აღმოსავლეთში. როგორც უკვე ითქვა, 287 წ. მათ სომხეთის ტახტზე თავისი კაცი, თრდატი აიყვანეს, 298 წ. კი ქართლიც რომაელთა გავლენის სფეროში შევიდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში ირანელი უფლისწული თუ დიდებული რომაელებს ქართლის მეფედ
დაეტოვებინოთ. დაბოლოს, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენებაა დაცული “მოქცევჲ ქართლისაჲს” მატიანეში, სადაც მირიანის მამად დასახელებულია ქართლის მეფე ლევი[6], რომელიც საერთოდ არ იხსენიება “მეფეთა ამბავში”. სამაგიეროდ, “მოქცევაჲ ქართლისაჲ” მატიანეს მსგავსად “მეფეთა ამბავის” მიხედვითაც მირიანის ვაჟს სახელად რევი ჰქვია. გამოთქმულია შეხედულება, რომ “ლევი” “რევის” ვარიანტული, თუ დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს[7], ხოლო, თუ გავიხსენებთ წესს, რომლის თანახმადაც შვილიშვილი პაპის სახელს ატარებდა, ის აზრი, რომ მირიანი ლევის შვილი იყო, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შეიძენს.~(საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, გვ.43).
რამოდენიმე სიტყვა რევ მართლის შესახებ
ვფიქრობთ ჩვენს მიერ ,მოყვანილი არგუმენტები ლ.ჯანაშიას მტკიცებასმნიშვნელოვნად აძლიერებენ. აქვე უნდა შევეხოთ ერთ თარიღს, რომელიც ხშირად ფიგურირებს ქაღტლ და სომხურ ისტორიულ ლიტერატურაში და ასევე ხშირედ წარმოადგენს გაუგებრობათა წყაროს. ლაპარაკია 287 წელზე, იმაზე თითქოს სომხეთში თრდატ დიდი ამ წელს უნდა გამეფებულიყო და შესაბამისად ამავე წელს მომხდარიყო სომხეთში რომის გავლენის აღდგენა. ნიშანდობლივია ისიც, რომსომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების თარიღის ათვლა სწორედ ამ 287 წლიდან იწყება.
Aარადა დღეს სომეხ მეცნიერთა შორისაც კი პრაქტიკულად აღარავინ დაობს იმაზე, რომ თრდტის გამეფების თარიღად 287 წლის დასმა გაუგებრობაა, რომლის წყარო მოვსეს ხორენაცის მიერ დაშვებული ქრონოლოგიური შეცდომაა.
Mმკვლევარები ემყარებოდნენ რა მოსე ხორენელის ინფორმაციას, ტრადიციულად ამტკიცებდნენ, რომ სომხეთის სამეფოს აღდგენა და თრდატის გამეფება 287 წელს მოხდა. Mმოსე ხორენელი ლაპარაკობს, რომ თრდატი სომხეთის ტახტზე ავიდა დიოკლეტიანეს მეფობის მესამე წელს ანუ 287 წელს. სომხეთში კანონიერი დინასტიის ტახტზე ასვლას უკავშირებენ რომაელების გამარჯვებეს ირანზე იმპერატორი კარუსის ხანმოკლე ზეობისას (282-283 წლებში). Aამ იმპერატორის ბიოგრაფი მართლაც მოგვითხრობს კარუსის გამარჯვებებზე სასანიდებზე, მაგრამ იმპერატორის დაღუპვის გამო (ზოგი ვერსიით ავადმყოფობით, ზოგით – მეხის დაცემით) სპარსელების საწინააღმდეგო კამპანია ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. Kკარუსის სიკვდილიდან რამოდენიმე დღეში მოკლეს მისი ვაჟიც და რომი ანარქიამ მოიცვა, რომელიც მხოლოდ დიოკლეტიანეს გამეფების ხანისათვის, ანუ 284 წელს დასრულდა. Aასე რომ კარუსის 282-283 წლების გამარჯვება ირანელებზე ვერაფრით ვერ გამოიწვევდა ხუთი წლის შემდეგ სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მით უფრო რომ კარუსის ბიოგრაფი ფლავიუს ვოპისკუს სირაკუზელი არაფერს ამბობს არც რაიმე ხელშეკრულების დადებაზე სპარსელებთან და მით უფრო არც სომხეთის ტახტზე თრდატის აყვანაზე (დაწვრილებით იხ. ჰტტპ://წწწ.კროტოვ.ინფო/აცტს/02/02/ვლასტელიყ_05.ჰტმ ).
Uუამრავი ფაქტი და წყარო ადასტურებს, რომ თრდატი 298 წლამდე სომხეთის ტახტზე არ ასულა. თრდატი რომ ტახტზე 287 წელს ასულიყო ის ნახსენები იქნებოდა 295 წლის მოვლენების აღწერისას, როდესაც სასანიდები სომხეთს შეესიენ. Aამას გარდა 297 წელს ბოსვენის მხარეს წარმოებულ ომში სომეხთა მხრიდან მონაწილეობდა არტავაზდ მამიკონიანი, რაც გაუგებარი იქნებოდა თრდატის მეფობის პირობებში (იხ.С.Т.Еремян Армения в период кризиса рабовладельческого общества и формирования феодальных отношений.., წიგნში Очерки истории СССР (III-IX вв.) Москва, 1958 г გვ. 186). Aამას გარდა შემორჩენილია აქ არაერთგზის ხსენებული შაჰ ნარსეჰის ორენოვანი (არამეულ-ბერძნული წარწერა) წარწერა, რომელიც მოგვითხრობს 293 წლის ამბებზე. წარწერიდან ნათლად ირკვევა, რომ 293 წლისათვის სწორედ ნერსეჰია სომხეთის მმართველი და რომ სომხეთში შეკრებილი ირანელთა დიდძალი ლაშქრის და სამეფო საბჭოს დახმარებით (რომელზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი და რომელშიც ამზასპიც შედიოდა) ის ადის ირანის ტახტზე.
Aასე რომ თრდატის გამეფება 298 წლის, ნისიბინის ზავის პერიდითაა დასათარიღებელი. სწორედ ასე ატარიღებენ მას ბოლო დროის სომეხი და არასომეხი მკვლევარებიც (იხ. Mესრობ K. Kრიკორიან, თჰე ფორმატიონ ოფ ცანონ ლაწ ოფ ტჰე Aრმენიან ცჰურცჰ ინ IV-ტჰ ცენტურყ// თჰე ჩჰრისტიანიზატიონ ოფ ჩაუცასუს (Aრმენია, Gეორგია, Aლბანია). ღ&ეაცუტე;სუმ&ეაცუტე;ეს; Обращение Грузии. 1989 г. с.62; История армянского народа с древнейших времен до наших дней. под редакцией М.Г.Нерсесяна. Ереван., 1980 г., с. 60). აგრეთვე ჰტტპ://წწწ.ბაკილილარ.აზ/ცა/ჰისტორყ/ცჰრისტ.ჰტმლ. ლ.ჯანაშია აგრეთვე უთითებდა იხ.საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, თბ.1973 წელი. Gვ.62).
Aამრიგად თრდატის გამეფება სომხეთში დაახლოებით 298 წელზე მოდის, ამავე პერიოდში უნდა მომხდარიყო შეთქმულება რომელსაც ამაზასპის დამხობა მოჰყვა და ტახტზე ჯერ რევის ხოლო შემდეგ მირიანის ასვლა.
ნიშანდობლივია, რომ `ქართლის ცხოვრება~ პოზიტიურად აფასებს რევის რელიგიურ პოლიტიკას:` ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელითსეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა. ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწეყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რა-მე სახარებაუფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რა-მე სიყუარული ქრისტესი. და ამან მეფობასა შინა მისსა არღარა-ვის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა-იგი ამისსა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსხუერპლად ყრმათა; და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღარა-ვინ კვლიდა ყრმათაკერპთათჳს, არამედ ცხურისა და ზროხისა შეწირვა განუწესა. ამისთჳს-ცა ეწოდა მას რევ მართალი. და მეფობდა ესე რევ კეთილად, და მოკუდა რევ.~
რევის მეფობა 3-ე საუკუნის დასასრულსა და 4-ე საუკუნის დასაწყისზე უნდა მოსულიყო. Mმისი პრორომაული ორიენტაცია ეჭვს არ იწვევს. Mმატიანე ხაზს უსვავს, რომ მას ცოლადაც `ბერძენი~ (აღმოსავლეთრომაელი) არისტოკრატის წარმომადგენელი ჰყოლია. საკითხავია მოხდა თუ არა მისი ზეობის პერიოდში რომში ისეთი მოვლენა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეწყო ან ებიძგებინა რაიმე ცვლილებისათვის რომის გავლენის ქვეშ მყოფი იბერიის რელიგიური პოლიტიკაში? ასეთ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნერსეჰის დამმარცხებელი იმპერატორ გალერიუსის 313 წლის 30 აპრილის ედიქტი. Mმძიმედ დაავადებულმა იმპერატორმა ჩათვალა, რომ მისი სენი ქრისტიანობის დევნით გამოწვეული ღვთის სასჯელი იყო (გალერიუსი, დიოკლტიანეს დაახლოებული პირი ამ იმპერატორის ანტიქრისტიანული პოლიტიკის აქტიური გამტარებელი იყო) და ქრისტიანების სასარგებლო ედიქტი გამოსცა. Eეს ედიქტი ერთგვარი წინამორბედი იყო კონსტანტინეს მიერ გამოცემული მილანის ედიქტისა, რომლის თანახმადაც ქრისტიანებს სარწმუნოების თავისუფლება მიენიჭათ. რომში მომხდარი რელიგიური გარდატეხა შეიძლებოდა ბიძგი გამხდარიყო იბერიაში რელიგიური პოლიტიკის ისეთი შეცვლისთვის, რომელიც გზას უხსნიდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერსპექტივას. და ეს შეიძლებოდა ასახულიყო კიდეც რევ მართალის შესახებ არსებულ ინფორმაციაში. თუ ჩვენი ვარაუდი მართალია, გამოვა რომ ქართლის მოქცევა მოვლენათაA სპონტანური განვითარების შედეგი კი არ ყოფილი, არამედ ლოგიკური შედეგი რელიგიურ-პოლიტიკური პროცესების განვითარებისა, რომელსაც სათავე მირიანის მამა-რევ მართალმა დაუდო.