error
ჯ. კაშია- ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში ბეჭდვა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 09:35
ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში
ჯანრი კაშია

ქართული კულტურის პარადიგმა
და გამოწვევები ცვალებად გეოპოლიტიკურ დაფაზე
.

ეროვნული უსფრთხობის კონცეფციის შესახებ

      ეროვნული უსფრთხოება სახელმწიფოებრივი ჰოლოგრამის ის სეგმენტია, რომელიც თავისთავში მოიცავს მთელი სახელმწიფოებრივი სისტემის სურათს. თუ სახელმწიფო მთელი თავისი მრავალფეროვანი ელემენტებით განხილულ იქნება როგორც ჰოლოგრამა, შეიძლება ვთქვათ, რომ უსაფრთხობა წარმოადგენს ამ ჰოლოგრამის კვინტესენციას ან, არქეტიპს (ურფორმას). ადამიანის ან ადამიანთა საზოგადოების (მთლიანობაში პიროვნების, ოჯახის, ერისა და სახელმწიფოს) არსებობა შეძლება დავახასიათოთ როგორც გარკვეულ საზღვრებში ურთიერთის გვერდით მოსახლე და ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა (ინდივიდთა, ოჯახთა და ჯგუფთა) მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობა. ეს ქმნის იმ სივრცეს, რომელსაც ვუწოდებ უსაფრთხობის ველს.უსაფრთხოების მშვიდობიანი ველი არის ის პირობა, რომლითაც ყალიბდება და იქმნება თავისუფალი და მდგრადი საცხოვრისი ყველასათვის, ვინც ამ ველში ცხოვრობს და სადაც, თუ მოვიშვე¬ლიებთ ქრისტიანულ ფორმულას, რომლითაც რუსთველი ასრულებს თავის სახელმწიფოებრივი ყოფიერების ფილოსოფიას, ‘თხა და მგელი ერთად სძოვს’.
უსაფრთხობის ველი, მშვიდობიანობასთან ერთად არის სამართლიანობის ველიც. რადგან საზოგადოების უსაფრთხობა და მდგრადობა განისაზღვრება ამ საზოგადოებაში მოქმედი სამართლის პირუთვნელობითა და ერთგვაროვნებით. აქ ჩვენ ვადგებით საზოგადოებრივი უსაფრთხობის მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მთელი სოციალური პრობლემატიკის ქვაკუთხედია. სამართლიანობა გულისხმობს მხოლოდ ერთ რამეს: ადამიანს უნდა მიეზღოს საზოგადოებაში თავისი ქცევისდა მიხედვით, რადგან ადამიანი ფასობს საზოგადოების სასარგებლოდ მისწრაფებულობით და იმ საქმით, რომელიც მიმარ-თულია ამ საზოგადოების მაკონსტიტუირებელი პრინციპებისა და ურთიერთობების დაცვისა და განვითარებისაკენ. აქაც, ამ სამართლებრივ სივრცეში და მიმართებაში ზოგადად უსაფრთხობას და საზოგადოებრივი უსაფრთხობისათვის მიღწევას განსაკუთრებული ღირებულება და მნიშვნელობა ეძლევა. ეს ქმნის სამართლის უნი¬ვერსალურობას და მას წარმოაჩენს ორივე მხრით: დადებითი (პოზიტიური, დამფასებელი) სამართლით  ღირსეულობისა და საზოგადო¬ებრივი ზეაღსვლის (დაფასებულობის) სახით; და უარყოფითით (ნეგატიური, ჩამო¬მფასებელი) უღირსობისა და საზოგადოებრივად დაღმასვლის ფორმით. ორივე შემთხვევაში სამართალი მართალი სამართლის სიმეტრიული ფორმით წარმოსდგება და საზოგადოებრივი უსაფრთ¬ხობისა და მდგრადობის მტკიცე გარანტიად დგინდება
.

{ტრადიციულ სისტემებში, რომელთა განვითარების (გართულებული პარამეტრების) ტემპი დაბალია, მართალი სამართლის როლს ასრულებს კულტურა, ანუ მატრიცის სახით საუკუნეებით დადგენილი და თობიდან თაობაზე გადაცემული სისტემა ადამიანთა ურთიერთობისა, რომელიც განსაზღვრავს და აწესრიგებს ამ ურთიერთობებს, როგორც ამა თუ იმ კულტურის მქონე ერთობის თეოკოსმოლოგიურ ჰო¬ლოგრამას. კულტურის მატრიცა შეიცავს მოცემული ტრადიციული საზოგადოებისათვის აუცილებელი უსაფრთხობისა და სიმშვიდის ყველა კრიტერიუმს. ეს კრიტე-რიუმები არსებითია ყოველი ამ კულტურის ველში მოარსებე წევრისათვის (ადამიანის, ოჯახის, ტომისა თუ თემის) და წარმოადგენს ჰომოგენური კულტურის მატრიცის ცხოვრებისეული ენერ-გიის წყაროს. განვითარებული და გართულებული პოლიკულტურული საზოგადოებრივი ურთიერთობების ველში, ანუ ქალაქისა და სახელმწიფოს ფორმით მოარსებე სისტემებში, კულტურის მატრიცები ვეღარ განსაზღვრავენ და აწესრიგებენ უსაფრთხობის ველს იმ უბრალო მიზეზით, რომ ხდება მათ შორის ინტეფერენცია და წარმოიქმნება შავი, ანუ საფრთხის ზღვრული სივრცეები, სადაც არცერთი კულტურა აღარ მოქმედებს ჰომოგენური და წარმომქმნელი ძალითა და ენერგიით; სადაც ენა ჰკარგავს თავის აბსოლუტურობას როგორც ყოფიერების პირობა და ითხაპნება, გარკვეულობა და კონკრეტულობა აკლდება, რაც თავისთავად ნიშნავს უსაფრთხობის ველის დესტრუქტურირებას და საფრთხის ზონების წარმოქმნას. ეს ვითარება კარგად ჩანს იმიგრაციების ნაკადის ანალიზისას. ამგვარ სისტემებში აუცილებელია შექმნილ იქნას ზეკულტურული ფორმალური სამართ¬ლებრივი მატრიცა, რომელსაც ეწოდება სამოქალაქო კანონი, და რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელსა და დანარჩენებს შორის. ამგვარი სამართლებრივი სისტემა განაითარეს რომაელებმა, რომის იმპერიის სამოქალაქო კანონმდებლობების სახიტ, მაგრამ რომამდეც გვაქვს გარკვეული სამართლებრივი სისტემები, რომლებიც ტიპოლოგიურად ერთგვაროვან საფუძველს განსაზღვრავს: ქვეშემრდომთა თუ მოქალაქეთა მოწესრიგებულ ურთიერთობებსა და უსაფრთხობას. კულტურათა შორის ურთიერთობა განისაზღვრება ამ ზეკულტურული ფორმალური კანონებით და მთლიანად დამფუძნებელი სამართლებრივი სისტემით, რომელსაც ეწოდება კონს-ტიტუცია. კონსტიტუციად შეიძლება მივიჩნიოთ ნებისმიერი დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რომელიც უდევს საფუძვლად ამა თუ იმ საზოგადოების წევრთა ურტიერთობებს როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე საზოგადოებათა შორის. ონტოლოგიური თვალსაზრისით კონსტიტუციას კულტურის მატრიცა შეიძლება ეწოდოს.სწორედ კონსტიტუცია ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ქმნიან პირობას საზოგადოების უსაფრთხობისათვის და ყოველი კულტურისა და მისი წევრის ამ საზოგადოებაში ჩართვისათვის. სხვა, საერთაშორისო, დონეზე სახელ¬მწიფოთა შორის ურთიერთობები განისაზღვრება იმავე პრინციპებით, როგორც სახელმწიფოს შიგნით, მხოლოდ აქ თვით სახელმწიფო წარმოსდგება სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში როგორც ერთი პიროვნება (სუბიექტ-ობიექტი), მთელი თავისი ჰოლოგრამული იდენტობითა და ინდივიდუა¬ლობით. საერთაშორისო სამართალი და კერძო ხელშეკრულებები აწესრიგებენ ამ ურთიერთობებს (ევროპის მაგალითით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ტიპის კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოთა ჯგუფების უსაფრთხო არსებობას განსაზღ¬ვრავს, მეტისმეტად რთული საკითხია და, ვფიქრობ, აქ ძველ კონგლომერატულ იმპერიათა გამოცდილება გაცილებით უფრო მნიშვნელო¬ვანია შესასწავლად, ვიდრე ცენტრალისტური და ტოტალიტარიზმის ეპოქისა. იმპერიალიზმის ეპოქისა).


კიდევ ერთი არსებითი ელემენტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხობისა არის თავისუფლება. თავისუფლების პრობლემის გატანა ზოგადად უსაფ¬რთხობის ველიდან, იწვევს ისეთი აბსურდული კითხვების წამოჭრას, როგორიცაა არის თუ არა ან შეიძლება თუ არა იყოს ადამიანი, ერი, სახელმწიფო და სხვ. ‘აბსოლუტურად თავისუფალი?’ ეს ფაქტობრივად დადასტურებულ და გავრცელებულ იდიოტურ კითხვათა რიგს ეკუთვნის, რადგან თავისუფლების შესახებ კითხვას არანაირად არ მიეწერება აბსოლუტურობის ნიშანი, თუნდაც ადამიანის მოკვდავობისა და დრო¬ულობის გამო. ხოლო საკითხი კი ყოველთვის ეხება ადამიანს და მის არსებობას საზოგადოებასა და ცხოვრებაში.
თავისფლების უსაფრთხობის კონტექსტიდან გატანა ადამიანის ყოფიერებას უქმნის საფრთხეს. ქრისტიანულ ჰოლოგრამაში, სადაც თავისუფლება ადამიანის არჩევანის სახითაა შემოტანილი ყოფიერებაში ეს გამოთქმულია პავლეს მიერ (‘თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლეთ ქრისტემ, მაშ იდექით და ნუ შეუდგებით მონობის უღელს’- გალატელთა, 5/1) საკითხი ეხება ადამიანის არჩევანს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ნებით. აქ თავის-უფლება ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელი და მისთვის ღირებულების დამდგენი პრინციპია. სხვა ჰოლოგრამებში, სადაც ‘კანონი’ მოცემულია როგორც ამ კანონისადმი სრული მორჩილება (იუდაურ, მუსულმანურ, ჩინურ, ინდურ და ა.შ.) თავისუფლება არის არა არჩევანი ადამიანისა, არამედ დადგენილი აუცილებლობა, რომლის გარეშე ადამიანი ვარდება გზისაცდენილობისა და ქაოსის ვითარებაში და ქმნის საფრთხეს მთელი საზოგადოების არსებობისათვის. თავისუფლება იმ¬დენად არის უსაფრთხობის ველის აუცილებელი ატრიბუტი და მაკონსტიტუირებელი პრინციპი, რამდენადაც საზოგადოებრივი ცხოვრება და ურთიერთობები ხელახლა ასარჩევია ყოველი ახალი ინდივიდისათვის, რომელიც შემოდის ამ საზოგადოების წევრად. და ეს ეხება უნივერსალურად ნებისმიერ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ფორმაში არსებობას, ისევე, როგორც უფრო ვიწრო წრეში ეს ეხება ნებისმიერ კულტურის მატრიცასა და მასში მოარსებე ადამიანს.

ღადგან კაცობრიობა ჯერ კიდევ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ (ერ-სახელმწიფოს) ფორმით მოიაზრება, ბუნებრივი კითხვა, რომელიც დაისმის, არის: როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხობა, ანუ უსაფრთხობის ინტეგრალური ველი არათანაბრად და სწრაფად ცვალებად გლობალიზებულ, გახსნილ ერთა და სახელმწიფოთა შორის? ანუ, გლობალურ სისტემაში, რომელშიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ შემოიტანა შეუზღუ¬დავი გახსნილობა, რითაც საფრთხე შეუქმნა ცალკეული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ჰოლოგრამის არსებობას და მიმართა ის გარკვეული მეტ-ნაკლებად ჰომოგე¬ნური ერთიანი სისტემისაკენ, რომელსაც დღეს ვუწოდებთ ‘დასავლურს’, ‘დემოკრატიულს’, ‘ლიბერალურს’, ‘ეკონომიკოცენტრულს’, ‘თავისუფალ საბაზროს’ და ა.შ.; ყველა ამ განსაზღვრებათა, თუ სახელწოდებათა უკან იხილვება სწორედ ის საფრთხე, რომე-ლიც წარმოიქმნა გლობალიზაციის თანამედროვე პირო¬ბებში არათანა¬ბარი სოციალური და ეკონომიკური, მაგრამ უფრო ღრმად სამართლებრივი უწონასწორობისა და არაჰომოგენურობის პირობებში და კულტურის მატრიცათა (ღირე¬ბულებათა ტრადიციული სისტემების) რღვევის პროცესში. კითხვა ეხება მასობრივ და მოზაიკურ სისტემებში ეროვნული უსაფრთხობის დაცვის შესაძლებლობას. ჩხადია ეს კითხვა უფრო ღრმად ეხება თვით ერ-სახელმწიფოს არსებული ფორმით დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობას.

გახსნილობა და ჩაკეტილობა ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ცხოვრებისა და ურთიერთობების ტიპს ახასიათებს. თვითორგანიზების პრინციპთა შესატყვისად ნებისმიერი ეკოლოგიური სისტემა ჩაკეტილია, თუ ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც მას აღაშფოთებენ გამეორებადია და ენერგეტიკულად სუსტი (არაკატასტროფული). ადამიანთა საზოგადოება ასევე ემორჩილება ამ პრინციპს ცხოველთა სამყაროსაგან იმ განსხვავებით, რომ ბიოეკოლოგია ჩანაცვლებულია კულტურ-ეკოლოგიით.ცხადია, რომ არც ერთი მათგანი არ არის აბსოლუტური, არამედ შეფარდებითი იმ გამოწვევათა და იმ გეოპოლიტიკური ვითარების მიმართ, რომელშიც არსებობს და ყალიბდება ესა თუ სახელმწიფო, როგორც მდგრადი ჰოლოგრამის მქონე სისტემა.

საქართველომ საკმაოდ რთული  და გამოწვევებით აღსავსე გზა განვლო, ვიდრე ის მიიღებდა იმ თანამედროვე გეოპოლიტიკურ ფორმას, რომელიც დღეს არის აღიარებული, როგორც მეტნაკლებად მოსაზღვრული სახელმწიფოებრივი სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური საზღვრები ჯერჯერობით არ არის დადგენილი (შემნარჩუნებულია ზოგადი განსაზღვრებით ‘ტერიტორიული ერთიანობა’ ძველ საბჭოთა საზღვრებში). ის, რომ ‘ოდესღაც დიდი იყო საქართველო’ (‘ნიკოფსით დარუბანდამდე’); ან, რომ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ საერთოდ არ არსებობდა როგორც სახელმწიფო და მხოლოდ 1918 წელს შეიქმნა ტრადიციით მიჩნეულ საზღვრებში (ეს საზღვრები არასოდეს დადგენილა და ბოლშევიკებმა სწრაფადვე გადააკეთეს ‘თავის ჭკუაზე’); ან ის, რომ საბჭოთა ტოტალიტარიზმმა ჩამოაყალიბა საქართველოს თანამედროვე შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ფორმა და გეოპოლიტიკურ სუბიექტად გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე; დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, საბჭოთა კავშირის დაშლისას, საქართველოში წარმოქმნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხ. ოსეთის ავტონომიურ ოლქში ნაციონალისტურ-სეპარატისტული მისწრაფება, რაც ჯერ 1994 წლის მარცხით და საბოლოოდ 2008 წლის 8-12 აგვისტოს რუსულ-აფხაზურ-ოსურ-ქართული ხუთდღიანი ომით დასრულდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორივე ისტორიული ნაწილის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობით ყოველივე ეს გვაი¬ძულებს მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მიზეზებს, რომ¬ლებმაც განსაზღვრეს XXI საუკუნეში საქართველოს ესოდენი დაცემა და გეოპოლიტიკური (ტერიტო¬რიული), შიდაპოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების წარ¬მოქმნა. დამოუკიდებლობის ოცწლედი 1990_2009 საქართველოსათვის პოლიტიკურად და სტრატეგიულად დამანგრეველი არმოჩნდა. შიდა სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხობა ტოტალურად დარღვეული. საქართველო იქცა უსამართლობისა და საფრთხის ისეთ ველად, რომელსაც არანაირი მდგრადობა აღარ გააჩნია (არც პოლიტიკური საუბიექტის, არც სოციალური, არც ეკონომიკური და არც დემოგრაფილი...). ამ პირობებში საქართველომ თითქმის მთლიანად დაჰკარგა ის მიმზიდველობა, რომელიც მას, მიუხედავად ტოტალიტარული სისტემისა და საბჭოთა იმპერიის საზღვრებში დახუ¬რული არსებობისა ახასიათებდა XX საუკუნეში. ჩვენი მიზანია ჩავუღრმავდეთ ამ ვითარების გამომწვევ მიზეზებს იმ ჰოლოგრამის ანალიზით, რომელსაც წარმოგვიდგენს ქართული კულტურა, ყველა პარამეტრითა და მაკონსტიტუირებელი პრინციპებით. ვფიქრობთ, რომ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ამ უაღრესად ცვალებად და პოლი¬ტიკური გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც, შინაგანი მოუწესრიგობლობისა და კულ¬ტუ¬რის ტრადიცი¬ული მატრიცის გადაგვარებისაგან. ჩვენი ღრმა რწმენით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრ¬თხობის კონცეფციის ჩამოყალიბება ყველა პარამეტრის ჰოლოგრამული ინტეგრალური ანალიზის გარეშე, შეუძლებელია.

ქართული ეროვნული ცნობიერება ერთთავად უტრიალებს თვითგამორკვევას არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ კულტურულითაც. მისწრაფება ქართული კულტურის ჩამოყალიბების პროცესი გატანილ იქნას ისტორიის ჰორიზონტის გარეთ, ‘დასაბამიერ წყვდიადში’ და ის წარმოდგენილ იქნას არა ისტორიული ჩამოყალებების პროცესად, არამედ ‘გენეტიკურად’ და არსობრივად ერთხელ და სამუდამოდ შექმნილად (თუნდაც ღმერთის მიერ მიწის-‘სამშობლოთა’ დარიგების მითი რომ გავიხსენოთ!), მიუთითებს სწორედ იმ შინაგან გაურკვევლობასა და გზააბნეულობაზე, რომელიც გაბატონდა ქართულ ცნობიერებაში XX საუკუნის განმავლობაში (1921_2000) და ახლაც ბატონობს. ‘ისტორია სარკეა, ამბობდნენ დრუიდები, მასში რომ მაიმუნმა ჩაიხედოს, იქიდან მოციქული არ გამოხედავს’; ილია ჭავჭავაძე და მის კვალდაკვალ და მასთან ერთად ქართველი მოღვაწენი, რომლებიც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს ჰყრიდნენ, ერთნაირი კრიტიკული რუდუნებით ქმნიდნენ წანამძღვრებს ქართული ცნობიერების გასათავისუფლებლად ყოველგვარი ისტორიცისტული დამღებიდან და ისტორიოფრენიისაგან, როდესაც ისტორია გამოიყენებოდა პოლიტიკური არგუმენტაციის ნაცვ¬ლად. მიხაკო წერეთელი თავის სიტყვაში გენუის კონფერენციაზე ‘საქართველოს უფლებების შესახებ’ თუმც იშველიებდა ისტორიულ არგუმენტებს რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებდა, რომ პოლიტიკური მოწყობა საქართველოსი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ კულტურული ტრადიციის საწყისებზე, რომე¬ლიც მისი თვალსაზრისით ბუნებრივად გულისხმობდა ფედერალიზმს. ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და ვაჟა ფშაველა და შემდგომ მათი მომდევნო ნაციონალისტები (სოც-ფედერა-ლისტები, ‘თეთრი გიორგის’ დასი) თავის ნაციონალისტურ თვალსაზრისს აფუძნებდნენ ისტორიული პროცესის ზუსტ გაგებასა და შეფასებაზე ინტეგრალური ნაციონალიზმის თვალსაზრისდიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობდა თანამე¬დროვეობის ბუნებრივ შერწყმას ტრადიციულ კულტურულ მატრიცასთან. ეს სინთეზი, გაგებული როგორც ევროპეიზმი და ეროვნულობა საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი მკვიდრი საფუძველი გახდა. არასოდეს არ დამდგარა საკითხი ‘ან ან’ ‘ან ქართულობა, ან ევროპულობა’. ეს საკითხი და ეს პრობლემა სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ წამოიჭრა, როდესაც საქართველომ XX საუკუნის მიწურულს დამოუკიდებლობა მოიპოვა და იმედებით აღსავსე შეუდგა ახალ ცხოვრებას. შეუდგა და იქავე შეწყვიტა, სულ რამდენიმე კვირაში. მას შემდეგ, უკვე 20 წელია მიმდინარეობს ქართული კულტურული ღირე-ბულებებისა და კულტურის მატრიცის განუწყვეტელი ნგრევა, მისი ჩანაცვლება რაღაც უსახო და უფორმო ‘გლობალური მატრიცით’. ამ მატრიცის აღსანიშანავად გამოიყენება სხვადასხვა ყურსმოხვედრილი სახელები: ‘ლიბერალიზმი’, ‘დემოკრატია’, ‘თავისუფალი ვაჭრობა’ ‘ლიბერალური ეკონომიკა’ ‘სახელმწიფო’ ‘სახელმწიფო ინსტიტუტები’ ‘სამართალი’, ‘სასამართლო’.... ‘პოსტსაბჭოთა’ და ახლა კიდევ ‘პოსტმოდერნიზმი’, ‘ნეობიურგერიზმი’ და ა.შ. უახლოესი განხილვისას ეს ცნებები თუ სიტყვები ცარიელია. მათში ნულოვანი ინფორმაციაა ქართულ (და ნებისმიერ ეროვნულ) სინამდვილესთან მიმართებაში და ამიტომაც ამ ნულოვანი სიტყვების ფარდა, ჩამოშვე¬ბული საქართველოზე და ქართულ ცნობი¬ერებაზე გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შენმქმნელია, ვიდრე რო¬მელიმე შემო-სევა, ან შიდა დაპირისპირება. ქართული ცნობიერება უკიდურეს კრიზისს განიცდის. ეს არის ერთადერთი კრიზისი, რო¬მელიც არსებობს საქარ¬თველოს ნულოვან გარემოში და ნულოვან სინამდვილეში. საქართველო ცარიელი და განძარცვული დგას ყველა გამოწვევის წინაშე და შესა¬ძლოა პირველად თავის ისტორიაში რეალურად დგას ‘ან ან’, ანუ ‘ყოფნაარყო¬ფნის’ არჩევანის წინაშე: ან იარსებებს საქართველო მთელი თავისი ჰოლოგ-რამული თვითგამოსაცნობობით ყოფიერებაში, ან არ იარსებებს. დრო ამოწურულია და ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ. მაგრამ არჩევანი გულისხმობს პირველ რიგში იმის ცოდნასა და გაცნობიერებას, რა ხდება დღე¬ვანდელ მსოფლიოში და რა საფრთხეები არის მოსალოდნელი ტოტალიტარული სისტემიდან გამოსვლის ძალისხმე¬ვების ამ რთულსა და ძნელ გზაზე. საკითხავია რის საფუძველზე? რა წყარომ უნდა კვებოს ეს გამოსვლის ენერგია? და რა წყობა უნდა დადგინდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს უსასრულოდ და ბუნებრივად არ მოხდეს საქართველოს გარდაქმნა რაღაც ტერიტორიად, რაღაც მოსახლეობით, რომელსაც არც თვითობა ექნება და არც სახიერება და მაშასადამე არც გამოსაცნობობა. ამ უსახურობის განსაზღვრება მხოლოდ ნეგატიურად გახდება შესაძლებელი: არა ქართველი, არა სომეხი, არა აზერბაიჯანელი, არა თურქი, არა რუსი, არა ფრანგი, არაიუდეველი, არამუსულმანი, არაქრისტიანი... ‘არამედ რაღაც სხვა’.

დავსვათ კითხვა: ‘რა ტიპის კულტურაა ქართული კულტურა?’ ანუ ის ღირებულებები, რომელთა წიაღში იბადება, იზრდება და ცხოვრობს ქართველი ადამიანი (საქართველოს მოქალაქე). რას ვიცავთ და რას ემუქრება საფრთხე, რომელიც გვაიძულებს თავგანწირვით ვიბრძოლოთ იმის დასაცავად რასაც კულტურას ან, ზოგადად, ქართულ ცხოვრების წესს და თეოკოსმოლოგიურ ჰოლოგრამას ვუწოდებთ. ეს ჰოლოგრამა მოიცავს მთელ საქართველოს, როგორც მის წარსულში (‘ისტორიული დასაბამიდან’), აგრეთვე მის პროცესუალურ არსებობაში თანამედროვე სახელმწიფოდ.  მაგრამ ამასთანავე ეს ჰოლოგრამა უეჭველობით ადასტურებს ქართველობის ღირებულებასაც ყოფიერების ფორმების ამ ისტორიულ ცვალებადობაში. თუ საქართველო ისაა ‘საცა ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირნის’ (გიორგი მერჩულე), მაშინ ქართველი ისაა, ვინც ამ ქართულ ენაზე მეტყველებს და შედის დიალოგში ღმერთთან და სამყაროსთან, ანუ ვინც წირავს ქრისტიანულად (აქ წირვაში შეწირაც არის ნაგულისხმევი) და ცხოვრობს ქართული კულტურის მიერ დადგენილი წესით. ბუნებრივია ეს წარმოშობს კითხვას: განა ქრისტიანობამდე არ არსებობდა საქართველო და ქართული ენაქართველი ერითურთ? პასუხი, თუ გავყვებით ისტორიულ თვალსაზრისს, უნდა იყოს არსებობის ფაქტიდან გამომდინარე, და ეს ფაქტი კი ადასტურებს იმას, რომ ქრისტიანობამდე საქართველო არ არსებობდა და, შესატყვისად, არ არსებობდა ქართული ენა. ის, რასაც ქართული ენა დაერქვა, ანუ ის, რადაც ქართული ენა ჩამოყალიბდა არის ქართველური ოჯახის განვითარების საბოლოო ისტორიული შედეგი, რომელიც ქრისტიანობამ დაამკვიდრა. ეს ოჯახი იწყება სვანურიდან, გადადის მეგრულში და გვირგვინდება ქართულით, ისევე, როგორც ქრისტიანობა არის საბოლოო ნაყოფი კაცობრიობის განვითარებისა; ისევე, როგორც ქრისტიანობამ შეიწოვა და შეისისხლხორცა ყველა რელიგია და ყველა კავშირი და ფორმა, რომელიც კაცობრიობამ გაიარა სხვადასხვა ჰოლოგ¬რა¬მებით; ისევე, როგორც არ არსებობს უფრო სრულყოფილი აქსიომატური მატრიცა, რომე¬ლსაც შეუძლია ახსნას და ყოფიერების საზრისი დაუდგინოს როგორც კერძო ადამიანის ინდივიდუალურ არსებობას, ასევე ზოგადად კაცობრიობასაც; ისევე, როგორც  ღმერთის სამებად გაცნობიერება და მამა ღმერთის შვილად განკაცება არის უმაღლესი და სრულყოფილი თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამა, რომელიც ასახიერებს კაცობრიობის მთელ გზას და მის შემოქ¬მედებით შესაძლებლობების ჰორიზონტს, ამგვარადვე, ქართული ენა ასრულებს და აგვირგვინებს ქართველური ოჯახის განვითარებას (რატომაც ეს ოჯახი იწოდება ‘ქართველურ ოჯახად’). ამ თვალსაზრისს თუ გავყვებით სქართველო ამ კაცობრიობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მას ახასიათებს არა მხოლოდ მთლიანი ჰოლოგრამის სახიერება, არამედ ის პროცესიც, რომლითაც ეს ჰოლოგრამა იწერება ქართულად, ქართულ ჰოლოგრამად და ავსებს სააკაცობრიო დიდი ჰოლოგრამის ონტოლოგიალურ ტექსტს. ეს პირველ რიგში მოცემულია ქართულ ენაში, რომლის ფესვებს კვებავს სვანური და ზანური (ეგრ-ლაზ-ჭანური). სწორედ ეს ქმნის იმ დასაცავ ღირებულებას ქართული კულტურული კოსმოსისა, რომელმაც ‘დასაბამიდან’ დღემდე მოიყვანა ეს ერთობა, ჩამოაყალიბა ქართველი ერი და მისცა მას შესაძლებლობა შეებიჯებია ქრისტიანული ერის XXI საუკუნეში. საქართველომ გამოიარა ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა მის არსებობას. კითხვა დაისმის: რის საფუძველზე და რა მანქანებით შესძლო ამ მცირერიცხოვანმა ერმა ამის გაკეთება? რა ფორმას იძენდა ის თავისი მდგრადობისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად და რა კულტურულ მატრიცაში ქსოვდა თავის ღირებულებებს, რომელნიც ერთიან მორგვად ჰკრავენ ისტორიული ყოფიერების არიადნას ძაფს პოლიტიკური, გეოპოლი¬ტიკური და არსებობის ყველა სხვა გამოწვევების ლაბირინთისაგან თავის დასაღწევად? ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ჩვენი თვალსაზრისი წარმოვადგინო ამ საკითხზე და შევეცადოთ ქართული კულტურისა და ქართული სახელმწიფოებრივი არსებობის მდგრადი მახასიათებ¬ლებისა და მდგრადი განწყობის წარმოჩინებას.

*

უსფრთხოების ველი სტრუქტურირებულია ორი უმთავრესი პარამეტრით: ხრწნადი და ცვალებადი მატერიალურობითა და დროულობით (შესაბამისად თაობათა ცვლისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა); და უხრწნადი და უცვლელი სულიერებითა და მარადისობით  (შესაბამისად თაობათა განუწყვეტლობისა და ერის სიცოცხლის ხანგრძლივობისა). ამ უკანასკნელ მახასიათებელს მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის არის ერთადერთი საშუალება ისტორიული მეხსიერების და ღირებულებების, ანუ დროისა და მარადიულობის, ხრწნადისა და უხრწნადის, ერისა და კაცობრიობის... ზოგადად,  ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის ერთ კვანძად წარმოჩინებისა და ჰოლოგრამის ტექსტის შექმნისა. ისევე, როგორც ქრისტე აერთიანებს თავის თავში ორ ბუნებას, ორ ასპექტს ყოფიერებისა და ორ შესაძლებლობათა ველს და ჰორიზონტს, ასევე ერთდება ერის და ინდივიდის ყოფიერება ერთ კვანძად, რომელიც განაპირობებს ამ ინდივიდისა და ერის სახელდებულ პიროვნე¬ბად (ქართველად, გერმანელად, ფრანგად, რუსად, ჩინელად, ესპანელად, იტალიელად...) ქცევას, მისი არსების სახიერებას. ამქვეყნიურ (ფიზიკურ) ერსა და ზეციურ (სულიერ) ერს შორის და ეს კავშირი არის ნიშანი იმისა, რომ აქ, ამ ალაგას და ამ დროის მონაკვეთში, რომელსაც ეწოდება ისტორიული ‘დღეს’ ერი ცოცხალია და ის არის განმასახიერებელ გამოსაცნობი ‘ზეციერი’ ანუ ღირებულებითი ერისათვის, რომელიც ქმნის იმ ჰოლოგრამას, (რომელსაც მაგ. ‘საქართველოს’ ვუწოდებთ). ზეციერი ერი არსებობს ფიზიკურ ერში, ვითარცა კაცი ადამიანში, სული სხეულში, როგორც სარკე. და თუ ამ ისტორიულ მომენტში ეს სარკე შეუბღალავი და შეუორთქებელია მასში აისახება მთელი ჰოლოგრამა ქართული ყოფისა და ყოფიერებისა. თუ ამ სარკეში არაფერი არ აისახება, ეს ნიშნავს, რომ ერი უკვე აღარ არსებობს და მის ნაცვლად სარკეში სრულიად სხვა, ვერ-გამოსაცნობი სახე იყურება. ესაა ის უდიდესი საფრთხე, რომელიც ემუქრება ამა თუ იმ ერს მისი გამოუცნობობა მისსავე ყოფიერების სარკეში, რომელიც არის კულტურა და ისტორიული ჰოლოგრამა.

ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით, უსაფრთხობის თეორია და კონცეფცია იხილვება როგორც ერთადერთი შესაძლებლობა საკუთარი ღირებულებების ანუ, საბოლოოდ, ღირებულებითი ხატის, ისტორიული ჰოლოგრამის გადასარჩენად და დასაცავად. ხოლო რადგან თეორია არის გზა, ამიტომ ამ გზაზე ინტელექტუალური ვარჯიში ხელს შეუწყობს იმ მეთოდებისა და იმ ცხადი და აუცილებელი ხელსაწყოების გამომუშავებას და შექმნას, რომელნიც დაიცავენ ადამიანს და საზოგადოებას ამ უაღრესად ცვალებად და გახსნილ მსოფლიოში მზარდი გამოწვევების უგზოუკვლო ზვავისაგან. ამ გამოწვევათა კალაპოტში მოქცევა უსაფრთხობის აუცილებელი პირობაა. ზევით ითქვა, რომ ომი არ არის უსაფრთხობის ერთადერთი გამოწვევა, ან მუქარა. გაცილებით უფრო საშიშია იმ ცვლილებათა ვერგაცნობიერება, რომლებიც ემუქრებიან ეროვნულ სახიერებას და ეროვნულ ენერგიას.

*

‘ომი არის მხოლოდ ხელსაწყო მარადიული ძალაუფლების მოსაპოვებლად, ყოფიერების საზრისი ანარქიულ და დაუცველ მსოფლიოში’ კლაუზევიცის ამგვარი ინტერპრეტაცია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის არის კანტიანელი, სრულიად სხვა კონნოტაციას შეიცავს, ვიდრე მისი სხვა გამონათქვამები, როგორც მაგ.: ‘ომი სხვა არაფერია თუ არ პოლიტიკის გაგრძელება’ ან, ‘ომი არის დაუფარავი გაგრძელება პოლიტიკისა სხვა საშუალებებით’, ან,  ‘ომი სხვა არაფერია თუ არა დუელი უფრო ფართო სკალაზე’. ეს გამონათქვამები შეიძლება განხილულ იქნას სინთეზური დასკვნის თეზისად და ანტითეზისად. მათგან გამომდინარეობს სინ¬თეზური თვალსაზრისი, რომელსაც გამოთქვამს კლაუზევიცი როგორც  ‘განსაცფიფრებელ სამებას’ (ვუნდერლიცჰე რეიფალტიგკეიტ) თავისი ომის ფილოსოფიის სინთეზურ ხედვას: დინამიური, შინაგნად არასტაბილური ურთიერთქმედება თავაწყვეტილ ემოციათა ძალის, შანსისა და რაციონალური გათვლის. კლაუზევიცი, და ეს მეტად მნიშვ-ნელოვანია, მორალურად ინდიფერენტული იყო ომისადმი და მისი რჩევები ომის წარმოებაზე პოლიტიკური გავლენის შესახებ, არანაირად არ ეჯრება პაციფი¬სტურ იდეას, როგორადაც იყო ის ინტერპრეტირებული მაგ. რაიმონ არონის მიერ. თუმცა არც არავინ თვლიდა კლაუზევიცს პაციფისტად. კლაუზევიცისათვის ამბობს პანაგიოტის კონდულისი ბერძენ-გერმანელი ფილოსოფოსი, კლაუზევიცის ბერძნულ ენაზე მთარგმნელი და ერთერთი გამოჩენილი ინტერპრეტატორი ომი არის მხოლოდ ძალაუფლებისათვის მარადიული მისწრაფების საზრისი, არსებობის აზრი ანარქიულ და დაუცველ მსოფლიოში. (ხაზს ვუსვამ: ანარქიულ და დაუცველ!) აქვე უნდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წარმოადგენს კლაუზევიცის ‘სიმძიმის ცენტრის’ თეორემის შესაძლოდ განსხვავებულ ინტერპრეტაციას (ვიდრე ეს არის მიღებული აშშ  და თანამედროვე სამხედრო სტრატეგიაში) . სიმძიმის ცენტრის გაგება კლაუზევიცთან გულისხმობს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც არის სამხედრო ძლიერების წყარო (როგორც ლოკალურ საბრძოლო ამოცანის, ასევე ომის მთლიანი ფორმით წარმოებისას. ნებისმიერ ჩამონათვალში ის შეიცავს სამ¬ხედრო მანქანას, კომუნიკაციებს, ლოგისტიკას, და თვით პოლიტიკურ სისტე-მასაც...). აქ უნდა იქნას შემოტანილი და, თანახმად ჩემი ჰოლოგრამული ხედვისა და მეთო-დისა, სიმძიმის ონტოცენტრად წარმოჩენილი კულტურა. ერთი შეხედვით ეს ‘ზედ¬ნაშენური’ ნაწარმი არავითარ პირდაპირ მნიშვნელობას არ იძენს ომის წარმოებისას, მაგრამ უახლოესი და უფრო დაკვირვებითი კრიტიკული ანალიზისას ცხადი ხდება, რომ ომის საბოლოო მიზნის მისაღწევად აუცილებელი ხდება კულტურის მატრიცის იმგვარი ხელყოფა, რომ მისმა მატარებელმა ხალხმა (ხოლო ომი კი აუცილებლობით გულისმობს ამ კომპონენტს. თვით ნაციონალ-სოციალისტებმაც კი ვერ გადაწყვიტეს ეს პრობლემა თავისი ებრაელთა მიმართ ნაწარმოები გენოციდით...) აღარ ინდომოს ომის წარმოება და შეწყვიტოს ის სამომავლოდაც. კლაუზევიცი, სრულიადაც არ ჩანს ტოტალური ომის მომხრედ და არც ხმარობს ტერმინს ‘ტოტალური ომი’, რომლის პროპაგანდას აწარმოებდა მესამე რაიხი და უარყოფდა სტალინი, თუმცა რეალურად აწარმოებდა ტოტალურ ომს, როგორც შიდასახელ-მწიფოებრივი, ასევე გეოპოლიტიკური აზრით. კლაუზევიცი განიხილავს ‘აბსოლუტურ ომს’ ან ‘იდეალურ ომს’ როგორც ძალთა შეჯა¬ხების ლოგიკურ შედეგს, ‘ომის იდეალის’ წმინდად პლატონური აზრით. კლაუზევიცისეულ ‘ლოგიკურ ფანტაზიაში ომი შეუძლებელია წარმოებდეს შეზღუდულად: შეჯიბრის აზრი მიმართავს მონაწილეებს გამოიყენოს ყველა საშუალება მიზნის მისაღწევად. მაგრამ რეალურ ვითარებაში (და ეს მრავალგზის იქნა დადასტურებული თანამედროვე ომებში. მაგ. შეზღუდული კონტინგენტის გამოყენებაში და სხვა...) ამგვარი ხისტი ლოგიკა გამოუყენებელიცაა და საშიშიც მიზნის თვალსაზრისით. შეზღუდული სამხედრო მიზანშედეგი ომს ვერ ამთავ¬რებს, თუნდაც რომ სწრაფად იქნას მიღწეული და საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოშობს წინააღმდეგობის ‘პარტიზანულ’-ტერორისტული გახანგძლივებისა. მეორე მხრივ, ომის მიზნად იმის დასახვა, რომ მოწინააღმდეგე გაანადგურო და განაიარაღო პლიტიკურად და მხედრულად (უსუსური და ბერწი გახადო) შეუძლებელია და არც არის მისაღები და აუცილებელი (გავიხსენოთ ვერ-სალის ზავის შემდგომი გერმანია და ნაციონალ-სოციალიზმის აღზევება რასისიტული შიზოფრენიით). პოლიტიკური სისტემაც და სამხედრო ძალაც გარკვეულად რეალური მოცემულო¬ბებია, რომელ¬საც არა აქვს მარადიულობის განზომილება. ისინი არ ქმნიან იმ ღირებულებას, რომე¬ლიც, როგორც აღვნიშნეთ, ეკუთვნის თვითგამოსოსცნობების მეტაფიზიკურ ჰოლოგრამას. ამ თვალსაზრისით ამ ორი კომპონენტის დროებითი, ან სამუდამო მოსპობა, არავითარ არსებით ცვლილებას არ იწვევს წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრსით და ომის, ახალი ფორმის პერმანენტულ ომად  ტერორისტულ ომად გადაქცევის დიდ საფრთხეს შეიცავს. ამგვარი მაგალითები მრავლად არის ისტორიაშიც და უკანასკნელი ტერორისტული სტრატე¬გიაც, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა სახელმწიფოების დღევანდელი ფორმით არსებობაც კი (ფონ კლეველდისა და სხვათა თვალსარისით), აშკარად ცხადყოფს ამას. თვით საქართველოს ისტორიაც ცხად მაგა¬ლითს გვაძლევს ყოველივე ზემოთქმულის დასადასტურებლად. რუსეთის მიერ ორსაუკუნოვანი ბატონობის პირო¬ბებში, როდესაც საქართველო აღარ არსებობდა როგორც სახელმწიფო და აღარც სამხედრო ძალა ჰქონდა  (რუსეთის ჯარში იყო ყველა გაწვეული და მხედრობაც ყველა ჩინით იქ მსახურობდა), ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ არასოდეს შეწყვეტილა და ამ ბრძოლის ერთადერთი წყარო იყო ქართული კულტურა და ცხოვრების წესი (სტილი). ამ თვალსაზრისით, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და ქართველი ‘ინტეგრალური ნაციონალისტები’ უდიდეს სტრატეგოსებად წარმოჩნდნენ. რუსებმა ყოველივე გაითვალისწინეს, მაგრამ გამორჩათ ყველაზე უმთავრესი: ვერც ქართველები, ვერც ჩეჩნები, ვერც სხვა ხალხები კავკასიისა ვერ გარდაქმნეს და მოაშორეს თავის კულტურულ მატრიცას. ‘გარუსება’ მხოლოდ ზედაპირულ ფორმას იძენდა და პირველსავე შესაძლებლობისას შეუბრუნდა ბუმერანგად რუსეთს.
  ეს ყოველივე ცხადად მიგვმართავს უსაფრთხობის ველის არსებითი მახასიათებელი ვეძებოთ საკუთარ კულტურაში და ურთიერთობის იმ ტრადიციულ ფორმებში (ცხოვრების ფორმასა და სტილში), რომელიც თვითგამოსოცნობობის აბსოლუტურ კრიტერიუმებს გვაძლევს და იქცევა ეროვნული ენერგიის წყაროდ. აქაც უნდა გავიმეოროთ, რომ ‘ერი’ და ეროვნულობა და სხვა მსგავსი ცნებები თანამედროვე თვალსაზრისით განსაზღვრავს იმ სისტემას, რომელსაც საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული წარმოადგენს ერი-სახელმწიფო, ანუ იმ ტიპის სახელმწიფო, რომელშიც განხორციელებულია სახელმწიფოებრივი ცივილური საერთო (კონსტიტუციურ-ინსტიტუციო-ნალიზე¬ბული) კანონმდებლობა და სამართალი, ხოლო ეს ზოგადი პრინციპი კი ეფუძნება საკუთარი კულტურის თეოკოსმოლოგიურ ჰოლო¬გრამას, რითაც ქმნის მრავალკულტურული ერთობის არსებობის უსაფრთხობის ველს და მისი დაცვისა და განვითარების უწყვეტი ენერგიის წყაროს.

ეროვნული უსაფრთხობის კონცეფციისა და ხედვის წარმოსაჩენად, აღნიშნული ფუნდამენტური საკითხების არავითარი თეორიული გააზრება არ იქნებოდა სრულყოფილი, თუ არ გავაანალიზებთ საქართველოს უკანასკნელი ოცდაათწლედის მდგომარეობას და იმ ტენდენციებს და ძალებს, რომელნიც განსაზღვრავდნენ ამ ოცდაათწლედს დადებითი, თუ უარყოფითი მიმართულებით. ამის გათვალისწინებით არის ცალკე თემად გამოტანილი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და კულტურული მდგომარეობა 1985-2009 წლებში და გლობალიზაციის გამოწვევებში. ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიული მონაკვეთის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის გაგებაც, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო როგორც ერი და სახელმწიფო და რამ განაპირობა ის დრამატიული შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთთან ხუთდღიანმა კატასტროფულ¬მა ომმა (2008 წლის აგვისტო). სწორედ ამის საფუძველზე გახდება შესაძლებელი გამომუშავება იმ უსაფრთხობის კონცეფციისა, რომელმაც უნდა დაიცვას სრული განადგურებისაგან (კულტურის მატრიცისა და თეოკოსმო¬ლოგიური ჰოლოგრამის ნგრევისაგან) როგორც ქართველი ერი, ასევე ქართული სახელმწიფო, რომელიც ბუნებით არის მოწოდებული და ისტორიულად ჰქონდა კიდეც ნაკისრი და განხორციელებული კავკასიის ღერძის და გეოპოლიტიკური რეგიონალური ცენტრის როლი. საქართველოს უსფრთხობა ნიშნავს კავკასიის უსაფრთხობას (რაც ჯერ კიდევ ერმოლოვს და რუს კონკისტადორებს ესმოდათ და დააფორმულეს როგორც ‘იარსებებს საქართველო იარსებებს კავკასიის პრობლემა!’), ხოლო ეს კი, ამ გლობა¬ლიზებულსა და ცვალებად მსოფლიოში ნიშნავს, ისევ და ისევ მკვიდრად დოგმას კავკასიურ და ქართულ ნიადაგზე, საკუთარი ყოფიერების გაცნობიერე¬ბას და რაციონალურად მართვას სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე გახსნილ მსო¬ფლი¬ოში.

უსაფრთხობის კონცეფციის არსებითი ნაწილი არის თავდაცვის სტრატეგია. უსაფრთხობის ზოგადი კონცეფციის ეს ნაწილი გულისხმობს ისეთი ასპექტების გაა-ნალიზებას, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ სამხედრო საქმიანობასთან და იმ საფრთხეების და გამოწვევების ნათელ ხედვას, რომლე¬ბიც ემუქრება უსაფრთხობის ველს, ანუ სახელმწიფოს. აქ პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას ომის თანამედროვე ხედვას, იმ გამოწვევებს, რომე¬ლნიც უშუალოდ სამხედრო აგრესიის საფრთხეს შეიცავენ და მათდამი მზადყოფნის ფორმებს. ეს ბუნებრივად წარმოშობს კითხვათა რიგს, რომელზე პასუხის გარეშე შეუძლებლად გვეჩვენება რაიმე ქმედითი მზადყოფნა ომის თავიდან ასაცილებლად, რადგან ყველაზე დიდი სტრატეგია არის სწორედ ომის თავიდან აცილების სტრატეგია, ხოლო გამოუვალ მდგომარეობაში კი ისეთი პასუხის გაცემა, რომ თუ ომის მოგებას ვერ შეძლებ, მტერს აღარ მოუნდეს გააგრძელოს თავისი აგრესია. გამოთქმა ‘მტრის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს’ ისევე აქტუალურია დღესაც, როგორც იყო ის საუკუნეთა განმავლობაში. ქვე მსურს ხაზი გავიუსვა, რომ მხედრობას ზოგადად აქვს არა მხოლოდ  სამხედრო (თავდაცვითი და საომარი) დანიშნულება, არამედ სოციალურად განსაკუთრებულიც, რადგან ის არის ერტადერთი ინსტიტუციონალიზებული სისტემა დაფუძნებული ღირსებასა და იერარქიულობაზე. ეს თემა მომავალი კონფერენციისათვის მინდა შემოვინახო.

თავდაცვის სტრატეგიის იდეური საფუძველი გამომდინარეობს სამ კითხვაზე პასუხიდან: რას ვიცავთ? რატომ ვიცავთ? როგორ ვიცავთ? ამ სამ კითხვაზე პასუხი მოიცავს არსებობის საფუძველმდებ კითხვებზე პასუხსაც: რა ვართ? რატომ ვართ? როგორ ვართ? კითხვათა ეს რიგი საფუძველმდებ ექსისტენციალურ კითხვებს ეხება და ერთნაირად მოხაზავს როგორც მთელი საზოგადოების (ერთობის, ერის, სახელმწიფოს), ასევე ინდივიდუალურად ყოველი ადამიანის არსებობას, მის ფორმას, საზრისს და მიზანს. ცხადია, ამ კითხვათა და პასუხთა ფილოსოფიური გაშლა მეტისმეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჩვენ ვცადეთ მიზანმიმართულად და კონკრეტულად გვეპასუხა დასმულ კითხვებზე უსა-ფრთხობის კონცეფციის დადგენის საზღვრებში და სპეციფიკურად სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით იმ გამოწვევათა წინაშე, რომელსაც ვხედავთ XXI საუკუნის გლობალიზებულსა და ცვალებად მსოფლიოში ზოგადად, რეგიონა¬ლურად და საკუთრივ საქართველოს საზღვრებში.

კითხვა: რას ვიცავთ? ღირებულებითი კონტექსტის შემცველია. მართლაცდა რას იცავს ადამიანი, რომელსაც რაიმე საფრთხე და აგრესია ემუქრება, ანუ იმის წინაშე რაც მის შვებას არღვევს? ინდივიდუალურ, ანუ პირველ დონეზე ის იცავს თავისთავს, თავის ოჯახს, თავის საცხოვრის-სამეზობლოს, თავის სოციალურ მდგომარეობას და ცხოვრების წესს.ეს წრე შეიძლება გაიხსნას მეტაფიზიკური მიმართულებით: ის იცავს თავის სალოცავებს, თავის საფლავებს, თავის ეროვნულობას, თავის სახელმწიფოებრივობას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მტრის ამ სამიზნეთა განცალკავება მეტისმეტად ძნელი და რთულია, ხელოვნურიც, რადგან აქ წარმოდგენილია ის ჰოლოგრამა, რომელშიც ნებისმიერი ნაწილი მთლიანად ატარებს მთელის ხატებას. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ვიცავთ ჩვენი ყოფიერების სულიერ ხატს და მატერიალურ ფასეულობებს. თუ ხატის ცნებაში ვიაზრებთ მარადიულ თვითგამოსაცნობ ღირებულებებს, მატერიალურში ბუნებრივად ლაგდება ისტორიული ცვალებადობის კონკრეტულ დროში განსახიერებული ფასეულობები და ფორმები. ვიცავთ აქ და ახლა არსებულ ცხოვრებას, მის სოციალურ წყობას, მის ურთიერთობრივ კავშირებს და ა.შ. ან... არ ვიცავთ მას და მაშინ კითხვა კიდევ უფრო მკვეთრი ხდება.
სწორედ აქ დგას მეტად რთული პრობლემა, რომელიც ისტორიის მსვლელობაში არაერთგზის გამხდარა ისტორიული აბრუნდებისა და შინაგანი განხეთ¬ქილებების წყარო, რასაც ქვეყანა (სახელმწიფო, ერი, საზოგადოება... ოჯახიც კი) გაუხ¬ლეჩია და მტრის ნაცვლად ერთმანეთისათვის დაუპირისპირებია. ასე მოხდა ამ უკანასკნელ ოცდაათ-წლეულშიც. ზევით ნახსენები უსაფრთხობის ველის საფუძვლების მოშლას იოლად შეუძლია სრულიად წათხაპნოს და წაშალოს ღირებულებათა ის მატრიცაც, რომლითაც ესა თუ ის საზოგადოება თავისთავს გამოიცნობს დროსა და ისტორიულ ხდომილებათა ჯაჭვში. თუ თავისუფლება არ ითვლება უმაღლეს ღირებულებად და მასზე უფრო მაღლა დგას პირადი გამორჩენა, ანუ თავნებობა, არავინ არ შეიწუხებს თავს თავისუფლების დაცვისათვის. მეტიც, შინაგანი დაპირისპირება და ურთიერთ შუღლი სპობს საერთო მიზანს, რითაც უსაფრთხობის ველი საფრთხის ველად იქცევა. საერთო მიზანი კორპუსკულარულ დონემდე მცირდება და იქმნება თავის¬უფლების დაკარგვის საფრთხე. სამოქალაქო ომის დროს შინაგანი დაპირისპირებულობის ესკალაცია გარკვეული იდეოლოგიური წანამძღვრების საფუძველზე ხდება, არსებული სოცია¬ლური და პოლიტიკური წყობის დამცველთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ყველა რევოლუცია (ინგლისის, აშშ, საფრანგეთის, გერმანიის თუ რუსეთის და სხვ.) ხდე¬ბოდა ამ იდეოლოგიური დაპირისპირების საფუძველზე. სამოქალაქო ომი არსე¬ბითად არ ცვლიდა იმ ღირებულებით მატ¬რიცას, რომელსაც ეფუძნებოდა ერის თვითგამოსაცნობობა და იგივეობრიობა.
{ინგლისში გაცილებით უფრო მშვიდად განვითარდა მოვლენები და პარლამენტარიზმმა, რაც კონსტიტუციური მონარქიის სა¬ფუძველი გახდა, მკვიდრად მოიკიდა ფეხი. მაგრამ აქაც არაფერი არ დასრულებულა უსისხლოდ. კრომველის დიქტატურამ საფუძველი ჩაუყარა ‘რესტავრაციას’ ინგლისში და მის ევოლუციას საპარლამენტო, ანუ კონსტიტუციურ მონარქიად.ამერიკის შშ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (ანტიკოლონიალური და ფედერალ-კონფედერალისტური ბრძოლა) გადაიზარდა ბრძოლაში ორ დაპირისპირებულ იდეოლოგიას შორის, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა აშშ-ის ფედერალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. მაგრამ ბრძოლა საყოველთაო სამოქალაქო უფლებებისათვის აშშ გრძელდებოდა XX საუკუნის 60-იან წლებამდე და მარტინ ლუთერ კინგის მოკვლით გარკვეული ბიძგი მიეცა მოქალაქეთა უფლებების გათანაბრებას კანის ფერის, ან სქესის მიუხედავად. ეს პარადოქსი ვფიქრობ, დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევით. იმედია, ამერიკა აღარ დაუბრუნდება რასიზმსა და ‘მაჩიზმს’ და შეიქმნება თავისუფალ და საყოველთაო სამართლებრივ პრინციპებზე მდგარ ქვეყნად (და იმედია, ის ამ პრინციპს დაუჭერს მხარს ყველგან მსოფლი¬ოში). მხოლოდ საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციებმა შექმნეს პირობები ‘ახალი დასაწყისისათვის’, როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ასევე კალენდარული თვალსაზრისით (წელთაღრიცხვა იწყებოდა რევოლუციიდან). ეს იყო ისტორი¬ული მოკვეთა წარსულიდან. საფრანგეთში ეს წყვეტა ნაპოლეონმა შეაჩერა და სამხედრო არისტოკრატიის შექმნით შესაძლებლობა მისცა საფრანგეთს (მიუხედავად ნაპოლეონის მარცხისა) რესტავრაცია მოეხდინა და აღედგინა ისტორიული უწყვეტობა. მაგრამ ეს არ იყო უკვე იგივე წერტილში დაბრუნება, არამედ ახალი გეზის აღება. ამგვარად, საფრანგეთი შინაგანი ევოლუციის გზით განვითარდა მონარ-ქიიდან რესპუბლიკისაკენ და დემოკრატიული წყობისაკენ. რუსეთში ამგვარი რამ (რესტავრაცია) არ მოხდა, იმ ‘მარტივი’ მიზეზით, რომ  რუსულ პოლიტიკურ ცნობიერებაში იმპერიას და მის ექსპანსიას გაცილებით უფრო მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკურ წყობას. მიუხედავად სამხედრო შესაძლებლობისა, დაემარცხებინათ ბოლშევიკთა სამხედრო ძალა, იმპერიის ნგრევის საფრთხის წინაშე, თეთრგვარდიელებმა დათმეს რუსეთი, რადგან დენიკინის აღიარებით, ‘ბოლშევიკები იყო ის ძალა, რომელიც აღადგენდა რუსეთის იმპერიას’ და მოუწოდა თეთრ¬გვარდიელებს გადასულიყვნენ და ჩამდგარიყვნენ წითელი არმიის რიგებში. ასეც მოხდა (30000 სამხედრო, ოფიცერი გადავიდა წითელ არმიაში) და 70 წლის განმავლობაში დაფუ¬ძნდა ტოტალიტარული კომუნისტური სისტემა, რომელმაც აღა-დგინა რუსეთის იმპერიის საზღვრები და საკუთარი მოუხეშავობითა და სიმძიმით ჩაინგრა 1990-იანი წლები¬სათვის. ხოლო მანამდე კი ანტინაციონალისტმა სტალინმა ‘უკან დააბრუნა ისტორიის ჩარხი’ და ‘იპოვა’ ის ღირებუ¬ლებები, რომლებიც ‘სამშობლოს’ ცნებაში გაერთიანდა და ‘სტალინის’ თანაბარღირებული გახდა: ‘სამშობლოსათვის, სტალინისათვის’!’ მეორე მსოფლიო ომმა დააბრუნა ‘ძველი’ ჰოლოგრამები! მას შემდეგ სამოქალაქო ომი არც საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში და არც საერთოდ მსოფლიოში არსები¬თად არ წარმოებულა. 50-იანი წლებიდან წარმოებული დეკოლონიზაციური ომები არსებითად ორი სუპერსახელმწიფოს, აშშ (კაპიტალისტური ბანაკის) და სსრკ (სოციალისტური ბანაკის) მიერ მსოფლიოში გავლენათა გადანაწილებისათვის ომი იყო.}
ის, რაც საქართველოში მოხდა 1992 წელს, არ შეიძლება ჩაითვალოს ‘სამოქალაქო ომად’, რადგან არ დასმულა არც ერთი პრინციპულად განსხავავებული საკითხი საქართველოს შინაგანი მოწყობის თაობაზე და არ ყოფილა შემოთავაზებული გზა მიზნის მისაღწევად. არც ნაციონალური და არც სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური წყობის საკითხი წამოჭრილა. საქართველოს შინაგანი გახლეჩა-დაპირისპირება და გადატრიალებები (1992; 2003) წარმართული იყო შინაგანი პირადი ურთიერთმიუღებლობით, პირადი ‘სიძულვილითა’ და ‘სიყვარულით’ (რისი ან ვისი?!) და არავითარი სოციალური და პოლიტიკური წამმართველი იდეა და მიზანი არ ყოფილა დასმული. ამან დიდი დაღი დაასვა საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას და გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა. ამგვარად კითხვა რას ვიცავთ? პასუხგაუცემელი რჩება რეალურ ცხოვ¬რებაში, რაც არ ნიშნავს, რომ ამ კითხვაზე არ უნდა იქნას გაცემული კონკრეტული პასუხი: რას ვიცავთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები = ქართველები?           
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა: თუ საქართველო ერისახელმწიფოა, მასში, განსაზღვრებით, მხოლოდ ‘ქართველები’ ცხოვრობენ, როგორი წარმოშობისა და მრწამსის, კანის ფერის, თუ სქესისანი არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან თანმედროვე სახელმწიფოს ქმნიან მოქალაქეები და არა ‘ეთნოსები’, ან ‘ერები’ (‘ძველ დროს’ ეს იყო ‘ქვეშემრდომობა’). ‘ქართველები’ ამ შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ ‘საქართველოს მოქალაქეებს’ ისევე, როგორც ძველად ‘ქრისტიანი’ ნიშნავდა ‘ქართველს’, ხოლო ‘თათარი’ კი ‘მუსულმანს’. ეთნოცენტრისტული თვალ¬საზრისი, რომელიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის გასწვრივ ჩამოყალიბდა, არსებით ‘სახელმწიფოს’ ცნების წინააღმდეგაა მიმართული და მის შინაგან დაქუცმაცე¬ბულობას (გატომებრივებას, ტრიბალიზაციას) მოასწავებს. კონსტიტუციაშიც ასეა უმეტეს შემთხვევაში ჩაწერილი: ‘სახელმწიფო შედგება მოქალაქეებისაგან’ ... და ა.შ. ამ მოქალაქეობის განსაზღვრითა და მოქალაქეთა უფლებამოვალეობათა დადგენით (‘მიუხედავად მათი წარმოშობისა, სქესისა, კანის ფერისა, მრწამსისა...’ და სხვ.). ენა, რომელიც სახელმწიფო ენაა, სახე¬ლმწიფოს სახელთან არის შესატყვისობაში: საქართველოშიქართული; საფრანგეთშიფრანგული, ინგლისში (დიდ-ბრიტანეთში)ინგლისური; სომხეთში-სომხური; აზერბაიჯანში-აზერბაიჯანული; რუსეთში რუსული, შეერთებულ შტატებშიამერიკული ინგლისური. შვეიცარიაში, სადაც სამი სახელმწიფოა გაერთიანებული კონფედერაციად სამი ტოლფასოვანი სახელმწიფო ენაა... (აქ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი აფხაზეთის სახელმწიფოებრივი ორენოვნება ავტომატურად ხდის აფხაზეთს კონფედერაციული სახელმწიფოს წევრად!) და სხვ. და ამაში არავინ ხედავს სხვა ენათა დისკრიმინაციას. ხოლო მოქალაქეობა მჭიდროდ არის გადაბმული სახე¬ლმწიფო ენასთან, და არც ერთ ქვეყანაში, არ იღებენ მოქალაქეობას, თუ სახელმწიფო ენა არ იციან მთხოვნელებმა. ეს პრინციპი დღემდე სახელმწიფოთა უსაფრთხობის ერთერთი მთავარი საყრდენია. მაშასდამე უსაფრთხობის ველი რამდენიმე პარამეტრს შეიცავს და სოციალურ-პოლიტიკური ფორმა არსებითი ხდება უსაფრთხობის დაცვის თვალსაზრისითაც. ამ კუთხით, იმდენად ტერიტო-რიების საკითხი არა დგას, რამდე¬ნადაც პოლიტიკური და სოციალური წყობის, ანუ სამართლიანობისა და თავისუფლე¬ბების საკითხი.

მეორე კითხვა: რატომ ვიცავთ? შეიცავს მიზნის გარკვეულობას. აქ ისევ იმავე ღირებულებით ჰოლოგრამასთან მიმართებით დგინდება პასუხი: ვიცავთ იმიტომ, რომ ჩვენი როგორც ერთობის ღირებულება თავის სრული პოტენციით იქნას გაშლილი ისტორიაში და დადგენილი. ეროვნული ენერგია და ეროვნული პოტენცია თანაშე-სატყვისად ღირებულ სინამდვილედ იშლება არსებობაში და ახალ წახნაგებს უჩენს მთელ ჰოლოგრამას, რომელშიც თვითგამოსაცნობობა ახალი სასიცოცხლო ენერგიით აღავსებს ჩვენს ყოფიერებას. მიზანი სრულყოფი¬ლებაა, ხოლო სრულყოფილება კი პოტენციის გახსნის და გაშლის სხვაგვარი დახასიათებაა. ვიცავთ იმიტომ, რომ ვგრძნობთ ამ შესაძლებ-ლობებს, ვგრძნობთ, რომ ჯერ არ ამოწურულა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც თაობათა ცვლაში იკრეფს ძალას და ახალ პოტენციას აცოცხლებს. ეს ყოველივე კი მხოლოდ თავისუფალ დგენაშია შესაძებელი.

დაბოლოს კითხვა: როგორ ვიცავთ? არსებითად ეს კითხვა არის ჩვენი კონცეფციის საფუძველმდებელი კითხვა, რადგან, როგორც ითქვა, დანარჩენი კით¬ხვები და მათზე გაცემული პასუხები იდეურ-კონცეფტუალური გააზრებაა უსაფრთხობის კონცეფციის მატერიალური და არამატერიალური, ან იდეურ-ფილოსოფიური საფუძვლებისა. აქ ჩვენ ვადგებით სავსებით კონკრეტულ და ხელშესახებ საკითხებს, რო¬მელთა გადაწყვეტა და კონცეფციის განხორციელების გზების ჩვენება არის აუცი¬ლებელი პირობა კონკრე¬ტული ნაბიჯების გადასადგმელად და უსაფრთხობის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სწორ გზაზე დასაყენებლად.

კითხვა ‘როგორ’ ეხება როგორც მეთოდებს (გზებს), ასევე იმ ფორმებს, რომლებმაც ესა თუ ის მეთოდები უნდა აითვისოს და შეისისხლხორცოს. აქ ჩვენ ვდგევართ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ-პოლიიკური ინსტიტუტების არსებობასთან და კანონისადმი დამოკიდებულებასთან ერთ კონკ-რეტულ ქვეყანაში, კერძოდ საქართველოში. სახელმწიფო წყობის ინსტიტუციონალიზების პრობლემა დაკავშირებულია არა მხოლოდ ინსტიტუტების ფორმალურ არსებობასთან, არამედ, და უპირატესად, საზოგადოების მიერ ამ ინსტიტუტთა საჭიროებისა და მათი კანონის ქვეშ დგომის უპირობობის გაცნობიერებასთან სოციალურ და პოლიტიკურ ცნობიერებასა და ფსიქოლოგიასთან, რაც კვლავ მიგვაბრუნებს კულტურის მატრიცისაკენ და საუკუნეებით გადმოცემული მდგრადი განწყობისაკენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა განაპირობებს იმას, თუ რა ტიპის სისტემა უნდა იქნას დანერგილი საქართველოში მისი მთლიანი უსაფრთხობის უზრუნველსაყოფად.

ქართული ღირებულებითი მატრიცა, რომელიც ისტორიული პროცესის შედეგად არის ჩამოყალიბებული წარმოადგენს მთელი საქართველოს პრინციპული ერთგვაროვნების გამოხატულებას.ეს ღირებულებითი მატრიცა ისევე, როგორც ნებისმიერი ისტორიული მატრიცა თეოკოსმოლოგიურ ჰოლოგრამას ეფუძნება. უახლოესი ანალიზისას და წარსულისაკენ მზერის მიწვდენის ჰორიზონტის გათვალისწინებით, ქართული რელიგიური თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამა და ხედვა სამყაროსი, რაც უდევს საფუძვლად ღირებულებებსაც და ცხოვრებისეულ წყობასა და ქცევასაც, ონტოლოგი-ურად ზოროასტრული და ქრისტიანული ფესვებით არის ნასაზრდოები. ორივე რელიგიაში ინდივიდუალურ, პიროვნულ თავისუფლებასა და არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჰოლოგრამაში ქმედითად ჩართულობისათვის. კოლექტიური ცნობიერება მხოლოდ ინდივიდუალურ ურთიერთობათა ერთიან მატრიცაზე დაყრდ-ნობით მუშაობს და არა რომელიმე ცალეული ინსტიტუტის მეოხებით. ამიტომ ორივე რელიგიაში კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ინდივიდუალიზმი შერბილებულია კულტურის მატრიცის მკაცრი განსაზღვრულობით; ურთიერთობები რომელსაც სოციალურს ვუწოდებთ, გაპირობებულია კულტურის მიერი მდგრადი განწყობით. ეს მდგრადი განწყობა მუშაობს როგორც კოლექტიური არაცნობიერის დონეზე, ასევე ინდივიდუალურისაც, რაც მთლიანად სოციალური სისტემის მდგრადობას განაპირობებს და ღირებულებათა მნიშვნელობასაც. ამგვარ სისტემაში სიმბოლიზაცია მეტად მაღალ ხარისხშია აყვანილი. მთელი თეოკოსმოლოგიური ხატი კონკრეტულდება და ისაზღვრება მოცემული კულტურული ერთობის სიმბოლიზებული ყოფიე¬რების საზღვრებითა და კავშირებით სააქაოსა და საიქიოს შორის. ეს არის განუწვლილველი ყოფიერება, მთლიანი და მდგრადი. ქრისტიანობამ კიდევ უფრო მაღლა ასწია ინდივიდუალური არსებობის მნიშვნელობა, დააკავშირა რა ის თავისუფლებასთან და ონტოლოგიურ კვანძთან, რომელსაც ‘სიყვარული’ ეწოდება. სხვა ონტოლოგიური კვანძი იმავე მატრიცაში (ქრისტიანულში) იქმნება ‘სიკეთით’ და ‘მართალი სამართლით’. ბოროტების არასუბსტანციურობა ქრი¬სტიანულ ჰოლოგრამას და განწყობას უაღრესად მდგრად საფუძველს უქმნის.

ხევისა და სვანეთის თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამები და ღირებულებითი მატრიცები მითორელიგიური სისტემის განსახიერებას წარმოადგენენ, რომლებიც გასრუ-ლებულია ქრისტიანულ თეოკოსმოლოგიურ ჰოლოგრამად და ცხოვრების წესად. ეს ყოფისმომაწესრიგებელი ენერგიისა და ძალის წყაროს არაჩვეულებრივად მკვიდრი და მდგრადი საფუძველია, რაც რეალურად გამოიხატება ისტორიულ მდგრადობაში სვანეთისა და ხევის არსებობის გასწვრივ, რამდენზედაც ჩვენი თვალი მიუწვდება. ორივე ჰოლოგრამა გამთლიანებულია უფრო დიდ ჰოლოჰრამაში, რომელიც ქართულ ქრისტიანულ ჰოლოგრამად არის მოცემული. ეს დიდი ჰოლოგრამა იმავე პრინციპსა და ონტოლოგიურ კვანძებს წარმოაჩენს, რომელსაც ცალკერძ სვანური და ცალკერძ ხევის: ჩვენს წინ არის მდგრადი განწყობის ინდივიდუალურ-პირადი ურთიერთობრივი ღირებულებითი მატრიცა, რომელიც ონტოლოგიალიზებულია (არსებაგამოთქმულია) კულტურის მატრიცად და მდგრად განწყობად. უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს პიროვნება, რომელიც სრულ შესატყვისობაშია (სარკეა) კულტურის მატრიცისა და თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამისადმი. ამგავრი ინდივიდუა-ლურ-ურთიერთობრივი სოციალური მდგრადი სისტემა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და XX საუკუნემდე ამოაღწია, ბუნებრივად ეწინააღმდეგება იმ ცვლილებებს, რომლის დაფუძნებაც დაიწყო XIX საუკუნეში რუსეთის ბატონობის ქვეშ ქართული სახელმწიფოებრივი ჰოლოგრამის მოშლით და ფორმალური და უცხო ინსტიტუტების დაფუ¬ძნებით, გაგრძელდა XX საუკუნეში კომუ¬ნისტური ტოტალიტარული ეტატიზმით, სისტემის ფორმალური ინსტიტუ¬ციონალიზებით და ბიუროკრატოკრატიით, და ყოფიე-რების რელიგიური თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამის ჩანაცვლებით კოლექტივისტური მასობრივი მატერიალისტური და ათეისტური იდეოლოგიით. ამ ვითარებაშიც განაგრძობდა მუშაობას ტრადიციული ჰოლოგრამს მდგრადი განწყობითი მატრიცა, რომელიც ინდივიდუალური ურთიერთობრივი ტრადიციით ეწინა¬აღმდეგებოდა იმ საფრთხეს, რომელიც უცხო, თავსმოხვეულ სისტემას მოჰქონდა. ერთ¬პარტიულმა კომუნისტურმა ტოტალიტარულმა სისტემამ ბუნებრივად შეუწყო ხელი ტრადიციული ქართული ჰოლოგრამის სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ერთპარტიულობა არსებითად აუქმებდა კანონსაც და ინსტიტუტებსაც პარტიული ნომენკლა¬ტურის იერარქიის მიერ საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრცის მართვისა და ძალა-უფლების თავის კერძო საკუთრებად გადაქცევით. (ამას მე ვუწოდებ ‘რუსულ ძალაუფლებრივ ფილოსოფიას’ – იხ. ‘ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია’ 1985-1990; და ადრეული ‘ადამიანი ძაღლი არ არის  ყველაფერს ეჩვევა’ რუსულ ენაზე, 1964-1970).

ახალ ვითარებაში, როდესაც საქართველო გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მოსალოდნელი იყო სისტემური ცვლილების გატარება, რათა გამოყენებული ყოფილიყო როგორც ტრადიციული ქართული მდგრადი განწყობა, და თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამა აღდგენილიყო, ფაქტობრივად მოხდა იმავე ტოტალიტარული სისტემის შენარჩუნება, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ტრადიციული მატრიცის წინააღმდეგობა და საფუძველი შეუქმნა უზნეობის იმგვარ აღზევებას, რომლის დარი საქართველოს ისტორიამ არ იცის. რობლემა, რომლის წინაშეც დგას საქართველო, მისი უსაფრთხობის მთლიან კონტექსტში, როგორც კულტურა, როგორც ტრადიციული ღირებუ¬ლებების ჰოლოგრამის მქონე და სხვა, მდგომარეობს განვითარების შეწყვეტაში და ახალი ხელოვნური ფორმების ძალმომრეობით დანერგვაში. ინსტიტუციონალიზების პროცესი სრულიად შეწყვეტილია, რადგან ინსტიტუცინალიზება შესაძლებელია მხოლოდ ტრადიციული მატრი¬ცის განვითარებით და არა მასზე ‘გადახტომით რევოლუციურად’. ინსტიტუციონალიზება ბუნებრივად აყენებს საკითხს სამართლის და სამართლებრივი სისტემის (კანონების) შემოტანისა და დაფუძნებისა არა მხოლოდ ფორმა¬ლურად, არამედ ცნობიერებაშიც. ეს კი ბუნებრი-ვადვე სვამს საკითხს სამართლებრივი სისტემის ჩაკვანძვისა არსებულ კულტურულ მატრიცაში, ანუ პირად ინდივიდუალურ ურთიერთობათა მდგრად სისტემაში კანონმდებლური და არა ტრადიციულ-ურთი¬ერთობრივი კვან¬ძის გაჩენისა და ამოქ¬მე-დების. საკითხი დაისმის არის თუ არა რაიმე ისეთი მონაცემი არსებულ სინამდვილეში, რომელიც მეტნაკლები ძალით შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ახალი კვანძების შესაქმნელად? ღა არის ისეთი დონის ინსტიტუტი ქართულ მატრიცაში, რომე¬ლმაც შე¬იძლება ითამაშოს ღერძის როლი ტრადიციული მატრიცის განვითარებისათვის ინსტიტუციონალიზების მიმართულებით?
ინსტიტუტები და ინსტიტუციონალიზება, თუ მაქს ვებერს დავუჯერებთ, არის ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის არსებითი მახასიათებელი და ის დაკავ¬ში¬რებულია არა მხოლოდ კაპიტალისტური წყობის აუცილებელ ატრიბუტთან  იუროკრატიასთან, მის წარმოშობასა და განვითარებასთან ‘ბიუროკრატოკრატიად’, არამედ სპეციფიკურად პროტესტანტულ ჰოლოგრამასთანაც, რომელმაც მრავალ¬წილად განსაზღვრა ევროპული სეკულარული (სერო) წყობა. ინსტიტუტები ბიუროკრატიული წარმონაქმნებია და მათი დამოუკიდებელი ფუნქციონირება საზოგადოებაში კანონისა და შიდაინსტიტუცინალური წესების ერთობლიობაში იაზრება. ბიუროკრატიის ზრდასთან ერთად იქმნება თვით ბიუროკრატიის კანონთან გაიგივების საფრთხე, რაც საბოლოოდ იღებს (მის უკიდურეს მატერიალისტურ და ათეისტურ ფორმაში და იდეოლოგიაში) ტოტალიტარიზმისა და ბიუროკრატოკრატიის ფორმას (ეს მაგალითი ჩვენ გვაქვს საკუთარ ისტორიაში). ეს წარმოშობს ყოველგვარი კორუფციისა და უსამართლობის წყაროს და საბოლოოდ ნებისმიერი სისტემა აღწევს იმგვარ კრიტიკულ წერტილს, როდესაც მისი, როგორც სამართლებრივი სისტემისა და მეტნაკლებად ჰარმონიული წყობის ფუნქციონირება შეუძ-ლებელი ხდება. დავუჯეროთ მაქს ვებერს, რომ ამგვარი სისტემა ევროპის უპირობო საკუთრებაა და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი წყობის საფუძველი. მაშინ საკითხი დაისმის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ სისტემის უმტკივნეულო განვრცობა სხვა ტიპის კულტურებსა თუ ცივილიზაციებზე. და გვაქვს თუ არა სხვა ტიპის ცივი¬ლიზაციებსა და მატრიცებში რაღაც ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ბიუროკრატიზირებას იცილებს თავიდან და ფუნქციობს იმგვარად, რომ ბუნებრივად აწესრიგებს ურთიერთობებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე. ამ კითხვის დასმა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ გახსნილ და მოზაიკურ მსოფლიოში გამოწვევათა და ცვლილებათა ტემპი იმდენად მაღალი და ძლიერია, რომ ვერც ერთი სახელმწიფო და ერი, ანუ კულტურა ვერ აიცილებს თავიდან გარკვეულ შემოჭრას უცხო კულტუროსანი ნაკადებისა და მათში ‘აზელვას’, საკუთარი ისტორიიდან მოწყვეტის და რადიკალური ცვლილების საფრთხეს, თუ მან არ შექმნა მეტად მყარი და დინამიური სისტემა ინსტიტუტებისა, რომელნიც შექმნიან ახალ სინთეზურ (ინტეგრალურ) მატრიცას ძველი კულტურის მდგრადი კვანძებისა და უსაფრთხობის ახალი შესაძლებლობების საფუძველზე. ეს მიგვახედებს ქართულ ტრადიციულ ინსტიტუტებისაკენ, რომელ¬ნიც საუკუნეთა განმავლობაში წარმართავდა და აწესრიგებდა ყველაზე მდგრად სეგმენტებს ზოგადქართული კულტურული ჰოლოგრამისა: სვანეთისა და ხევისაკენ.
ცხადია, მე ვერ შევუდგები იმ წყობათა სისტემურ ანალიზს, რომელიც მთელ სვანურ და  ხევურ ჰოლოგრამას ამოწურავს. მე მხოლოდ ერთი საკითხი მაინტერესებს: როგორ და რის საფუძველზე ფუნქციობდა ორი სამართლებრივ ინსტიტუციონალური დაწესებულება, რომელმაც განაპირობა ხევისა (ვთქვათ, ხევსურეთის) და სვანეთის მდგრადი არსებობა  XXI საუკუნემდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი ორი ინსტიტუტის არსებობისა: მახვშთა (უხუცესთა) ინსტიტუტისა სვანეთში და ხევისბერის ინსტიტუტისა ხევსურეთში. (ჩვენ სხვა დროს, შესაძლოა განვიხილოთ საქართველოს სხვა ნაწილებში მოქმედი მსგავსი ინსტიტუტებიც). მიღებული შეხედულების საპირისპიროდ, მე ვთვლი, რომ ეს ორი ინსტიტუტი წარმოგვიდგენს მეტად მაღალ საზოგადოებრივ ზნეობას და შეგნებას, რომელიც ეფუძნება მდგრად განწყობას და კულტურის მატრიცას, რომლის მიზანი არის საზოგადოების მდგრად წონასწორობაში არსებობა იმ ტრანსსაზოგადოებრივ გამოწვევათა ველში, რომელშიც უხდებოდათ ცხოვრება სვანეთის და ხევსურეთის მოსახ-ლეობას. ტრანსსაზოგადოე ბრივ გამოწვევებში ვგულისხმობ როგორც ბუნების მიერ გამოწვევებს, ასევე ომებსა და სხვა კონფლიქტურ ურთიერთობებს მეზო¬ბლებთან (გეოპო-ლიტიკური სივრცეში); აქვე შემოვიტან შიდასოციალურ ურთიერთობებსაც. ამასთანავე (ასევე მიღებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ) მე ვთვლი, რომ სვანეთიცა და ხევსურეთიც ღრმად ქრისტიანული საზოგადოებებია და იმის თქმა, რომ ეს არის რაღაც პრიმიტიული თემურ-ტომობრივი გაერთანებები თუ საზოგადოებები მხოლოდ და მხოლოდ  ძველი იდეოლოგიის იდიოტიზმად უნდა მივიჩნიოთ. სვანეთი სახელმწიფოა ყველა პარამეტრით, თუმცა მას არ შეუქმნია და არც ესაჭიროებოდა იმ ტიპის სახელმწიფოს შექმნა, როგორიც გვაქვს თუნდაც ქართული პატრონყმობის სახით, მით უმეტეს ევროპული კრიტერიუმების შესატყვისის. სვანეთი ისეთივე სახელმწიფოა, როგო¬რიც იყო კოლხეთი (რომელიც დასახლებული იყო ძირითადად სვანურენოვანი მოსახლეო¬ბით), განვითარების შემდგომ ეტაპზე ლაზიკაეგრისი, მას შედგომ და ამათი განვითარებით საქართველო (რომელიც ვითარდება გაცილებით მეტი და ძლიერი გამოწვევებითა და საფრთხეებისადმი ადაპტაციით) ეს ასეა, თუ მივიღებთ, რომ სახელმწიფო ეს არის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის (წევრების) უსაფრთხო არსებობას ყველა პარამეტრით და ეფუძნება ჰომოგენურ მატრიცას და ჰოლოგრამას, რო¬მელიც გადა¬დის თაობიდან თაობაზე და ინარჩუნებს მდგრადობასა და თვითგამოსაცნობობას.ეს ჰომოგენურობა და მდგრადობა შეიძლება შენარჩუნებულ იქნას ტრადიციული გადაცემისა და კულტურის მატრიცის შეთვისების (არზრდა-სწავლის) სახით, შეიძლება ის იყოს წერილი კანონმ-დებლობის და ინსტიტუტების ფორმით, ქალაქთა განვითარების გზით (ქალაქი როგორც ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩანასახიც და მოდელიც). ამგვარად, ნებისმიერი სისტემა, რომელიც ინარჩუნებს კულტურულ მდგრადობას და გადასცემს მას თაობიდან თაობაზე როგორც უსაფრთხობისა და თვითდაცვის გარანტიას, შეიძლება იწოდებოდეს სახელმწიფოდ. აქ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევე¬ხო გამოწვევათა სიხშირესა და ძალას. როდესაც ეს ძალა კატასტროფულად აღემატება თვითდაცვის შესაძლებლობებს და აღწევს სრული მოსპობის კრიტიკულ ზღვარს, კულტურაში ერთვება მექნიზმი, რომელსაც ‘ზღვრული თვითგადარ¬ჩენის ძრავა’ შეიძლება ეწოდოს. ამგვარი ძრავა აქვს ჩეჩნურ კულტურას და ის ჩაერთო ჩვენი ისტორიული მეხსიერებით შამილის ომის უკანასკნელ სტადიაზე; ის ჩაერთო რუსეთთან ორი ომის დროსაც, თუმცა მთელი ძალით ამოქმედდა უკანასკნელი ომის დროს. ამგვარივე მექანიზმები და ინსტიტუტები საგულვებელია ყველა კულტურაში და, ჩვენთვის საინტერესო სვანურ და ხევსურულ წყობაშიც. თავისი ბუნებით მახვშთა ინსტიტუტი ‘კოლექტიური მეფობის’ ფორმაა, ხევისბერის ინსტიტუტი კი შერწყმა მხედრული (სამხედრო) და ბერული (რელიგიური) წინამძღოლობისა. ხოლო ამ ორი მახასიათებლის (წყაროს) შერწყმა გასაგები ხდება მხოლოდ ქრისტიანული სამეფო-მონარქიული პრინციპიდან გამომდინარე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ახასიათებდა აგრეთვე სპარსულ ზარათუშტრულ კონცეფციასაც. ჩეცხლთაყვანიმცემლობის არსე¬ბობა საქართ-ველოს მხარეებში კი ისტორიულად დადასტურე¬ბულ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ და, ამდენად, არც გასაკვირ კრისტალად ქართული ჰოლოგრამისა.
სამართლებრივი თვალსაზრისით აღნიშნულ ინსტიტუტებში გვაქვს მეტად საინტერესო მახასიათებელი, რომელიც ფაქტობრივად უმაღლეს საზოგადოებრივ შეგნებას განასახიერებს, თუ საზოგადოებრივი წონასწორობა მისი უსაფრთხობის უპირვე¬ლესი ნიშანია. საქმე ეხება მახვშთა ან ხევისბერის მიერ გამოტანილ განაჩენის აღსრულებას. ფორმალურ სამართალში განაჩენის აღსასრულებლად აუცილებელია ე.წ. ‘სამართალაღმსრულებელი’ (‘სამართალდამცავი’) ძალოვანი დაწესებულება (ინსტიტუტი), რომელიც განაჩენის აღსრულებას უზრუნველჰყოფს.  არც სვანურ და არც ხევსურულ საზოგადოებრივ წყობას არ შეუქმნია მსგავსი ინსტიტუტის ჩანასახიც კი და სასჯელაღმსრულებლად თვით განაჩენგამოტანილი პიროვნება (ან ოჯახი...) გვევლინება. აქ სახეზეა არჩევანი განაჩენის აღსრულებასა და საზოგადოების წონასწორობის დაცვას შორის (გავიხსენოთ ხევისბერი გოჩა; ალუდა ქეთელაური). და ეს არჩევანი თითქმის აბსოლუტურად უმეტეს შემთხვე¬ვაში ხდება საზოგადოებრივი წონასწორობის სასარგებლოდ. თუ შევადარებთ ამ ვითარებას თანამე¬დროვე ფორმალურ სამართალსა და მის აღსრულებას, განსხვავება არა მხოლოდ რაოდენობრივია, არამედ არსებითიც. ეს დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი რომელიმე ერის შემადგენელი კულტურული ერთობის შინაგანი წყობის შეთავსება ფორმალურ სამართალთან, ანუ სამართლებრივი სისტემის სხვადასხვა დონეზე ამოქმედება: პირველი დონე ეს არის დახურულ წრეში მოქმედება კულტურის მატრიცისა და მისი ინსტიტუტისა (სვანური), ხოლო მეორე დონე კი სხვადასხვა კულტურული მატრიცების ურთიერთობისათვის სახელმწიფოე¬ბრივ საზღვრებში ‘ეროვნულ დონეზე’ (სვანური შიდასვანური ურთიერთობებისათვის, ხოლო ფორმალური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კი შიდასახელმწიფოებრივი ჯგუფებისათვის და კულტურის მატრიცე¬ბი¬სათვის). ეს მოდელი ფაქტობრივად იმეორებს საერთაშორისო ურთიერთობებს. იგი წარმოადგენს ჰოლოგრამას, რომლის ელემენტები აიგება როგორც ტრადიციული, ასევე ფორმალური კანონების ურთიერთასახვით, რადგან არცერთი სახელმწიფო, ან ერი არ იქნება დაცული, თუ მისი კულტუ-რა და საუკუნეებით გადმოცემული ტრადიცია და ყოფისმომაგვარებელი ღირებულებები იქნა წაშლილი ერთიანი ფორმალური კანონმდებლობის მიერ, რომლისკენაც უბიძგებენ მათ ‘დასავლური ღირებულებები’. და თვით ეს დასავ¬ლეთიც, რომელმაც მხოლოდ XVI საუკუნიდან იწყო თავისი თავის მოდელირება და ინსტიტუციონალურ-ბიუროკრატიულ სისტემად ჩამოყალიბება, რის საფუძველ¬ზედაც იქცა ის ჯერ კოლონიალურ, ხოლო შემდგომ კი დეკოლონიზებულ მასობრივ და მოზაიკურ სისტემად, ვერ იქნება დაცული იმ საფრ-თხეების წინაშე, რომელიც მოაქვს გლობალიზაციას, ტექნოლოგიურ განვითარებას და ცოდნის ველის გახსნას ყველა მი¬მართულებით და, რაც მთავარია, ემიგრაციულ ზვავს... კულტურათა თანაარსებობა და ურთიერთპატივისცემა არის უსაფრ¬თხობის (გლობალური უსაფრთხობისაც) ერთადერთი გარანტია. მე ვფიქრობ ეს იძლევა მდგრადი გლობალური სიმეტრიული სისტემის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების საშუალებას, როდესაც დაცული იქნება როგორც ერთი პიროვნების უსაფრთხობა (საკუთარი სახელმწიფოსა და ყოფიერების საზღვრებში), ასევე ნებისმიერი მცირე ჯგუფის, ერისა თუ სახელმწიფოსი (გლობალური მასშტაბით). დეკულ¬ტურიზაციის ფენომენი, რომელიც მთელი სიმძაფრით ატყდება თავს გახსნილ გლობალურ ურთიერთობებს ბუნებ¬რივად იწვევს იმგვარი სამართლებრივი და უსაფრთხობის ფორმების ძიებას, რომლებიც დაიცავენ ნებისმიერ ერთობასა და პიროვნებას საკუთარი სახის (კულტურის, ცხოვრების წესის) დაკარგვისა და გადაგვარებისაგან. აქაც პოლისამართლებრივი სისტემა გვევლინება როგორც დეკულტუ¬რიზაციის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი საშუალება. ტექნოლოგიური განვითარება და ფორმალური სამართალი პრობლემების გარეშე შეიძლება თანაარსებობდნენ ლოკალურ კულ¬ტურულ ტრადიციებსა და სამართალთან, რასაც კიდეც ვხედავთ საქართ-ველოს მთაში (სვანეთში) და კავკასიაში ( მაგ. ჩეჩნეთში ) შემორჩენილ ფორმებში.
ეს იდეა დაკავშირებულია არსებობისა და ყოფიერების, როგორც კონკრეტულ სახელმწიფოებრივ, ასევე გლობალურ უსაფრთხობასთან. ჩვენ შევეცდებით ეს იდეა გავიაზროთ კონკრეტულ თავდაცვით ასპექტში, რაც მის შესაძლებლობებში ჩაღრმავების საშუალებას მოგვცემს. პოლისამართლებრივი სისტემა შეესატყვისება იმ გამოწვევებს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება გახსნილ და ხალხთა მასობრივი გადასახლებების ტალღებით აშლილ გლობალიზებულ და ცვალებად მსოფლიოში.
უსფრთხობის ძირითადი ასპექტებიდან, როგორიცაა შინაგანი უსაფრთხობა, (სამოქალაქო, სოციალური და სამართლებრივი, პიროვნულ, ჯგუფური თუ ეთნოკულტურული) და გარეგანი (ახლობელი თუ შორეული სახელმწიფოებიდან მომდინარე რეალური, შესაძლო, ან წამოსახვითი) საფრთხე, განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ეთმობოდა გარეგან უსაფრთხობას. ხშირად ამ გარეგან თავდაცვით უსაფრთხობაზე ორიენტირება ხდებოდა შინაგანი სისტემის სრული გაქვავებისა და ეტატიზირების (გასახელმწიფოებრიობის) ხარ-ჯზე, როგორც გვიჩვენა საბჭოთა იმპერიის და, ნაწილობრივ ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მაგალითმაც. ამის გათვალისწინებით ჩვენი კვლევები მიემართება არა მხოლოდ უსაფრთხობის გარეგან ასპექტებსა და ფორმებს, არამედ შინაგანსაც: როგორც თავდაცვას, ასევე ინსტიტუციონალიზებას და სამართლებრივი ფორმალურტრადიციული სისტემის შექმნის შესაძლებლობებსა და საფუძვლებს. სახელმწიფოებსა და კულტურებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ჰოლოგრამებს, ანუ იმგვარ მთლიანობას, რომლის ყოველი სეგმენტი მთლიანად ატარებს მთელი სისტემის ფორმას და მას გამოხატავს. თანამედროვეობა ყოველ¬თვის წარსულში დაინახება, ისევე, როგორც წარსული მხოლოდ თანამედ¬რო¬ვეობაში შეიძლება არსებობდეს. ეს აძლევს არსებობას განუწყვეტლო¬ბასა და ღირებულებას.


შენიშვნები და განვრცობანი


მე ვხმარობ სიტყვას ‘უსაფრთხობა’ ნაცვლად მიღებული ‘უსაფრთხოებისა’, რადგან მიმაჩნია, რომ გრამატიკულადაც და შინაარსობრივადაც საქმე გვაქვს არა განყენებულ და უმისამართო ‘უსაფრთხოებასთან’ არამედ სრულიად კონკრეტულ და განსაზღვრულ საფრთხიანობასთან, გამოწვევებსა და მუქარებთან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამა თუ იმ ადამიანის, ოჯახის, ერთობის, ერის, და სახელმწიფოს როგორც ფიზიკურ, ასევე ღირებულებით არსებობასა და ცხოვრების წესებს, წყობას. მხოლოდ უსაფრთხობა აპირო-ბებს ცხოვრებისეულ თავისუფლებასა და საზოგადოებრივ თავისუფლებებს, რომელთა გარეშე არც ერს, არც სახელმწიფოს და არც პიროვნებას არ შეუძლია განავითაროს თავისი პოტენცია და განვითარდეს ყველა დონეზე, რომელსაც მისი თეოკოსმოლოგიური ჰოლოგრამა კარნახობს. დასაშვებად მიმაჩნია, რომ სხვა არ დამეთანხმოს და ისევ ძველ და დადგენილ ფორმას მიმართოს, შესაძლოა ჩვენი კრებულია საზღვრებშიც.

აქ აუცილებლად მიგვაჩნია მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ ქართულ ენაში მიღებული ცნებისადმი (თუ ცნებებისადმი), რომელნიც არ შეესატყ¬ვისებიან ევროპულ პოლიტიკურ ფილო¬სოფიაში და სოციოლოგიაში მიღებულ და მეცნიერებაში ხმარებულ ცნებებს. ამგვარი და უმნიშვ¬ნელოვანესი ცნე¬ბებია ‘ერი’, ‘სახელმწიფო’, ‘საზოგადოება’ შესატყვისად ‘ატიონ’, ‘ტატ’, ‘შოციéტé’. (ევროპული ენებისათვის საერთო მნიშვნელობით). ‘ერი’ იმგვარად, როგორც არის გაგებული ქართულ ენაში და შესატყვისად ცნობიერებაში (როგორც ‘ერთ ენაზე მოლაპარაკე გენეტიკურად განსაზღვრული ისტორიული ერთობა,) არ შეესატყვისება იმას, რასაც აღნიშნავს ‘ნატიონ’.დღევანდელი ქარ¬თველი¬სათვის ერი არის ეთნოგენეტიკურად ერთფორმიანი და ერთარსება ერთობა ადამიანებისა, რომელნიც დასაბამიდან დღემდე შეურეველი გენეტიური ინტეგრალუ¬რობით ხასიათ¬დებიან. ‘წარმო-შობით ქართველი’ იძენს ‘ჭეშმარიტი ქართველის’ მნიშვნელობას. წარმოშობის (სისხლის) ჭეშმარიტობამ ჩაანაცვლა მთლიანი ჰლოგრამა და კულტურის მატრიცა.ამას აძლიერებს ენის ერთობა: ერთი ერი ერთი სახელმწიფო, რაც არის მიზეზი საქართველოს შინაგანი  ფედერალური მოწყობისადმი შიშისა და სეპარატიზმის მუქარისა ქართულ პოლიტიკურ ცნო¬ბიერებაში. ეს არის მიზეზი არსებული ‘ავტონომიებისადმი’ დამოკიდებულებისაც. სვანური და მეგრული ენებისა და მისი მატარებლებში პოტენციური სეპარატისტული მისწრაფების ‘აღმოჩენისა’. სვანური და მეგრული ენების ქართულის დიალექტად გამოცხადების ცდებიც ამავე მიზეზიდან გამომდინარეობს, ჩემი აზრით. ეს ტერმინი ცნებად შემოიტანა ილია ჭავჭავაძემ 1882 წელს (მარტში) ივერიაში გამოქვეყნებული წერილით, რომელიც გადმოსცემდა ერნსტ რენანის მიერ წარმოთქმული სიტყვის(1882 წ. თებერვ.) სათაურს: ‘უეს-ქუე-ცე ლა ნატიონ’ ‘რა არის ერი’? ამ გამოსვლაში რენანმა უარჰყო ყველა ის ნიშანი, რომელიც მიიჩნეოდა ‘ერის’ (რესპ. ნაციის) განმსაზღვრელ ნიშნად. ღოგორიცაა ‘რასა’, ‘ენა’, ‘სისხლი’ ჩამო¬მავლობა, ქვეყანა.და მახვილი გადაი¬ტანა სრულიად სხვა განზომილებაში: ‘ერი არის სული, გონებრივი არსება. ორი რამ შეადგენს ამ სულს, ამ გონებრივს არსებას და ეს ორი რამ თითქმის ერთი და იგივე საგანია: ერთია წარსულში, მეორე აწმყოში. ერთია საერთოდ მფლობელობა უწინდელ მოგონებათ მდიდარ ნაანდერძევისა; მეორე არის აწინდელი ერთმანერთ შორის თანხმობა, სურვილი ერთად ცხოვრებისა და იმ სამკვიდროს გაძლიერებისა, რომელიც განუყოფლად მივიღეთ წარსულის დროიდამ. კაცი დედა-მიწის ზურგიდამ არ იშობება. აგრეთვე ერი არის ნაყოფი გრძელის წარსულის ჯაფისა, ერთგულებისა და თავ განწირულობისა. მამა-პაპათა თაყვანისცემა კანონიერი რამ არის, მამა-პაპათ შეგვქმნეს იმათ, რაც დღესა ვართ. გმირული წარსული, დიდნი კაცნი, ნამდვილი დიდება შეად¬გენენ სოვიალურს თანხას, რომელზედაც ეროვნობის აზრია დამყარე¬ბული. თუ ხალხს ხალხის სახელის მოპოება სურს, უნდა ჰქონდეს წარსულში  საერთო დიდება, და საერთო ნების ყოფა აწმყოში ; წარსულში დიდნი საქმენი უნდა მოექმედოს და აწმყოშიაც ჰქონდეს მათის ქმნის სურვილი. შიყვარული მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტი მსხვერპლია შეწირული, რაც უფრო მეტი ტანჯვაა ატანილი. ჩვენ გვიყვარს ის სახლი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ და ჩვენს შვილი-შვილს გადავეცით. სპარტანელთა სიმღერა: ‘ჩვენ იგი ვართ, რაც თქვენ იყავით; ჩვენ ის ვიქნებით, რაც თქვენ ხართ’ უბრალოა, მაგრამ შემოკლებული სადიდებელია ყოვლის მამულისა.

წარსულიდამ გარდმოცემული დიდება და საერთო მწუხარება, მომავა¬ლში ერთი და იგივე წარმატების გზა; ერთად ტანჯვა, ერთად სიხარული, ერთად იმედეულობა აი ყოველსავე ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საერთო სავაჭრო სამძღვრებს და სტრატეგიულად სახელმწიფოს შემოსაზღუდვას. აი ეს ყველასათვის ადვილად გასაგებია, თუნდ სხავა-და-სხვა რასის და სხვა-და-სხვა ენაზედ მოლაპარაკე ხალხი იყოს. მე ახლა წარმოვსთქვი ‘ერთად ტანჯვა’ მეთქი, დიახ, საერთო ტანჯვა უფრო აერთებს ხალხს, ვიდრე საერთო სიხარული.აციონალურ მოგონებისათვის მწუხარება უფრო ძვირფასია, ვიდრე აღტაცებული სიხარული. მწუხარება საზოგადო საქმისადმი თანაგრ¬ძობას კისრადა გვდებს და საერთო მოქმედებისათვის გვაქეზებს.

მაშასადამე, ერია ერთ-სული გვამი, შთაგონებული იმ თავ-განწირუ¬ლობის გრძნობით, რომელსაც წარსულში უმოქმედიებია იგი და მომავალშიაც ამოქ¬მედეს. ერს უეჭველად წარსული უნდა ჰქონდეს, მაგრამ აწმყოში კი იგი განხორციელელია თანაგრძნობაში და იმ ერთად ცხოვრების სურვილში, რომე¬ლსაც ყველა ცხადადა გრძნობს. ბოდიშს მოვითხოვ ამ გვარის სიტყვისათვის : ერის არსებობა არის ერთგვარი პლებისციტი, ხალხისაგან ყოველ-დღიური ხმის მოგროვება ერთად ცხოვრებისათვის, როგორც ერთი ადამიანის არსებობა მუდმივის ცხოვრების გამოჩენაა. მე მესმის, რომ ამ გვარი ახსნა ისე მეტაფიზიკური არ არის, როგორც ღვთიური უფლება, ისე ძალდატანებითი არ არის, როგორც უფლება ისტორიული, ჩვენის აზრით ერს არა აქვს უფლება, როგორც არა აქვს უფლება მეფეს, უთხრას რომელსამე მაზრას: ‘შენ ჩემი ხარ და უნდა შეგითვისო.’ ჩვენთვის მაზრა და მისი მცხოვრებნი ერთია, თუ ამ საქმეში ვისმეს რამ ეკითხოს, უნდა ეკითხოს მცხოვრებლებს. ერის ნამდვილი სარგებლობა როდი მოითხოვს, რომ შეიმატოს რომელიმე მაზრა მისდა უნებურად. მცხოვრებლების სურვილისაც უნდა ვიღებდეთ მხედველობაში.

ჩვენ მოვაშორეთ პოლიტიკას მეტაფიზიკური და თეოლოგიური მსჯე¬ლობა. რაღა დარჩა? დარჩა ადამიანი, მისისურვილი, მისი საჭიროება. თქვენ მეტყვით რომ ყოველს ერს მოელის დაყოფა, დაწვრილება და ის კანონი, რომელიც აფუძნებს ერის არსებობას კაცის სურვილზედ, რომელიც ხშირად უსაფუძვლოა, არ დაინდობს ამ ხნიერს ორგანიზმსაცაო. მართალია ამ გვარ საქმეში უკიდურესობამდე მისვლა არ ვარგა. ეს ჭეშმარიტება საზოგადო ჭეშმა¬რიტებაა და მხოლოდ საზოგადო მნიშვნელობა აქვს. ადამიანის სურვილი იცვლება, მაგრამ რა არ იცვლება დედ-მიწის ზურგ¬ზედ? ერნი საუკუნო არსე¬ბანი როდი არიან. მათ დასაწყისი აქვთ და დასასრულიც უნდა ჰქონდეთ. მათ ად¬გილს უთუოდ ევროპის კონფედერაცია დაიჭერს, მაგრამ იმ საუკუნის კანონი, რომელშიც ჩვენა ვცხოვრობთ, ასეთი კანონი არ არის. ახლანდელის დროი¬სათვის ერების არსებობა სასარგებლოა, საჭიროა. ეს არის ნიშანი თავის¬უფლებისა. თავისუფლობა დაიმხობოდა, თუ მთელს ქვეყნიერებას ერთი კანონი ჰქონოდა და ერთი უფალი ჰყოლოდა.

თავის სხვა-და-სხვა გვარის ნიჭითა, რომელიც ხშირად ერთი-ერთ¬მანერთს ეწინააღმდეგება, სხვა-და-სხვა გვარი ერი ემსახურება საერთო საქმეს განათლებისას. ყველა აძლევს ბანს იმ დიდს კონცერტში, რომელიც კაცობრიობის უძვირფასესი და უმაღლესი საქმეა. ცალ-ცალკე ყველას თავისი ნაკლულევანება აქვს. მე ხშირად მიფიქრია, რომ რომელს კაცსაც კი ის ნაკლევანება ექნებოდა, რაც ერის ღირსებად მიაჩნიათ, ვინც კი სახელს გამოუდგებოდა, ვინც იქნებოდა ერსავით შურიანი, თავის-მოყვარე, მოჩხუბარი; ვინც ყოველს შემთხვევაზედ ხმალს მისწვდებოდა, ამისთანა კაცი მართლა რომ ძნელად ასატანი იქნებოდა. მაგრამ ეს კერძო ნაკლულევანებანი ერთობაში აღარაფრად სჩანან. საწყალო კაცობრიობა! რამდენი იტანჯე და რამდენი ტანჯვა კიდევ მოგელის მომავალში. ნეტავ ახლა მაინც ნათელი ჭკუა წაგიძღვეს წინ და აგაცილოს აურაცხელი საშიშროება, რომლითაც შენი გზა სავსეა.

...კაცი არ არის მონა არც თავის რასისა, არც თავის ენისა, არც თავის სარწმუნოებისა, არც წყალთა მიმდინარეობისა, არც მაღალის მთების მიმართულებისა. ადამიანების ერთობა, ჭკუით განათლებული და გრძნობით გამთბარი შექმნის ზნეობრივს ცნობიერებას, რომელსაც ჰქვიან ერი, ვიდრე ეს ზნეობრივი ცნობიერება ამტკიცებს თავის ძალას ცალკე პირის თავ-განწირულობით სარ¬თო საქმის გულისათვის, იგი კა¬ნონიერია და აქვს არსებობის უფლება. თუ იმის საზღვრების თაობაზედ ლაპარაკი ასტყდეს, ჰკითხეთ საცილობელს მიწაზედ დასახლებულებს. იმათა აქვთ უფლება ამ საქმეში თავიანთი აზრი იქონიონ. ეს გააცინებს მეტაფიზიკაში გამოცდილ პოლიტიკოსებს, ამ შეუცოდველთ, რომე-ლნიც თავიანთ ამაღლებულ მსჯელობიდამ ზიზღით დასცქერიან ჩვენს მიწა-მიწა სიარულს. ‘ხალხსა ვსთხოვ! რა პასუხია! რა ბავშვობაა! ეს საცოდავი აზრები ფრანცუზებისა უნდა იყოს, რომელთაც უნდათ დიპლომატია და ომი უბრალო ბავშურის საშუალებით გააუქმონ.’ მოვითმინოთ, ბატონებო. დეე, ამ პოლიტიკოსებმა მოჭამონ თავიანთი დრო; ავიტანოთ ზიზღი ძლიერთა. იქნება ბევრის უნაყოფო წოწიალის შემდეგ ისევ ჩვენ უბრალო საშუალებას დაუბ¬რუნ¬დენ, ზოგჯერ თუ გვსურს, რომ მომავალში ჩვენი აზრი დამკვიდრებულიყოს, უნდა მოვითმინოთ, მისი უარ-ყოფა აწმყოში.’ (თარგმანი ი. ჭავჭავაძისა)

საინტერესოა, რომ ‘ერის’ სტალინისეულ ცნობილ განსაზღვრებას, რომელსაც იდეოლოგიური ტოტალობის ნიშანი ადევს, თუმცა ელემენტები ინტეგრალურად არის წარმოდგენილი, აშკარად ეტყობა, რომ სტალინს წაკითხული ჰქონდა ეს წერილი დაბეჭდილი 1882 წელს მარტის ‘ივერიაში’. ის ფაქტიც, რომ ის იმთავითვე მიჩნეულ იქნა ‘ნაციონალობათა ექსპერტად’ და შემდგომ ნაციონალურ საკითხთა კომისარი გახდა, აგრეთვე მის მიერ ეთნი¬ზაციის პრინციპის შემოტანა რუსეთის იმპერიულ საბჭოთა წყობაში, ადასტურებს, რომ მას საკ¬მაოდ ბევრი უფიქრია ამ თემაზე და რენანის ეს წერილი საფუძვლად გამოუყენებია. სტალინის ეს განსაზღვრება ‘ვერ მუშაობს’ სწორედ იდეოლოგიური (მატერიალისტური და დიალექტიკური) ყოვლის¬მომცველობისა გამო, რადგან ყოველი ელემენტის განსა¬ზღვრება-ინტერპრე¬ტაცია თავისთავად შეზღუდულია მატერიალისტურ-თეისტურ-მარქსისტუ¬ლი იდეო¬ლოგიით, რაც ღირებულებათა სკალას იმდენად ამიწებს, რომ შინაგან ალოგიურს და წინა¬აღმდეგობრივს ხდის.

ეჭვს არ იწვევს, რომ რენანის ამ წერილის გადააზრების საფუძველზეა წარმოშობილი ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძის და ქართუ¬ლი ინტეგრალურ ნაციონალისტური იდეოლოგია წერილები, როლებშიც ისინი აშკარად უტრიალებენ რენანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ცდილობენ გაშალონ ისინი მეტაფიზიკური (რე-ლიგიური) მიმართულებით. ეს ძიებები ბოლოს ჩამოყალიბდა ილია ჭავჭავაძის ფორ-მულაში ‘მამული, ენა, სარწმუნოება’ (საკმარისია გავიხსენოთ ვაჟას წერილი ‘პარიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი’, მ. წერეთლის ‘ერი და კაცობრიობა’, გერონტი ქიქოძის ‘ეროვნული ენერგია’ და სხვ.). რენანის ყველა წინასწარმეტყველება აღსრულდა თითქმის სიტყვა სიტყვით: ორი მსოფლიო ომი... ორი ბანაკი... იმპერიის საბოლოო ნგრევა... მონოპოლარული მსოფლიო ძალის ჩიხში შესვლა... ევროპის გაერთიანება... ბალკანეთის, კავკასიის კონფლიქტები... საქართველოს მდგომარეობა 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდგომ... აფხაზეთის (კოდორის ხეობის მიმატებით) და ცხინვალის რეგიონის (აღდ¬გენილი სამხრეთ ოსეთის საზღვ¬რებ¬ში) დამოუკიდებელ ერთეულებად ჩამოყალიბების პროცესი...  არის რაზე უნდა დავფიქრდეთ!}

3  საინტერესოა, რომ ისტორიულად ჩეჩნეთის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ (შამილის) შეწყვეტილ იქნა შამილის მიერ მხოლოდ უხუცესთა მოთხოვნითა და გადაწყვეტილებით. ცხადია დღევანდელი ბრძოლა და წინააღმდეგობა განსხვავებულ და მრავალმხრივ მიზეზებსა და საფუძვლებს ეფუძნება, მაგრამ არსებითი მომენტი მაინც ის არის რომ ფორმალური სისტემა (სამართლებრივი და ურთიერთობრივი) და ტრადიციული სისტემა ურთიერთ¬თან კონფლიქტში არიან და გაბუნდოვანებულია მთელი ფონი : კანონი არ კანონობს და წესი არ წესობს! კავკასიაში ტრადიციული სისტემა რელიგიურს თუმც ეყრდნობოდა, მაგრამ კულტურულ ექსისტენციალურად გაცილებით უფრო მდგრადი და მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თუნდაც რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც კავკასიაში არასოდეს ყოფი¬ლა ფეხმოკიდებული და შეიძლება მივიჩნიოთ შემოტანილ  და დესტრუქციულ ფორმად თვით ჩეჩნური კულტურისა. ეს თემა განსაკუთ¬რებულ კვლევას მოითხოვს.
ავტორის შესახებ
       პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დირექტორი. (საქართველოს, კავკასიისა და ევრაზიული ცივილიზაციების კვლევის ცენტრი); ჟურნალ ‘ივერიას’ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; გამოქვეყნებული აქვს შრომები: ‘‘ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია” ქ-ე ინსტ. 1990; ‘‘კარები (რუსოფობისა და გულიბრყვილოს მოგზაურობა რუსეთში’’ 1965-1970., რუსულ ენაზე)  ქ-ე ინსტ. 2005;  ‘‘ადამიანი ძაღლი არ არის... ყველაფერს ეჩვევა’’ (რუსეთის ისტორია და საბჭოთა სისტემა) 1965-1970 (რუსულ ენაზე)  ქ-ე ინსტ 1995 ; ‘‘თავისუფლება და ფედერალიზმი’’ – თბილისი, ‘დიოგენე’ 1997; ‘‘ენა, საზრისი, ყოფიერება. ქართველურ ენათა ტოპოლოგია’’ ქ-ე ინსტ. 2002. ამჟამად არის აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჟურნალისტიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი.