error
კარლ გუსტავ მანერჰაიმის ბიულეტინი ჯარის მიმართ ბეჭდვა
პარასკევი, 27 იანვარი 2012 13:54

კარლ გუსტავ მანერჰაიმის ბიულეტინი ჯარის მიმართ

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Carl_Gustaf_Emil_Mannerheim.jpg/378px-Carl_Gustaf_Emil_Mannerheim.jpg

"ფინეთის დიდებული არმიის ჯარისკაცებო!

ჩვენს სამშობლოსა და საბჭოთა რუსეთს შორის სასტიკი შეთანხმება დაიდო. ამ შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირს გადაეცა თითქმის ყვალა ბრძოლის ველი, სადაც თქვენ სისხლი დაღვარეთ იმის დასაცავად, რაც თქვენთვის წმინდა და ძვირფასი იყო.

თქვენ არ გინდოდათ ომი. თქვენ გსურდათ მშვიდობა, შრომა და პროგრესი, მაგრამ თქვენ გაიძულეს გეომათ. თქვენი გაწეული უდიდესი ღვაწლი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.
საბრძოლველად წასული 15000-ზე მეტი მეომარი ვეღარ იხილავს თავის სახლს. რამდენია ისეთი, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა შრომის უნარი. თუმცა, თქვენც არაერთი ძლიერი დარტყა მიაყენეთ მტერს. თუ დღეს ორასი ათასზე მეტ თქვენს მოწინააღმდეგეს სამუდამო ძილით სძინავს ყინულის საბურველქვეშ, ან კიდევ უიხილავი მზერით შესცქერის ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას. თქვენ არ მიგიძღვით ამაში ბრალი. თქვენ არ გძულდათ ისინი, მათთვის ცუდი არ გინდოდათ. თქვენ მხოლოდ ომის სასტიკი კანონების შესაბამისად მოქმედებდით: შენ თუ არ მოკლავ, შენ მოგკლავენ.
ჯარისკაცებო მე ბევრგან მიბრძოლია, მაგრამ თქვენისთანა მამაც მეომრებს არსად შევხვედრივარ. ჩემი შვილების მსგავსად ვამაყობ თქვენით. ვამაყობ ჩრდილოეთი ტუნდრის მეომრებითა და პოჰიანმაას პროვინციის დაბლობების მებრძოლებით, ვამაყოფ კარელიის ტყეებში, სავოს მოღიმარ კომუნებში, ჰაიმესა და სატაკუნტას ნაუოფიერი ყანებისა და უსიმასა და ვარსინიას-სუომის ხმაურიან ჭალებში გამოზრდილი მეომრებით. ასევე ვამაყობ უბრალო გლეხის, ქარხნის მუშისა თუ მდიდარი ადამიანის მიერ სამშობლოს საკურთხეველზე შეწირული მსხვერპლით.
მადლობას გიხდით ყველას: ოფიცრებს, უნტეროფიცრებს და რიგითებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რეზერვის ოფიცრების ის სიმამაცე, მოვალეობის გრძნობა და ნიჭი, რომლითაც ისინი აღასრულებდნენ მათთვის უჩვეულო მისიას. ომის დროს ამ ადამიანებმა სიყვარულითა და ურყევი მზაობით უდიდესი მსხვერპლი გაიღეს.
მადლობას ვუხდი შტაბის ოფიცრებს გაწეული შრომისა და გამოვლენილი ოსტატობისთვის. დასასრულ მადლობას ვწირავ ჩემს უახლოეს დამხმარე პირებს: გენერალური შტაბის უფროსს და მთავარ კვერტმეისტერს, არმიების, კორპუსებისა და დივიზიების მეთაურებს, რომლებიც ხშირად შეუძლებელს შესაძლებლად აქცევდნენ.
ქედს ვიხრი ფინეთის არმიისა და მისი ყველა სახის საჯარისო ნაწილის წინაშე, რომელიც ამ კეთილშობილურ მისიაში გმირულ საქმეებს სჩადიოდა ომის პირველი დღიდან. მადლობას ვუხდი მათ იმ სიმამაცისთვის, რომელიც უცნობი იარაღით აღჭურვილ და რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ბრძოლაში გამოავლინეს. მადლიერი ვარ ასევე მათი იმ შეუპოვრობისთვის რომლითაც იცავდნენ მშობლიური მიწის ყოველ გოჯს. 1500-ზე მეტი რუსული ტანკისა და 700-ზე მეტი თვითმფრინავის განადგურება სწორედ იმ გმირულ საქმეებს მოწმობს, რომელთაც ხშირად ცალკეული ადამიანები სჩადიოდნენ.
გული სიხარულით და სიამაყით მევსება, როდესაც ვფიქრობ "ლოტტასვიარდის" სახელგანთქმულ ქალებზე, მათ ღვაწლზე, თავდადებასა და დაუღალავ შრომაზე, რისი წყალობით ფრონტს უამრავი მეომარი გაუთავისუფლდა. ამ ქალების კეთილშობილი სული ძალას მატებდა არმიას, რომელიც მადლიერებასა და პატივისცემას ნამდვილად იმსახურებდნენ. 2 პატივი და ღირსება მივაგთ იმ მუშებს, რომლებიც ომის ურთულეს მომენტებშიც კი დაზგებთან იდგნენ და თვით საჰაერო თავდასხმების დროს ჯარისთვის აუცილებელ აღჭურვილობას ქმნიდნენ. პატივი და ღირსება მივაგოთ მათ, ვინც მოწინააღმდეგის ცეცხლში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებაზე ზრუნავდა. მადლობას გიხდით ყველას სამშობლოს სახელით.
მეომრების სიმამაცესა და თავგანწირვის მიუხედავად, მთავრობა იძულებული შეიქმნა, მეტად მკაცრი პირობებით დაზავებოდა მტერს. მაგრამ ამ ნაბიჯს მარტივი ახსნა მოეძებნება, ჩვენი მცირერიცხოვანი არმია რეზერვებისა და კადრების უკმარისობას განიცდიდა. არც ძლიერ ზესახელმწიფოსთან ბრძოლისთვის საკმარისი აღჭურვილობა გვქონდა. სახელმწიფო საზღვრების დამცველი ჯარისკაცები მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შედეგად იღებდნენ გადაუდებელ დახმარებას და აგებდნენ თავდაცვის ხაზებს მაშინ, როცა სხვა სახელმწიფოები მოახლოებული ქარიშხლისთვის ემზადებოდნენ, ჩვენ იძულებული ვიყავით, იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა მოგვეძებნა. ჩვენი საგმირო საქმეები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს მთელს მსოფლიოში, მაგრამ დღესაც თითქმის სამთვენახევრიანი ომის შემდეგ, მაინც ეულად ვართ დარჩენილი. საზღვარგარეთიდან შემოსული დახმარება არტილერიითა და ავიაციით გაძლიერებულ მხოლოდ ორ ბატალიონს წარმოადგენდა. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენს უცვლელ არმიას ფიზიკური და სულიერი ძალების დაძაბვა უხდებოდა, რათა გამკლავებოდა მოწინააღმდეგის ახალ-ახალ შენაერთებს.
როდესაც ამ ომის ისტორია დაიწერება, მსოფლიო დაინახავს, თუ რაოდენ დიდი  შრომა გავწიეთ.
შვედეთისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი იარაღის გარეშე დიდხანს ვერ შევძლებდით მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და მის არტილერიასთან გამკლავებას.
სამწუხაროდ დასვლეთის აღთქმულმა ფართომასშტაბიანმა დახმარებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. საკუთარ უსაფრთხოებაზე მზრუნველმა მეზობელმა სახელმწიფოებმა არ გამოატარეს ჩვენს დასახმარებლად მომავალი უცხოური ჯარები.

ჩვენმა არმიამ რომელმაც თექვსმეტკვირიან სისხლიან შეტაკებას გაუძლო, დღესაც უდრეკად დგას მოწინააღმდეგის პირისპირ, რომელმაც უდიდესი დანაკარგის მიუხედავად კიდევ უფრო გაიზარდა რიცხობრივად. ჩვენი შიდა ფრონტი, რომელიც გაუთავებელი საჰერო თავდასხმებიც შიშსა და სიკვდილს თესდა ქალებსა და ბავშვებში, მაინც არ შედრკა მტრის წინაშე. ჩვენი გადამწვარი ქალაქები და ნაგრევებად ქცეული სოფლები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან შორს მდებარეობენ, ნათელი მაგალითია იმისა თუ რა გადაიტანა ჩვენმა ხალხმა გასულ თვეებში.
ბედი მკაცრად მოგვექცა, რადგან ჩვენ მოგვიხდა განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ღირებულებების მქონე რასისთვის დაგვეთმო ეს მიწა, რომელსაც ასწლეულების მანძილზე შრომითა და ოფლით ვაპოხიერებდით.
მაგრამ დღეს სამშენებლო სამუშაოებს უნდა მივყოთ ხელი, რათა დარჩენილ ტერიტორიაზე უსახლკაროდ დარჩენილთ სახლები აუშენოთ და ყველას შეუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. ჩვენი წარსულის მსგავსად, ახლაც მზად უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ისეთივე შეუპოვრობით და ძლიერებით, როგორც ადრე ვიცავდით მას.
ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ ჩვენს ისტორიულ მისიას დავიცვათ დასავლური ცივილიზაცია, რომელსაც დაუღალავად ვასრულებთ, მისიას რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილია, თუმც ისიც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ დასავლეთის მიერ მოცემული კრედიტის საფასური ჩვენ სრულიად გადავიხადეთ."
http://samxedro-istoria.blogspot.com/2011/12/blog-post_1890.html