error
ირან ამერიკის დაპირისპირება ბეჭდვა
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010 13:23
გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომი დაწერილია 2007 წელს. თუმცა შეიძლება  ვინმესთვის საინტერესო იყოს, რადგან მისი ზოგირთი ნაწილი დღემდე აქტუალურია

იმისთვის,რომ ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ ქვეყანაზე და განვიხილოთ მისი                გეოპოლიტიკური მგომარეობა და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში,საჭიროა გავეცნოთ   ზოგად მონაცემებს ქვეყნის შესახებ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი        ქვეყანაა.მისი ფართობი 1648000 კვ.კმ-ს შეადგენს. იგი  ესაზღვრება; თურქეთს, ავღანეთს, პაკისტანს, ერაყს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს.მოსახლეობა 67 მლნ. ადამიანს უდრის(2003წ).აქდან 27 მლნ. სპარსელი,9 მლნ. აზერბაიჯანელი და 4 მლნ. ქურთია.ქვეყნის დედაქალაქია-თეირანი.გავრცელებული რელიგიებია შიიტური ისლამი.სუნიტური ისლამი,ზოროასტრიზმი და სხვა.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უმთავრესი ადგილი მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებაში შიიტურ ისლამს უკავია.ქვეყნის ძირითადი კანონია-ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 1979 წელს იქნა მიღებული საერთო ნაციონალურ რეფერენდუმზე.სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო იმაღლესი საკანონმდებლო ორგანო-ერთპალატიანი ისლამური ნაციონალური კრება,ანუ მეჯლისია.ირანის ტერიტორია 24 ოსტანად (პროვინციად) იყოფა.იგი მდიდარია სასარგებლო წიაღირსეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით.ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა,ხოლო გაზის მარაგით მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება.

თითქმის სამიათასწლიანი ისტორიის მანზილზე ირანმა არა ერთი აღმავლობისა და დაცემის პერიოდი გამოიარა.მე არ შევეცდები მისი ისტორიის მიმოხილვას რადგან ამ შემთხვევაში ჩემი ინტერესის საგანი თანამედროვე ირანია.თუმცა აუცილებლად მიმაჩნია მოკლედ თვალი გადავავლოთ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ომის შემდგომი წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა პირდაპირ დამოკიდებული გახდა საგარეო ვალებზე და ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებაზე.1954 წელს ირანი ბაღდადის პაკტს შეუერთდა,რითაც ფაქტობროვად უარი განაცხადა ქვეყნის ნეიტრალურ პოზიციაზე.1957 წელს მირებულ იქნა ე.წ. “ეიზენჰაუერის დოქტრინა” და უარყოფილ იქნა საბჭოთა კავშირის წინადადება თავდაუსხმელობის პაკტზე ხელის მოწერის შესახებ,რადგანც ამ დოკუმენტის მიგება ავტომატურად გამოიწვევდა ამერიკასთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გართულებას.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამერიკული დახმარების უდიდესი წილი ქვეყნის სამხედრო ხარჯებზე მიდიოდა.სახელმწიფოს სამხედრო დანახარჯები 4-ჯერ აღემატებოდა შიდა ეკონომიკურ ინვესტიციებს.ირანი ჩაძირულ იქნა საგარეო ვალებში, რომლის გადახდასაც მხოლოდ ახალი ვალების აღებით ახერხებდა.ყოველივე ზემოარნიშნულმა გამოიწვია ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კრიზისი.

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში შაჰმა გადაწყვიტა გაეშვა მეჯლისი და დაეწყო ეკონომიკური გარდაქმნები.”თეთრი რევოლუციის” პერიოდი აღსანიშნავია როგორც აქტიური რეფორმიზმისა და შედეგად,სამრეწველო აღმავლობისა და ნავთობდოლარების შემოდნების ხანა.მიუხედავად არსებული პროგრესისა “თეთრი რევოლუციას” თავისი სერიოზული მინუსებიც აღმოაჩნდა.ქვეყნის მოდერნიზაციის ტემპები ზედმეტად სწრაფი აღმოჩნდა,რეფორმები და ახლი ბურჟუაზიული ნორმები არ ითვალისწინებდა ირანის ნაციონალირ-რელიგიურ თავისებურებებს რამაც გამოიწვია ქვეყნის შიგნით არსებული ტრადიციული მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელსაც სათავეში შიიტური სულიერი ლიდერები ჩაუდგნენ სათავეში.

 ყოველივეს ლოგიკური შედეგი იყო 1979 წლის ისლამური რევოლუცია აიათოლა ხომეინის მეთაურობით,რის შედეგადაც ირანის სათავეში რელიგიური ფუმდამენტალისტები მოვიდნენ,რომელთაც ქვეყანას თეოკრატიული ხასიათი მისცეს.ჩემის აზრით პირველ ეტაპზე რევოლუცია თავისი ფორმით ისლამური იყო,ბურჟუაზიული კი თავისი არსით.თუმცა 1979 წლისთვის ის არსითაც უკვე ისლამური ხდება.

80-იანი წლების ირანში ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა ერაყთან ომი იყო.მისი დაწყების რამდენიმე მიზეზი არსებობს:მდინარე შატ ელ-არბის წყლის გაყოფა,ქურთული უმცირესობის ორმხრივი გამოყენება ერთმანეთის წიინააღმდეგ სეპარატისტული საქმიანობისათვის,ნავთობის ორი ექპორტიორის კონკურენცია ნავთობის ბაზარზე,ბაღდადის სურვილი კუვეიტის შეერთებისა,რაც მას რეგიონში პირველ სახელწიფოდ აქცევდა, სევე ირანის შიში ხუჯესტანის ნავთობით მდიდარ პროვინციაში შესაძლო დესტაბილიზაციისა,რადგან ამ პროვინციაში უამრავი არაბი ცხოვრობს.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ომის მთავარი მიზეზი ალბათ მაინც ირანის სურვილი იყო ისლამური რევოლუციის იმპორტისა.

ერაყი არ დაელოდა შიიტური რეჟიმის მომძლავრებას და იმ იმედით რომ შახის ირანის ჯარისაგან ბევრი არაფერი იყო დარჩენილი,დაარტყა ირანს.ბაღდადის იმედი თეირანზე სწრაფი გამარჯვებისა არ გამართლდა.ირანის ისლამური რეჟიმისთვის ეს აგრესია შეილება ითქვას რომ მისწრება იყო.თეირანის თეოკრატიულ რეჟიმს საშუალება მიეცა,სამხედრო რეჟიმის პირობებში დაემთავრებინა ქვეყნის შიგნით სისტემაში
ჩასატარებელი “შავი სამუშაოები”.ამიტომ აიათოლახომეინმა არ დაიშურა არც ძალა და არც ქვეყნის რესურსები ამ ომის წარმოებისთვის.ომი მანამ იყო მომგებიანი, სანამ ძალთა ბალანსი ომში აშკარად ერაყის უფრო თანამედროვე არმიისკენ არ გადაიხარა.ამ დროითვის,კი ირანში სრულიად დასრულებული იყო ცხოვრების ყველა სფეროს ისლამიზაცია.
ამ კონფლიკთან დაკავშირებით დავამატებდი კიდევ ერთს-აშკარა იყო მასში ამერიკული ინტერესები. ომის შედეგად საგრდძნობლად დასუსტდა რეგიონის ორი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა.განსაკუთრებით კი ირანი.ასევე ცნობილია თუ რა სერიოზული პრობლემები შეექმნა ამერიკულ ადმინისტრაციას იარაღის მიწოდბასთან დაკავშირებით.

ირანის გეოგრაფიული ადგილმდებარეონიდან გამომდინარე, მასზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს თუ რა გეოპილიტიკური მდებარეობა გააჩნია ამ ქცეყანას.იგი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილს იკავებს რეგიონში, წარმოადგენს რა მაკავშირებელ რგოლს კასპიის             ზღვის ბასეინის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ასევე კავკასიასა და აზიას შორის.ასევე გასათვალისწინებელია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლო მდებარეობა მსოფლიოს უმნისვნელოვანეს ნავთობსაბადოებთან და მისი როგორც ამ წიაღირსეულის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებლის როლი რეგიონისათვის და ზოგადად მსოფლიოსთვის. საბჭოთა კავშირის დაშლამ, ირანისთვის ახალი გეოპლიტიკური სიტუაცია შექმნა:მისი ჩრდილოეთის საზღვრების გასწვრივ წარმოიქმნა ე.წ. “თურქული ხაზი”  (თურქეთი,აზერბაიჯანი,თურქმენეთი,უზბეკეთი,ყირგიზეთი,ყაზახეთი), პოტენციურად პროთურქული. ქვეყნებით.ამ ხაზს მხოლოდ სომხეთი წყვეტს.(ამიტომაც ნათელია ირანის ახლო-მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან და მისი პროსომხური განწყობა ყარაბახის კრიზისის დროს).  მას აქვს უნარი გააკონტროლოს სულვილის შემთხვევაში ორმუზის სრუტე, საიდანაც ხდება სპარსეთის ყურის ნავთობის უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება.ასევე მას გააჩნია ყველაზე გრძელი საზღვაო ზოლი სპარსეთის ყურეში.როგორც ავღნიშნე, ირანს უმნიშვნელოვანესი უპირატესობები აქვს როგორც რეგიონის უპირველეს სატრანსპორტო კვანძს.მას უნარი აქვს ხელი შეუწყოს კომუნიკაციების განვითარებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ესენგე-ს სამხრეთ ქვეყნებსა და ინდოეთის ოკეანეს შორის.ასე, რომ ცალსახად ნათელია ირანის გეოპლოტიკური მდებარეობის მნიშვნელობა მომავლის ევრაზიული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროეკტებისთვის.

უკანასკნელმა ათწლეულმა ირანს აშკარა წარმატებები მოუტანა პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის გაუმჯობესებაში.თვალსაჩინო რეალიზაციას მიახწია ე.წ. “მესამე გზის” იდეამ და იდეოლოგიამ, რაც გულისხმობს, სოციალირი მიმართულების საზოგადოების მშენებლობას, სოციალური თანასწორებობის ისლამური პრინციპების გათვალიწინებითა და სულიერ ლიდერთა ხელმძღვენელობით.შენარჩუნებულ იქნა რა განსაკუთრებული კონსერვატიული საზოგადოებრივი შეხედულებები კერძო საკუთრებაზე,მეწარმეობის თავისუფლებაზე,ოჯახის საფუძვლებსა და ნაციონალურ ტრადიციებზე, შესაძლებელ იქნა დაძლეულიყო სახემწიფოს წინაშე არსებული პრობლემები ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით.
დღეს დღეობით შეიძლება ითქვეს რომ იარანს საკმაოდ განვითარებული და დინამიური ეკონომიკა გააჩნია.ყვეყანაში დაძლეულია მეურნეობის მართვის ცენტრალიზირებული სისტემა, პრივატიზირებულია ასეული საშუალო და ათასეულობით პატარა საწარმო.სააქციო საფონდო ბაზრის წარმოშობამ  განაპირობა ე.წ. “სახალხო კაპიტალიზაცია”, რაც ხელს უწყობს ყვეყანაში საშულაო ფენის წარმოშობას.განსაკუთრებით რადიკალური რეფორმები შეეხო საბანკო და ფასებზე კონტროლის სისტემებს.მოხდა საკრედიტო პოლიტიკის ლიბერალიზაცია. ირანის დაზვერილი ნავტობის მარაგი 90 მლრდ. ბარელს შეადგენს,რაც მას ერთ-ერთ უდიდეს ნავტობმომპოვებელ ქვეყნად აქცევს.ყველა ნავთობ საბადოსათვის დამახასიათებელია მაღალი წარმოების უნარი და დაბალი თვითღირებულება. ქვეყანაში მაღალი განვითარების ტემპებია-მეტალურგიაში,მსუბუქ მრეწველობასა და მანქანათმშენებლობაში.რკინიგზის სიგრძე 5337 კმ-ს შეადგენს.მარტო 1997-99 წწ-ში აშენებულ იქნა 740 კმ. ახალი სარკინიგზო ხაზებისა.ძალზე მაღალია ტვირთბრუნვა.ქვეყანას გააჩნია მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი რომესაც დრითიდღე იყენებს და ანვითარებს.ამჟამად ირანს აქვს უნარი არათუ სრულიად დაიკმაყოფილოს თავისი ენერგეტიკული მოთხობვნები, არამედ განახორციელოს ელეკტროენერგიის იმპორტი მეზობელ ქვეყნებში.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანას გააჩნია თავისი გეოპლოიტიკური ამბიციები და მიზნები რეგიონში და მის საზღვრებს გარეთაც.იშვიათია შემთხვევა როდესაც მზარდი პილოტიკური და ეკონომიკური შეაძლებლობის ქვეყანამ უარი თქვად თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისაგან რაგიონში.გამონაკლისი რაღათქმაუნდა არც ირანია.გასაგებია მისი სურვილიც ისლამური რევოლუციის იმპორტისა, რომელიც ჩემი აზრით შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული.

ირანი არცთუ კომფორტულად გრძნობს თავს  აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანათა გარემოცვაში, რომლების აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების გატარებაში მონაწილეობენ, ხშირად ირანის ინტერესების საწიინაღმდეგოდ.ამის გარდა, როგორც ზემოთ ვთქვი,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანის ჩრდილოეთ საზღვრებთან პროდასავლური ყვეყნების (მათ შორის ისლამური) წარმოშობა საკმაოდ საფუძვლიანი შიშის საბაბს აძლევს ირანს, რომ იგი პროდასავლური სახემწიფოების ალყაში აღმოჩნდება.აქედან გამომდინარე ირანის ისლამური სახელმწიფოს თავისი უსაფრთხოების გარანტიისთვის საჭიროდ მიიჩნევს გარშემო ყავდეს მისთვის მახლობელი რეჟიმები თუ არა, პროირანულად განწყობილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები ამ ქვეყნებში.თუ შევხედავთ ირანის სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას, ნათელი გახდება ამ ქვეყნის სურვილი გახდეს წამყვანი სახელმწიფო ახლოაღმოსავლეთში,განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურეში.სწორედ ირანის ანდაგვარი მიდგომა თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განაპირობებს მის დაპირისპირებას რეგიონის სხვადასხვა მონაკვეთებში დომინირების მსურველ ქვეყნებთან.რა თქმა უნდა ირანის უპირველესი  მოწინააღმდეგე იყო, არის და რჩება აშშ, რომელიც თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე აშკარად ვერ შეეგუება ირანის დომინირებას რეგიონში.ის, თუ რა სახე შეილება მიიღოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებმა ცალკე საუბრის თემაა, ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ.მაგრამ, აუცილებელია აღინიშნოს ირანის ინტერესთა კონფლიკტი საუდის-არაბეთთან, რომელი მისი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია რეგიონში.ამ ქვეყნებს შორის შეიძლება გამოყოფილ იქნას სამი უმთავრესი პრობლემა.

პირველრიგში, ორივე ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსში არსებული ურთიერთგამომრიცხავი მომენტები, რეგიონში და ყურეში სამხედრო-პოლიტიკურ დომინირებასთან დაკავშირებით.  ასევე, ისლამურ სამყაროში საკუთარი იდეურ-პოლიტიკურ როლთან მიდგომის  შეუსაბამობა.
მესამე პრობლემაა, ახლო აღმოსავლეთსა და ზოგადად რეგიონში ეკონომიკურ დომინირებასთან დაკავშირებული პრობლემები.კერძოდ, კი ნავთობის მიპოვებასთან და ექსპორტთან დაკავშირებული წინააღმდეგობები.ცნობილია, რომ ორივე ქვეყანა ნავთობს აღიქვამს როგორც სტრატეგიული
მნიშვნელობის პროდუკტს, რადგანაც იგი სავალუტო შემოსავლების წამყვან წყაროს წარმოადგენს, რაც ასე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების მიზანთა განხორციელებისთვის.
უნადა არინიშნოს რომ საუდის-არაბეთს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია.უდიდესი ნავთობ საბადოების არსებობის გამო საუდის_არაბეთი უკეთესად იტანს ნავთობ კრიზისებს, ვიდრე ირანი.საუდის-არაბეთი დღემდე ცდილობს თავისი ზეგავლენა რეგიონის ქვეყნებზე ოპეკ-ში მისი წამყვანი როლით განახორციელოს.შცორედ მას გააჩნია ყველაზე თანამედროვე ნავთობ მოპოვებისა და გადამუშავების თექნოლოგიები და ინფრასტრუკტურა.
თუმცა ირანის აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და მისი ეფეკტურობა საუდის-არაბეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.ასევე ირანის მზარდი სამხედრო პოტენციალი.ირანი შეილება მივაკუთვნოთ იმ ქვეყანათა რიცხვს რომელთაც მიიღეს ატომური იარაღის შექმნის პრინციპული გადაცყვეტილება და მოიაზრებენ მას როგორც თავიანთი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ელემენტს და რაც აიძულებს მსოფლიოს, როგორც პატარა ისე დიდ ქვეყნებს ანგარიში გაუწიონ ირანის ინტერესებს.იგი თავისი სამხედრო ძლიერების ზრდისთვის არ იშურებს არც ძალებს და და არც სახსრებს.ბოლო წლებში არა ერთი დიდი სამხედრო მანევრები ჩატარდა ირანის მიერ მისთვის საინტერესო მიმართულებებზე, მაგ. სპარსეთის ყურის აკვატორიაში და უშუალოდ ორმუზის სრუტესთან.ირანისგან განსხვავებით, საუდის არაბეთმა ვერა და ვერ გადაწყვიტა სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები.იგი კვლავინდებურად უმეტესწილად სამხედრო იმპორტზეა დამოკიდებული.
თუ, დავაკვირდებით ირანის ინტერესებს, აშკარა პარალელის გავლება შეიძლება ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერ, აიათოლა ხომეინის სწავლებებთან, რომელიც საზღვრავს კიდეც ირანის პოლიტიკურ კურს, ინტერესებსა და მიზნებს.
ერთი პერიოდი ქვეყანაში მიმდინარე ლიბერალური რეფორმები თითქოს და იძლეოდა ქვეყნის თანდათანობით დაშორების შანს  თეოკრატიული მოდელისაგან, მაგრამ როგორც ჩანს ახლად არჩეული პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ირანი კვლავ თავისი სულიერი ლიდერის შეგონებებისკენ მიისწრაფვის.კონსტიტუციის მე-11 სტატია პირდაპირ მიანიშნებს ირანის სურვილს გახდეს მუსლიმანური სამყაროს ლიდერი, იმ სამყაროსი რომელიც ირანული მოდელის მსგავსად იქნება მოწყობილი.ამ სტატიაში გატარებული აზრი აშკარად გრძელვადიან ხასიათს ატარებს.

ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობა პირდაპირაა დამოკიდებული ირანის წინაშე არსებული გლობალური საკითხების გადაჭრაზე.პირველი დონე,ჩემი აზრით მოიცავს ირანის საერთო-მუსულმანური ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას.მისი დღევანდელი მიხწევები ამ როლის გარეშე, ვერ უზრუნვლყობს ირანის მთავარი მიზნების მიღწევას.
მეორე დონე კი გულისხმობს ირანის უკვე რეგიონალური ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას. ამისთვის ირანული მართველი წრეები მიილტვიან სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და უშუალო სამხედრო ლიდერობისაკენ რეგიონში. მესამე დონის მიზნები ე.წ. “ნაციონალურ ტერიტორიაზეა” განლაგებული, ანუ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება შიდა პრობლემების გადაწყვეტა,ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, დამიუკიდებელი განვითარებული მრეწველობის მქონე ეკონომიკის შექმნა, მათ შორის სამხედროსიც. ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებობს ერთი პრობლემატური საკითხი, ეს არის ირანული გაზის იმპორტი.
ყველასათვის ცნობილია, რომ რომ გაზის ბაზრის უდიდესი ნაწილი რუსეთს უკავია.ევროპის გაზმომარაგებაში მისი წილი ძალზე დიდია და დღითიდღე იზრდება.ახლად მშენებარე გაზსადენი გერმანიასთან პირდაპირი დაკავშირებისთვის კიდევ უფრო გაზრდის ამ როლს.რაღათქმაუნდა, რომ რუსული კომპანიები არაფრის დიდებით არ დაუშვებენ ახალი კონკურენტის გამოჩენას.ირანს რჩება ვარიანტი, რომ ეძებოს გასასვლელები სხვა მიმართულებით.მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთთან ირანული გზის იმპორტზე.ამის გარდა  აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის გაზის მარაგი ორჯერ აღემატება ირანისას.

ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობები ასევე შეილება გამოიწვიოს კასპიის ზღვის წყლების გაყოფასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.ირანის მზარდი ამბიციები რაღათქმაუნდა რუსეთის ინთერესებსაც გადაკვეთავს მის სამხრეთ საზღვრებთან და კასპიის ზღვაში.ირანი თანდათანობით ახერხებს თავისი ეკონომიკური კავშირების გაბმას იმ ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის ეკონომიკურ პარტნიორებად ითვლებოდნენ.

ასევე, ცალკე ყურადრების ღირსია ირანის პოლიტიკური წყობილება.ირანი ჩემი აზრით იდეოლოგიური სახელმწიფოა.უნდა აღინიშნოს რომ “მოლებმა” საკმაოდ საინტერესო სახელმწიფოს შექმნა მოახერხეს.თანაც აშენებდნენ პირდაპირ რევოლოუციური გარდაქმნებისა და ერაყთან ომის დროს.სისტემა საკმაოდ ეფეკტური გამოვიდა, რომელიც დემოკრატიისა და თეოკრატიის გარკვეული ნაზავია.ისლამური რევოლუციის შედეგად აიათოლებმა საკმაოდ ვერტიკალური მართველობის სისტე-
მა შექმნეს.მთლიანი პირამიდის სათავეში დგას ბელადი (სპარსულად “რახბარი”).მისი ძალაუფლება ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება.იგი სიცოცხლის ბოლომდე მრთვის უფლებით აირჩევა, თუმცა თეორიულად შეილება გადაყენებულ იქნას ე.წ. “ბრძენთა საბჭოს” მიერ.
რახბარი წარმოადგენს ქნეყნის უმაღლეს მთავარსარდალს.აქვს უფლება გამოაცხადოს მობილიზაცია,ომი,მშვიდობა.დანიშნოს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები;მას ექვემდებარება ნაციონალური უსაფრთხოების საბჭო.ფაქტიურად იგი ნიშნავს სასმართლო ხელისუფლების მეთაურს,სხვადასხვა საბჭოების წევრებს, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხემძღვანელობას.იგი ამტკიცებს პრეზიდენტის არჩევასა თუ გადადგომას.
ბრძენთა საბჭო შედგება 96 მუჯთახიდისგან (შარიათის კანონმდებლებისგან), მათი რიცხვი შეიძლება იცვლებოდეს.საბჭოს, თეორიულად “ისლამის გზიდან გადახვევის” შემთხვევაში, შეუძლია გადააყენოს რახბარი. კონსტიტუციის მცველთა საბჭო არის ძალაუფლების ყველაზე გავლენიანი რგოლი.მასში შედის 12 ღვთისმეტყველი, 6 ნიშნავს რახბარი, 6 ირჩევს სასამართლო ხელისუფლების მეთაური და ამტკიცებს პარლამენტი.საბჭოს აქვს უფლება დაადოს ვეტო წარმომადგენლობითი ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას.ამომწმებს ყველა ახლი კანონის შესაბამობას კონსტიტუციასთან და ისლამურ ნორმებთან.

ეს სამი რგოლი წარმოადგენს ძალაუფლების ვერტიკალის პირველ დონეს.შემდგომ მოდის ნაციონალური უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო.მასთანაა დაკავშირებული ქვეყნის მთლიანი ძალოვანი სისტემის მშენებლობა.მასში შედიან პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გენშტაბის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბიოჯეტო-დამგეგმავი ორგანიზაციების მეთაურები.

განსაკუთრებულ ოპერაციათა საბჭო არის რგოლი რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ე.წ. “ჯიხადზე, ღვთის კანონთა მიწაზე გასამარჯვებლად”.მასში შედიან პრეზიდენტი, რახბარის ცარმომადგენლები, გენშტაბის მეთაური, აგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინფორმაციისა უშიშროების მინისტრები, ასევე ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსისმეთაური.
ამის გაედა არსებობს პოლიტიკური რეკონსტრუქციისა და კულტურული რევოლუციების საბჭოები, რომლშიდაც ქვეყნის უმაღლესი მეთაურები შედიან.
შენდგომი დონეზეა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ადმინისტრაციული და სამეურნეო მართველობის ხელმძღვანელია.პრეზიდენტის ინსტიტუტი ირანს საშუალებას აძლევს გარკვეულწილად შენიღბოს თავისი რეჟიმის აშკარად თეოკრატიული ხასიათი.
რაც შეეხება პარლამენტს (მეჯლისი) იგი ყოველ 4 წელიწადში ირჩევა და ყოვლად შეუძლებელია მისი დათხოვა.არჩევნები მეჯლისში ირან-ერაყის ომის დროსაც კი ტარდებოდა.იგი ღებულობს კანონებს, მათშორის ნებისმიერი რაოდენობის საგარეო ინვესტიცებთან დაკავშირენით, უცხადებს ან არუცხადებს ნდობას მთავრობას.როგორც ავღნიშნე რახბარი ნიშნავს სასამართლო ხელისუფლების მეთაურს., რომელიც შარიათის სასამართლოთა ვერტიკალს აკონტროლებს.მეოთხე დონეს შეილება მივაკუთნოდ სხვადასხვა სამინისტროები და ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ ზემდგომი ორგანოების დირეკტივებს.როგორც ვხედავთ, არცთუ უსაფუძვლო იქნება თუ ირანს იდეოლოგიურ ქვეყანას ვუწოდებ.
ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბოლო დროს ირანში გამოQვვეყნებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2000 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის სამიმეოთხედი  არ ლოცულობს საერთოდ.გაზრდილია ნარკოტიკებია მომხმარებელთა და მეძავთა რიცხვი.ასევე თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში მომხდარ სტუდენტურ გამოსვლებს, უნდა ვივარაუდოთ რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას გარკვეული პრობლემები აქვს ახალგაზრდებთან იდეოლოგიური მუშაობის საკითხში.ასევე ცნობილია გარკვეული პოლიტიკური  რეპრესიების შესახებ, ხომეინის პრინციპების უარმყოპელთა წინააღმდეგ.
საერთოდ ის, თუ როგორ განვითარდება ირანის ისლამური საზოგადოების შიდა ურთიერთობები, ის თუ რა ცვლილებები და საითკენ წავა, მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის კულტურული ადგილის დამკვიდრებას თანამედროვე მსოფლიოში.
რამდენად მოახერხებს თანამედროვე ისლამური ირანი, აშკარად დასავლური ორიენტაციების ქვეყნების გარემოცვაში თავისი Gღირსეული ადგილის მონახვას, საზოგადოების ფასეულობათა ტრანსფორმაციას ნაციონალური ინტერსების ზიანის გარეშე ძნელი სათქმელია, მაგრამ ამქვეყნისთვის ეს ერთ-ერთ უმნისვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას რომელსაც შეუძლია მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშოს ქვეყნის განვითარების გზაზე.

რა თქმა უნდა, თითქმის სამიათასწლოვანი ისტორიის, დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ირანის მოქალაქეებს სამართლიან უფლება აქვთ პრეტენზია განაცხადონ თავიანთი ნაციონალური ინთერესების დაცვაზე.თუმცა აქ უმნიშვნელონვანესია, ამ პროცესში არ იქნას უარყოფილი ზოგად საკაცობრიო მონაპოვრები, წიანააღმდეგ შემთხვევაში, ირანს ადრე თუ გვიან აშკარად მოუწევს დაპირისპირება ამ დილემის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ ირან-ამერიკის დღევანდელ პრობლემატურ ურთიერთობებს დიდწილად სწორედ კულტურული პრობლემა უდევს საფუძვლად.დაპირისპირების შემდგომი განვითარება კი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორი გზით ივლის ირანის მთავრობა და საზოგადოება. რაც უფრო მეტი იქნება ირანში თეოკრატიული, ფუნდამენატალისტური და რადიკალური განწყობები საზოგადოებასა და მთავრობაში, მით უფრო მეტ უკუ რეაქციას მიიღებს იგი გარესამყაროსგან, რომელი ასე განსხვავებულია მისგან. შეილება ითქვას რომ საქმე გვაქვს საერთოდ რეალობის აღქმის ორ განსხვავებულ მოდელთან და შესაბამისად ალტერნატიული განვითარების სხვადასხვა პარალელთან, რომლებიც ჩემი აზრით აუცილებლად გადაიკვეთება ოდესმე, სადღაც. ამიტომ ან ერთის ექსპანსია უნდა შეიზღუდოს და გაჩერდეს; ან რომელიმემ უნდა შეირწყას მეორე თავისთავში.

ბოლოსთვის ერთ ციტატას მოვიყვან: “ახლი პრეზიდენტის არჩევით, ირანის პილიტიკის პრინციპები არ იცვლება”- ჯერ კიდევ არჩევნების მეორე ტურის წინ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინოტროს მეთაურმა ქამალ ხარაზიმ.მაშ როგორია ეს პრინციპები? “მსოფლიომ ანგარიში უმდა გაუწიოს ირანს, როგორც ძლიერ რეგიონალურ სახელმწიფოს.ისალამური რესპუბლიკა კვლავაც განაგრძობს ისლამური დემოკრატიის განვითარებას და რეგიონში გავლენის გაფართოებას”.ასე ჩამოაყალიბა თეირანის მომავალი პოლიტიკური კრედო ხარაზიმ.

                           გიორგი ანათაძე,

საერთაშორისო ურთიერთობების

მაგისტრი ეროვნულ უსაფრთხოებაში