error
ვ.რამიშვილი- გლობალური ტრანსფორმაციები და გლობალური გამოწვევები ბეჭდვა
კვირა, 17 ოქტომბერი 2010 18:58
გლობალური ტრანსფორმაციები და  გლობალური გამოწვევები
ვ.რამიშვილი
ჩვენი ეპოქის საერთაშორისო პოლიტიკის დამახასიათებელი თავისებურებაა:

•    ცივი ომის დასასრული,
•    გლობალური ტრანსფორმაციები.

ცივი ომის გეოპოლიტიკური არქიტექტურა, რომელიც ეფუძნებოდა ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირებაზე დამყარებულ წონასწორობას, დასრულდა. Aუცილებელია ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარება. ცივი ომის შემდგომი პერიოდი არის ამერიკის გეოპოლიტიკური ლიდერობის ეპოქა. ორი იდეოლოგიური ბლოკის დაპირისპირების ადგილს იკავებს “ატლანტიკისა” და “ევრაზიის” დაპირისპირება. ისინი გეოგრაფიული და ცივილიზაციური ცნებებია. ეს ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და, შესაბამისად, ახალ მსოფლიო წესრიგის აგების აუცილებლობას, რომლის ნიშნები უნდა იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარების მდგრადობა.

გეოგრაფიულად ევრაზია მოიცავს ევროპას და აზიას, ხოლო პოლიტიკურად და ეკონომიკურად იგი გულისხმობს აზიას. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკის გეოპოლიტიკური დომინირება უეჭველი ხდება.  დღეს ამერიკის დომინირებით წარმართული გეოპოლიტიკური წესრიგი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. თანამედროვეობის მთავარი გეოპოლიტიკური საკითხია: გახდება კი მსოფლიო მრავალპოლუსიანი სისტემა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო თვალსაზრისით, თუ არა? ეს საკითხი წყდება ევრაზიაში. ევრაზია ხდება გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ცენტრი. სწორედ იგი წყვეტს -  ვინ იქნება მსოფლიოში მადომინირებელი ძალა.

ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას ამწვავებს გლობალური ცვლილებები. მომავლის უპირველესი გლობალური პრობლემა არის ნავთობის, გაზის, წყალის, საკვების დეფიციტის ზრდა, აგრეთვე, გლობალური ეკონომიკური კრიზისები და მათი მადესტაბილიზირებელი ზემოქმედება მოკავშირეებზე და მეტოქეებზე. ეს იწვევს ახალ მიგრაციას, არასტაბილურობისა და ექსტრემიზმის ზრდას, პოლიტიკური რეჟიმების შეცვლას და გამკაცრებას. სახელმწიფოები ვეღარ ასრულებენ თავდაცვით და ჰუმანიტარულ ვალდებულებებს. ეკონომიკური კრიზისი მოითხოვს მსოფლიო წესრიგის კორექტირებას. უნდა გაირკვას, ვინ იქნება ამერიკის სპარინგ-პარტნიორი, რომელთანაც ერთად იგი ააგებს და გაინაწილებს ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას მსოფლიოს ახალ წესრიგზე (ან შეეცდება ამერიკა შეინარჩუნოს ერთპიროვნული ლიდერობა?).

კეთდება პროგნოზები: გაგრძელდება ეკონომიკური ძლიერებისა და სიმდიდრის გადაადგილება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ (ეს უპრეცედენტო მოვლენაა თანამედროვე ისტორიაში); მომდევნო 20 წელში განსაკუთრებით გაიზრდება ჩინეთის ეკონომიკა და, შესაძლებელია, იგი სიდიდით მეორე ეკონომიკა გახდეს (ეს გაზრდის ამ ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო გავლენას);

საიმედო, უსაფრთხო და თავისუფალი მიდგომა ენერგეტიკულ რესურსებთან აუცილებელი გახდება როგორც საშინაო სტაბილურობისთვის, ისე საგარეო მშვიდობისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტები სახელმწიფოთა შორის გარდაუვალია; გლობალური კლიმატის ცვლილება მოითხოვს დამატებით ეკონომიკურ და ფინანსურ ძალისხმევას მისი შედეგების დასაძლევად და სხვ.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წლისათვის გაიზრდება 1 მილიარდით. შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა საკვებზე 50% -ით; გაიზრდება იმ ქვეყნების რიცხვი (21-დან - 36 მდე), რომლებსაც ექნებათ სტაბილური წყალმომარაგების პრობლემა (დაახლოებით - 1.4 მილიარდი ადამიანი).

ატომური იარაღის გამოყენების რისკი 20 წლის მანძილზე, ზოგადად, დაბალი დარჩება (მაგრამ უფრო მაღალი იქნება ვიდრე დღესაა); ატომური იარაღის გამოყენება საერთაშორისო  ურთიერთობებს შოკში ჩააგდებს და გამოიწვევს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამხედრო უკუქმედებას; გაიზრდება გლობალური პანდემიების საფრთხე.

სამყაროს გლობალური პრობლემების ხასიათი საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათს განაპირობებს და გავლენას ახდენს  მსოფლიოს გეოპოლიტიკური წესრიგის სტაბილურობაზე.  მსოფლიო დგას ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის წინაშე.

როგორ ხასიათს მიიღებს საერთაშორისო ურთიერთობების და  პოლიტიკა? ამ წესრიგის ელემენტები უნდა იყოს:  
-    ინტერესებითა და პატარა სახელმწიფოების ხარჯზე მიმდინარე ვაჭრობა, თუ  სტაბილური განვითარების უზრუნველმყოფი პრინციპების დაცვა;
-    ეროვნული სახელმწიფოების, როგორც სტაბილურობის გარანტის, როლის  გაზრდა
(მოხდება თუ არა ლესე-ფერეს პრინციპის, როგორც მინიმალური სახელმწიფოს, გადასინჯვა, თუ გაგრძელდება პატარა სახელმწიფოთა დესუვერენიზაცია?).   
-    შეიცვლება თუ არა სახელმწიფოთა ურთიერთობისა და გაერთიანების ფორმები.
-    მსოფლიო პოლიტიკის საფუძველი იქნება გავლენის სფეროებად დაყოფილი მსოფლიო, თუ მსოფლიო ახალ გეოპოლიტიკური/სხვა კონფიგურაცია.
-    ისტორიულად ცნობილია სახელმწიფოთა ურთიერთობებისა და გაერთიანების შემდეგი ფორმები: კოლონია, გავლენის სფერო, ალიანსი, საერთაშორისო გაერთიანება.
-    სახელმწიფოთა ურთიერთობის რა სახის ფორმა გახდება გაბატონებული, დამოკიდებულია მსოფლიოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე?

თანამედროვე გლობალური სამყაროს ნიშნებია:
•    გაიზარდა კონკურენცია გლობალურ მოთამაშეებს შორის.
•    გაიზარდა ურთიერთდამოკიდებულება.
•    გაიზარდა გლობალური პრობლემები და მათი გადაჭრისათვის ძალების გაერთიანების აუცილებლობა.
•    გაიზარდა სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება რესურსებისა (ნავთობი, გაზი, წყალი, სურსათი) და დემოგრაფიის გამო.
•    გაიზარდა აუცილებლობა მსოფლიოს უსაფრთხოების უფრო მკაცრი, მობილური და სამართლიანი სისტემის შექმნისა.

თანამედროვე გლობალური სამყაროს მეორე მახასიათებელია ცვალებადობა. ცვალებადობა ყოველთვის იყო ჩვენი სამყაროსა და პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი ნიშანი. მაგრამ დღეს ცვალებადობის ხასიათი და ტემპი შეიცვალა. დღეს ცვლილებების რეჟიმში ყოფნა ნიშნავს:
•    სწრაფ ცვლილებებს
•    გლობალურ ცვლილებებს
•    შეუქცევადი ცვლილებების სიმრავლეს
•    საფრთხის სახეებისა და ხარისხის სწრაფ ცვლილებას
•    შემცირდა დროის მონაკვეთი კრიზისებს შორის

ამ ცვლილებების ბუნებისა და შედეგების განსხვავებული ხედვა აქვთ აშშ-ს, რუსეთს, ევროკავშირს, ჩინეთს, რაც განაპირობებს მათი სტრატეგიული მიზნების განსხვავებასაც.

ევრაზიული გეოპოლიტიკა. თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი არის  ევრაზია. ევრაზიის მიმზიდველობა იმაშია, რომ აქ ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის  75%, ეკონომიკური აქტივობებისა და ბუნებრივი და მიწისქვეშა წიაღისეულის უმეტესობაც აქ არის. ევრაზიას ეკუთვნის მსოფლიოს ერთობლივი პროდუქტის 60%, ენერგეტიკული რესურსების მარაგის 75%; ევრაზიაშია განლაგებული მსოფლიოში ყველაზე ამბიციური და დინამიკურად განვითარებადი სახელმწიფოები: აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ექვსი ეკონომიკა და იარაღის ყველაზე დიდი შემსყიდველიც ევრაზიაშია. ისინი, ვისაც შეუძლია ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაუპირისპირდეს ამერიკას, ასევე მსოფლიოს ევრაზიაულ ნაწილში არიან განთავსებულნი, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფოებიც ევრაზიაშია. Aამრიგად, ევრაზია ფლობს განუზომელ რესურსებსა და სიმდიდრეს.

ბუნებრივი რესურსები: ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ფლობს ნავთობის მსოფლიო მარაგის 4.3%-ს,  ხოლო ევრაზია -74.4%-ს;  ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ფლობს გაზის  მსოფლიო მარაგის 7.79%-ს, ხოლო ევრაზია - 73.17%-ს. ამრიგად,  ევრაზია არის ბუნებრივი სიმდიდრეები, აქტიური მოსახლეობა და დინამიკური ეკონომიკები.
გასაღების ბაზრის მიხედვით, უზარმაზარი არის სპარსეთის ყურე და კასპიის ზღვის ბასეინი, რომელსაც სამყაროს ენერგეტიკულ გულს უწოდებენ. იგი არის  კრიზისების, ღია და ფარული კონფლიქტების რეგიონი. ეს ცხადს ხდის გლობალური ძალების ევრაზიისადმი ინტერესს და  ბრძოლას მსოფლიო ენერგეტიკული ცენტრისთვის.

ცივი ომის შემდეგ აზიაში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები უფრო დინამიკური ხდება. გამოღვიძებული პოლიტიკური ძალები და აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის გეოპოლიტიკური თეზისები განაპირობებენ ევრაზიის გეოპოლიტიკურ დინამიკას. აშშ-ს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ჰეგემონობა დამოკიდებულია და განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეძლებს და რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ის დომინირება ევრაზიაზე, “ვინც ფლობს ევრაზიას, იგი ფლობს სამყაროს” (ზ. ბჟეზინსკი). კონკურენცია ამ მიმართულებით მწვავდება, რასაც ემატება ენერგეტიკული და სასურსათო პრობლემები და დეფიციტურობის ზრდა. ევრაზია არის ომების საფრთხის, სუვერენიტეტის ძიების, დომინირების მოპოვების სივრცე.  

აშშ-ს ევრაზიული სტრატეგია.  აშშ-მა მოახდინა ყველაზე სწრაფი რეაგირება ევრაზიაზე, როგორც გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ ცენტრზე და  წამოაყენა ბატონობის განსხვავებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური თეზისები:
-    ისტორიის დასასრული (ფ.ფუკუიამა)
-    ცივილიზაციათა შეჯახება (ს. ჰანტინგტონი)
-    ახალი მსოფლიო წესრიგი (ჯ.ბუში-მამა).
-    დიდი საჭადრაკო დაფა (ზ. ბჟეზინსკი).
ყველა ამ თეზისს საფუძვლად უდევს ევრაზიის, როგორც ამერიკის, სასიცოცხლო სივრცის იდეა.

ვინაიდან ევრაზია ბუნებრივი და ენერგეტიკული რესურსების ყველაზე მდიდარი რეგიონია და ფლობს გასაღების უდიდეს ბაზრებს, აშშ-ს მხრიდან ინტერესი მის მიმართ ამჟამადაც თვალშისაცემია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ევრაზიაში ასევე ხდება აშშ – სათვის შემაშფოთებელი მოვლენები:
•    ჩინეთის ეკონომიკური ძლიერების სტაბილური ზრდა (რაც ჩინეთის პოლიტიკურ და სამხედრო ამბიციებს არაპროგნოზირებადს ხდის).
•    ევრაზია ავლენს ერთიანობის ძიების მცდელობებს (ამის მაგალითია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია).
•    რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის მოულოდნელად ნაადრევი ზრდა.
•    ევრაზიაში ვითარდება ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები და ინიციატივები.
•    ევრაზიაში არის ორი უდიდესი სახელმწიფო რუსეთი და ჩინეთი (აშშ-ისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია იქონიოს კონტროლი მათზე და შეზღუდოს მათი განვითარების ტემპი)
•    ევრაზიაში არის რადიკალური ისლამი (აშშ-ის  მიზანია ასევე ისლამურ სამყაროზე გავლენის მოხდენა).

ეს აუცილებელსა და გადაუდებელს ხდის აშშ-ის აქტიურ ჩარევას ევრაზიის გეოსტრატეგიულ კონკურენციაში. აშშ-ის სტრატეგიის იდეოლოგიური საფუძველია:

•    დემოკრატიზაცია და სოციალური და პოლიტიკური რეფორმების დახმარება
•    სასიცოცხლო ინტერესების სფეროს განსაზღვრა
•    პრევენციული დარტყმის დოქტრინა, რომელიც გულისხმობს როგორც ეკონომიკურ, პოლიტიკურ ისე სამხედრო მოქმედებებს

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი გაიზარდა 2001 წ. 304 მილიარდიდან -  2007 წლის 481 მილიარდამდე.  აშშ – მა თავის ხედვა ჩამოაყალიბა უშიშროების საბჭოს მოხსენებაში ”გლობალური ტენდენციები - 2025”. ამერიკა ძირითად გეოპოლიტიკურ ტენდენციას ხედავს:

•    აშშ-ის  როლის დომინანტურობის შემცირება
•    რუსეთისა და ჩინეთის გაზრდილი ინტერესების გათვალისწინება  
•    აშშ-ს მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა
•    კიბერომის შეტევების საფრთხის გაზრდა
•    აშშ ინარჩუნებს დამბალანსებლის როლს შუა აღმოსავლეთსა და აზიაში (მიუხედავად ანტიამერიკანისტული ტენდენციებისა).

აშშ ერთ - ერთ გლობალურ ტენდენციად მიიჩნევს აშშ-ს მიერ ლიდერობის დაკარგვის შესაძლებლობას. ეს არის ამერიკის უპირველესი პრობლემა. აშშ-ის გეოსტრატეგიული ამოცანა 2025 წლამდე არის ჩინეთის ექსპანსიის შეჩერება და ერთი ზესახელმწიფოს ჰეგემონიის შენარჩუნება. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა დაპირისპირება, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და კულტურული სისტემების, მოკლედ, ცივილიზაციური დაპირისპირება და იგი ხდება ევრაზიის კონტინენტზე. აშშ-ს მიზანია, ჩინეთის კონტროლისა და ზეწოლის მექანიზმების მოძიება, ჩინეთის მეზობელი ქვეყნების, უშუალოდ, ჩინეთის გავლენის სფეროში მოხვედრისაგან დაზღვევა. აშშ-ს სურს აიცილოს სამყაროს დაყოფა  “ჩინეთი” და “არაჩინეთი”. გახდება თუ არა მსოფლიო მრავალპოლუსიანი, დამოკიდებულია ევრაზიაზე. აშშ-მა ჩამოაყალიბა რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა აშშ-ის დომინანტობის შესანარჩუნებლად:
•    სამხედრო ძლიერება  მეცნიერული და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნების ხარჯზე.
•    არარეგულარული საომარი მოქმედებების ტაქტიკა.
•    შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის იარაღის შემუშავება.
•    ახალი ტექნოლოგიების განვითარება (წიაღისეული რესურსის გამოყენების ალტერნატიული პროექტების ჩათვლით, რათა თავიდან  იქნას აცილებული საკვებისა და წყლის პრობლემა.

აშშ-ს სტრატეგის ჩამოყალიბდა “შუა აღმოსავლეთის დიდი პროექტის” სახით, ნიშნავს, რომ შენარჩუნებულ იქნას აშშ-ს მადომინირებელი პოზიცია, როგორც ძალის ერთადერთი ცენტრისა. მისი ძირითადი ელემენტებია:
•    ევრაზიის ტერიტორიამ უნდა მიიღოს ერთიანი გასაღების ბაზრის სახე, რომელიც შედგება პატარა ნაწილებისგან.
•    ენერგეტიკული, ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური საქმიანობა და გასაღების ბაზარი უნდა იყოს თავისუფლად ხელმისაწვდომი.
•    ევრაზიის სახელმწიფოების ტერიტორიულ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია, სახელმწიფოების ეროვნული და პოლიტიკური მთლიანობის რღვევა.
•    ხელი უნდა შეეშალოს შესაძლო კონკურენტების მცდელობებს, გახდნენ შუა აღმოსავლეთის ენერგეტიკული სიმდიდრეების ერთადერთი განმკარგავი ძალა.
•    ხელი უნდა შეეშალოს ევრაზიის სახელმწიფოების დაახლოებას და სოლიდარობის განვითარებას.
•    პატარა სახელმწიფოების დაპირისპირებები გამოიყენებულ უნდა იქნას საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად.
•    აშშ-ის მიზანია, ამ საქმეში გამოიყენოს ნატო და მისი საშუალებით აკონტროლოს ევროკავშირის  აქტივობებიც.

სანამ ევროკავშირი თვლის, რომ მის გარეშე აშშ ვერ განახორციელებს შუა აღმოსავლეთის პროექტს, ხოლო  აშშ-ის  მოქმედებები ემთხვევა მათ ინტერესებს, ევროკავშირი ითანამშრომლებს აშშ-თან და მათ შორის დაპირისპირება არ იქნება, რადგან ევროპა არ აცხადებს დამოუკიდებელ გლობალურ ამბიციებს.

ევრაზიის გეოპოლიტიკის აუცილებელი ელემენტია ენერგეტიკული რესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების  გზის გაკონტროლება: ნავთობსადენები, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილები, საზღვაო გზები, საზღვაო ტრანსპორტირების საკვანძო ნავსადგურები.  მეზობელი ტერიტორიების მნიშვნელობა სწორედ ამის მიხედვით ისაზღვრება.

უკანასკნელი ხუთი საუკუნე ევრაზია არის რეგიონის სახელმწიფოთა ჰეგემონიისათვის ბრძოლის ასპარეზი, მაგრამ დღეს პირველად ამ ბრძოლაში ებმება არარეგიონალური ძალა აშშ-ის და  ევროკავშირის სახით. აშშ-ს გააქტიურება ხდება 11.09.2001 წლის ტერაქტის შემდეგ, როდესაც იგი სრულად და მთელი ძალებით ერთვება ევრაზიის პოლიტიკაში. იგი ახმოვანებს “შუა აღმოსავლეთის დიდი პროექტს”, სადაც აშშ-ის სტრატეგიის მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი სწორედ ესაა.

ზ.ბჟეზინსკის აზრით, ევრაზია დიდია გაერთიანებისათვის. ეს კი არის შანსი აშშ-სათვის. ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ მოხდეს ევრაზიის სახელმწიფო ინტერესთა გაერთიანება.  ეს გადამწყვეტი პოზიციაა და ამერიკის ევრაზიული პოლიტიკის არსიც. აშშ-მა უნდა გამოიყენოს  ვითარება და არ უნდა მისცეს ევრაზიის ქვეყნებს გაერთიანების საშუალება, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის როლის გადახედვას მსოფლიოში. ამერიკამ უნდა ისარგებლოს პოლიტიკის ძველი რომაული პრინციპით.  ზ. ბჟეზინსკის ეს იდეა განაპირობებს ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხასიათს. ჯ. ბუშის დროს მან მიიღო ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის სახე, დაეფუძნა პრევენციული დარტყმის თეზისს და დღეისთვის არის აშშ უპირატესობის უზრუნველყოფის საფუძველი და საშუალება.

“შეერთებული შტატების თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში” (2002) გაცხადებულია, რომ შეერთებული შტატები მომავალში ”ჩვენს მიერ შერჩეულ დროს, ადგილზე და ფორმით” იტოვებს ნებისმიერ ქვეყანაზე წინმსწრები თავდასხმის განზრახვას და უფლებას.

შსრკ-ის დაშლის შემდეგ ევრაზიაში წარმოშობილი ძალაუფლების ვაკუუმის ამოვსებას შეეცადა აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი. ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით აშშ-მა მიაღწია საკუთარი სამხედრო ძალების ბაზების განთავსებას შუა აზიაში, რითაც შეძლო ევრაზიის სიღრმეში შესვლა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს ბრძოლა მიდის ევრაზიის რეგიონის პატარა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებისათვის.

ამ შემთხვევაში  “ჩაუძირავი ავიამზიდები-ს” ფუნქციას პატარა სახელმწიფოები ასრულებენ, რომლებსაც  ევრაზიული პოლიტიკის განხორციელებისას ეყრდნობა აშშ. Gგამოდის რომ, მსოფლიო მოთამაშეებს შორის დაპირისპირება ამ პატარა სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლაში ვლინდება. Eესენია კავკასია და შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს შორის იმყოფებიან.

ზემოთქმულს ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ვინც დღეს აკონტროლებს მსოფლიოს ენერგეტიკულ გულს და განკარგავს ენერგეტიკულ რესურსს, ის აკონტროლებს  სამყაროს და ვინც აკონტროლებს სამყაროს, ის არის გლობალური ძალა, რადგან  მსოფლიოს სწორედ ის კარნახობს თავის პირობებს.

ევროკავშირის ევრაზიული სტრატეგია.
ევროკავშირისათვის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა  არის ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამ საკითხის გადაჭრის გარეშე ამ ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. 1991 წელს სსრკ დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპა, შუა აზია და კავკასია გაიხსნა ტრანსნაციონალური კაპიტალისათვის და იწყება ბრძოლა ამ რეგიონების სიმდიდრის გადანაწილებისათვის. ევროკავშირი უკვე 1991 წელს იწყებს თAჩIშ-ის პროგრამის განხორციელებას. ეს იყო დსთ ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის მიზანი რეგიონის უკეთ გაცნობა და რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იყო. 1997 წელს ამსტერდამის შეთანხმების 18 მუხლის თანახმად, ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, დანიშნოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონის ქვეყნებში. 2002 წელს ევროკავშირმა ცვლილებები შეიტანა თAჩIშ-ის პროგრამაში. მის თანახმად, პრიორიტეტულ რეგიონად გამოცხადდა შუა აზია და, შესაბამისად, შემუშავდა ევროკავშირის მოქმედების ახალი სტრატეგია. 1993 წელს ევროკავშირი იწყებს თღAჩEჩA-ს (ევროპის, კავკასიის, აზიის სატრანსპორტო დერეფანი) პროექტის განხორციელებას. უნდა შექმნილიყო სატრანსპორტო დერეფანი ევროპიდან კავკასიისა და შუა აზიის გავლით - ჩინეთამდე. ამისათვის საჭირო იყო  ამ გზაზე არსებული ქვეყნების მოქცევა ევროკავშირის გავლენის სფეროში. ამ გზას ახალი აბრეშუმის გზას უწოდებენ. მისი მიზანი   ევროკავშირის დაკავშირება და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფაა. 2006 წელს ევროკავშირი უერთიანდება აშშ –ს NABUჩჩO-ს პროექტს. უფრო ადრე ევროკავშირმა განახორციელა პროექტი INOGAთE (გაზისა და ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირება ევროპაში. იგი დაკავშირდა თAჩIშ-ის პროექტთან). ეს იყო 4.6 მილიარდიანი პროექტი 3300 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენის გასაყვანად.  აზიის ენერგეტიკული რესურსებისათვის ბრძოლაში ევროკავშირს სურს საკუთარი პოლიტიკის გააქტიურება. ამ ბრძოლაში იგი უპირისპირდება აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს. კონკურენციულ ბრძოლაში ჩაბმულნი არიან ევროპული ნავთობკომპანიები: ინგლისური - BP, იტალიური - Eნი Aგიპ,  ფრანგული - თოტალ.

ევროკომისიის მოხსენების მიხედვით, ევროპა დღეს ახდენს ენერგორესურსების 50%-ის იმპორტირებას, ხოლო 2030 წლისათვის იმპორტი გაიზრდება 65%-მდე.

ევროპის ქვეყნების აზრი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხის გადაჭრის თაობაზე გაყოფილია ორად. ერთნი მიიჩნევენ, რომ უნდა გააგრძელონ ორმხრივი ხელშეკრულება რუსეთთან ენერგომატარებლების მიწოდების მხრივ. მეორენი თვლიან, რომ რუსეთთან მოლაპარაკებისას უნდა გაამყარონ საკუთარი პოზიციები გაზისა და ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის გზით. ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაცია ახდენს პოზიციის გაძლიერებას მოლაპარაკებისას რუსეთთან - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა მ. ბრაიზამ. მათი აზრით, რუსეთი ახდენს ენერგომატარებლების ფასების და ოდენობების მანიპულირებას. აშშ ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირის აქტიურ ჩართვას ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკურ თამაშში, რითაც ძალთა ბალანსი იცვლება და Aაშშ-ს მეტი შანსი უჩნდება, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დარტყმა მიაყენოს რუსეთს. სენატორი ლუგარი მიიჩნევს, რომ ტრანსატლანტიკურმა თანამეგობრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ენერგეტიკულ ლიდერობაზე უარის თქმა ემუქრება მათ საერთო მომავალს. მისი აზრით, ენერგეტიკა სუსტი ადგილი იქნება მანამ, სანამ ენერგომატარებლებლებს განსხვავებული წყაროებიდან ერთიანი მოქმედებებით არ მიიღებენ. ეს მან განაცხადა აშშ – უკრაინის კონფერენციაზე (15.04.2008). სენატორმა ლუგარმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ევროპელების დახმარება, მოახდინონ დივერსიფიკაცია და მიაღწიონ საკუთარი პოზიციების გამყარებას “გაზპრომთან” მოლაპარაკებისას.

აშშ ცდილობს დააჩქაროს ნავთობ და გაზსადენების მშენებლობა ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან. Aამ პროექტის საფუძველი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსას ნავთობ და გაზსადენების ფუნქციონირებაა. აშშ ასევე ახდენს ერთი მილიონი ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის გადაქაჩვას აზერბაიჯანიდან (გაზსადენი - ბაქო-თბილისი-ერზერუმი). აშშ 10 წლის წინათაც ცდილობდა ტრანსკასპიური გაზსადენის აგებას თურქმენეთიდან - თურქეთისკენ, რათა გვერდი აევლო რუსეთისა და ირანისათვის. მაგრამ ამ პროექტს ხელი შეუშალა კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსის გაურკვევლობამ და რეგიონალურმა არასტაბილურობამ (ყარაბახი). 2010 წლიდან  დაგეგმილია გაზსადენის NABUჩჩO-ს მშენებლობა, რომელმაც 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაატაროს. აშშ-ის აზრით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჩრდილოატლანტიკური ერთიანობის განმტკიცება, რისთვისაც ევროკავშირმა თავისი სტრატეგია უნდა შეცვალოს.

2003 წელს პრაღაში ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცივი ომის პერიოდში ევროპის უსაფრთხოებისათვის ევროპაში შემოყვანილი იქნა გიგანტური არმია. მაგრამ ევროპაში NAთO პროცესების მხოლოდ მეთვალყურე ვერ იქნება. მისი მომავალი ეს არის დიდი შუა აღმოსავლეთი. NAთO აქტიურად ერთვება იქ მიმდინარე  პროცესებში და შეიძლება თავის თავზე აიღოს კრიზისების მოწესრიგება. ეს უნდა განახორციელდეს სამშვიდობო ძალისმიერი ოპერაციების მეშვეობით იმ ქვეყნებში,  რომლებიც უქმნიან საფრთხეს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.  ევრაზიიდან მომდინარე საფრთხის წყარო ტერორიზმსა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაში, შესაბამისად,  მისი გამოყენების რისკის ზრდაში მდგომარეობს.  

2007 წლის 11 იანვარს ევროკავშირის კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი “ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა”- (EU’შ NEჭ ENEღGY POLIჩY.11.01.2007). დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იზრდება ევროკავშირის მოთხოვნილება ენერგორესურსებზე. ამავე დროს გამოთქმულია შეშფოთება ენერგო- რესურსების ერთ ხელში მონოპოლიური კონცენტრირებისა და ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პრაქტიკის თაობაზე. დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ასეთი მდგომარეობა აღარ შეიძლება გაგრძელდეს და უნდა მოხდეს  ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიკაცია. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა არის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ძირითადი საკითხი.  ენერგეტიკული უსაფრთხოება  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი საკითხი ხდება. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციების უმეტესობა:
•    მხარი დაუჭიროს იმ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ენერგომატარებლების წყაროების, მომწოდებლების, მარშრუტისა და ტრანსპორტირების ხერხების დივერსიფიკაციისაკენ.
•    ატომური ენერგეტიკის განვითარება, რომელსაც ევროპის ენერგო მოხმარების 30% უკავია; ენერგიის ახალი წყაროების შექმნა; ენერგიის მოხმარების შემცირებისათვის  შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.
•    ევროკავშირის ქვეყნების ენერგოსისტემების გაერთიანება. პირველ რიგში, გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის ენერგოსისტემების გაერთიანება. ტრანსევროპული გაზსადენის NABUჩჩO-ს მშენებლობა; კასპიის ზღვის ნავთობის ტრანსპორტირება აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს პოლიტიკა ხელს შეუწყობს ევროკავშირის დაახლოებას და გააღრმავებს თანამშრომლობას აშშ-თან, აზერბაიჯანთან,  საქართველოსთან, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ   ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შექმნას. ევროკავშირის მიერ შექმნილი ენერგორესურსების ერთიანი ბაზარი აგებული იქნება ლიბერალური კონკურენციის პრინციპებზე, მაგრამ ეს რუსეთის მკვეთრ წინააღმდეგობას გამოიწვევს. 2010 წლიდან ევროკავშირი გეგმავს NABUჩჩO-ს მშენებლობის დაწყებაში მონაწილეობას.

აშშ ევროპას მოუწოდებს შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია ენერგეტიკული უსაფრთხოების მისაღწევად. აშშ–ის აზრით, ევროპელებმა უნდა მოახდინონ ენერგეტიკული რესურსების წყაროების დივერსიფიკაცია და მასში ცენტრალური აზია და კასპიის ზღვის რეგიონი ჩართონ. დღეს ევროპისათვის გადამწყვეტი საკითხია - დარჩება თუ არა იგი რუსეთის მონოპოლიური გავლენის სფეროში.  

ევროკავშირი  და  ცენტრალური აზია - ახალი პარტნიორობის სტრატეგია. სსრკ დაშლის შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი - დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები განიცადეს. ისინი შეუერთდნენ ეუთოს და მიიღეს ამ ორგანიზაციის ღირებულებები, სტანდარტები და ვალდებულებები. მაგრამ ეს საკმარისი აღარ არის. გლობალური სამყარო მოითხოვს თანამშრომლობის ახალ დონეს. პოლიტიკური თანამშრომლობის და ეკონომიკური განვითარების მიზანია, სტაბილურობა და განვითარება. ევროკავშირი მზად არის, ითანამშრომლოს და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ ქვეყნებს შემდეგ სფეროებში: სახელმწიფოს მშენებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიის ხელშეწყობა და განათლება. ასევე, გაუზიაროს აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის გამოცდილება. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რეგიონს  შეუძლია ითამაშოს დიდი როლი ცივილიზაციათა დიალოგში. განისაზღვრა 2007-2013 წლების პრიორიტეტები ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის საკითხში. ამ მიზნით, ევროკავშირის 2007-2013 ბიუჯეტში ორჯერ გაიზარდა ამ ქვეყნების ფინანსური დახმარება. ევროკავშირის პოლიტიკა უფრო გასაგები და ჰარმონიული  უნდა გახდეს ცენტრალური აზიიისათვის. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი ცდილობს განამტკიცოს ადგილობრივი ენერგობაზარი, გააუმჯობესოს მათი ინვესტირების პირობები. დაიგეგმა ევროკავშირის სტრატეგია:
•    დაამყაროს მუდმივი რეგიონალური პოლიტიკური დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე;
•    აამოქმედოს ევროპული ინიციატივა განათლების სფეროში;
•    აამოქმედოს ევროკავშირის ინიციატივა კანონის უზენაესობის შესახებ;
•    დაამყაროს შუა აზიის თითოეულ ქვეყანასთან დიალოგი ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მიიღოს კონკრეტული შედეგები;
•    აწარმოოს მუდმივი “ენერგეტიკული” დიალოგი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
დიალოგის პრინციპია: თანასწორობა, გამჭვირვალეობა და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულობა. ევროკავშირის სტრატეგიული მიზანია, მიაღწიოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.  რადგან:
•     ცენტრალური აზიის ქვეყნების სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარება და რეგიონალური პრობლემების სიმრავლე უშუალოდ ან გაშუალებულად ახდენს გავლენას ევროკავშირის ინტერესებზე,
•     ევროკავშირის გაფართოების შემთხვევაში (სამხრეთ-კავკასიის რეგიონი) ისინი ახლო შეიძლება მეზობლები გახდნენ,
•     ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსები და რეგიონის სახელმწიფოთა მიზანი, მოახდინონ ბიზნესპარტნიორების, ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირება, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ამგვარად,  ცენტრალური აზიის ქვეყნების დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის განვითარება - ამ რეგიონს გადააქცევს სტაბილურ და უსაფრთხო პარტნიორად.  

ევროკავშირის სტრატეგიაში ჩართულია მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომლებმაც უნდა დააფინანსონ ევროკავშირის პროექტები ცენტრალურ აზიაში.

ვითარდება  თანამშრომლობა და დიალოგი ცალკეული ქვეყნისა და რეგიონალურ დონეზე  ცენტრალური აზიის რეგიონალურ ორგანიზაციებთან (ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობა - EUღAშEჩ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია - შჩO, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ჩშთO,  ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა - ჩAღEჩ,  ცენტრალური აზიის რეგიონალური ინფორმაციულ-საკოორდინაციო ცენტრი - ჩAღIჩჩ, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ღონისძიებათა თათბირი - ჩIჩA).

2007 წლის 28 მარტს  ყაზახეთში ჩატარდა შუა აზიის ქვეყნების სამიტი, რომელზეც განხილული იყო რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მასში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის თურქმენეთის პრეზიდენტებმა, ხოლო  ევროკავშირის სახელით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფ. შტეინმეიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა შუა აზიაში - პიერ მორელმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა - Bბენიტა ფერერო ვალდნერმა. ამ შეხვედრის შემდეგ, 2007 წლის 23 აპრილს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრთა თათბირზე,  შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის გაფართოების მიზნით, მიღებულ იქნა ახალი “შუა აზიის სტრატეგია”. ამ დოკუმენტში  განისაზღვრა  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა  შუა აზიის ქვეყნების მიმართ. ფ. შტეინმეიერმა განაცხადა, რომ რუსეთის, აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიის აქტიურობის ფონზე ევროკავშირი არ უნდა დარჩეს პასიურ მაყურებლად. ევროკავშირის პოლიტიკის ერთ - ერთი მიზანია რუსეთისაგან ენერგეტიკული დამოკიდებულების დაძლევა და ენერგო- რესურსების მიწოდების დივერსიფიკაცია. ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა (2007 მარტი) ემყარება სამ პრინციპს: ენერგომატარებლების მოწოდების უსაფრთხოება, კონკურენცია და მოწოდების სტაბილურობა. პარალელურად, მუშავდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ 2020 წლისათვის 20%-ით ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას, რაც იწვევს სათბურის ეფექტს, 20%-ით უნდა გაიზარდოს აღდგენადი ენერგიის წილი, იზრდება ენერგიის გამოყენების ეფექტურობაც. ესე ხელს შეუწყობს ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზნების მიღწევას. ენერგეტიკული უსაფრთხოება და კლიმატის დაცვა ერთი მედლის ორი მხარეა.

ვროკავშირის  სტრატეგიის ძირითადი მიზანი ცენტრალური აზიის დემოკრატიზაცია და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც შესაძლებელს გახდის გეოსტრატეგიული მდგრადობის და  თანამშრომლობის განვითარებას. ეუთოს, ევროსაბჭოს, გაეროს და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისრის მეშვეობით, ევროკავშირი აწარმოებს დიალოგს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ეს დიალოგი არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი და მისი გეოპოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი.

ევროკავშირის სტრატეგია ემყარება სოფტ პოწერს (მოქნილი ძალა). დიალოგი უნდა იყოს ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პოლიტიკის ინსტრუმენტი. ევროკავშირი განამტკიცებს თანამშრომლობას კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში,  სასამართლო რეფორმის განხორციელებაში. ამ პროექტების მიზანია, პლურალისტური და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ახალგაზრდობა და განათლების სისტემა. ეს არის ინვესტიცია მომავალში. ევროკავშირმა შეიმუშავა ცენტრალური აზიისათვის “ევროპული ინიციატივა განათლების სფეროში”.

ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნა ნიშნავს ამ ქვეყნების მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანების ხელშეწყობას ევროკავშირის მხრიდან. გაუმჯობესდება ეკონომიკური და საინვესტიციო ვითარება, ეკონომიკურ დივერსიფიკაცია.

INOGAთE (გაზისა და ნავთობის სახელმწიფოთაშორისი ტრანსპორტირება ევროპაში), თღAჩEჩA (სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზია), ENPI (კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი) - მათი მეშვეობით ევროკავშირი ცდილობს გააფართოვოს და განავითაროს რეგიონალური ინფრასტრუქტურა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს საშუალებას მოგვცემდა უკეთესად გამოყენებულიყო ცენტრალური აზიის რესურსები. ცენტრალური აზია შეიძლება გახდეს სავაჭრო დერეფანი. ევროკავშირის მიზანია, ცენტრალურ აზიაში საბაზრო ეკონომიკის და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება.

ნავთობის, გაზის, ელექტროენერგიის გარდა მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მართვა. ჰიდრორესურსები არის საკვანძო საკითხი ცენტრალური აზიის, ავღანეთისა და პაკისტანის განვითარებისა და სტაბილურობისათვის. ეს საკითხი არ არის სათანადოდ შეფასებული.

წყლის რესურსების თავისუფალი მისაწვდომობა 21-ე საუკუნეში იქნება მსოფლიოს ძირითადი პრობლემა. ეს კიდევ უფრო იგრძნობა ცენტრალურ აზიაში. ეკოლოგიური პრობლემების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია წყლის რესურსების გამოყენების, განაწილების და სანიტარული სტანდარტების დაცვასთან. რეგიონში არის ტრანსსასაზღვრო მდინარეები, ტბები, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონალური მიდგომა  ამ რესურსების დაცვისათვის (ტყით სარგებლობის გაუმჯობესება). წყლის რესურსების გამოყენების სფეროში თანამშრომლობა განამტკიცებს რეგიონალურ  სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. 2006 წელს ევროკავშირმა წამოიწყო დიალოგი გარემოს პრობლემებთან დაკავშირებით. იგი მხარს უჭერს EEჩჩA-ს (აღმოსავლეთი ევროპა, კავკასია, ცენტრალური აზია) კომპონენტის განხორციელებას და ევროკავშირის “წყლის ინიციატივას” (EUჭI-EEჩჩA), რაც გულისხმობს უსაფრთხო წყალმომარაგების, სანიტარული სტანდარტების დაცვას   და ინტეგრირებული გამოყენების უზრუნველყოფას.

ევროკავშირი მხარს უჭერს ახალი საბადოების აღმოჩენასა და დამუშავებას, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების გზებისა  და უსაფრთხოების სრულყოფას. ევროკავშირი მხარს უჭერს ახალ სატრანსპორტო დერეფანს კასპიის ზღვა _ შავი ზღვა – ევროკავშირი.

მიგრაცია ერთ - ერთი მთავარი პრობლემაა 21-ე საუკუნეში. მიგრაციის დადებითი და უარყოფითი გავლენა იგრძნობა ყველგან. ევროკავშირი ცდილობს დიალოგის და თანამშრომლობის ინტენსივობის გაზრდას  მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ევროკავშირი მოითხოვს გლობალურ მიდგომას მიგრაციის საკითხთან, რაც გულისხმობს დიალოგის დაწყებას მეზობელ აღმოსავლურ და სამხრეთ-აღმოსავლურ რეგიონებთან.

ევროკავშირი მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი ცენტრალური აზიის განვითარებაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ცენტრალური აზიის სტრატეგიას იგი განიხილავს სხვა რეგიონალურ სტრატეგიებთან კავშირში, როგორიცაა “შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი საქმიანობის ინიციატივა”. ამ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაამყარონ აქტიური დიალოგი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.

ჩინეთი. ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ამ ქვეყნის წინაშე დგას სამი ამოცანა: ეროვნული ერთიანობის აღდგენა (ტაივანი), მოდერნიზაცია და მსოფლიოში მშვიდობის დაცვისა და განვითარების ყოველმხრივი მხარდაჭერა. საერთაშორისო ურთიერთობებში პრობლემების გადასაჭრელად ჩინეთი უსაფრთხოების ახალი კონცეპტით ხელმძღვანელობს.   საერთაშორისო უსაფრთხოების კონცეპტის ბირთვს უნდა წარმოადგენდეს ურთიერთნდობა, ურთიერთსარგებლობა, თანასწორობა და კოორდინაცია. ჩინეთის უსაფრთხოების ახალი კონცეპტი შეიცავს შემდეგ პუნქტებს:  
•    ურთიერთუსაფრთხოება, (მუტუალ სეცურიტყ) ცივი ომის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პრინციპი “თამაში ნულოვანი შედეგით”. მაგრამ ცივი ომის შემდეგ ქვეყნებმა უნდა მიიღონ ახალი კონცეპტი “ურთიერთუსაფრთხოება”. დაპირისპირება ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ააგებს საკუთარ აბსოლუტურ უსაფრთხოებას სხვათა უსაფრთხოების უარყოფის საფუძველზე.
•    ერთობლივი უსაფრთხოების კონცეპტი (ცოოპერატივე სეცურიტყ). დღეს ყველა ქვეყანა დგას ახალი, არატრადიციული გლობალური და ტრანსნაციონალური საფრთხეების წინაშე. გარემოს პრობლემები, გლობალური დათბობა, ნარკოტიკი, ტერორიზმი, ატომური იარაღის გავრცელება, ეპიდემიები და სხვა.
ყოველმხრივი უსაფრთხოების კონცეპტი (ცომპრეჰენსივე სეცურიტყ). იგი უკეთესია, ვიდრე სამხედრო უსაფრთხოება. მართალია, ცივი ომის შემდეგ, გეოპოლიტიკური, სამხედრო უსაფრთხოება და იდეოლოგიური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რიგი პოლიტიკოსების აზროვნებაში, მაგრამ ეკონომიკური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში.

ჩინეთის პოლიტიკურ ლექსიკონში ცნება “ჰეგემონია” მოხსენიებულია მხოლოდ აშშ-ის მიმართ. ჩინეთი აცხადებს, რომ იგი არასოდეს აღარ ესწრაფვის ჰეგემონიას. 21-ე საუკუნის პირველი 20 წელი სტრატეგიულად განსაკუთრებით ხელსაყრელია ჩინეთის ეკონომიკური განვითარებისათვის. Mიზანია,  2050 წლისათვის ჩინეთი გახდეს საშუალო დონის განვითარებული ქვეყანა. ამიტომ ეკონომიკური განვითარებისათვის მას სჭირდება მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობები. ჩინეთის გეოპოლიტიკური პოზიცია არის მოლოდინის პოზიცია. ჩინეთს სურს აიცილოს გლობალური მოთამაშეების დაპირისპირებაში ჩართვა, რაც მის ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭებას გამოიწვევს და ჩინეთის გეოსტრატეგიული ამბიციების განხორციელებას ეჭვქვეშ დააყენებს.

რუსეთის ოფიციალური ენერგოსტრატეგიის მიხედვით, ენერგორესურსები განსაზღვრავს სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ადგილს. 2007 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყაზახეთთან და თურქმენეთთან ნავთობსადენის მშენებლობაზე “ცენტრალური აზია – ცენტრი”, რომლითაც მოხდება გაზის ტრანსპორტირება ევროპაში. ნავთობსადენის ამ პროექტის რეალიზაცია მიმართულია ალტერნატიული ტრანსკასპიური ნავთობსადენის წინააღმდეგ, რომელმაც უნდა გაიაროს კასპიის ზღვის რეგიონი.

რუსეთი აკონტროლებს გაზის ფასს ევროპაში. მან შეიძინა ბაუმჰარტენის გაზგამანაწილებლის გაზის ინფრასტრუქტურის 50%. ეს არის ევროპაში გაზის განაწილებისა და ვაჭრობის სტრატეგიული ცენტრი, სადაც ერთიანდება ჩრდილოეთის ზღვიდან და რუსეთიდან მომდინარე გაზსადენები.

პოლიტიკური ძლიერებისა და ამბიციების საფუძველი დღეს არა იმდენად სამხედრო ძალაა, რამდენადაც ეკონომიკური ძლიერება. გამონაკლისია მხოლოდ რუსეთი, რომელიც, მიუხედავად ეკონომიკური სისუსტისა, პრეტენზიას აცხადებს გლობალური ძალის ცენტრის სტატუსზე. რუსეთის ამ ამბიციების წინააღმდეგაა მიმართული ატომური არსენალის 80%-იანი შემცირების წინადადება და ატომური ქოლგის პროექტი. რესურსების დეფიციტის ზრდის პირობებში გაიზრდება ზეწოლა რუსეთზე, რომელიც ფლობს ხმელეთის 14% -ს და რესურსების 50% -ს.

რუსეთისათვის გლობალური სამყარო გამოირჩევა მაღალი დინამიზმითა და მოვლენათა ურთიერთდაკავშირებით. სახელმწიფოებს შორის მწვავდება დაპირისპირება, რაც განპირობებულია გლობალური პროცესების გამო სახელმწიფოთა უთანაბრო განვითარებით, სახელმწიფოთა შორის კეთილდღეობის დონის მკვეთრი განსხვავების გამო, განვითარების მოდელები და ღირებულებები ხდება გლობალური კონკურენციის საგანი. თითოეული სახელმწიფოს წინაშე დგას ახალი გლობალური რისკები და გამოწვევები. მსოფლიო პრობლემად იქცა გლობალური სტაბილურობის შენარჩუნება.

რუსეთის სტრატეგიული ხედვა მიიჩნევს, რომ ყალიბდება ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური გავლენის ახალი ცენტრები, რაც თვისობრივად ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას ქმნის; ჩნდება ტენდენცია რეგიონალური პრობლემებისა და კრიზისების მოგვარებისათვის რეგიონის დონეზე  არა რეგიონალური ძალების მონაწილეობისა; ვლინდება არსებული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის უუნარობა, რომელიც, ძირითადად, ეფუძნებოდა ევრო-ატლანტიკურ ბლოკს. მთლიანობაში, სამართლებრივი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების არასრულყოფილება ქმნის საფრთხეს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთელი სისტემისთვის. ამიტომ, აუცილებელია,  მოხდეს გადასვლა ბლოკური დაპირისპირებიდან -  მრავალვექტორიან დიპლომატიაზე.

რუსეთის სტრატეგიული მიზანი 2020 წალმდე - არის:
•    რუსეთის გავლენის განმტკიცება გლობალურ დონეზე,
•    რუსეთის გადაქცევა გლობალურ ზესახელმწიფოდ (მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში)
•    რუსეთი უნდა შევიდეს  ლიდერი ქვეყნების ხუთეულში (ეროვნული პროდუქტის მოცულობის მიხედვით)
•    აუცილებელია, მიაღწიოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის  გარკვეულ დონეს (ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სფეროში)
•    შეინარჩუნოს შინაგანი სტრატეგიული სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაცია უნდა გახდეს რუსეთის ეკონომიკის, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის, საზოგადოების პოლიტიკური სტაბილურობის, ეროვნული თავდაცვის, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის და ბოლოს, რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟის გაზრდის  უზრუნველყოფის საფუძველი. რუსეთის სტრატეგია აშკარად მიმართულია საშინაო მიზნებისკენ. იგი, ისევე როგორც ჩინეთი, მოლოდინის რეჟიმშია. უშუალოდ არ უპირისპირდება აშშ-ის ძლიერებას, მაგრამ იმედოვნებს, რომ აშშ ვერ შეძლებს სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმკლავდეს აღებულ ვალდებულებებს, დაამყაროს მსოფლიო წესრიგი. პოსტსაბჭოურ სივრცეში რუსეთი ინარჩუნებს გავლენის სფეროებს.     
რუსეთი ნეგატიურად აფასებს ცალმხრივ, ძალისმიერ მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებში, დაპირისპირებას მსოფლიო პოლიტიკის ძირითად მონაწილეებს შორის.

გლობალური პრობლემებიდან აღნიშნულია: ატომური იარაღის გავრცელების საშიშროება, რადგან გაიზრდება ატომური იარაღის მფლობელთა რიცხვი, რელიგიური რადიკალიზმით ნასაზრდოები ექსტრემიზმი, ქსენოფობია; მსოფლიოს დემოგრაფიული მდგომარეობის გართულება და არაკანონიერი  და არაკონტროლირებადი მიგრაციის გავრცელება. ამასთან არის დაკავშირებული ნარკოტრეფიკი, ადამიანებით ვაჭრობა, ეკოლოგიური პრობლემები და სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემა.

საერთაშორისო პოლიტიკის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ენერგორესურსების წყაროების ფლობის საკითხი. ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ბარენცის ზღვის შელფი, არქტიკა, ცენტრალური აზია და კასპიის ზღვის ბასეინი. რუსეთი არ გამორიცხავს ენერგორესურსების ფლობისათვის კონკურენტულ ბრძოლაში გამოყენებული იქნას სამხედრო ძალა, რითაც დაირღვევა რუსეთის საზღვრებთან არსებული ბალანსი. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ყოფნა ერაყსა და ავღანეთში. ეს კონფლიქტები რუსეთს საერთაშორისო სტაბილურობის საფრთხედ მიაჩნია.

რუსეთის სტრატეგია მიმართულია აშშ-ს ლიდერობის წინააღმდეგ. მან იცის, რომ მრავალ- პოლუსიან მსოფლიოში მისი როლი და მნიშვნელობა გაიზრდება. ამიტომ მისი მონაწილეობა ნებისმიერ ალიანსში მიზნად ისახავს ამ ალიანსის წარმართვას აშშ-ის წინააღმდეგ. ახალი გეოპოლიტიკური სტაბილურობისათვის რუსეთი ვერ სთავაზობს მსოფლიოს რაიმე სახის სიახლეს. მისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის რუსეთის პოლიტიკური რესსენტიმენტ-ის გამოვლენა.  

გლობალური და რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნების საფრთხეს რუსეთი ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის განლაგებაშიც ხედავს. ამის გათვალისწინებით, მისი საგარეო პოლიტიკა ხდება უფრო მეტად  რაციონალური და პრაგმატული. გამორიცხავს რა ხარჯვით კონფრონტაციას (მათ შორის, გამალებული შეიარაღების პროცესს), რუსეთი ითვალისწინებს სსრკ-ის მწარე გამოცდილებას, რომელიც ამ შეჯიბრებამ დაშლამდე მიიყვანა და დაპირისპირების აზრს ერთობლივ მოქმედებებში (ალიანსებში) ხედავს. თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რუსეთი მიიჩნევს საკუთარი საქმიანობის გააქტიურებას ისეთ გაერთიანებებში როგორიცაა: დიდ რვიანი, დიდ ოცეული (რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი),  ან/და ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა არაფორმალური საერთაშორისო ინსტიტუტები.

რუსეთი აცხადებს, რომ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისას დარჩება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. იგი გაეროსა და უშიშროების საბჭოს განიხილავს, როგორც ძირითად ინსტრუმენტებს სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების მოსაგვარებლად. საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი უნდა იყოს პატივისცემა, თანასწორობა, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, რომლებიც გლობალური და რეგიონალური კრიზისული სიტუაციების გადაჭრისას დაემყარებიან ცივილურ, პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განსაკუთრებული, პრიორიტეტული  მიმართულებაა პოსტსაბჭოური სივრცე.  მისი მიზანია, განავითაროს რეგიონალური და სუბრეგიონალური ინტეგრაცია და კოორდინაცია დსთ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОКБД) ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებში.  ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება არის ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი. ევრაზიული მიმართულების არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია. მათი მეშვეობით რუსეთი ცდილობს პოზიციების განმტკიცებას ევრაზიაში.

საგარეო პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ევროკავშირი და ნატო. რუსეთი ცდილობს შეიმუშაოს ევროატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ღია სისტემა, რომელიც დაეფუძნება ხელშეკრულებით და სამართლობრივ საფუძველს. აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს და მისთვის გლობალური ფუნქციის მინიჭება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

დასკვნა. საქართველოს აქვს მსოფლიოში ინტეგრაციის და მსოფლიო პროცესებში ოპტიმალური და უხიფათო ჩართვის პრობლემა, ქვეყნის შიდასტაბილური განვითარება და ტრანსფორმაცია. საქართველო არის ორი გლობალური ძალის დაპირისპირების ცენტრში.

აუცილებელია ცივილიზაციური არჩევანის გაკეთება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული თვითმყოფადობი შეინარჩუნების გარანტიით.
გასათვალისწინებელია:
•    დაპირისპირებული გლობალური ძალების ხედვა მსოფლიოს გლობალურ ტენდენციებზე, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, მათ შორის, საქართველოზე.  
•    გლობალური ტენდენციები და მისგან მომდინარე გამოწვევები, სამივე ძირითადი გლობალური ძალის ხედვები იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით მათ საკუთარი ინტერესების დაცვა კავკასიის რეგიონში.
•    ბრძოლა კავკასიისათვის არის ეტაპი ცენტრალური აზიისათვის ბრძოლისა. ბრძოლა კავკასიისათვის შედის გადამწყვეტ ფაზაში.

დღეს  დღის წესრიგში დფება სომხეთის გამოყვანა რუსეთის ორბიტიდან. ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. ამისათვის ხორციელდება ზეწოლა სომხეთსა და თურქეთზე, რათა მოხდეს სომხეთის გამოყვანა იზოლაციიდან, ანუ რუსეთზე დამოკიდებულებისგან. ეს შესაძლებელი გახდება პროდასავლური მთავრობის მოყვანით, ყარაბახის პრობლემის გადაჭრით, აზერბაიჯანი-სომხეთის მორიგებით. შესაძლებელია, ეს იყოს შუალედური მორიგება. აზერბაიჯანისათვის აზერბაიჯანული ოლქების დაბრუნება და ყარაბახისათვის  თავდაუსხმელობისა და სტატუსის მოგვიანებით გარკვევის საერთაშორისო გარანტიების მიცემით. Aგამორიცხული არაა, აზერბაიჯანი -სომხეთის მორიგება მოხდეს საქართველოს ხარჯზეც.   
რას უქადის დიდი სახელმწიფოების ინტერესთა გადაკვეთა პატარა სახელმწიფოებს? ისინი ხდებიან ინტერესთა შეჯახების ადგილი, რის გამოც მაღალია შეცდომების დაშვების რისკი და შეცდომების დაშვების ფასიც. ამას ემატება შეცდომების გამოსწორებისათვის გამოყოფილი დროის თითქმის არ არსებობა, სწრაფად ცვალებადი სამყარო, რომელიც  არ ტოვებს გაუთვლელი ნაბიჯების გამოსწორების შანსს.  იზრდება დესუვერენიზაციის საფრთხე.  

რეალობაა, რომ საქართველო იმ გზის დასაწყისში იმყოფება, რომლითაც დანარჩენი მსოფლიო ევრაზიის სიღრმეში შეაღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანა სუსტი და დანაწევრებულია, საფრთხე, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, კიდევ უფრო იზრდება. საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, მდგომარეობა მოითხოვს მეტ ანალიზს, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის შიდა სტაბილობის შენარჩუნება ერთადერთი და აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს გარეშე საფრთხეთაგან წარმოქმნილ გამოწვევებს.
2009 წელი
გამოყენებული ლიტერატურა:

EU’S NEW ENERGY POLICY-  http://journals.indexcopernicus.com/fulltexst.pfp?icid=881229

ЕС и Центральная Азия: стратегия нового партнерства-http://www.carec.kz/news/23.07.2007/ Ca_strategy.pdf

3. Стратения национальной безопасности Российской Федерации до 2020 года

http://www.scrf.gov.ru/documents/99.html

4.  Всеобъемлющая концепция национальной безопасности Китая-

http://www.globalaffairs.ru/numbers/38/11950.htm

5.  Кондолиза Райс. Баланс сил в пользу свободы-http://www.if.tsu.ru/Sokol/USA6.htm

6.  Доктрины и концепции национальной безопасности США, Франции и Японии-

http://www.budgetrf.ru/Publications/Magazines/vestlinkSF/2000/vestlinkSF117-05.htm

Белая книга по вопросам обороны Китая: ставка на открытость-http://rodon.org/polit-

090211114551

8. Всеобъемлющая концепция национальной безопасности Китая-

http://www.globalaffairs.ru/numbers/38/11950.htm

9.Global trends 2025. A Transformed World –http://dni.gov/nic/pdf 2025/2025Global Trends Final

Report. pdf

10.США  и Европе  нужна  общая стратения энергетической безопасности –

http://www.america.gov/st/2008/june

11.Inogate-http://www.inogate.org/inogate-programme/about_inogate

12.Chinese National Security Strategy-http://www.afresearch.org/skins/ums/display/aspx?

13. Jian Yang China s National Security Reassessment, Strategy, and Policies-http://www.arts.aucland. uc.nz./

14. New Thinking in China National Security Strategy- http://epress.anu.edu/solsc/re/mobile _devices/ch.09.s02.htm

15.Bzezinski Zbigniew The Grand Chessboard-AmericanPrimacy and its geostrategic Imperatives

http://sandiego.indymedia.org/media/2006/10/119973.pdf

16.Henry Kissinger. Diplomacy-http://www.monovia.org/henry Kissinger 20%Diplomacy.pdf