error
საქართველოს სამხედრო სტრატეგია – კონცეპტუალური ხედვა ბეჭდვა
ორშაბათი, 13 სექტემბერი 2010 20:53

წარმოგიდგენთ ბტ. გიორგი გოგაშვილის ნაშრომს
საქართველოს სამხედრო სტრატეგია-
კონცეპტუალური ხედვა

შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ავტორის შესახებ

თადარიგის გენერალი გიორგი რევაზის ძე გოგაშვილი, დაიბადა 1960 წელს, თბილისში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992-2004 წლებში.1992-96 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველო¬ში (სამხედრო დაზვერვა) და სხვა ოფიცრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.1996 წლიდან აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულებამდე, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფორმულირებასა და განვითარებასთან. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის სამხედრო ინსპექტორი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექციის უფროსი. 2003 წელს, როგორც თავდაცვის

ეროვნული აკადემიის რექტორი, ხელმძღვანელობდა სამხედრო წვრთნისა და განათლების სისტემის განვითარებას. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველო – აშშ ორმხრივ თავდაცვით კონსულტაციებში, სადაც წარადგინა ქართული მხარის ხედვა საქართველოს სამხედრო სტრატეგიის შესახებ.2004 წლიდან, გ. გოგაშვილი, როგორც ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობს აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტთან და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან, მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრებსა და სემინარებში. არის მეცნიერებათა მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც მას მიენიჭა 2003 წელს, აშშ თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ.


საქართველოს სამხედრო სტრატეგია
კონცეპტუალური ხედვა

 

შესავალი

ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს სასიცოცხლო ეროვნულ  ინტერესებს, შეირღებული ძალების დღევანდელ მდგომარეობას, მის მიზნებსა და ამოცნებს, ისევე როგორც ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებს, წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვა განსაზღვრავს ქვეყნის შეიარღებული ძლების ფუნქციონალური და სტრუქტურული ორგანიზების, განათლების, წვრთნისა და აღჭურვის, გამოყენების, კონტროლისა და მართვის ზოგად პრინციპებს. აღნიშნული დოკუმენტი, შეჯერების შემდეგ, შესაძლოა გახდეს საფუძველი სამხედრო სტრატეგიის განსავითრებლად, რაც გულისხმობს ჩამოყალიბებული პრინციპების შემდგომ სრულყოფასა და მათი გამოყენებით ეროვნული სამხედრო მიზნების დაკავშირებას არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ რესურსებთან.

ეროვნული უსაფრთხოების გარემო

•    გამომდინარე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი რეალობიდან, რუსეთის ფედერაცია მოიაზრება აგრესორად, მთავარ სამხედრო მოწინააღმდეგედ და დაბრკოლებად საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და განმტკიცების გზაზე.

•    დღეისათვის სახეზეა რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა რომელიც სხვა მადესტბილიზირებელი ფაქტორების (სეპარატიზმი, ტერორიზმი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, კრიმინალიზაცია და სხვა) თანხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა გადაიზრდოს საშუალო და სრულ მასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში;
•    რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სა და ევროპისათვის საქართველოს აძლევს შანსს გააღრმაოს თანამშრომლობა, განმტკიცოს მშვიდობა და შეამციროს შეირაღებული კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა;
•    არსებული უსაფრთხოების გარემო საქართველოს ანიჭებს შესაძლებლობას მოახდინოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში და გარდაქმნას შეიარაღებული ძალები რისკის დასაშვები ლიმიტის ფარგლებში.

 

საქართველოს სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები

•    სახელმწიფოებრიობა, ეროვნული თვითმყოფადობა, ტერიტორიული მთლიანობა;

•    დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი;
•    მოქალაქეთა კეთილდღეობა, ეროვნული და სამოქალაქო თანხმობა;

ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები

1.    სეპერატისტული ტენდენციები და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის დაზინტეგრაცია და სახელმწიფოებრიობის მოშლა;

2.    აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური მოქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვისა და დაკნინებისათვის;
3.    ეროვნული უსაფრთხოების დაუბალანსებელი პოლიტიკური პროცესი და შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა;
4.    ხელისუფლების ლეგიტიმაციის შემცირების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა 2007 წლის ნოემბრისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმაციის აღდგენის ძალოვანი, არაპოლიტიკური მეთოდებით კომპენსირების მცდელობა, რამაც, შესაძლოა, სახელმწიფო უმართავი შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარებისაკენ წაიყვანოს;
5.    დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებობა, რაც აფერხებს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას, ამცირებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხს, ზღუდავს ეროვნული უაფრთხოების გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობებს.

სამხედრო საფრთხეები

•    რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენცია და მისი სამხედრო ძალის არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე;

•    არაკონტროლირებადი ტერიტორიების არსებობა საქართველოში, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას შეიარაღებული დაპირისპირების ინსპირაციისათვის;
•    კონფლიქტების ესკალაციის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში;
    ჯავახეთი
    მთიანი ყარაბახი
•    რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიების ზონებში შეიარაღებული დაპირისპირების შესაძლებლობათა მაღალი ალბათობა,  რასაც შესაძლოა მოყვეს კონფლიქტის ესკალაცია ქვაყნის შიგნით და საქართველოს სრული ან მისი ცენტრალური ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ.
•    საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიარაღებული დაჯგუფებების შემოსვლა, რასაც შესაძლოა მოყვეს რუსეთის მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ვექტორის გავრცელებადა მისი სამხედრო ნაწილების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაკავება.

რისკები

•    საერთაშორისო მუსლიმანური ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება ქვეყნის ტერიტორიაზე თავშესაფარის მოპოვების მიზნით;

•    იარაღითა და საომარი მასალებით არალეგალური ვაჭრობა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით;
•    საერთაშორისო კრიმინალური სინდიკტების გააქტიურება, რომელიც ძირს გამოუთხრის ქვეყნის სტაბილურობას;
•    ქვეყნის ტერიტორიის გავლით მასალებისა და ტექნოლოგიების გავრცელება მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისა და გამოყენების ანდა მუქრის მიზნით;
•    ლტოლვილთა მასობრივი გადაადგილება ქვეყნის საზღვრებისაკენ;
•    ეკოლოგიური კატასტროფების რისკი.

სახელმძღვანელო სამხედრო-სტრატეგიული პრინციპები

    თუ კი, როგორც სამხედრო თეორეტიკოსები აღნიშნავენ, მეოთხე თაობის საბრძოლო სივრცე არა ფრონტი, არამედ მთლიანობაში აღებული საზოგადოებაა – სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა დაიცვას საზოგადოება და ამით დაიცვას თავისი თავი.

    ამასთან ერთად, ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობა და მისი დღევანდელი ეროვნული სტრატეგიული რესურსები არ იძლევიან დასაშვები რისკის ფარგლებში მოწინააღმდეგის გადამწყვეტ, ფრონტალურ ბრძოლაში განადგურების თუნდაც ოპტიმალურ გარანტიას.
    მიუხედავად ამისა, ქვეყნის გეოგრაფია, ისტორიული გამოცდილება და ტრადიციები ქმნიან შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს ისეთი თავდაცვითი სისტემა, რომელიც აიძულებს მოიწინააღმდეგეს თავი შეიკავოს პირდაპირი აგრესიისაგან;
    თუკი, მიუხედავად ამისა, აგრესია მაინც განხორციელდა, ქვეყნის სტრატეგიული ამოცნაა აგრესორისათვის იმდაგვარი ზიანის მიყენება, რაც მას აიძულებს შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა და დათანხმდეს შეთავაზებული ზავის პირობებს;
    აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ თავი უნდა აარიდოს აგრესორთან გადამწყვეტ და სრულმასშტაბიან ფრონტალურ ბრძოლას. ნაცვლად ამისა, აღნიშნული სტრატეგიული პრინციპის თანახმად, ქვეყნის სტრატეგიული რესურსი ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული, რათა მომქანცველი, შედარებით მცირე მასშტაბების ბრძოლებით გამოფიტოს აგრესორი, ამოწუროს მისი საომარი რესურსი და მინიმუმამდე დაიყვანოს მისი ბრძოლისუნარიანობა.
    ფაქტიურად, შექმნილი რეალობა, საზოგადოებას, მცირე ჯგუფებით ბრძოლაში მონაწილეობის გარდა სხვა გზას არ უტოვებს. შესაბამისად,  ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს მაღალი პატრიოტული სულისკვეთების მქონე ქართველი ხალხი, რომელსაც, სათანადო მომზადების და ორგანიზაციის შემთხვევაში ძალუძს გაუსაძლისი გახადოს ნებისმიერი აგრესორის ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე

◊  ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს (კრიტერიუმებს):

    მუდმივი თავდაცვითი უნარი - სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ადექვატური თავდაცვითი პოტენციალის შენარჩუნება და მისი განვითარების უზრუნველყოფა;
   ოპტიმალურობა, ეკონომიურობა და ეფექტურობა – გულისხმობს  მოქმედი სტრუქტურების ოპტიმიზაციის გზით მოქნილი მოდელის ფორმირებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ არსებული რესურსების მობილიზაცია და მათი ეფექტური და ეკონომიური გამოყენება.
   თავსებდობა _ ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უნარის შენარჩუნება და განვითარება;
    ინტეგრირებულობა –ქვეყნის უასფრთხოების სისტემაში ინტეგრირება;
    ინტეროპერაბელობა - ცალკეული დანაყოფებისა და სახეობების, აგრეთვე სახალხო თავდაცვით ძალებთან ეფექტური ურთიერთქმედების უნარი;
   პარტნიორობა – ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობის განვითარება კრიზისების მართვის, ჰუმანიტარული, სამშვიდობო და სხვა მისიების გნსახორციელებლად
    რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია – შეიარაღებული ძლების რეორგანი¬ზა¬¬ცია და მოდერნიზაცია მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანო¬ბის შენარჩუნებთ და მის წინაშე დასახული მიზნების და განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად.

სამხედრო-სტრატეგიული მიზნები

•    ქვეყნის თავდაცვა: საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო შეიარაღებული აგრესიის შეკავება, პრევენცია და აღკვეთა;

•    კონფლიქტების პრევენცია და კრიზისების მართვა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებაზე;
•    ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება;
•    რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცება;
•    ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ეტაპობრივი ინტეგრცია.

სამხედრო-სტრატეგიული ამოცანები

•    დაგეგმვა, წვრთნა და აღჭურვა – დასახული მიზნების შესაბამისად და განსაზღვრული რესურსების გათვალისწინებით თავდაცვის ძალთა ისეთი დაგეგმვა, წვრთნა და აღჭურვა, რომელიც, სახელმძღვანელო სტრატეგიულ პრინციპზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სამხედრო სფრთხეებზე ადექვატურ რეაგირებას;

•   ქვეყნის მომზადება - ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკისა დ ტერიტორიის მომზადება თავდაცვისა და მრავალეროვნული ოპერაციების ეროვნული მხარდაჭერისთვის;
•    საერთაშორისო თანამშრომლობა – საერთაშორისო, რეგიონალური თანამშრომლობა და უსაფრთხოების თანამედროვე დიზაინში სრულფასოვანი მონაწილეობა, საერთაშორისო კონფლიქტების პრევენციაში, სამშვიდობო მისიებში, კრიზისების მართვაში, კოლექტიური თავდაცვის ძალებში და სხვადასხვა ჰუმანიტარულ აქციებში მონწილეობა;
•    საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა - პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის, აგრეთვე ორმხრივი და მრვალმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში სხვადასხვა დონის საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა;
•    სამოქალაქო ხელმძღვანელობის მხარდაჭერა – მონაწილეობა საგანგებო სიტუაციებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების მართვაში.

შეირაღებული ძალების ამოცანები

•   შეკავება – იმ როდენობისა და ხარისხის შეიარღებული და თავდაცვითი ძალების ფორმირება, იმდაგვარი სამხედრო სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, ტერიტორიისა და მოსახლეობის იმდაგვარი მომზადება რაც მოწინააღმდეგეს ხელს ააღებინებს აგრესიულ მიზნებზე;

•   თავდაცვა – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შესაძლო სამხედრო ხელყოფისაგან;
•    მშვიდობის მხარდაჭერა – კრიზისების მართვის, აგრეთვე სამხედრო კონფლიქტების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
•   ჰუმანიტარული დახამარება – ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციში მონაწილოეობა;
•   ინტეგრაცია – ორმხრივი და მრვალმხრივი სამხედრო თანამშრომლობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
•    სოციალური მისიის შესრულება – ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვა, მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, ახალგაზრდობის მოქალაქეებად ჩამოყალიბება. საზოგადოების მიერ შეიარაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის აღიარება.

შეიარაღებული ძალების ფუნქციონლური სტრუქტურა

ფუნქციონალურად შეიარაღებული ძალები მოიცავს დაუყოვნებლივი რეაგირების კომპონენტს, გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის კომპონენტს და რეზერვს. ამასთან, შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია იმდაგვარად, რომ მთლიანი რაოდენობის 1/3-ს შეადგენს საბრძოლო დანაყოფები, ხოლო დანარჩენ 2/3-ს უზრუნველყოფის დანაყოფები.

 დაუყოვნებლივი რეაგირების კომპონენტი

•    შედგება დანაყოფებისაგან, რომლებიც სტრუქტურულად გაერთიანებული არიან სხვადასხვა სარდლობებში (სახმელეთო, საზღვაო თავდაცვის, საჰაერო და სხვა)

•    სრულად არიან აღჭურვილი და შეიარაღებული. მასთან, დაკომპლექტებული არიან  ცოცხალი ძალის არანაკლებ 90%-სა;
•    ფორმირებული, დაკომპლექტებული და გაწვრთნილია ისე, რომ სრულიად თავსებადი და ინტეროპერაბელურია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთნ;
•    მშვიდობიანობის დროს, ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში, აგრეთვე გამოიყენებიან ტერორისტული და შეირაღებული კრიმინალურ დაჯგუფებების გასანადგურებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის მოსახლეობას.
•    ომის დროს, განკუთვნილია სწრაფი რეაგირებისათვის და სპეციალური ოპერაციებისათვის, რისთვისაც მისი პერსონალი, აღჭურვილობა და შეიარაღება მუდმივ და სრულ სბრძოლო მზადყოფნაშია დაუყოვნებლივი მოქმედებისათვის;

გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის კომპონენტი

გაძლიერებული საბრძოლო მზდყოფნის კომპონენტი წარმოდგენს საქართველოს შეირაღებული ძალების ძირითად ნაწილს და საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიაზე პირველადი პასუხის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს.

•    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობა და შეირაღებული ძალების ძირითდი ამოცანების რეალიზაცია დამოკიდებულია ამ კომპონენტზე;
•    წარმოადგენენ ფორმირებებს, რომლებიც სტრუქტურულად გაერთიანებულია სხვადასხვა სარდლობებში (სახმელეთო, საზღვაო თავდაცვის, საჰაერო და სხვა) აღჭურვისა და შეიარაღების სხვადასხვა დონით, მაგრამ პერსონალით დაკომპლექტებულია არანაკლებ 70%-სა;
•    ფორმირებული, დაკომპლექტებული და გაწვრთნილია ისე, რომ სრულიად თავსებადი და ინტეროპერაბელურია ნატოს ძირითადი თავდაცვის ძალებთან, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობა;

რეზერვი

•    შედგება მუდმივი (მაგ. ყოფილი კოდორის ქვედანაყოფი ~მონადირე~) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერსონალისაგან;

•    შექმნილია, რათა მოამზადოს საზოგადოება თავდაცვისათვის, გააძლიეროს საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალკვალიფიციური პერსონალით და შეავსოს ის ომისა და მშვიდობინობის დროს.

შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული სტრუქტურა

•    თავდაცვის სამინისტრო;
•    გენერალური შტაბი;
•    ოპერაციების ცენტრი;
•    სარდლობები:
    სახმელეთო;
    საჰაერო;
    საზღვაო თავდაცვის;
    ეროვნული გვარდია;
    ლოგისტიკის;
    განათლების, წვრთნის, და დოქტრინების;

თავდაცვის სამინისტრო

წარმართავს თავდაცვით პოლიტიკას და შესაბამისად, უზრუნველყოფს  შეირაღებული ძლების აღჭურვასა და შეირღებას, ახორციელებს სამოქალაქო კონტროლს შეიარაღებული ძალებისადმი.

გენერალური შტაბი

სახელმძრვანელო სტრატეგიული პრინციპების, სამხედრო-სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად:

•    განსაზღვრვს შეირაღებული ძალების ფორმასა და შინარსს;
•    ახორციელებს შეირაღებული ძალების დაკომპლექტებას, აღჟურვას, მართვასა და კონტროლს;
•    უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალის სათნადო დონეზე მომზადებას (სამხედრო განათლება, წვრთნები და სწავლებები);
•    გეგმავს ქვეყნის თავდაცვის სამხედრო კომპონენტს და ცალკეულ საომარ ოპერაციებს.

ოპერაციების ცენტრი

გენერალური შტაბის მიერ შედგენილი გეგმების შესაბამისად ხელმძღვანელობს საომარ და არასაომარ ოპერაციებს.

სახმელეთო ძალები

სახმელეთო ძალები შედგება სხვადასხვა ნაწილებისა და სპეციალური დანაყოფებისაგან.

•   მშვიდობიანობის დროს, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაშია და შესაბამისად გაწვრთნილია ეფექტური თავდცვითი მოქმედებებისათვის. კრიზისის შემთხვევაში მზად არის სათანადო კონტინგენტის ფორმირებისათვის არასომარი ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად;
•    ომის დროს, დამოუკიდებლად ან სხვა ძალებთან ერთობლიობაში გამოიყენება ოპერაციების ზონაში მოქმედებათა შესაკავებლად ანდა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილი აგრესორის ძლების გასანადგურებლად.

სამხედრო-საჰაერო ძალები

შედგება ტაქტიკური ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და უზრუნველყოფის ნაწილებისაგან.

•    მშვიდობიანობის დროს, აკონტროლებს ფრენის რეჟიმს და იცავს ქვეყნის საჰაერო კორიდორებს ქვეყნის შიგნით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს არასაომარ ოპერაციებში;
•    ომის დროს, დამოუკიდებლად ან სხვა ძალებთან ერთობლიობაში ახორციელებს:
    საჰაერო სივრცის კონტროლს;
    სამხედრო დანაყოფებისა და გარკვეული ტერიტორიების საჰაერო თავდაცვას;
    სახმელეთო ძლებისა და საზღვაო თავდაცვის ძალების ტრანსპორტირებას და მათ საჰაერო მხარდაჭერას;
    საჰაერო ამოცნობას, იდენტიფიკაციასა და სხვა სპეციალურ ქმედებებს.

საზღვაო თავდაცვის ძლები

შედგება სხვადასხვა ნაწილებისა და სპეციალური დანაყოფებისაგან
•    მშვიდობიანობის დროს
    უზრუნველყოფს ხელსაყრელ ოპერატიულ რეჟიმს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში;
    ურთიერთქმედებს და თანამშრომლობს სანაპირო დაცვის სამსახურთან;
    სჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს სხვდასხვა სახის ძებნისა და გადარჩენის, აგრეთვე სხვა არასაომარ ოპერაციებში.
•    ომის დროს, დამოუკიდებლად ან სხვა ძალებთან ერთობლიობაში, პასუხობს აგრესას ზღვიდან, აგრეთვე, საზღვაო კომუნიკაციებით უზრუნველყოფს სახმელეთო ძლებს და ახორციელებს მათ ზღვიდან მხარდაჭერას.

ეროვნული გვარდია

ეროვნული გვარდია რეზერვით უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებს

•    მშვიდობინობის დროს ამზადებს მოსახლეობას თავდაცვისათვის, ხელმძღვანელობს სამოქალაქო თავდაცვით მომზადბას, ახორციელებს რეზერვისტების წვრთნას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენს ქვეყნის სამოქალაქო ხელმძღვანელობას. სამოქალაქო ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს მოსახლეობის სამხედრო სამსახურში გაწვევას.
•    ომის დროს იგი ახორციელებს რეზერვისტების შეიარაღებულ ძალებში გაწვევას, აკონტროლებს ადგილობრივ თავდაცვით ჯგუფებს და აგრეთვე, მონაწილეობს ლოკალურ ბრძოლებში ასეულების დონეზე.

ლოგისტიკა

•    უზრუნველყოფს შეირაღებული და თავდაცვითი ძალების თავისუფალ მოქმედებათა შესაძლებლობას მშვიდობიანობის, კრიზისული სიტუაციებისა და ომის დროს.

•    ახორციელებს შეირაღებული და თავდაცვითი ძალების მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას;
•    ასაწყობებს საჭირო შეიარაღებასა და აღჭურვილობას, ორგანიზაციას უკეთებს სარემონტო სამუშაოებს
•    უზრუნველყოფს საომარ მოქმედებათა და არასაომარ ოპერაციათა სატრანსპორტო  მხარდაჭერას.

წვრთნისა და განათლების სისტემა

საქართველოს სამხედრო ძალები წარმოუდგენელია არსებობდეს სამხედრო განათლებისა და წვრთნის თანამედროვე სისტემის  გარეშე, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება სტრატეგიული კონცეფციის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. ეს კი თავის მხრივ, გულისხმობს პრინციპთა ისეთი  ერთობერთობლიობის ჩამოყალიბებას, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მდგრად, უსაფრთხო განვითარებას.

ამდაგვარ პრინციპებს წარმოადგენს:

•   ინტეგრირებულობა – სისტემა ინტეგრირებული უნდა იყოს ერთიან ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცეში და წარმოადგენდეს მის განუყოფელ ნაწილს;
•    ერთიანობა – გულისხმობს, პირველ რიგში, განათლებისა და წვრთნის ერთიან დოქტრინას, სწავლების ერთიან საფუძველებს და ამ საფუძვლებზე შექმნილ სახელმძღვანელო ლიტერატურას;
•    მონაცვლეობა, უწყვეტობა და მემკვიდრეობითობა – განათლების პროცესს უნდა ენაცვლებოდეს წვრთნის პროცესი და პირიქით, ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს (შესაძლოა მხოლოდ შეჩერდეს) სამხედრო კარიერის დასასრულამდე და რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს საფეხურების გამოტოვება.
•   თავსებადობა – უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ შექმნილი სამხედრო განათლების ეროვნული სისტემა და დოქტრინა თავსებადი იყოს სამხედრო განათლებისა და წვრთნის შესაბამის საერთაშორისო სისტემასთან, და იძლეოდეს საშუალებას საქართველოში გაწვრთნილმა და მომზადებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შეძლონ მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მათზე დაკისრებული მისიის შესრულება.

შეიარაღებული ძალების გამოყენების პრინციპები

•    ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა არ არის უფლებამოსილი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს შეიარაღებული ძალების  გამოყენებაზე;

•    გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე, როდესაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები არის რეალური საფრთხის ქვეშ, ღებულობს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა;
•    ქვეყნის პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული კონტროლი შეიარაღებული ძალებისადმი წარმოადგენს ძალის არასანქცირებული გამოყენების აღკვეთის ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს;

•    ამასთან ერთად, ძალის გამოყენებისაგან ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავი უნდა შეიკავოს თუკი:

    ქვეყნის საკუთარი ან მოკავშირეთა სასიცოცხლო ინტერესები არ არის საფრთხის ქვეშ ანდა საფრთხე ბუნდოვნია;
    არ არის შესაძლებელი ისეთი ძალის (და იმდაგვარად) ჩაბმა, რაც იძლევა წრმატების გარანტიას;
    ნათლად და წინასწარ არ არის განსაზღვრული სამხედრო ძალის გამოყენების პოლიტიკური და სამხედრო მიზნები და ომის დასრულების პირობები (კრიტერიუმები);
    არსებობს შეუსაბამობა დასახულ მიზნებსა და თავდაპირველად გათვლილ რესურსებს შორის;
    ძალის გამოყენებისათვის არ არსებობს საერთო ეროვნული მხარდაჭერა, რაც ლეგიტიმურად არჩეული უმაღლესი სკანონმდებლო ორგანოს მიერ დასტურდება;
    არ არის ამოწურული ყველა სხვა საშუალება.

შეიარაღებული ძალების მართვა და კონტროლი (იხ. დანართი 1)

 •    შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელს წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არჩევიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად შესთავაზებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას (კონცეფციას).

•    ქვეყნის თავდაცვის მინისტრი – თავდაცვის პოლიტიკური ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი – შეიარაღებული ძალების სარდალი არიან ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლები სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში;
•    სამხედრო სტრატეგიის ფორმირება ხორციელდება, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის და სამხედრო პოლიტიკის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ ერთობლივად და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს გენერალური შტაბისათვის მასზე და შეიარაღებულ ძალებზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
•    ამ დოკუმენტის შესაბამისდ გენერალური შტაბი აყალიბებს შეიარაღებულ ძალებს, შეიმუშავებს საომარი ოპერაციების გეგმებს, გამოსცემს წესდებებს, აგრეთვე სხვადასხვა სახის სახელმძღვანელო დოკუმენტებს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვის, მართვისა და კონტროლის თაობაზე;
•    სარდლობები უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებული ნაწილების წვრთნასა და აღჭურვას და მზად არინ, საჭიროების შემთხვევეში, გარკვეული დანიშნულებისა და რაოდენობის ძალები გადასცენ ოპერაციების ცენტრს საომარი ან არასაომარი ოპერაციების საწარმოებლად.

დანართი 1

command-and-control