error
საქართველოს სტრატეგიული დილემა ბეჭდვა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:22

 საქართველოს სტრატეგიული დილემა
 

საქართველოს სტრატეგიული დილემა

 

 გადმოწერე 

 (განახლებული)

„ნებისმიერი თეორიის უმთავრესი დანიშნულებაა ნათელი მოფინოს ბურუსითა და გაურკვევლობით მოცულ იდეებსა და კონცეფციებს. სანამ ეს ცნებები და იდეები არ იქნება სათანადოდ განმარტებული, მანამდე რთულია დასმული შეკითხვების ნათლად გააზრება და მკითხველსაც გაუჭირდება გაიაზროს ვინმეს ხედვები“. 

ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის, კ. ფ. კლაუზევიცის სწორედ ამ მაქსიმას გადმოსახედიდან ავაწყობთ ჩვენს მსჯელობას, საქართველოს სტრატეგიული დილემის და ნაშრომში განხილული სხვა თემატიკის ირგვლივ.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს არსებობა მისი ჩასახვიდანვე რამდენიმე მნიშვნელოვანი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩდა, რის მაგალითებიც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მრავლად მოიძებნება. დღეს საქართველო მისი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ მყიფე უსაფრთხოების გარემოში იმყოფება. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა. ამდაგვარი განვითარების პირობების შექმნა, კი იმაზე გაცილებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ვექტორი და ის შესაძლო ზეგავლენა, რომელიც ამა თუ იმ არჩევანმა  სახელმწიფოს უსაფრთხოების ალგორითმზე შეიძლება მოახდინოს. საქართველოს შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ყველაზე აქტიურად ორი ასეთი ვექტორი განიხილება, ესენია ე.წ. „პროდასავლური“ და „პრორუსული“ კურსები, რომელიც თავის თავში რადიკალურად განსხვავებულ ხედვებს გულისხმობს ქვეყნის  მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.

ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ თითოეული ვექტორის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გავარკვიოთ თუ რას იძლევა თითოეული არჩევანი საქართველოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისათვის და რამდენად შესაძლებელია ამ არჩევანზე აიგოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ხედვა. მასში უნდა ჩანდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა, თუ როგორ აღიქვამს იგი მისთვის უსაფრთხო გარემოს და როგორია მისი ინტერესების დაცვის ლოგიკა ასეთ  გარემოში.