error
მორის ნასაუელი, გუსტავ ადოლფი, რაიმონდო მონტეკუკოლი და მე-17 საუკუნის “სამხედრო რევოლუცია” ბეჭდვა
სამშაბათი, 14 დეკემბერი 2010 12:32
მორის ნასაუელი, გუსტავ ადოლფი, რაიმონდო მონტეკუკოლი და მე-17 საუკუნის “სამხედრო რევოლუცია”
(კახა კაციტაძე)
    ადრეული ეპოქის ევროპაში მომხდარი “სამხედრო რევოლუციის” კონცეფცია ძირითადად შესწავლილად ითვლება. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი განვითარების ზუსტი დროის მონაკვეთის შესახებ. ტრადიციულად ისტორიკოსები ასეთად მიიჩნევენ არმიას, რომლითაც 1496 წელს ჩარლზ VIII შევიდა იტალიაში და რომელიც თავისი შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებოდა 3 საუკუნის შემდეგ ნაპოლეონის მიერ  ჩამოყალიბებული არმიისაგან. მეორეს მხრივ, მიუხედავად მე-15 საუკუნის ბოლოსათვის სამხედრო რევოლუციის შემადგენელი მრავალი ელემენტის (ქვეითი ჯარის წარმოშობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გამოყენება და არტილერიის შეტევის გამძლე ნაგებობების შექმნა) უკვე არსებობისა ისტორიკოსთა სხვა ნაწილი ასეთ პერიოდად მიიჩნევს რეგულარული არმიის გამოჩენის პერიოდს 1560-1660 წლების შუალედში.

  ამ პერიოდამდე ომის წარმოების ხელოვნებას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში (აღმოსავლეთ ევროპაში მოვლენები ცოტა სხვაგვარად ვითარდებოდა) ახასიათებდა სტატიკურობა და გაურკვევლობა. ტაქტიკურ დონეზე ჭურვების ცეცხლის და მოქმედების სისრაფის კომბინაცია, რისი ყველაზე ეფექტური გამოყენების მაგალითიც აზენკურის ბრძოლა არის, შეიცვალა მუშკეტებისა და დანების მასიური წყობით.
  ეფექტური არმიის აღმშენებლობის საკითხი, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს დასაყრდენი ინსტრუმენტი, პირველად მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა დასმული. რომის სამხედრო მეთოდები გახდა შთაგონების წყარო რეფორმისტებისათვის, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაკიაველის ტრაქტატი “სამხედრო ხელოვნების შესახებ”. თუმცა ზოგიერთი რეფორმისტი, მაკიაველის ჩათვლით, არ იყო პრაქტიკოსი, ისინი მაინც მართლები იყვნენ თავის ძირითად იდეაში - დისციპლინის აუცილებლობა და გაცნობიერება იმისა, რომ საზოგადოებას გააჩნია სამხედრო ვალდებულება. მოყოლებული ფლორენტინიდან ბევრი ამ მწერალთაგანი ამტკიცებდა რომ, ადგილობრივ მკვიდრთაგან შემდგარი არმია უფრო სანდოა ვიდრე დაქირავებული. სხვანაირად უყურებდნენ საკითხს მმართველები, მათ სჯეროდათ რომ მხოლოდ გამოცდილ დაქირავებულ რაინდებს შეეძლოთ იარაღის ფლობა და ბრძოლა. რეალურად კი, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში გავრცელებული მილიციის რაზმები საჭიროებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს. თავისი მოუქნელობით და მოქმედების ნელი სიჩნარით მათ მხოლოდ საკუთარი ქალაქის დაცვა თუ შეეძლოთ და არ გააჩნდათ კომლექსური და გრძელვადიანი ოპერაციების ჩასატარების უნარი.
  მაკიაველის აქცენტმა დისციპლინაზე, რაც ეფუძნებოდა იერარქიულ მმართველობას, ფუნქციონალურ დანიშნულებას და მუდმივი წვრთებით და ვარჯიშით მიღწეულ კომპეტენციის მაღალ დონეს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ეფექტური ჯარის ჩამოყალიბებაზე 80 წლიანი ომის დროს ნიდერლანდის სამეფოში.
ჰოლანდიაში მმართველი ოლიგარქია მზად იყო მიენდო თავის მმართველთათვის, ორანელ-ნასაუელი პრინცებისათვის, ახალი სამაგალითო არმიის შექმნა. პრინცები სხვა განათლებული ჯარისკაცების მსგავსად იცნობდნენ მათ წინამორბედთა ნაშრომებს სამხედრო საკითხებზე და ამავე დროს აცნობიერებდნენ რომ, მუშკეტებით და შუბებით მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ბრძოლის ახალი სტილის შემუშავება და მეტი ვარჯიში. ცეცხლისა და მოძრაობის ხარისხის ასამაღლებლად, ქვეითი ჯარი აღარ უნდა ყოფილიყო ერთი მასიური ფორმაცია, არამედ პირიქით უნდა დაყოფილიყო პატარ-პარატა ერთეულებად, სადაც ყველა ოფიცერსა თუ ჯარისკაცს მოეთხოვებოდა პირადი ინიციატივა და ტექნიკის მაღალი დონე ბრძოლის საერთო გეგმის შესასრულებლად. რომაული  ტაქტიკის უბრალო იმიტაცია უკვე საკმარისი აღარ იყო; მას უნდა დამატებოდა ახალი მორალური კოდექსი რომელიც განსხვავებული იქნებოდა დაქირავებული ფეოდალი რაინდის პირადი გამდიდრებისა და დიდებისკენ სწრაფვის სურვილისაგან. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ორანელმა რეფორმისტებმა შეარწყეს რა ერთმანეთს ბრძოლის ხელოვნება და სპეციფიკური სოციალური და სულიერი ფასეულობები, შექმნეს პროფესიონალი ჯარისკაცისა და მეთაურის ახალი ტიპი.
  ამ იდეის შთაგონებაში დიდი დამსახურება მიუძღვის ნეო-სტოიკელ ფილოსოფოსს, პოლიისტორიკოსს და 1571-1591 წლებში ლეიდენის უნივერსიტეტის ფილოლოგს ჟუსტუს Lიპსიუს, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა მორის ნასაუელზე. თავის ლექციებსა და ნაშრომებში, ლიპციუსი, რომელიც გახლდათ მაკიაველის თაყვანისმცემელი და ვისაც იგი პლატონისა და არისტოტელეს გვერდით აყენებდა, ხაზს უსმევდა მორჩილების, ლოიალურობისა და სახელმწიფოსთვის სამსახურის დოქტრინას. 1589 წელს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი Pოლიტიცორუმ ლიბრი სიხ, რომლის ასლიც მან მორისს აჩუქა, აღიარებულია როგორც ჰოლანდიის რეფორმების ინტელექტუალური საფუძველი. ომი, ამბობდა ლიპციუსი, ეს არ არის ძალადობის უკონტროლო გამოყენების აქტი, არამედ ძალის ორგანიზებული და სწორი გამოყენება, რასაც ხელმძღვანელობს კომპეტენტური, კანონიერი და აუტორიტეტული პიროვნება სახელმწიფო ინტერესების განსახორციელებლად. მისთვის, იდეალურ ოფიცერი, ისწავლა რა ბრძანების გაცემა და ასევე დამორჩილება, უნდა თავისი საზოგადოების სამსახურში მდგარიყო და არ უნდა ეხელმძღვანელა პირადი დიდებისა და გამდიდრების მოტივით. მომთმენი და ფხიზელი ოფიცერი, ყოველნაირი ძალადობის აქტის გამოვლინების გარეშე, რაც მისი ღირსების შელახვა იქნებოდა, არა მარტო მაგალითი იქნებოდა თავისი ქვეშევრდომებისთვის, არამედ მუდმივი ვარჯიშისა და წვრთვნის მეშვეობით მათ გადააქცევდა ეფექტურ და დისციპლინირებულ მებრძოლებად. ეს თვისებები იყო ძირითადი მიზეზი რომაელი მოქალაქე-ჯარისკაცების გამარჯვებისა რაოდენობით მეტ, მაგრამ ნაკლებად დისციპლინირებულ მოწინააღმდეგეზე.
   დისციპლინა მაშინ გახდა ძირითადი ელემენტი, და მიუხედად იმისა რომ პრინცები გარემოებათა გამო იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ მოქალაქეთაგან შემდგარ რეგულარულ ჯარზე, დისციპლინაზე, ვარჯიშზე და წვრთნაზე გაკეთებული აქცენტი საკმარისი აღმოჩნდა ჰოლანდიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. როგორც მაქს ვებერი ამბობდა, “დისციპლინამ და არა დენთმა განაპირობა გარდაქმნა, დენთი და მთელი საბრძოლო ტექნიკა მხოლოდ დისციპლინასთან ერთად გახდა მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი”. უფრო სოციალური და მორალური ფაქტორი, ვიდრე ტექნიკა, წარმოადგენდა იმ საფუძველს, რომელიც მაშინდელი ევროპის არმიების ნორმატიული სტანდარტი გახდა.
  ამ ვითარებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა  სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. თუმცა ორივე, სტრატეგიაც და ტაქტიკაც საკომუნიკაციო საშუალებებისა და ციხესიმააგრების გამო ჯერ კიდევ ვერ იყო შესაფერის დონეზე, და მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის განმაზოგადებელი ხაზები მე-18 საუკუნის ბოლომდე წაშლილი იყო, დისციპლინირებული შეიარაღებული ძალები მეთაურებს საშუალებას მაინც აძლევდა ეწარმოებინათ ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებები. თუმცა გუსტავ ადოლფისა და მონტეკუკოლის მიერ ფომირებული შეიარაღებული ძალები მრავალი ასპექტით განსხვავდებოდნენ მორისის მიერ ფორმირებულისაგან,  მათ შორის მაინც არსებობდა მნიშვნელოვანი კავშირი. გუსტავ ადოლფი და მონტეკუკოლი ორივე იყვნენ “ჰოლანდიელი რეფორმისტების მიმდევრები”. ასე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რომ, ევროპაში რეგულარული ჯარის ჩამოყალიბების პროცესი ორი მიმართულებით ვითარდებოდა. ჰოლანდური მოდელი, უეჭველად უფრო მეტად იყო კოპირებული მაგრამ იქ აგრეთვე არსებობდა “იმპერიული” მოდელიც, რომელიც თურქებთან დიდი ხნის ომის გამო წარმოიშვა. რომის იმპერიაში, ჰუმანისტები ავენტინიუსი და სხვები, ასევე  მეთაურები ფრონსპერგერი და შვენდი აღფრთოვანებულები იყვნენ ოტომანთა იმპერიის სამხედრო წყობით და ცდილობდნენ ანალოგიური სისტემა თვითონაც გადაეღოთ. შვედებთან და თურქებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე მონტეკუკოლიმ თავის ნაშრომებში ერთმანეთს შეარწყო ეს ორი სისტემა, რაც ადრინდელ თანამედროვე ეპოქაში(ეარლყ მოდერნ ერა) პირველი ცდა იყო ომის განხილვისა თავისი სოციალური, პოლიტიკური, ტაქტიკური, სტრატეგიული და ადმინისტრაციული განზომილებებით. ამ ფორმით მოხდა ჰოლანდური, შვედური და ავსტრიული მემკვიდრეობის გადაცემა მალბოროს, ფრედერიკო დიდსა და სხვათათვის. შარნჰორსტი, კლაუზევიცის მენტორი, დიდად აფასებდა მონტეკუკოლის და მას მიიჩნევდა ომის ბუნების ჭეშმარიტ გზამკვლევად.
   ასე რომ ტერმინი “სამხედრო რევოლუცია” ნიშნავს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ ახალი იარაღის ათვისებასა და ტაქტიკურ ფორმაციას. ის მოიცავს მთლიან და ფუნდამენტალურ ცვლილებებს ჯარის ბუნების და საერთოდ ომის წარმოების ხელოვნების საქმეში. ასეთი ცვლილებას ადგილი ქონდა 1560 შემდგომ პერიოდში. ეს იყო მორისის, გუსტავ ადოლფისა და მონტეკუკოლის ერა. ეს ამ პერიოდში მოხდა ჩამოყალიბება არმიისა, რომელიც ეფუძნებოდა იერარქიულ სუბორდინაციას, დისციპლინას და საზოგადოებრივ მოვალეობას და ამ ფორმით შემორჩა იგი დღევანდელობას. აღნიშნული გარდაქმნები რასაც თან ახლდა სამი მეთაურის ძალისხმევა, პრაქტიკა და თეორია მართლაც წარმოადგენენ  ნამდვილ “სამხედრო რევოლუციას”.
   უილიამ დე საილენტის მეორე შვილის, მორის ნასაუელის სახელი, ყველაზე უფრო მეტად ჰოლანდიის არმიის აღმშენებლობასთან ასოცირდება. თუმცა მორისი გახლდათ მოწინავე ტაქტიკოსი, ადმინისტრატორი და ალყური ომის დიდი ოსტატი, იგი არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ასეთივედ სტრატეგიის საქმეში. მეტისმეტად ფრთხილი მორისი ერიდებოდა თავისი არმიის რისკის ქვეშ დაყენებას და ოცი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი დიდი ბრძოლა აწარმოა. შეძლო დაეცვა რა გაერთიანებული ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, მან მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს, მაგრამ სიფრთხილე მას ხანდახან არამომგებიან მდგომარეობაში აყენებდა უფრო ძლიერ, მაგრამ ნაკლებად მეთოდურ მოწინააღმდეგესთან. ამ შემთხვევაშიც კი, არასანდო დაქირავებული მეომრების და დროებითი მილიციის გარდაქმნაში მიღწეული წარმატება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა ომის წარმოების მეთოდების განვითარების საქმეში.
   1589-1609 წლებში მომხდარი სამხედრო რეფორმები ერთობლივი შრომის შედეგი იყო. არმიის ერთიანი სტრუქტურის და ფინანსების საკითხებში მორისს ჟოჰან ვან Oლდენბაარნეველდტ-ის, ჰოლანდიის Lანდსადვოცაატ-ის და 3 დეკადის განმავლობაში სტატეს გენერალ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პირის, მხარდაჭერა ჰქონდა. ადმინისტრაციულ და ტაქტიკურ საქმეებში მორისს თავისი ორი კუზენი, უილიამ ლუის და იოჰან ნასაუელები უწევდნენ დახმარებას. და ბოლოს, ალყური ომის წარმოებასა და სამხედრო ტექნოლოგიებში მორისი ეყრდნობობა მათემათიკისა და ალყური ომის ტექნიკის ოსტატის სიმონ სტევინის რჩევებს, რომელიც იმ დროს გახდა არმიის მთავარი ინჟინერი და ჩამოაყალიბა სამხედრო ინჟინერთა კორპუსი.
   მორისის ფრთხილი და წინასწარგანზრახული სტრატეგია, ასახავდა რა ჰოლანდის რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობას, გამომდინარეობდა მისი თანამდებობიდან. გუსტავ ადოლფი, ფრედერიკო დიდისა და ნაპოლეონისგან განსხვავებით არ იყო დამოუკიდებელი მხედართმთავარი. იგი განიცდიდა სამოქალაქო კონტროლის გარკვეულ ზეწოლას. 1588 წელს, 21 წლის ასაკში მორისი დანიშნულ იქნა “Aდმირალ-Gენერალ ოფ ტჰე Uნიტედ Nეტჰერლანდს” და ასევე “ჩაპტაინ-Gენერალ ჯარებისა ბრაბანტსა და ფლანდერსში.” გარდა ამისა მორისს, როგორც სტატჰოლდერს, გააჩნდა ოფისები  (ჰელდ ოფფიცე ას სტადტჰოლდერ) ჰოლანდიისა და ზილენდის (ზეელანდ) პროვინციებში, ხოლო 1591 წლის შემდეგ ასევე გერდერლანდში, ოვერიხსელსა, უტრეხტში. ამავე დროს მისი კუზენი უილიამ ლუისი იყო სტადტჰოლდერ ოფ Fრიესლანდ და 1594 წლიდან გრონინგენსა და დრენტეში. მაგრამ ბევრი ოფისები (ოფფიცეს) არ ნიშნავს ძალას. როგორც საზღვაო ძალების მეთაური, მორისი პასუხისმგებელი იყო ხუთ სხვადასხვა საადმირალოს მართვაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად “არმიის გენერალს” ეძახდნენ, იგი არასოდეს ყოფილა ჰოლანდიის სახმელეთო ძალების მეთაური. მისი პროვინციული პარტიკულარიზმი არ იძლეოდა შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ოპერაციების წარმოების საშუალებას, ამავე დროს, თითქმის ყოველთვის, გენერალური შტატების სპეციალური კომიტეტი (სპეციალ ცომმიტტეე ოფ ტჰე შტატეს Gენერალ) სამხედრო საქმეების კოორდინირებას ახდენდა, ხოლო დეპუტატთა სპეციალური ჯგუფი თვალყურს ადევნებდა ოპერაციათა მსვლელობას.  
   მიუხედავად ამგვარი პოლიტიკური მოწყობისთვის დამახასიათებელი დაძაბულობისა, დიდი ხნის მანძილზე ეს სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობდა. მმართველ ვაჭარ ოლიგარქებს არ გააჩნდა სამხედრო გამოცდილება და მიდრეკილება სამხედრო კარიერისკენ. ამიტომ ისინი თანახმანი იყვნენ ჯარის მმართველობა სტატჰოლდერთა (სტადტჰოლდერ) ხელში ყოფილიყო.  მაგრამ უთანხმოების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. როდესაც პოლიტიკურმა საჭიროებამ მორისი იძულებული გახადა სამხედრო კამპანია დაეწყო ფლანდერსში 1600 წელს, ოფიცრები გრძელი სამოსების გამო აწუწუნდნენ, ხოლო პოლიტიკოსებმა არ ჩათვალეს საჭირო არმიის საფრთხეში ჩაყენება.
ეს ყველაფერი უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც მორისი 1588 წელს დანიშნულ იქნა მთავარსარდლად (ცომმანდერ ინ ცჰიეფ). იმ დროისთვის პოლიტიკოსები და ჯარისკაცები საჭიროდ თვლიდნენ გარდაექმნათ დაქირავებული მეომრებისა და მილიციის არაეფექტური რაზმები, ერთიან ძლიერ ძალად რომელიც შეძლებდა ვეტერანი ესპანეთის არმიის მოგერიებას, რომელსაც მაშინ პარმას ჰერცოგი, გრაფი ალექსანდრე ფარნეზე ხელმძღვანელობდა. იმ წლებში, ისევე როგორც ჰოლანდის აჯანყების დასაწყისიდან მოყოლებული, ბრძოლა იყო ასიმეტრიული. ჰოლანდის არმიამ იმ დროის ყველაზე მოწინავე ძალა მოიგერია არა იმიტომ, რომ მან დიდი ძალისხმევა დაახარჯა, არამედ იმიტომ რომ ესპანელებს უჭირდათ დროის გრძელვადიან მონაკვეტში მთიან ადგილებში  მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების წარმოება.
   აჯანყების დასაწყისში 1566 წელს, ესპანეთის ნიდერლანდები შედგებოდა 17 პროვინციისგან, 3 მილიონიანი მოსახლეობით. მდინარეები რაინი, მაასი და შტელტი სამხრეთის ათ მოწინავე პროვინციას, ძირითადი ქალაქებითურთ, ნაკლებად დასახლებული ჩრდილოეთისგან ყოფდნენ. აჯანყება დაიწყო სამხრეთიდან, მაგრამ 1579 წლისათვის აჯანყებულთა რამოდენიმეჯერ დამარცხებისა და ასევე არისტოკრატიასა და რადიკალურად განწყობილ მათ ქალაქელ მხარდამჭერებს შორის განხეთქილების გამო, სამხრეთის პროვინციები ისევ ესპანეთის მმართველობის ქვეშ მოექცა. 7 ჩრდილოეთ პროვინცია ცდილობდა დახმარებოდა თავის სამხრეთელ მეზობლებს, მაგრამ უილიამ საილენტის, ადამიანის რომელსაც პატივს სცემდა ორივე ნაწილი, მკვლელობის შემდეგ 1584 წელს, ჩრდილოეთის და სამხრეთის ურთიერთდახმარების იდეა ვერ განხორციელდა.  განხეთქილების გამო ჩრდილოეთ პროვინციებმა ვერ შეძლეს დახმარების გაწევა თავისი მეზობლებისთვის. ამას თან დაერთო ისიც რომ დაქირავებულმა მებრძოლებმა ვერ მიიღეს თავისი კუთვნილი ფული და უარი თქვეს ბრძოლის გაგრძელებაზე. ქალაქი ქალაქზე ბარდებოდა ესპანეთის ჯარებს. ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით ანტვერპის პროვინცია, ძლიერ წინააღმდეგაბას უწევდნენ დამპყრობლებს, მაგრამ უმეტესობა ან დანებდა ან ღალატით იქნა დაპყრობილი. პარმამ მეორე ფრონტი გახსნა აღმოსავლეთით. გაირა ფრისლანდი, გრონინგენი და ჯერდელლენდი და დაემუქრა უტრეხტს, და ზილენდს. ესპანელების გამარჯვებებით შეშინებული ინგლისის დედოფალი ელისაბედი, რომელიც აჯანყებულებს ადრეც ეხმარებოდა, იძულებული გახდა პირდაპირი დახმარება აღმოეჩინა ჯარებისა და სუბსიდიების სახით. მაგრამ ინგლისის დახმარება უშედეგო აღმოღჩნდა. ჯარების მეთაურმა, გრაფმა ლისესტერმა და მისმა ლეიტენანტებმა მათთვის მინდობილი სტრატეგიული მნიშვნელობის ციხესიმაგრეები პარმას გადასცეს. 1587 წლისათვის აჯანყების კრიზისი სახეზე იყო. პარმას ჯარებმა ზუიდერ ზის (ძუიდერ ძეე) მიაღწიეს და იქიდან სამხრეთის ფრონტს შეუერთდნენ. თუკი პარმამ ვერ შეძლო საბოლოო გამარჯვების მიღწევა 1587-1588 წლებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა რომ, ინგლისის ჩარევამ იმდენად განარისხა ესპანეთის მეფე პილიპე რომ, მან ამ კუნძულის წინააღმდეგ გაილაშქრა და პარმას უბრძანა თავისი ძალები იქით გადაესროლა.. მეფე პილიპეს ინიციატივა ჩაიშალა. ხოლო ერთი წლის შემდეგ როდესაც იგი ისევ მზად იყო ახალი ლაშქრობისათვის, მისი ყურადღება უკვე საფრანგეთის რელიგიური ომებისკენ იყო მიმართული.
   ამ მომენტმა მორისს საშუალება მისცა არმია აეღორძინებინა, აღეგდინა ჩრდილოაღმოსავლეთის დიდი ნაწილი და თავდაცვისუნარიანობა განემტკიცებინა. ესპანეთს რომ თავისი მოწინავე ფლოტი ჩაება ბრძოლაში შესაძლებელია გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ მისმა საფრანგეთში ინტერვენციამ, საკუთარი იმპერიის დაცვის საჭიროებამ და ფინანსურმა პრობლემებმა მას ამის საშუალება არ მისცა.

II
   შთაგონების წყარო არმიაში რეფორმების გასატარებლად მომდინარეობდა კლასიკური მოდელებისა და ასევე მე-16 საუკუნის ომების ტიპოლოგიიდან. მიუხედავად იმისა, რომ უახლოესმა მოვლენებმა ნათლად აჩვენეს, რომ დაქირავებული ჯარი არასანდო იყო, რეფორმისტები    მაინც იძულებულები იყვნენ შეიარაღებული ძალები მათი მეშვეობით დაეკომპლექტებინათ.
  ახალი ჯარის განსაკუთრებული დამახასიათიათებელი თავისებურებები გახლდათ: საზრიანობა, უპირობო მორჩილება, ლოილურობა, გაუმჯობესებული მანევრირება და მოძრაობა. რეფორმა დაიწყო ჯარის რაოდენობის შემცირებით რაც ასევე დაფინანსესების შემცირებასაც გულისხმობდა. 1600 წლიდან მოყოლებული ჰოლანდის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა იშვიათად სცილებოდა 12000 კაცს. აქედან 2000 იყო ცხენოსანი და 10000 ქვეითი. ჯარის შემადგენლობაში რიგითთა უმრავლესობას უცხოელები შეადგენდნენ, კერძოდ: ფრანგები, ინგლისელები, შოტლანდიელები და სხვა. ხოლო შვედები და ჰოლანდელები შედარებით ნაკლებნი იყვნენ მათ რიგებში. მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტელი შრომისა და დროული ანაზღაურების წყალობით მებრძოლებმა გაითავისეს დისციპლინა.  ჯარისკაცები ყოველდღიურად ერთი და იგივე ვარჯიშებს იმეორებდნენ, რომლებიც რომაული წყაროებიდან იყო აღებული.  რა თქმა უნდა არმიაში ჯარისკაცებს ყოველთვის ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, მაგრამ ამ შემთხვევაში სწავლების მიზანი სცილდებოდა ინდივიდის თუ შენაერთის პროფესიონალური დონის ამაღლებას. მოცემული წესების სათანადო შესრულება გახდა დისციპლინის საფუძველი. აღნიშნული წესები მოიცავდა ვარჯიშებს რომელთა მიზანი იყო უპირობო მორჩილების ჩვევების განვითარება  და შენაერთის ერთიანობის და დარაზმულობის უზრუნველყოფა.  არმიაში ვარჯიშების და წვრთვნების შემოღება ორანელთა რეფორმების ძირითად ელემენტს წარმოადგენდა, რამაც შემდგომ მნიშვნელოვნად განაპირობა თანამედროვე სამხედრო სისტემის ჩამოყალიბება.
   ვარჯიშისა და შენაერთების დარაზმულობის ერთობლიობამ გააუმჯობესა ბრძოლის ეფექტურობა. ლიფციუსის ამბობდა:”თავისი მამაცი ბუნება ზოგიერთ ადამიანს მომგებიან მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ წესრიგისა და ინდუსტრიის ერთობლიობას უფრო მეტი შეუძლია”. ყოველდღიური ვარჯიშები იარაღით ხელში თვითგანვითარების საშუალებას იძლეოდა, აუმჯობესებდა სროლისა და ბასრი იარაღის ხმარების სიზუსტეს.    მუდმივი ვარჯიში ისევე როგორც ქვედანაყოფების დამოუკიდებელი საბრძოლო როლი ჰოლანდის ტაქტიკურ სისტემაში მოითხოვდა კარგად მომზადებული ოფიცრების მეტ რაოდენობას, რისი დანერგვის გამოც მორისი მიჩნეულ იქნა თანამედროვე ევროპული ოფიცერთა კორპუსის ფუძემდებლად. რაც უფრო მნიშვნელოვანია მან შეცვალა პროფესიის ეთოსი. შთაგონებული კანვინისტური აღზრდით და ნეოკლასიკური სწავლებით, იგი მეთაურობას უყურებდა არა როგორც კეთილშობილი წარმომავლობის პრივილეგიას, არამედ როგორც სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას. თანამდებობრივ იერარქიაში დანერგილი უპირობო მორჩილების კონცეფციასთან ერთად ეს უზრუნველყოფდა მთლიან მართვის სტრუქტურას. პრაქტიკაში რა თქმა უნდა საქმე სხვაგვარად იყო. ხელმძღვანელი პოსტები მაინც სტატჰოლდერთა (სტადტჰოლდერ) ნათესავებს და დიდებულებს ეკავათ. ასევე ბევრი უცხოელი მსახურობდა ოფიცრად ვინაიდან ბევრ მათგანს გააჩნდა საჭირო ცოდნა.
ახალ სისტემას ხშირად აკრიტიკებდნენ  სუსტი თავდასხმითი ტაქტიკის გამო. ახალი საბრძოლო ფორმაციები ძალზე პატარა იყო თავდასხმითი ოპერაციებისთვის და ძირითადად თავდაცვისთვის თუ გამოდგებოდა.
   მორისის დამსახურება ალყური ბრძოლის საქმეში უდავოა. მან განსაკუთრებული როლი დააკისრა თავის არმიაში არტილერიას, ინჟინრებს და მომარაგებას. ასევე დანერგა არმიაში შრომის პრინციპი, რაც მანამდე დამამცირებლად ითვლებოდა. ყოველი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა მიწის გათხრში რის სანაცვლოდაც იგი ზედმეტი თანხით ჯილდოვდებოდა.
   რაც შეეხება სტრატეგიას, მორისის მიზნები, გამომდინარე შტატეს Gენერალ-ის სურვილიდან და მისი მიდრეკილებიდან, 7 პროვინციის ტერიიტორიის დაბრუნებით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, მორისს მიზნის მიღწევა პოზიციური ბრძოლების მეშვეობით უნდოდა და არ ქონდა მოწინააღმდეგის სრული  განადგურების სურვილი. 1589-1609 წლებში მან დაიპყრო 29 ციხესიმაგრე და მხოლოდ ერთი, ნიუპორტის ბრძოლა აწარმოა და ისიც უხალისოდ.
   1590-1594 წლების ოპერაციებმა აჩვენა ომის წარმოების მორისისეული სტილი. ესპანეთის დაკავებულობა ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლით, ჰოლანდიას შანსს აძლევდა თავს დასხმოდა მტერს, მაგრამ სახელმწიფო საბჭომ თავი შეიკავა ამგვარი ქმედებებისგან და განაცხადა რა “თავდასხმა გააღვიძებს მძინარე ძაღლს და ჩართავს ომში რომელიც უკვე თავიდან აცილებულია” გადაწყვიტა თავდაცვა გაეძლიერებინა. მორისს ბოლოს მიენიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა მცირემასშტაბიანი ოპერაციები რათა დაებრუნებინა პარმას მიერ დაპყრობილი ძირითადი ქალაქები ჩრდილოეთში. 1590 წელს მან დაიწყო კამპანია ბრედას წინააღმდეგ. მორისის არმიამ დიდი მდინარეების ჩრდილოეთით საფუძველი გამოაცალა ესპანელებს, ხოლო შემდეგ გადაკვეთა მდინარე ვაალი რათა შეესუსტებინა ფორტების (ფორტს) მთელი ჯაჭვი ბრაბანტსა და ფლანდერსში. შემდეგ წელს მორისმა შესანიშვი თავდასხმითი შეტევა ჩაატარა. მაისსა და ოქტომბერს შორის მან დაიპყრო 4 მთავარი ციხესიმაგრე. 1591 წლის მაისსა და ივნისში მორისმა დაიწყო აღმოსავლეთიდან და ორ კვირაში აიღო ქალაქები ზუტპენი და დევენტერი. შემდეგ მან გადაადგილა თავისი ჯარი ბარჟის მეშვეობით და სექტემბერში, 5 დღეში აიღო ქალაქი ჰულსტი, ანტვერპის მახლობლად. ამის შემდეგ მან დაიხია უკან დორტრეხტისკენ და ქვეითად იარა ნიჟმეგენამდე, რომელიც დაეცა 6 დღიანი ალყის შემდეგ ოქტომბერში. ეს მნიშვნელოვანი შედეგები მიღწეულ იქნა მოულოდნელობის და სწრაფი ალყური ოპერაციების წყალობით, რასაც თან ერთვოდა ხელსაყრელი პერიოდი.
   1592 წელს მორისმა ოპერაციები ჩრდილო-აღმოსავლეთით გააგრძელა და მოკლე დროში დაიპყრო სტინვიჟკი და კოევორდენი. ამ დროს იჩინა თავი პროვინციულმა პარტიკულარიზმმა. ფრისლანდი დახმარებას უწევდა კამპანიას ოვერიჟსელსა და გელდერლანდში, მაგრამ როდესაც ზეწოლამ ზილანდიდან იძულებული გახადა მორისი გერტრუიდენბერგის წინააღმდეგ წასულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფრისლანდმა აუკრძალა უილიამ ლუისს და მის ჯარს მონაწილეობა მიეღოთ ოპერაციაში. დიდი ხნის ალყის შემდეგ გერტრუიდენბერგი დაეცა 1593 წლის ივნისში. შემდეგ წელს მორისმა დაიბრუნა აღმოსავლეთი და 1594 წლის ივლისში დაიპყრო გრონინგენი. იმის შემდეგ რაც მიზანი მიღწეული იყო პროვინციებმა შეუმცირეს თავისი დახმარება არმიას და იძულებული გახადეს ოპერაციები შეეჩერებინა.
   პაუზის დროს მორისმა ჯარების რეორგანიზაცია მოახერხა და 1597 წელს, იმ დროს როცა ესპანეთი მთლიანად საფრანგეთით იყო დაკავებული, აიღო რამოდენიმე ციხესიმაგრე, რითიც ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება მოუსპო. თუმცა, 1598 წელს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის დამყარებულმა მშვიდობამ სიტუაცია შეცვალა. ესპანეთის არმიამ ძალა მოიკრიფა დაიწყო გადაადგილება მდინარეების გასწვრივ სახრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა 1599 წლის დასაწყისშივე უკუგდებული იქნა. ამავე დროს ესპანეთის არმიაში კიდევ ერთი ამბოხება დაიწყო და წარმატებებით გამხნევებული სტატეს გენერალ-მა მორისი დაიყოლია იერიში მიეტანა ნიუპორტსა და დანკირკზე. 1600 წლის 2 ივლისს მორისმა დაამარცხა ნაჩქარევად შეგროვებული ესპანეთის არმია ნიუპორტის მახლობლად. მაგრამ ეს იყო გამარჯვება ტაქტიკური და არა სტრატეგიული, ვინაიდან ჰოლანდის არმია აგვისტოს დასაწყისში იძულებული გახდა ევაკუირება მოეხდინა.
ამის შემდეგ არცდიუკ ალბრეხტმა, ესპანელთა მეთაურმა, გადაწყვიტა აეღო ოსტენდი. მორისი შეეცადა იერიში მიეტანა ესპანელებზე. არმიით რომელიც შეადგენდა 5442 ცხენოსანს და თითქმის 19000 ქვეითს იგი გემავდა  შეჭრილიყო ბრაბანტში და დაბანაკებულიყო ფლანდერსში საიდანაც შეუტევდა ესპანელებს. მაგრამ ოპერაცია ჩაიშალა ვინაიდან მაასის გადაკვეთის შემდეგ ჰოლანდელებმა ცხენების საკვები ვერ იშოვეს და იძულებულები გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ.  სტატეს გენერალ-მა უბრძალა მორისს თავდაცვა გაემაგრებინა. ინიციატივა ეხლა ესპანელთა ხელში გადავიდა, ვისაც უკვე სხვა, ყველაზე გამოცდილი გენერალი ამბროჯიო სპინოლა (Aმბროგიო შპინოლა) მეთაურობდა. სპინოლა შეეცადა გადაესროლა თავისი ძალები ოსტენდისკენ და პროგრესსაც მიაღწია ოვერრიხსელსა და ჯელდერლანდში, მაგრამ ძლიერი გაზაფხულის წვიმების გამო მეტი წინ ვეღარ წაიწია. სპინოლამ იცოდა რა ესპანეთის კატასტროფამდე მისული ფინანსური მდგომარეობა ამჯობინა შეეჩერებინა სამხედრო მოქმედებები და 1608 წლის დასაწყისში ზავი იქნა დადებული 12 წლის პერიოდით. ეს იყო ჰოლანდიის რესპუბლიკისათვის ბრძოლის დასასრული. ხოლო როდესაც ბრძოლა განახლდა 1621 წელს იგი უკვე მიეკუთვნებოდა გერმანიაში განხორციელებულ უდიდესი კონფლიქტების კატეგორიას.

III
ნიუპორტის პრძოლის შემდეგ ჰოლანდიის ტაქტიკურმა სისტემამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ჰოლანდიის არმია მიჩნეულ იქნა საუკეთესოდ ევროპაში და “ეს ცუდი იყო თუ კარგი”, როგორც შენიშნვდა ერთი მწერალი, პატარა ქვეყნები(Lოწ ცოუნტრიეს) გახდნენ “სამხედრო სკოლები სადაც ევროპის ახალგაზრდობის უმრავლესობა ეუფლებოდა სამხედრო ხელოვნებას. ძირითადად, ორანელთა რეფორმების გადაღება პროტესტანტულმა სახელმწიფო-ებმა შეძლეს. შვედეთში, გუსტავ ადოლფი “თავიდანვე დაამკვიდრა პრინც მორისის მეთოდები”, ოღონდ რამდენადმე სახეშეცვლილად იმ ასპექტებში, რომლებიც ეხებოდა თავდასხმას. გუსტავი იყო პირველი ჯარისკაცი რომელსაც მთლიანად ესმოდა დარტყმისა და ცეცხლის კომბინაციის (სჰოცკ ანდ ფირე ვალუე გვ. 45) და ამიტომ გაზარდა ორივეს ეფექტურობა ახალი საბრძოლო მეთოდებისა და გაუმჯობესებული იარაღის მეშვეობით. მეფემ ააღორძინა წვევამდელთა ეროვნული არმია და დიდი კამპანიების ჩატარებას ფიქრობდა დაქირავებული  მეომრების მეშვეობით, რომლებსაც დისციპლინას და ტაქტიკას შეასწავლიდა. ამ ყველაფერში მას მხარს უჭერდნენ ოფიცრები, რომლებიც სამხედრო საქმეს ნიდერლანდებში იყვნენ დაუფლებულნი, მათ შორის იაკობ დე ლა გარდიე (ჟაცობ დე ლა Gარდიე), პიროვნება, რომელიც გუსტავისთვის იყო იგივე რაც “შვერინი  იყო ფედერიკოსთვის ან პალმენიო ალექსანდრესთვის”.
   მიუხედავად გუსტავის მიდრეკილებისა ბრძოლების წარმოებისკენ, იგი ისტორიაში უფრო ცნობილია თავისი ადმინისტრაციული და ტაქტიკური ინოვაციების ავტორი. თუმცა გუსტავი როგორც მონარქი უფრო თავისუფალი იყო თავის გადაწყვეტილელებში და შეეძლო ქონოდა უფრო დიდი გეგმები ვიდრე მორისს, იგი ისევე როგორც მორისი ფრთხილი და წინდახედული მეთაურების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც “ყოველ ნაბიჯს გულდასმით წონიდა და საჭიროების გარეშე არაფერს რისკავდა” თუმცა ასევე “სოლიდური და მეთოდური სტრატეგი”.  მისი ცნობილი კამპანიები გერმანიაში ციხესიმაგრეებით გარემოცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და ამიტომ წარმოებული ოპერაციები შემოიფარგლებოდა გამაგრებული გამაგრებული ადგილების დაპყრობითა და შენარჩუნებით, ასევე კომუნიკაციებისა და მომარაგების კონტროლით. რა თქმა უნდა ეს ზღუდავდა  გუსტავის შესაძლებლობას მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები და მორისის მსგავსად იგი შეფასებული იქნა პოზიციური და მანევრული ომის ოსტატათ. ამ ტენდენციის გამო კლაუზევიცი მკაცრად აკრიტიკებდა გუსტავს. იგი არ იყო “გულადი დამპყრობი” ამბობდა კლაუზევიცი, არამედ “განსწავლული მეთაური, რომელიც ზომიერი და ფრთხილი კომბინაციების მომხრე იყო”.
   როდესაც გუსტავ ადოლფი 17 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, მას დახვდა “ ცუდად ნავარჯიშები, არადისციპლინირებული”, და უხეიროდ ორგანიზებული სამხედრო ესტაბლიშმენტი. ამგვარი მდგომარეობის მიზეზები 50 წლის წინანდელ პერიდში, გუსტავ ვასას და ერიკ მე-14 მმართველობის დროიდან იღებდა სათავეს. მათ ფეოდალური ჯარისა და დაქირავებული უცხოელი მეომრებისაგან შექმნეს სამეფოს ნაციონალური რეგულარული არმია. პატარა ბატალიონებად ორიგინალურად ორგანიზებულ სამეფო არმიას კარგად ქონდა შემუშავებული იარაღის სროლისა და შერჭობის კომბინაციაც, თუმცა აღნიშნული ინოვაციები ევროპის ძირითად ტენდენციებს მოწყვეტილი იყო და ამიტომ გავლენას ვერ ახდენდა მასზე. შვედეთის  არმიამ იმის შემდეგ დაიწყო დაკნინება, რაც გამუდმებული ბრძოლების წარმოება მოუხდა ჰოლანდის, პოლონეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც იოჰან ნასაუელი (ჟოჰანნ ოფ Nასსაუ-სიეგენ) აკვირდებოდა მას პოლონეთში 1605 წელს ძლიერ იმედგაცრუებული დარჩა. ის აღარ იყო ახალგაზრდა პრინცის ამბიციების ექვივალენტური ინსტრუმენტი. მიუხედავად იმისა რომ გუსტავს ზედაპირული სამხედრო განათლება გააჩნდა, რაც კლასიკური ლიტერატურისა და სხვადასხვა ჰუმანისტი მწერლების ნაწარმოებების ცოდნით შემოიფარგლებოდა, იგი კარგად იყო გაცნობილი ჰოლანდიის რეფორმებს. იგი ნათლად აცნობიერებდა არმიის ნაკლოვანებებს და ამიტომ შეიარაღებული ძალების განახლება მის მთავარ პრიორიტეტად იქცა.
   გუსტავმა სასწრაფოდ დადო დროებითი ზავი პოლონეთთან, მოაგვარა საქმეები ჰოლანდიასთან თუმცა არადამაკვაყოფილებელ პირობებში და შეეცადა მოეპოვებინა სასურველი მშვიდობა რუსეთთან 1617 წელს. 3 წლის შემდეგ, იმის შემდეგ რაც გააუმჯობესა თავისი არმიის მდგომარეობა, იგი შეიჭრა პოლონეთში, რომელიც იმ დროს ოტომანთა იმპერიის და რუსეთის წინააღმდეგ ომში იყო ჩართული. მაგრამ მისი მოლოდინი მოკლევადიანი და იოლი კამპანიის ჩატარებისა არ გამართლდა. პირიქით, გუსტავისთვის და მისი არმიისთვის ეს იყო დამღლელი ომი, სადაც ახალგაზრდა პრინცმა ლოგისტიკის, მობილურობის და ალყური ომის სასარგებლო გაკვეთილები მიიღო. 1622 წელს დადებული 2 წლიანი ზავის შემდეგ, ომი 1629 წლამდე გაგრძელდა, როდესაც კიდევ ერთი ზავი იქნა დადებული. ამ დროისთვის გუსტავმა გაიაზრა რომ უდიდესი კონფლიქტები გერმანიაში წარმოადგენდა როგორც საშიშროებას, ასევე ხელსაყრელ პირობას ჩაეტარებინა ძირეული ცვლილებები თავის სამხედრო ესტაბლიშმენტში.
   1625 წელს მან დაიწყო ახალწვეულების მიღების მეთოდის შეცვლა. იქნა შემოღებული კანტონალური სისტემა, სადაც ადგილობრივ სამღვდელოება 18-დან 40 წლამდე მამაკაცთა აღრიცხვას აწარმოებდა. სამსახურის გასაწვევ ასაკად დადგენილი იქნა 20 წელი, მაგრამ ჩვეულებრივ მხოლოდ ათიდან ერთ კაცს ეძახდნენ და ისიც ოჯახური და პროფესიული გამონაკლისებით.  ქვეით ჯარისკაცებს ანაზღაურების სანაცვლოს ეძლეოდა მიწის ნაკვეთი,  კავალერია დაკომპლექტებული იქნა დიდვაროვანთა და მდიდარ ფერმერთაგან. ქალაქის მოსახლეობა მსახურობდა საზღვაო ძალებში. ხოლო დანარჩენი მოსახლეობას დაკისრებული გადასახადები ხვარდებოდა აღჭურვილობის შეძენას. აღნიშნულმა სისტემამ ჩამოაყალიბა მტკიცე და ძლიერი 40 ათას კაციანი ნაციონალური არმია, რაც ევროპაში პირველი შემთხვევა იყო.
   შეიძლება ბევრი რამ გაკეთდა ნაციონალური არმიისათვის.. უპირველეს ყოვლისა სისტემა განკუთვნილი იყო დავდასაცავად. კამპანიები საზღვრებს გარეთ, კერძოდ მეფის ბრძოლა გერმანიაში, ვერ მოხერხდებოდა რაღაც ერთ ნახევარი მილიონიანი მოსახლეობის ბაზაზე, და დაქირავებულს მებრძოლებს ისევ დიდი ადგილი ეკავათ. მოუხედავად იმისა, რომ მეფის 1627 წლის წესდება ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო უკეთ დაცული იქნება ადგილობრივი მკვიდრთა მიერ”, და უცხოელ მეომრებს აღწერდა როგორც “უმრწამსო, საშიშ და ძვირს”, იგი შეუდგა ინგლისური, შოტლანდიურ და გერმანული პოლკების დაკომპლექტებას. 1631 წლისათვის უცხოური ჯარები შეადგენდნენ მისი არმიის უდიდეს ნაწილს და ბრძოლათა უმეტესობაშიც ისინი მონაწილეობდნენ. ეს იყო წინასწარგანზრახული პოლიტიკა, რადგან თუკი არმია დიდ ზიანს განიცდიდა, შვედური შენაერთები მაინც მზად იქნებოდნენ დაეცვათ თავისი მიწაწყალი. ამიტომ ისინი როგორც წესი სტრატეგიულ რეზერვში იმყოფებოდნენ და იცავდნენ კომუნიკაციათა ქსელებს. მონტეკუკოლი შენიშნავდა რომ “ყველა საზღვაო პორტი შვედი მეთაურების და განნიზონების მიერ არის დაცული; ისინი არ ენდობია არც ფინელებს, არც ლიბონიელებს(ლიბონიანს) და არც გერმანელებს.” 1632 წლისათვის, როდესაც გუსტავი მოკლული იქნა, მის დაქვებდებარებაში მყოფი 120,000 კაციდან მხოლოდ ერთი-მეათედი იყო შვედი. უცხოური შენაერთების უმრავლესობას ათვისებული ქონდა და ადაპტირებული იყო შვედურ ტაქტიკასთან, რისი პირველი გამოცდაც გახდა ბრაიტენფილდის ბრძოლა 1631 წელს. ეს იყო “მობილურობისა და ცეხლის ძალის გამარჯვება რიცხვობრიობასა და შუბებზე”, რამაც იძულებული გახადა დანარჩენი ევროპის ქვეყნები გადაეხედათ თავისი ბრძოლის მეთოდებისათვის.
   გუსტავის ტაქტიკურ სისტემაში ხაზი თავდასხმით მოქმედებას ქონდა გასმული. ქვეითი პოლკები ორი ესკადრონისაგან შედგებოდა, რომლებიც ძირითადი ადმინისტრაციულ და ტაქტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. სულ თითო პოლკში 800 კაცი და დამატებუთი დავალებებისთვის 94 მუშკეტერი შედიოდა. პოლკები მცირე რაზმებად იყო დაყოფილი  და კონტრმარშის დრისაც  კი შეეძლოთ წინსვლა.
შეტევისას ახლო მანძილიდან ბრმა სროლა შეიცვალა ერთიანი მძლავრი ბათქით (ზალპით) , რომელიც მოდიოდა სამ რიგად მდგომი მუშკეტერებისაგან. როგორც აღნიშნავდნენ ეს იყო “ერთი ხანგრძლივი და დიდი ჭექაქუხილი... რომელიც უფრო საშინელი რამ იყო ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, ვიდრე ათი წყვეტილი ან რამოდენიმე სხვადასხვა დროს. კავალერია, რომელსაც მხარს მუშკეტერები უჭერდნენ, მოწინააღმდეგის ფლანგების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ხოლო არტილერია ამ დროს ცეცხლს ხსნიდა ფიქსირებული საცეცხლე ხაზიდან. ბრაიტენფილდის ბრძოლის შემდეგ ... გასაგრძელებელია გვ 48

   ახალი შვედური არმია როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი გაცილებით ნაკლებად ეფექტური იყო. გუსტავი აცნობიერებდა, რომ ტაქტიკური მობილურობაეფუძნებოდა დისციპლინას, ხოლო დისციპლინა ეფექტურ ადმინისტრირებას. მაგრამ შვედური სამხედრო საქმის ეს ასპექტი მტკიცე ვერ იყო. ვარჯიშმა უმეტესობა შვედური სამხედრო შენაერთების მომზადების დონე აამაღლა. იგი მისაღები აღმოჩნდა დაქირავებული მებრძოლებისთვის თუმცა იგივეს ვერ ვეტყვით მოკავშირეების შენაერთებსა და სხვა კონტინგენტზე. გუსტავმა მკაცრი მორალური კოდექსი დანერგა არმიაში, რასაც მხარს უჭერდნენ სამხედრო მღვდლები. მიუხედავად ამისა, 1630 წლის დასაწყისიდან დისციპლინირებულობამ არმიაში იწყო კლება. მიზეზი ამისა არ იყო დაქირავებულ მებძოლთა საქციელში, არამედ შეიარაღებული ძალების სწორი უზრუნველყოფის უუნარობაში. მისედავად იმისა, რომ გუსტავმა ლოგისტიკური უზრუნველყოფა გააუმჯობესა, შვედეთის რესურსებმა ვერ შეძლეს არმიის მომარაგება  გარმანიაში. როგორც ერთო შვედი დიპლომატი ამბობდა “სხვა ნაციები ომში მიდიოდნენ იმიტომ, რომ მდიდრები იყვნენ, შვედები კი იმიტომ რომ - ღარიბები. საფრანგეთის და ჰოლანდიის სუბსიდიებმაც ვერ შეძლეს სიტუაციის შეცვლა. უფრო მეტიც, როდესაც დახმარება გამოყოფილი იქნა, პრობლემები შეიქმნა მათ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. 1631 წლის გაზაფხულისთვის შვედეთის ჯარები პროტესტანტთა ქალაქებში დათარეშობდნენ, ხოლო ზაფხულისთვის გუსტავის ჯარები რეგიონალური მომარაგების გარეშე დარჩნენ. მიუხედავად იმისა რომ საბრძოლო დისციპლინა ბოლომდე შენარჩუნებული იქნა, შვედური არმია, იმ დროის სხვა არმიების მსგავსად, იძულებული იყო მიწის ხარჯზე ეცხოვრა. გუსტავის არმიის გადაადგილებას ადამიანებისა და ცხენების დაპურების საჭიროება განსაზღვრავდა და არა ოპერაციული მოსაზრებები.

IV

  როდესაც გუსტავმა, 1630 წელს, თავისი ჯარი მდინარე ოდერის შესართავთან გადმოსხა, 30 წლიანი ომი უკვე ინტერნაციონალიზირებული იყო. ჰაბსბურთა თავდაპირველი გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთმა, ინგლისმა, დანიამ და ზოგიერთმა გერმანელმა პრინცებმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ იმპერიის აღორძინებისთვის. მაგრამ ეს შეუთავსებელი გაერთიანება მალევე იქნა განადგურებული იმპერიული ძალების მიერ, რომელსაც დიდი მეწარმე ალბრეხტ ფონ ვალენშტეინი და გამოცდილი გენერალი იოჰან ტილი მეთაურობდნენ. 1627 წლისათვის იმპერატორმა ბალტიის სამხრეთ სანაპიროს უმეტეს ნაწილზე აღადგინა კონტროლი. მხოლოდ რამოდენიმე პორტი, მათ შორის ყველაზე უფრო სტრალსუნდი (სტრალსუნდ) , სადაც დანიური და შვედური ძალებით იყვნენ გამაგრებულნი, ცდილობდნენ მტრის შეკავებას. იმპერიული ჰეგემონიის შესაზლებლობამ ააღელვა მეფე და მან თავის ღიკსტაგ-ს უთხრა, რომ იგი გერმანიაში მიდიოდა არა მხოლოდ იმიტომ რომ, პროტესტანტიზმის ბედი იდო სასწორზე, არამედ იმიტომაც რომ ბრძოლა უკეთესია საზღვრის გარეთ ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. 1629 წლისათვის გერმანიაში შეჭრისათვის მზადება უკვე დაწყებული იყო.
   სტრატეგიული სსიტუაცია შესაფერისი ჩანდა. ფერდინანდ მე-2-მ დაიწყო იტალიაში საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მან გაანთავისუფლა ვალენშტეინი და ტილის დაუტოვა რამოდენიმე მიმოფანტული გარნიზონი ჩრდილოეთით. გუსტავის ეხპედიციური ჯარი 13 ათსს შეადგენდა, ასევე შოტლანდიიდან და დანიიდან ელოდებოდა იგი შევსებას და ელოდებოდამნიშვნელოვან დახმარებას გერმანელი პრინცებისაგან. მაგრამ იგი იმედგაცრუებული დარჩა, როცა ორმა დიდმა პროტესტანტმა პრინცმა ჩრდილოეთ გერმანიაში გადაწყვიტეს ნეიტრალურები დარჩენილიყვნენ. ამიტომ გუსტავი თავიდანვე მოემზადა ხანგრძლივი ომის საწარმოებლად. ლოგისტიკამ, კომუნიკაციების დაცვის საჭიროებამ და რუსეთისა და დანიის მხრიდან შესაძლო საფრთხის წინათგრძნობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა მისი სტრატეგია. პირველი ( ლოგისტიკის) მოსაზრებიდან გამომდინარე იგი იძულებული გახდა მდინარეებს მიყოლოდა და მათ გასწვრივ მნიშვნელოვანი ადგილები დაეცვა; მეორე (კომუნიკაციები) მოსაზრების გამო გუსტავი იძულებული გახდა შეექმნა და დაეცვა საბაზისო ადგილები ჩრდილოეთ გერმანიაში, საიდანაც მის არმიას შეეძლო უკან დაეხია და შეენარჩუნებინა თავისი ჯარის დიდი ნაწილი სამშობლოს დასაცავად.
   გუსტავმა თავისი კამპანია არა სტრალსუნდიდან (ეს ქალაქი არ მდებარეობდა მდინარეზე), არამედ მდინარე ოდერის შესართავიდან დაიწყო. აქ მან კარგი სტრატეგიული ადგილი ნახა, რომელიც ფლანგიდან ესაზღვრებოდა ტილის გარნიზონებს მეკლენბურგსა (Mეცკლენბურგ) დასავლეთ პომერანიაში (Pომერანია). აქედან მას შესაძლებლობა ექნებოდა ზეწოლა მოეხდინა ბრანდერბურგსა და საქსონიაზე რათა შესულიყვნენ მასთან ალიანსში. წინააღმდეგობის გარეშე იგი შევიდა სტეტინში და ნელ-ნელა დაიწყო წინსვლა და დაიპყრო პატარ-პატარა ქალაქები. თუმცა ასეთი ქმედება იყო აუცილებელი იგი მაინც დამღუპველი იყო, ვინაიდან ტერიტორიებზე კონროლის გავრცობით ჯარი ნელ-ნელა იფანტებოდა. გუსტავმა დაკარგა შანსი. იმ დროს როცა მისი ჯარი რაოდენობით ისევ მცირე იყო, არც ტილის ლაშქარი  იყო მრავალრიცხოვანი და გარდა ამისა მაგდებურგში, ქალაქში რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ქონდა, კარზე ქონდა მომდგარი აჯანყება. გუსტავი რომ მდინარე ელბას მიმართულებით წასულიყო, შეიძლება ტილის ლაშქარი დაემარცხებინა მანამ, სანამ ისინი კონცენტრირებას მოახერხებდნენ. ამგვარი სწრაფი გამარჯვება პროტესტანტთა მხარდაჭერას გამოიწვევდა მის მიმართ. ამის მაგივრად, ოქტომბერში, შვედების ჯარი პომერანიასა და მექტენბურგში (Mეცკტენბურგ) შევიდა.
ცოტა ხანში, გუსტავმა დიდი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა შემდგომი წლისათვის. მან ჩამოაყალიბა 1000,000 კაციანი არმია, რომელის განათავსა ცენტრალურ გერმანიაში სხვადასხვა მდინარეების გასწვრივ. მიუხედამად იმისა რომ, როგორც ერთი ბიოგრაფი აღნიშნავდა ეს იყო “ნაპოლეონის მსგავსი გეგმა თავისი მაშტაბით და სიდიადით” მას არ გააჩნდა საკმარისი სიმტკიცე და შინაარსი. მეფეს არ ქონდა სტრატეგიული პოზიცია და არ ყავდა საკმარისი ჯარი. მას გადაჭარბებული წარმოდგენა ქონდა თავის შესაძლებლობაზე შეექმნა ახალი ჯარი და კარგად არ ესმოდა დისტანციის, კომუნიკაკაციების, მომარაგების და ოპერაციის მასშტაბების ურთიერთმიმართებათა თავისებურებები.
   ამ მიზეზით, ზათრის პერიოდში მეფი ჯარი ვერ მარაგდებოდა და იძულებული გახდა უარი ეთქვა ტილისთან ბრძოლაზე. მან მხოლოდ რამოდენიმე პატარა ოპერაცია აწარმოა მდინარე ოდერთან და მეკლენბურგთან. 1631 წლის მარტის დასაწყისში, ტილიმ გადაწყვიტა 20,000 ჯარისკაცით იერიში მიეტანა მოწინააღმდეგის ჯარზე, მაგრამ გუსტავმა თავის 18,000 კაციანი ლაშქარით უარი თქვა ბრძოლაზე. ეს იყო მთელი მისი სამხედრო კარიერის განმავლობაში ყველაზე უხეში შეცდომა. ეს იყო ის რასაც კლაუზევიცი დამცინავი ტონით აღწერდა როგორც “სტრატეგიული მანევრის მეშვეობით ომის მოგების მცდელობის ახალი მეთოდი” (ნეწ მეტჰოდ ოფ ატტემპტინგ ტო წინ ა წარ ბყ სტრატეგიც მანეუვერ) . გუსტავი განაგრძობდა სვლას მდინარე ოდერის ზევით. მან დაიპყრო რამოდენიმე პატარა ქალაქი. აპრილში იერიში მიიტანა ფრანკფურტზე, სადაც გაანადგურა მოწინააღმდეგის გარნიზონი და გაძარცვა პროტესტანტთა ქალაქები. სანამ გუსტავი ფრთხილად მიიწევდა წინ და ამავე დროს უკან დასაბრუნებელი გზის თაობაზე იწყებდა ფიქრს, იმპერიის არმიამ 20 მაისს მაგდენბურგი აიღო. ძარცვა რომელიც ამას მოყვა ყველაზე ცნობილი იყო მე-17 საუკუნეში; 25 ათასამდე კაცი უმოწყალოდ იქნა დახოცილი და ყველა შენობა, კათედრალის გარდა, დანგრეული იქნა. ეს, გუსტავისთვის, როგორც გერმანელ პროტესტანტთა დამცველისთვის, მიუღებელი იყო და მოქმედება დაიწყო. თავდაპირველად მან აიძულა ბრანდენბურგის კურფიურსტები, რომ ორი ძირითადი ციხესიმაგრე, კიუსტრინი (Küსტრინ) და სპანდაუ (შპანდაუ) მის კანკარგულებაში გადაეცათ და ამის შემდეგ ელბას დასავლეთისკენ აიღო გეზი. მაგრამ სვლისას იგი ისევ დიდ სიფრთხილეს იჩენდა. გუსტავის ჯარი მიადგა ვერბენს, რომელიც მდებარეობდა ჰაველსა და ელბას შორის. ეს იყო კარგი პოზიციური ადგილი, რომლის დაკავებაც ტილიმ ივლისის თვეში ცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმპერიის ძალები იტალიიდან ელოდებოდნენ დახმარებას და როდესაც გუსტავი მიახლოვდა ისინი შევიდნენ საქსონიაში და ამომრჩეველ მთავარს (კურფიურსტს) ჯონ ჯორჯს მოთხოვეს მათი აღიარება. ამან ბოლოს და ბოლოს იძულებული გახადა სახსონიის კურფიურსტები მხარი დაეჭირათ გუსტავისთვის.
   გადამწყვეტი მომენტი ახლოვდებოდა. გუსტავმა საქსონიის ჯარი შემოიერთა და 1631 წლის 17 სექტემბერს შვეცია-საქსონიის გაერთიანებული ჯარი და  ტილის არმია ერთმანეთს სოფელ ბრაიტენფილდში შეეტაკნენ. თუმცა საქსონიელები ბრძოლის დაწყებისთანავე გაიქცნენ, გუსტავმა 5 საათიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ მაინც მოიპოვა გამარჯვება. მაგრამ გამარჯვება მის მიერ გამოყენებული არ იქნა. იგი არ დადევნებია უკან დახეულ მოწინააღმდეგე. პირიქით, ერთი კვირის შემდეგ ომის საბჭო (ცოუნცილ ოფ წარ), ქალაქ ჰალეში, ახალი მოქმედებების შესახებ მსჯელობდა. როდესაც დადევნება გამოირიცხა, დისკუსია ორი შესაზლო ვარიანტის გარშემო წარიმართა: ბოჰემიის ბთებით გადასულიყვნენ და იერიში მიეტანათ ვენაზე, თუ სამხრეთ დასავლეთით რაინლენდისა და პალატინეტისკეს მობრუნებულიყვნენ. ვენაზე იერიშის მიტანა იქნებოდა იმპერიის შუაგულში დარტყმა, მაგრამ გუსტვმა ზამთრის პერიოდში ამგვარი სვლა მეტად სარისკოდ ჩათვალა. მან გადაწყვიტა სამხრეთდასავლეთით წასულიყო, სადაც კარგი სტრატეგიული პოზიცია არსებობდა, აღმოსავლეთიდან ბავარიელებსა და  დასავლეთიდან ჰაბსბურგთა შორის. რათა დაეცვა ჩრდილოეთის ხაზი, ძლიერი დანაყოფები იქნა განთავსებული მაგდებურგისა და ერფურტის მახლობლად, სადაც ამავე დროს გერმანელთა საკვანძო გზა იყო. ხოლო ჯონ ჯორჯმა თავისი არმია, დაზვერვის მიზნით, ბოჰემიასა და სილესიაში გადაისროლა.
   ზოგიერთი კრიტიკოსი გუსტავს ადანაშაულებდა იმის გამო, რომ გამარჯვება არ გამოიყენა. მისი რეალური მიზანი ხომ, უფრო ტილის არმია იყო, ვიდრე რაინი ან თუნდაც ვენა. ზამთრის პერიოდში ტილის და მისი არმიის ლეიტენანტ პაპენჰეიმს, შეეძლოთ ძალები მოეკრიფათ. მაგრამ გუსტავს უსაფრთხოებისთვის საფუძველი უნდოდა ჩაეყარა. რაინისკენ გეზის აღებით და ჰაბსბურგთა, ბავარიელთა და ესპანელთა პატარა გარნიზონების განდევნით, მან მთელი რაინლენდი მოაქცია თავისი კონტროლის ქვეშ. ალყური ომის მეთოდების - მოტყუების, სწრაფი თავდასხმის, გამოფიტვისა და დაბომბვის ცომბინაციის - წყალობით იგი სწრაფად მიიწევდა წინ. 1631 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის იგი უკვე მომავალი წლის ახალ ამბიციურ გეგმას ადგენდა. მისი ჩანაფიქრი წარმოადგენდა ერთი დიდ ოპერაციას, სადაც 7 არმია მოქმედებდა. მათ ნამგლის მაგვარი განლაგება ქონდათ და მოიცავდნენ ტერიტორიას ვისტულადან ბრენერამდე და გლოგაუდან ტბა კონსტანსამდე(Lაკე ჩონსტანცე). ძირითადი არმია, რომელსაც მეფე თავად ხელმძღვანელობდა, უნდა შეჭრილიყო ბავარიაში. შემდეგ კი მდინარე დანუბის გაყოლოდა და აეღო ვენა. არმიის მნიშვნელოვან დანაყოფებს იმპერიის ჯარები ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში უნდა შეეჩერებინათ, ხოლო სხვა დანაყოფებს კომუნიკაციების დაცვა ევალებოდათ. საქსონიელებს გარეშე, მეფე 120,000 ჯარისკაცამდე ყოლას ვარაუდობდა. ხოლო ახალწვეულების ხარჯზე მას განზრახული ქონდა არმიის შემადგენლობის 170,000 კაცამდე გაზრდა გაზაფხულისთვის.
   1632 წლის მარტში, გუსტავმა პოზიციების გამაგრება დაიწყო. 10 აპრილს შტურმით აიღო ყველაზე დასავლეთით მდებარე ციხესიმაგრე დონაუვორთი (დონაუწöრტჰ). ხოლო 10 დღის შემდეგ მან განსაცვიფრებელი ტაქტიკური სვლა გააკეთა, როცა  მდინარე ლეჩი გადაკვეთა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტილი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, როდესაც გუსტავი ძლიერ ციხესიმაგრე ინგოლსტატის (ინგოლსტადტ) წინაშე აღმოჩნდა, დაინახა რომ ჩვეული მეთოდებით მის აღებას ვერ შეძლებდა. მან გეზი შეიცვალა და ბავარიასა და სვაბიაში მცირე დაპყრობები განახორციელა, მაგრამ დაკარგა სტრატეგიული ინიციატივა.
წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ჯარის შეკრულობის და სიძლიერის უკმარისობა იყო. არმიას ადრინდელივით შთამბეჭდავი რაოდენობის იყო, მაგრამ ძალზე დაფანტული იყო და პრობლემები ქონდა ახალწვეულებთან დაკავშირებით. ბრაიტენფილდის ბრძოლისას ტილი არგანადგურებამ, მას შესაძლებლობა მისცა მომაგრებულიყო და ახლა შვედებს სულ სხვა ძალის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა, ძალისა რომელსაც ვალენშტეინის ფანტასტიური სისრაფით აგროვებდა მორავიაში. გარდა ამისა მეფის ბოლო დროინდელმა საქციელმა მისი მოკავშირეები აღაშფოთა. მისმა მოქმედებებმა რაინზე უთანხმოება წარმოშვა ფრანგეფთან, რომლებიც შვედების მთავარი ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ. ხოლო ბრანდენბურგისა და საქსონიის მთავრებმა ნელ-ნელა მერყეობა დაიწყეს, ვინაიდან ვალენშტეინი მათ არწმუნებდა რომ ურთიერთშეთანხმების საუკეთესო საშუალება უცხოელი დამპყრობლის განდევნა იყო.
   იმ დროს როცა გუსტავი ვალენშტეინის განადგურებას ცდილობდა და ბავარიის ჩრდილოეთ მხარეს აპარტახებდა, მისი მოწინააღმდეგე მშვენივრად მიხვდა შვედების მდგომარეობის სისუსტეს. იგი დამოკიდებული იყო საქსონიასთან კავშირზე. თუკი საქსონია დაკარგული იქნებოდა, იგი კარგავდა კომუნიკაციებს შვედეთთან, რისი დაშვებაც შეუძლებელი იყო. ამიტომ, ვალენშტეინი მობრუნდა ბოჰემიისკენ, იოლად განდევნა საქსონიელები და საოცარი სისწრაფით დაიწყო მო    ქმედება. გუსტავი კიდევ ერთხელ არ წავიდა რისკზე. იგი ნურემბერგის მახლობლად დაბანაკდა. ვალენშტეინი, რომელიც იქვე მახლობლად იყო დაბანაკებული, მეფის მოქმედებას ელოდებოდა. მან გააანანალიზა შვედების ოპერაციული მეთოდები და ტაქტიკუტი სისტემა, რომელიც ბრძოლის ველზე მობილურობას ემყარებოდა. ასევე სტრატეგიული სისტემა, რომელიც კომუნიკაციების და დაცული ადგილების შენარჩუნებას ითვალისწინებდა. იმის შემდეგ, რაც არმიები ექვსი კვირის განმავლობაში, შიმშილითა და ავადმყოფობით გაწამებულები, აგრძელებდნენ დაპირისპირებას, გუსტავი იძულებული გახდა 3-4 სექტემბრისთვის იერიში მიეტანა ვალენშტეინის ძირითად პოზიციებზე, რის შედეგადაც სერიოზული დანაკარგები განიცადა.
   მეფის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ვალენშტეინი ძალიან ახლოს იყო პროტესტანტების ტერიტორიასთან და მისი ყურადღების მისაქცევად გუსტავმა ვენისკენ აიღო გეზი. მაგრამ ვალენშტეინმა ყურადღება არ მიაქცია ამას. აიღო ლაიფციგი და ქვეყნის ძარცვას შეუდგა. ეს იყო გონიერი სვლა და არაპიდაპირი სტრატეგიის შესანიშნავი მაგალითი. ვინაიდან იმპერიის ძალები იოლად ელეოდნენ ვენის დაკარგვას, ხოლო გუსტავს არ შეეძლო თავის მოკავშირე საქსონიელთათვის მხარი არ დაეჭირა, სასწრაფოდ ჩრდილოეთისაკენ გაემართა. მისმა ჯარმა 20 დღეში 270 მილი გაიარა, რაც გმირობის ტოლფასი იყო. მაგრამ ჯარის შემადგენლობაში მხოლოდ  18,000 ჯარისკაცი იყო. გარდა ამისა, მომარაგების უკმარისობამ და უეცარმა თავდასხმებმა, ჯარი კიდევ უფრო დაასუსტეს. გუსტავს მხარი მისმა ყველაზე ერთგულმა გერმანელმა მოკავშირემ, დიუკ ბერნარდმა (Dუკე Bერნარდე ოფ შახე-ჭეიმარ) დაუჭირა. მაგრამ საქსონიის მთავარმა დახმარებაზე უარი განუცხადა და თავისი არმიის ძირითადი ნაწილს, ტორგაუს მიმართულებით უკან დახევა უბრძანა. ამ დროისთვის, ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა, ვალენშტეინი  არმიის დროებით დაშლას გეგმავდა. როდესაც მან ეს განახორციელა, გუსტავმაც მომენტი არ გაუშვა ხელიდან. 1632 წლის 6 ნოემბერს, საქსონიელი მოკავშირეების გარეშე, ლაიპციგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცენთან (Lüტზენ), მან თავისი ბოლო ბრძოლა გამართა. მიუხედავად იმისა რომ ვალენშტეინს ძალები შემოემატა ბრძოლისას, გუსტავმა მაინც შეძლო კათოლიკეთა ჯარის დამარცხება, მაგრამ ცხენოსანი ჯარით იერიშის მიტანისას თვითონაც მოკლული იქნა.
   გუსტავი 37 წლის გარდაიცვალა. ამ დროისთვის მას თავისი წარმატებების პიკი უკვე მიღწეული ქონდა. როცა იგი გარდაიცვალა, გერმანიის კონტროლზე და გამოყენებაზე დამყარებული სისტემა, რაც მისი ოპერაციები დასაყრდენი იყო, ჩაიშალა. გუსტავს საქსონიელთა მხარდაჭერაც რომ ჰქონოდა და კიდევ ერთი ბრძოლაც რომ  მოეგო, ომი მაინც არ დამთავრდებოდა. კომუნიკაციების მდგომარეობა და ცენტრალური ევროპის აგრიკულტურული რესურსები, მსგავსი დიდი თეატრის მქონე ოპერაციების ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ. თუკი ჯარის მომარაგება შეფერხდებოდა, მაშინ ლოგისტიკური და არა სტრატეგიული მოსაზრებები იქნებოდა მოქმედების განმსაზღვრელი. გარდა ამისა, განსაკუთრებით მაშინ როცა ხმელეთით მძიმე შეიარაღება იყო გადასატანი, დაბალი იყო გადაადგილების სიჩქარე. თვით მალბორუმაც(Mარლბოროუგჰ) კი ვერ შეძლო ერთი ძირითადი ოპერაციის ჩატარებით ომის მოგება; ისეთმა დიდებულმა გამარჯვებებმაც კი, როგორიც იყო ბლენჰეიმი და რამილიესი (Bლენჰეიმ, ღამილლიეს), ვერ განაპირობეს ომის მოგება.
   მიუხედავად ამისა გუსტავი იყო ოცდაათწლიანი ომის პერიოდის გამოჩენილი მხედართმთავარი. მისი პოზიციური და მანევრული სტრატეგია თანამედროვე კონფლიქტებზე გავლენას საფრანგეთის რევოლუციამდე ახდენდა. ობიექტურ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ, გუსტავმა დიდ წარმატებებს მიაღწია. მან დიდად გააფართოვა თავისი ოპერაციების არეალი და ფაქტიურად არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, თუ არ ჩავთვლით 1632 წელს ვალენშტეინის მიერ გაკეთებულ ეშმაკურ მანევრს. მისი ადმინისტრაციული, ტაქტიკური და ოპერატიული გამოცდილება იმ საუკუნის მრავალი სამხედრო გენერლის მიერ იქნა გადაღებული. მიუხედად მისი შეცდომებისა იგი იყო დიდი მხედართმთავარი. იგი უფრო პრაქტიკოსი იყო ვიდრე თეორეტიკოსი და ამავე დროს ტურენის, მონტეკუკოლის, მარლბორუსი და Eუგენე ოფ შავოყ წინამორბედი. ნაპოლეონი მას დიდი გენერლების მცირე სიას მიაკუთვნებდა.


V

  რაიმონდო მონტეკუკოლი, ავსტრიელი ჰაბსბურგების არმიის გენერალ-ლეიტენანტი და ფელდმარშალი, 1673 წელს გოტჰარდის (შტ. Gოტტჰარდ) ბრძოლის გამარჯვებული, მანევრული ომის ოსტატი და მცოდნე ადმინისტრატორი, რომელიც ჰაბსბურგთა რეგულარული არმიის დამაარსებლად ითვლება, სამხედრო ინტელექტუალთა რიცხვს განეკუთვნება. როგორც ადმინისტრატორმა, მონტეკუკოლიმ ვერ შეძლო დაეძლია ჰაბსბურგთა ბიუროკრატიის უინიციატივობა. მისი ტაქტიკა, ისევე როგორც იმ დროის სხვა დასავლეთ ევროპული არმიები, გადმოღებული იყო შვედური მოდელიდან. მონტეკუკოლის წვლილი სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში უკავშირდება მის ნაშრომებს. ის იყო პირველი თანამედროვე თეორეტიკოსი, რომელიც შეეცადა ყოველმხრივ გაეანალიზებინა ომის ყველა ასპექტი. თავის ნაშრომებში მონტეკუკოლი ხაზს უსმევდა კანონისა და სისტემის იდეის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იგი, ცოდნის, მეცნიერების, სამხედრო საქმის და პოლიტიკის გამაერთიანებელ უნივერსალურ პარადიგმას ეძებდა, რომელიც აუცილებლად კათოლიკური ეკლესიის სტრუქტურის ჩარჩოებში მოქცეული უნდა ყოფილიყო. მას სჯეროდა, რომ თუკი მისი აქსიომები სწორად იქნებოდა გამოყენებული, შესაძლებელი იქნებოდა ოპერაციების ჩატარება უფრო წინასწარგანსაზღვრებადი გამხდარიყო და ამავე დროს შემცირებულიყო დანაკარგები და ხარჯები. მისმა ნაწერებმა, რომლებიც მხოლოდ მისი გარდაცველების შემდეგ გამოქვეყნდა და ისიც არასრულად, მაკიაველიდან საფრანგეთის რევოლუციამდე დროის მონაკვეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა .
   მონტეკუკოლის ნაშრომების პოპულარობის მიზეზი, მისი, როგორც მანევრული ომის ოსტატის რეპუტაცია იყო. მისმა კამპანიამ ტურენის წინააღმდეგ დიდი მოწონება დაიმსახურა. კლაუზევიციც კი, რომელიც არ იყო მანევრული სტრატეგიის მომხრე, ზოგიერთ შემთხვევაში ამას დასაშვებად მიიჩნევდა და მონტეკუკოლის ქმედებებს 1673-1675 წლებში მოიხსენიებდა როგორც “მენევრული სტრატეგიის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითს”. მონტეკუკოლის ხშირად მორიდებულ მხედართმთავარს უწოდებდნენ, მეორე ფაბიუს კონტატორს, მაგრამ ამგვარი ბრალდებები მას არ ანაღვლებს. იგი წერდა, “ყველას უნდა რომ იყოს მხედართმთავარი და სამხედრო კრიტიკოსი”, მაგრამ კარდი გენერალი არასდროს არ ხელმძღვანელობს მასათა ცვალებადი შეხედულებებით. იგი ამბობდა “საჭიროა დიქტატორ ფაბიუსის მოქმედებების შესწავლა, რათა გასაგები გახდეს რომ მთელი რიგი დამარცხებების შემდეგ, საჭიროა შეცვალო ბრძოლის მეთოდები და გამოფიტვის სტრატეგიას მიმართო”. თუმცა, მხოლოდ გამოფიტვა არ იყო მისი სტრატეგიული მეთოდი. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში იგი ფრიად მომხრე იყო ბრძოლისა. იგი წერდა, “ არსებობს ხალხი, რომლებიც თავს იტყუებენ იმითი, რომ თვლიან რომ, ომი შეიძლება მოგებული იქნას ბრძოლის გარეშე. მაგრამ დაპყრობა შეუძლებელია შეტაკებისა და ბრძოლის გარეშე და ვინც საპირისპიროს ფიქრობს, იგი ცდება. გარდა ამისა, იგი წერდა წინასწარ მომზადებული ბრძოლების შესახებ. შემოსევები, ჩასაფრებები და მსგავსი ქმედებები, რაც უნგრელ ლიდერებს, რომლებთანაც მას ხშირი დავა ქონდა თურქების წინააღმდეგ კამპანიისას, გამართლებულად მიაჩნდათ, არასოდეს არ იყო გადამწყვეტი. “თუკი ვინმეს უნდა რომ ომი ასეთი ფორმით აწარმოოს, მაშინ იგი მხოლოდ აჩრდილებს ებღაუჭება და ვერ ამჩნევს არსს.” მონტეკუკოლი აღნიშნავდა, რომ ომს გააჩნია ორი საწინააღმდეგო პოლუსი, რაც მოგვიანებით დელბრუკის მიერ აღწერილ იქნა როგორს გამოფიტვა და განადგურება. იგი ცდილობდა ორივე პოლუსი მოეცვა თავის თეორიებში.
   მონტეკუკოლი 1609 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ მოდენაში. თავისი სამხედრო კარიერა, თექვსმეტი წლის ასაკში უბრალო ჯარისკაცად დაიწყო. 1632 წელს იგი დაწინაურებული იქნა ვიცე-პოლკოვნიკის(ლიეუტენანტ ცოლონელ) თანამდებობაზე, ხოლო 1635 წელს მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 30 წლიანი ომის დასასრულს მან გენერლის რანგს მიაღწია. იგი ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის მონაწილე იყო, ხოლო ბრაიტენფილდის ბრძოლაში იგი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა; 6 თვის შემდეგ, როცა გაანთავისუფლეს, მან თავი გამოიჩინა ქალაქ ნორდლინგენთან (Nöრდლინგენ). 1639 წელს, საარიერგარდო შეტაკებაში მელნიკის ბრძოლისას იგი დაიჭრა, ტყედ ჩავარდა და 3 წელი სტეტინში იმყოფებოდა, როგორც შვედების ტუსაღი. განთავისუფლების შემდეგ იგი წარდგენილი იქნა გენერალფელდვახტმაისტერის (Gენერალფელდწაცჰტმეისტერ) თანამდებობაზე, მაგრამ იგი განთავისუფლდა იმპერიის სამხედრო სამსახურიდან, რათა მონაქილეობა მიეღო საჰერცოგოებსა და პაპს შორის გაჩაღებულ კონფლიქტში. იმპერიის არმიაში მონტეკუკოლი 1643 წელს დაბრუნდა და თავი გამოიჩინა როგორც მხედართა ლიდერმა. ვესტფალიის მშვიდობის შემდეგ, მან რიგი დიპლომატიური მისიები შეასრულა. ასევე ავსტრიის დამხმარე კორპუსს მეთაურობდა, რომელიც, სკანდინავიის ომში, პოლონეთს შვედეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა (1656-1658). შემდეგ მთელი რიგი პოსტები ეკავა უნგრეთში და როდესაც 1663 წელს თურქები შეტევაზე გადმოვიდნენ, იგი ავსტრიის, საფრანგეთის და იმპერიის გაერთიანებულ არმიებს მეთაურობდა. 1664 წლის 1 აგვისტოს გოთჰერდის (შტ. Gოტტჰარდ) ბრძოლაში მან დაამარცხა თურქების ჭარბრიცხვოვანი ლაშქარი. მადლიერების ნიშნად იმპერატორმა მონტეკუკოლის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა, რაც იმ დროს ყველაზე მაღალი რანგი იყო არმიაში. ხოლო 1668 წელს იგი გახდა ჰოფრიეგსრატის (Hოფკრიეგსრატ) პრეზიდენტი.  1673 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, მან სამაგალითო კამპანია გამართა ტურენის წინააღმდეგ. მაგრამ ამის შემდეგ, კრიტიკით შეწუხებული და  უკვე შერყეული ჯანმრთელობით იგი დაბრუნდა ავსტრიაში, სადაც 1680 წელს გარდაიცვალა.
   მონტეკუკოლის ბრძოლის სტილი, მისი კარიერის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ შეიცვალა. 1648 წლამდე, იგი იყო მარჯვე ლიდერი კავალერისტი, რომელიც ცდილობდა მაგალითი აეღო ბანერისა და ტორსტენსონისგან. როცა მეთაურად დაინიშნა, იგი უფრო ფრთხილი გახდა. ვინაიდან კარგად აცნობიერებდა, რომ ავსტრიის რეგულარული არმია შედგებოდა ცხრა ქვეითი და ათი ცხენოსანი პოლკისაგან, საცად ძნელი იყო გამოცდილი კონტინგენტის შეცვლა ახლით, იგი ყოველთვის ეკონომიურად ხარჯავდა თავის ძალებს. იგი ანალოგიურად იქცეოდა სკანდინავიის ომის დროს, ხოლო შემდეგ უნგრეთში, სადაც გარდა ამისა, დამატებითი პრობლემები შეექმნა მოკავშირეთა ჯარების მართვასთან დაკავშირებით. მის ურთიერთობას უნგრელებთან, განსაკუთრებით თვითნება მაგნატ მიკლოს ზრინისთან, დაძაბული ხასიათი ქონდა. როდესაც უნგრეთის მართვის სიძნელეებზე წერდა, იგი ამბობდა, რომ მაგიარები (Mაგყარს) არიან “მერყევები, ჯიუტები, უმადურები, არადისციპლინირებულები და უგუნურები”, რომ მათ ძლიერი ხელი ჭირდებათ. ამან გამოიწვია უნგრელი პატრიოტების სიძულვილი მის მიმართ, ხოლო ზოგიერთი საუკუნის ისტორიკოსი, ცდილობდა ლაქა მოეცხოთ მონტეკუკოლის მოღვაწეობისთვის და მის მანევრულ სტრატეგიას სხვადასხვა დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
   მაგრამ მონტეკუკოლის სტრატეგია, ეს ის სტრატეგია იყო, რამაც მას წარმატება მოუტანა გენერალ ტურენის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1673 წელს გენერალ ტურენის მიზანი იყო, არ მიეცა იმპერიის არმიისათვის რაინის გადაკვეთისა და ალსაკეში (Aლსაცე) შეჭრის საშუალება. ასევე მისი მიზანს წარმოადგენდა არ მიეცა მონტეკუკოლისთვის ჩრდილოეთით წასვლისა და ჰოლანდიის არმიიასთან შეერთების საშუალება. მონტეკუკოლის მიზანს  ჰოლანდიელებთან გაერთიანება წარმოადგენდა. ტურენი შეეცადა დაესწრო მისთვის. მან გადაკვეთა რაინი და ვურცბურგისაკენ (ჭüრზბურგ) გაემართა, მონტეკუკოლიმ მოარყუა იგი. იგი თავდაპირველად შეტევაზე გადავიდა, ხოლო ცოტა ხანში გაეცალა ბრძოლის ველს. მან მდ. მეინის (Mაინ) გასწვრივ დაიწყო მოძრაობა, დაანგრია ტურენის მომარაგების არხები, და შეტევა მიიტანა ფრანგებზე. შედარებისთვის, ტურენი, მიუხედავად მონტეკუკოლის ბრწყინვალე მანევრებისა, ძირითადად მაინც ახერხებდა უპირატესობის შენარჩუნებას მოწინააღმდეგეზე, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ფრანგების მიღწევები ნულს გაუტოლდა.
   1675 წლიდან მოყოლობული, მონტეკუკოლის მდგომარეობა გართულდა. როგორც ჰოფრიეგსრატის (Hოფკრიეგსრატ) პრეზიდენტს მას ურთიერთობა უწევდა ადგილობრივ ბიუროკრატიასთან და მის გაუთავებელ ქაღალდების გაცვლა-გამოცვლასთან.  იგი ამბობდა, ”ბიუროკრატიული სირთულეები ადამიანს ერთ წელს ართმევს საქმეში, რომელიც ერთ საათში შეიძლება იქნას გაკეთებული.” მას მუდმივ ბრძოლა უწევდა რათა მოეპოვებინა დაფინანსება მცირე სამხედრო ესტაბლიშმენტის შესანახად, ახალი იარაღის დასანერგად და სხვა. რეგულარული არმია მას მიაჩნდა სახელმწიფოს გარანტად; არმიის მფარველობის ქვეშ “ხელოვნება და ვაჭროვა აყვავებულია. ხოლო იმ დროს როცა იგი სუსტდება, აღარ არის უსაფრთხოება, სიძლიერე და ღირსება.” ეს სამართლიანი იყო ავსტრიისათვის, ვინაიდან ევროპის არც ერთ ქვეყანას არ ჰყავდა ამდენი მტერი. მონტეკუკოლი ძველი და გამოცდილი ჯარის მომხრე იყო. მისი თქმით სახელმწიფოს დასაცავად ეს უფრო სანდო ინსტრუმენტი იყო, ვიდრე ახლად ჩამოყალიბებული შენაერთები, რომლებიც როგორც იგი ამბობდა, “სხვა არაფერია, თუ არა გამოუცდელი და უდისციპლინო, ზიზღის მომგვრელი ხროვა, რომელიც არმიის სახელის მეტს არაფერს არ წარმოადგენს. მაგრამ, მის რეკომენდაციებს ყურადღება არ მიაქციეს. 1679 წელს, ნიჯწეგენის შეთანხმების შემდეგ, ავსტრიელებმა დაითხოვეს თავისი ჯარი. 1683 წელს, თურქებმა, მიუხედავათ მათი ტაქტიკის აშკარა დაბალი დონისა, იოლად სძლიეს იმპერიის არმიას უნგრეთში და ალყაში მოაქციეს ვენა. ყველაზე გამაგრებული ქალაქის ალყაში მოქცევა, მათი მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იყო. მათი ლოგისტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, თურქები ძალიან სუსტები იყვნენ იმისათვის რომ ქალაქი აეღოთ. ამიტომ ვენამ ბოლომდე გაუძლო მათ ზეწოლას და იგი განთავისუფლებული იქნა ინტერნაციონალური ჯარის მიერ. ალყის პერიოდში, რეგულარული ჯარი თავდაცვის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. რეგულარული ჯარის დამსახურებაა ასევე, 1683 წლის შემდეგ, უნგრეთიდან თურქების განდევნაც. მონტეკუკოლი მართალი იყო როცა მუდმივ ჯარს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ მიუხედავად მისი ძალისხმევისა, ჰაბსბურგთა მუდმივი სამხედრო ესტაბლიშმენტი შესამჩნევად არ გაზრდილა. მონტეკუკოლიმ თავისი ნაშრომების სახით დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა  თავის მიმდევრებს: ფრანსუა ლორენს, რუდიგერ შტარემბერგს, ლუის ბადენს, და ასევე ევგენი (ოიგენ) სავოიელს.

VI

  მონტეკუკოლის ლიტერატურული მოღვაწეობა 30 წელს მოიცავს და სამ ძირითად პერიოდად შეიძლება დაიყოს: პირველი 1640 წლიდან 1642 წლამდე, მეორე 1649-დან 1654-მდე და ბოლო 1665 წლიდან 1670 წლამდე. პირველ პერიოდის განმავლობაში მან დაწერა წიგნები: შულლე ბატტაგლიე (ბრძოლის შესახებ) და თრატტატო დელლა გუერრა (ტრაქტატი ომის შესახებ). მისი მოღვაწეობის მეორე ეტაპს ეკუთვნის სახელმძღვანელო Dელლ’არტე მილიტარე (ომის ხელოვნების შესახებ), რომელიც მიძღვნილი აქვს მათემათიკას, ლოგისტიკას და ორგანიზაციას. ასევე ნაშრომ “შულლე ბატტაგლიე”-ს (ბრძოლის შესახებ), მეორე ნაწილი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, Dელლა გუერრა ცოლ თურცო ინ Uნგჰერია (უნგრეთში თურქებთან ომის შესახებ) , რომელიც უფრო ცნობილია სახელწოდებით Aფორისმი დელლ’არტე ბელლიცა (აფორიზმები ომის ხელოვნების შესახებ), მოიცავს მოსაზრებებს მომავალი საბრძოლო კამპანიის შესახებ. ნაშრომი დასრულებული იქნა 1670 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მონტეკუკოლის ნაშრომები, ვენის მაღალ პოლიტიკურ და სამხედრო ეშელონებში,  ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა, არც ერთი მათგანი არ გამოქვეყნებული ავტორის სიცოცხლის პერიოდში. თუმცა, მე-18 საუკუნის დასაწყისში, Dელლა გუერრა ცოლ თურცო ინ Uნგჰერია (უნგრეთში თურქებთან ომის შესახებ), მისივე ნაშრომებიდან სხვადასხვა დამატებებითურთ, გამოიცა  შვიდ იტალიურ, ორ ლათინურ, ორ ესპანურ, ექვს ფრანგულ, ერთ რუსულ და ორ გერმანულ გამოცემად, რამაც მონტეკუკოლის სამხედრო თეორეტიკოსის რეპუტაცია დაუმკვიდრა.
   მონტეკუკოლის მიდგომა ინდუქციური იყო. ნაშრომში “ტრაქტატი ომის შესახებ” შესავალში იგი ამბობს,  “მე ვიზიარებ ლიპციუსის მეთოდებს და გულდასმით მაქვს შესწავლილი ძველი თუ ახალი ავტორების  ნაშრომები. ამას მე დავუმატე 15 წლიანი სამხედრო სამსახურის საკუთარი გამოცდილება”. ნაშრომს ავტორთა სია არა აქვს დართული, მაგრამ კარგად დაკვირვებისას, ნაშრომში “უნგრეთში თურქებთან ომის შესახებ”, სტრიქონებს შორის იკითხება, რომ წყაროები მოიცავენ 15 ძველ, 5 შუასაუკუნეების და რენესანსის ეპოქის და 22 თანამედროვე ავტორს. ძველ ავტორებში ბერძნებიც არიან და რომაელებიც, კერძოდ: აენეას ტაქტიკუსი (Aენეას თაცტიკუს), ჰეროდოტე (Hეროდოტუს), ტუსიდიდესი (თჰუცყდიდეს), ქსენოფონტი (Xენოპჰონ), კეისარი (ჩაესარ), ელიანი (Aელიან), ფრონტინუსი (Fრონტინუს), პოლიბიუსი (Pოლყბიუს), ვეგეტიუსი (Vეგეტიუს). შუასაუკუნეების მწერალთაგან იგი კომინესისა (ჩომმინეს) და ფრუასარის (Fროისარტ) ზოგიერთ ფრაზას იშველიებს, ხოლო რაც შეეხება მაკიაველის, მისმა ნაწერებმა დიდი გავლენა მოახდინა მონტეკუკოლის შეხედულებებზე ომის პოლიტიკური ასპექტების შესახებ. ასევე ხშირადაა მის ნაშრომებში თანამედროვე ავტორთა ციტატები. იგი ამბობდა, “ბევრი ძველი და თანამედროვე მწერლები წერენ ომის შესახებ, მაგრამ უმეტესობა არ აბიჯებს თეორიის ზღვარს. თუმცა ზოგიერთმა ავტორმა, ბასტას (Bასტა), მელზის (Mელზი), როანის (ღოჰან), ლა ნუს (Lა Nოუე) და სხვათა მსგავსად, თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა შეძლო, მაგრამ მათი შეხედულებები ზოგადია და კონკრეტული მოქმედებების თავისებურებებს არ მოიცავს”.
   მისი შეხედულებები მსოფლიოზე, პლიტიკასა და ომზე რეალისტური იყო. იგი აღიარებდა, რომ ომი ეს არის უდიდესი ბოროტება, მაგრამ იგი ბუნებრივი მოვლენაა. “ფილოსოფოსებმა შეიძლება იმსჯელონ იმის თაობაზე არსებობს თუ არა მუდმივი ომის მდგომარეობა ბუნებაში, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეს არ შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ არ არსებობს ნამდვილი მშვიდობა ორ ძლიერ კონკურენტ სახემწიფოს შორის; ერთმა ან უნდა დაამარცხოს მეორე, ან უნდა იყოს დამარცხებული”. მოტეკუკოლი გამოჰყოფს კონფლიქტის სხვადასხვა ხარისხებს. “ტრაქტატში ომის შესახებ” მონტეკუკოლი განასხვავებს საგარეო და სამოქალაქო ომს, აგრესიულ და თავდაცვით ომს, და ასევე არაპირდაპირ მოქმედების საბრძოლო ოპერაციებს. ვინაიდან იგი შიშობდა, რომ ომის გამო სახელმწიფო შეიძლება დანგრეულ იქნას, კონფლიქტის სოციოპოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტა მისთვის უფრო სასურველი იყო. “თუ მეფე ტირანი არ არის, იგი დაცულია ღალატისა და შეთქმულებისგან.” მონტეკუკოლი ასე განსაზღვრავს ომს “სამხედრო ძალის და შეიარაღების გამოყენებას უცხოელი მეფისა ან ხალხის წინააღმდეგ”, ხოლო ომის წარმოების ხელოვნებას, - როგორც “გარგად ბრძოლისა და ომის მოგების უნარს”. ასევე აღნიშნავდა წინასწარ მომზადების აუცილებლობას და ხშირად იმეორებდა ჟან-ჟაკოპო ტრივულციოს მიერ საფრანგეთშI ლუის მე-12-თვის ნათქვამ ფრაზას: “ფული, ფული და ისევ ფული” არის “ომის ცენტრალური ნერვი”. მეთაურები უნდა ირჩეოდნენ თავისი მდგომარეობისა და კვალიფიკაციის მიხედვით. მათ უნდა გააჩნდეთ ლიდერობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. ვინაიდან ომი არის სიკვდილ-სიცოხლის საკითხი სახელმწიფოსთვის, იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ საბრძოლო მოქმედებებისას მეფეებს თავისი მეთაურებისთვის გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაძლებლობების გამოყენების საჭირო თავისუფლება მიეცათ.
   მონტეკუკოლი თავისი შეხედულებების გადმოსაცემად ხშირად იშველიებდა აფორიზმებს. იგი თვლიდა, რომ ომი ეს არის “ქმედება, სადაც დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ ზიანი მიაყენონ ერთმანეთს ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით; ომის მიზანი გამარჯვებაა.” როგორი ხასიათი და დონეც არ უნდა ჰქონდეს კონფლიცტს, გამარჯვება დამოკიდებული იქნება მომზადებაზე, დაგეგმვასა და ოპერაციებზე. მომზადება გულისხმობა პირად შემადგენლობას, აღჭურვილობასა და დაფინანსებას. დაგეგმვა გულისხმობს დაპირისპირებულ მხარეთა ძალების ურთიერთშეფარდებას, საბრძოლო მოქმედებათა თეატრსა და მისაღწევ მიზანს. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერაციები უნდა წარიმართოს გასაიდუმლოებულად, სწრაფად და მტკიცედ. მონტეკუკოლიმ განავითარა თავისი ოპერაციული მაქსიმები ანუ როგორც იგი ეძახდა “საგანთა წყობა”. მოქმედების დაწყებამდე იგი საჭიროდ თვლიდა მდგომარეობის შეფასებასა, აწონ-დაწონვას და შემდეგ სწრაფ შესრულებას. მაგრამ, იგი აღნიშნავდა რომ გათვლა შეიძლება რაღაც დონემდე, და ამის შემდეგ ყველაფერი ბედს უნდა მიენდოს. “ვინც ყველაფრისთვის იღწვის, ვერაფერს ვერ აღწევს; ვინც ძალიან ცოტაზე ფიქრობს იგი თავის თავს ატყუებს”. მონტეკუკოლის შეხედულებით იდეალური მეთაური უნდა იყოს ჯანმრთელი, მორალურად მდგრადი, მახვილგონიერი და უპირველეს ყოვლისა გულადი, სულით ძლიერი, ენერგიული და მტკიცე.
   მონტეკუკოლი მკვეთრად არ განასხვავებდა ერთმანეთისგან სტრატეგიას, ოპერატიულ ხელოვნებასა და ტაქტიკას. მათ მიიჩნევდა ერთ განუყოფელ მთელად. მისი ძირითადი პრინციპი რეზერვის შენარჩუნება იყო, იგი ამბობდა “რომელ მხარესაც, ბრძოლის ბოლო მომენტებისთვის, უფრო მეტი დაუზიანებელი ცოცხალი ძალა და ტექნიკა დარჩება, ის მოიგებს ბრძოლას.”  მონტეკუკოლი უპირატესობას ანიჭებდა გუსტავის მიერ შემუშავებულ შერეული იარაღის სისტემას. იგი მიიჩნევდა, რომ ძირითად ძალებს იერიში გადამწყვეტი კონტრშეტევისას უნდა მიეტანა, მაშინ როცა მტერი უკვე დაღლილი იქნება მოწინააღმდეგის აქტიური თავდაცვისგან. იგი ასევე დაჟინებით მოითხოვდა გაქცეული მტრის დადევნებას. “გაქცული მტრის არმიის ნაწილები უნდა დაწეულნი და განადგურებულნი იქნან”. მონტეკუკოლი მიხვდა, რომ არმიის სიდიდე შემოიფარგლებოდა იმ რაოდენობით, რა რაოდენობის ხელმძღვანელობაც (მეთაურობაც) შეეძლო ერთ კაცს. ასევე ლოგისტიკური სისტემის შესაძლებლობებით. მიუხედავად იმისა, რომ არმიათა სიდიდე სწრაფად იზრდებოდა - ლუის XIV, 1672 წელს, 100.000-იანი არმია გამოიყვანა ჰოლანდიელთა წინააღმდეგ. - მონტეკუკოლი უნჩევდა, რომ არმიის შემადგენლობაში არ ყოფილიყო 50,000 კაცზე მეტი. იდეალური არმიის შემადგენლობასთან დაკავშირებით მონტეკუკოლის შეხედულებები შეიცვალა. კერძოდ ეს ეხებოდა ცხენოსანთა და ქვეითთა პროპორციას და იგი კავალერიის გაძლიერების მომხრე შეიქმნა.
   მონტეკუკოლიმ სახელი გაითქვა, როგორც სამხედრო ადმინისტრატორმა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი წვლილი სამხედრო აზრის განვითარებაში მიუძღვის. თუმცა მისი იდეები ხშირად დიდაქტიკური ხასიათს ატარებდა, იგი არ იყო სტრატეგიის მასწავლებელი. იგი თვლიდა, რომ მეთაურობის ხელოვნების დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ პრაქტიკით “ბრძოლის ველზე  იარაღით ხელში, გაოფლილს სიცხით თუ გაყინულს სიცივით”. მონტეკუკოლი ცდილობდა აღმოეჩინა ის პრინციპები, რომლებიც სწირად გამოყენების შემთხვევაში, ომს უფრო წინასწარგანსაზღვრულს გახდიდა. მისი გამოკვლევები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ომის ხელოვნების მექანიკური ასპექტებით, ისინი ასევე მოიცავდნენ მორალურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომოკურ ასპექტებს.
   მონტეკუკოლის მიდგომა ერთდროულად იყო მეცნიერულიც და ჰუმანისტურიც. იგი პრაქტიკოსიც იყო და გონებაგამჭრიახი სამხედრო თეორეტიკოსიც. მან თავისი გამოცდილება მაკიაველისა და ლიპციუსის იდეებს დაურთო თან და ასე შექმნა ერთი ყოვლისმომცველი სტრუქტურა. მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე სტრატეგიის განვითარების საქმეში.