error
ევგენი მესნერი-”ამბოხი ომი” ბეჭდვა
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010 13:58

ევგენი მესნერი-”ამბოხი ომი”

messner

(სტატია დაწერილია 2008 წელს)

პოლკოვნიკმა ევგენი მესნერმა (1891-1974), დაამთავრა მიხაილოვსკის საარტილერიო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემიის სწრაფი კურსი.იგი მონაწილეობდა პირველ მსოლიო ომში და ასევე იყო კორნილოვსკის დამრტყმელი დივიზიის შტაბის უკანასკნელი უფროსი.პრაკტიკული სამხედრო საქმიანობის გარდა ევგენი მესნერი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე აქტიურ სამხედრო თეორიულ საქმიანობასაც ეწეოდა და არა ერთი საინტერესო ნაშრომის ავტორია.სწორედ მას ეკუთვნის თეორია ე.წ. “ამბოხი-ომის” შესახებ.

 

მესნერი სხვადასხვა პერიოდში, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეში მომხდარ მრავალ ლოკალურ ომსა და კონფლიკტებში, ტერორზიმსა და პოლიტიკურ ექსტრემიზმში ხედავდა მომავლის შეიარაღებული დაპირისპირებების ძირითად ფორმას.

მისი აზრით, ბოლო ასწლეულში მომხდარ მრავალ ომებსა და კონფლიკტებში, ომები გადაიზარდნენ ამბოხებებსა და აჯანყებებში.ამ ომებთან ერთად წარმოიშვა შეიარაღებული კონფლიკტების ახალი ტიპი, სადაც მებრძოლ მხარეებს წარმოადგენს არა მარტო არმიები და სახელმწიფო შეიარაღებული ძალები, არამედ სახალხო მოძრაობები და დაჯგუფებები.სწორედ ასეთი ახალი ტიპის კონფლიკტებს უწოდა მესნერმა “ამბოხი-ომი”.
“ამბოხი-ომი” განხილულ უნდა იქნეს სხვადასხვა კუთხით.ავტორის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს თუ რა როლს თამაშობს აქტანტების ფსიქოლოგია “ამბოხი-ომის” ცნებაში.
თუ კი კლასიკურ ომებში მუდმივი არმიების ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა ქონდა, ახალი ტიპის ომში ამბოხებული მასების ფსიქოლოგია უკანა პლანზე წევს ჯარის ფსიქოლოგიას და გადანმწყვეტი ფაქტორი ხდება განმარჯვებისთვის.
ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე ფსიქოლოგიური ეფექტი მიიხწევა არა მარტო იდეურ და ფიზიკურ ქმედებათა მოულოდნელობით არმიების წინააღმდეგ, არამედ სხვა დამხმარე საშუალებებითაც, რომლებიც პირველ რიგში ხალხის წინააღმდეგაა მიმართული.
ავტორის აზრით, დღეს ეს დამხარე საშუალებები, წინა პლანზე გადმოდიან და დომინირებულ პოზიციას ღებულობენ.

 

“ამბოხი-ომში” იბრძვიან პარტიზანული ომის, დივერსიის, საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით.ასეთ სიტუაციაში კი, მესნერი ამბობს რომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. მე-5 კოლონების არსებობას მოწინააღმდეგისა და თვით ნეიტრალურ ტერიტორიებზე.
ძველ ომებში მნიშვნელოვანი იყო მოწინააღმდეგის ტერიტორიების დაპყრობა, მომავალში კი მნიშვნელოვანი იქნება ხალხის იდეოლოგიური დამორჩილება და გადაბირება.უნდა აღინიშნოს რომ მესნერის ეს იდეა დღეს გარკვეული სახით ტრანსფორმირებულია და მიმართულია მოსახლეობის არა მარტო იდეურ გადმობირებაზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში მისი ნების გატეხვაზეც. ეს შემდგომ ზემოქმედებს ამ ქვეყნების იმ ძალებზე რომლებიც წინააღმდეგობას უდგანან სათავეში.
ზემოთ აღნიშნული მომენტი პირდაპირ დაკავშირებულია თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებთან.დღეს ტერორისტებიც ანალოგიური პრინციპებით მოქმედებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისახწევად.ტერორიზმი პირდაპირ გულისხმობს ხალხისა და მათი მთავრობების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებას.

ტერორისტების გარდა ბრძოლის ასეთი პრინციპები გამოიყენება არმიების მიერადაც, როდესაც მათი მთავარი სამიზნე სამოქალაქო-საზოგადოებრივი სექტორი ხდება და სწორედ ხალხის ნების გატეხვის მერე აღწევენ მოწინააღმდეგე ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგობის გატეხვასაც.

ევგენი მესნერი აქვე განაგრძობს, რომ მომავალის ომებში ბრძოლა არა ფრონტის ხაზის გასწვრივ იქნება, არამედ მოიცავს დაპირისპირებული მხარეების მთელს ტერიტორიებს.საბრძოლო ფრონტის ხაზის უკან იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფრონტებიც.შემოდის ახალი, მე-4 განზომილება-დაპირისპირებული მხარეების ხალხთა ფსიქოლოგია და იდეოლოგია.
თუ დავაკვირდებით, მესნერი აქ ფაქტობრივად თანამედროვე სამყაროს აღგვიწერს.გლობალიზაციის ხანაში ადამიანთა ყოფიერების თვითოეული მხარე მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთიანი კომუნიკაციური არხებით.ასეთ ვითარებაში კი შესაძლებელია პოლიტიკური მიზნები მიხწეულ იქნას გაცილებით ნაკლები ადამიანური თუ სხვა ტიპის რესურსების გამოყენებით.ეს მომენტი მით უფრო განმტკიცდება, რაც უფრო განვითარდება გლობალიზაცია.

ავტორი მართალია იმაში, რომ გრავიტაციის წერტილი საომარი ფრონტის ხაზიდან ადამიანთა ფსიქოლოგიურ-საკომუნიკაციო კონტურებში გადადის.ასეთ ომებში კი მნიშვნელობა არ აქვს თუ სად მიდის მოქმედება, მოწინააღმდეგე თუ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ”ამბოხ-ომში” შეიძლება ჩართული იყოს ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაც კი გლობალიზაციამ ფეხი შედგა. შიეძლება ითქვას, რომ საერთოდ ქრება ერთიანი საბრძოლო ფრონტის ხაზი.

აღსანიშნავია რომ მესნერი აქ არ ეხება იმ ფაქტს, რომ ასეთი ომი ფაქტობრივად შლის საზღვარს ერებსა და სახელმწიფოებს შორის.ეს კი თავისთავად ქმნის ახალ არასახელმწიფოებრივ “პოლიტიკებსა” და მოძრაობებს; პოლიტიკა ცილდება მხოლოდ სახელწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩარჩოებს და გადადის ახალ განზომილებაში.ზემოთ აღნიშნული მომენტი თვით სახელწიფოებრიობისა და პოლიტიკის მნიშვნელობათა განსაზღვრებებს ეხება.
ევგენი მესნერი აქვე განაგრძობს, რომ ფსიქოლოგიური ომის მიზანი პანიკისა და დისონანსის შეტანაა მოწინააღმდეგე ხალხებისა და მათი მართველი წრეების ურთიერთობებში.თუმცა დღეს ისე განვითარდა ასეთი ტიპის ომი, რომ აუცილებელი აღარაა ზემოთ აღნიშნული მოქმედებების განხორციელება.მაგალითისათვის, საკმარისი შეიძლება იყოს რაიმე აქტი რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი აზრის ცვილებაზე, რისი მეშვეობითაც შეიძლება პოლიტიკური მიზნის მიხწევა.

ევგენი მესნერი თავის შრომაში ომის მიზნების იერარქიასაც გვაძლევს. იმ სამიზნეებს რომლის მიმართაც, ავტორის აზრით, პირველრიგში უნდა იქნას მოქმედებები მიმართული.  მაგალითად:

•    მოწინააღმდეგის ხალხის მორალის განადგურება;
•    მისი აქტიური ნაწილის განადგურება (არმია, პარტიზანები,მებრძოლი სახლახო მოძრაობები);
•    ფსიქოლოგიური ღირებულების ობიექტების დაპყობა ან განადგურება;
•    მატერიალური ღირებულების მქონე ობიექტების დაპყრობა ან განადგურება და ა.შ.
ჩემი აზრით, აღნიშნული ჩამონათვალი გულისხმობს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს როდესაც დაპირისპირებული მხარეები ქვეყნები ან რაიმე დიდი ანტაგონისტური ძალები არიან.მესნერი არ საუბრობს ისეთ შემთხვევებზე როდესაც რაიმე მოკლევადიანი ან ერთჯერადი აქტის მეშვეობით შეიძლება მოხდეს ისეთი ზემოქმედება სახელმწიფოსა და ხალხზე, რომ მიზანი ფართომაშტაბიანი მოქმედებების გარეშედაც იქნას მიხწეული.ასევე, არანაირი აუცილებლობა არაა იმისა, რომ აქტანტის უკან სახალხო მასები და მათი იდეოლოგია იდგეს.

ავტორი შემდგომ გვაძლევს გარკვეულ თეზას “ამბოხი-ომის” სტრატეგიის თაობაზე.მის მიხედვით, მთავარია მოწინააღმდეგის ხალხის ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური გადაბირება.მესნერი ფაქტობრივად გვთავაზობს ომს არა ტერიტორიების დაპყრობისა და შემოერთების გზით, არამედ ხალხის იდეოლოგიური გადაბირების და დამორჩილების მეშვეობით.მისთვის წინსვლა ფრონტზე მე-4 განზომლილებაში ხდება, იქ სადაც ხალხის ფსიქოლოგია და მენტალობა ცხოვრობს.ყოველივე ეს რაღათქმაუნდა დღესაც აქტურალურია, თუმცა სახეცვლილია, რადგან როგორც ავღნიშნე მიზნის მისახწევად არაა აუცილებელი მასა ისევე ფიქობდეს როგორც შენ. მთავარია მოქმედება განხორციელებული იყოს ხალხის იდეოლოგიისა და ფსიქოლოგიის ადეკვატურად.

მესნერი ასევე აღნიშნავს, რომ მოძველდა ფორლუმირება თითქოს ომისთვის საჭიროა ფული, ფული და მხოლოდ ფული.”ამბოხი-ომის” დროს არაა საჭირო იმდენი მატერიალური სახსრები როგორც ეს კლასიკური ომის პერიოდში იყო, თუმცა იგი მაინც აუცილებელია.განსხვავება მხოლოდ მის რაოდენეობაშია და იმ ფაქტში, რომ “ამბოხი-ომი” საშუალებას გაძლევს გამოიყენო მოწინააღმდეგის რესურსები, რითაც ავტომატურად იზოგება საკუთარი.განსაკუთრებით ეს ეხება საინფრომაციო და ტექნოლოგიურ მხარეს.მაგალითად დღეს დღეობით ეს საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგის ტექნოლოგიური უპირატესობა და მიხწევები მისავე საწინააღმდეგოდ გამოიყენო.

ჩემი აზრით,  დასასრულს შეიძლება ითქვას , რომ მესნერის ამ შრომიდან გამომდინარე ომი კვალავაც კლაუზევიცური ბუნების მატარებელია და იგი “ამბოხი-ომშიც” პოლიტიკის გაგრძელებაა.ცვლილებები რომელიც მესნერმა განიხილა ეხება მხოლოდ ომის სუბიექტურ მხარეს და მისი ობიექტური ნაწილი კვლავაც ძალაშია.მაგალითად, აქტანტები რომლებიც ომის სუბიექტურ მხარეს წარმოადგენენ. უმთავრესი კი ისაა, რომ მესნერი ამატებს კიდევ ერთ განზომილებას: იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურს, რომელშიდაც მოქმედება კვლავაც კლაუზევიცური პრინციპების საფუძველზე ხდება.

რაც შეეხება პოლიტიკის ცნებას, თუ კი იგი არ მიესადაგება “ამბოხი-ომს” და მის აქტანტებს, ეს არა “მესნერის ომის” (ამბოხი-ომის), არამედ თვითონ პოლიტიკის ცნების განსაზღვრების არადეკვატურობაზე მიანიშნებს.თუკი ომი იცვლება სამყაროს რელობიდან გამომდინარე, საჭიროა პოლიტიკის განსაზღვრებაც გადაიხედოს.

ლიტერატურა:


გიორგი ანთაძე,
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ეროვნულ უსაფრთხოებაში