error
ომის ოთხი თაობა ბეჭდვა
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010 13:39
ომის ოთხი თაობა
თანამედროვე სამხედრო თეორიაში ომებს ზოგადად ყოფენ ოთხ თაობათ.ქვემოთ თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ ამ თაობებს დ მის მთავარ განმასხვავებელ ნიშნებს.ნუმერაცია სათავეს იღებს ვესტფალიის შემდგომი პერიოდიდან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო არენაზე გამოსვლას იწყებენ ე.წ. ნაცია სახელმწიფოები.
პირველი თაობა
•დაახლოებით მოიცავს 1648-1860 წწ;
• ხაზისა და კოლონის ტაქტიკა სადაც ბრძოლის ველი უკვე         დისცპლინირებული და ორგანიზირებულია;
•ორგანიზირებულმა ბრძოლის ველმა შექმნა სამხედრო დისციპლინის კულტურა;
•უმრავლესობა ნიშნებისა რაც განასხვავებს სამხედროებს სამოქალაქოებისგან სწორედ ამ პერიდში შეიქმნა: უნიფორმები, მისალმებები, წოდებათა დიფერენცია.
picture21

ვესტფალიის ზავი

•1648 წელს, ვესტფალიის ზავით დასრულდა ოცდაათწლიანი ომი.ხელშეკრულებებს ხელი 1648 წლის 24 ოქტომბერს მოეწერა და მონაწილეობდნენ: წმინდა რომის იმპერატორი ფერდინანდ მესამე, გემრანელი პრინცები, საფრანგეთი და შვედეთი;
• ცნობილია როგორც საერთაშორისო ურთერთობათა სისტემის ფუძემდებელი აქტი.იგი გულისმობდა:

-  სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და პოლიტიკური    თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებას;

-  სახელმწიფოთაშორის (ლეგიტიმური) თანაშწორობის პრინციპს;

-  ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.

picture11

 

მეორე თაობის ომი

•ინდუსტრიული პერიოდის ომები, ა.შ.შ.-ის სამოქალაქო ომიდან მოყოლებული, პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით;
•განვითარებულია საფრანგეთის არმიის მიერ პირველ მოფლიო ომის პერიოდში და საცეცხლე ძალის მასობრივ გამოყენებას ეყრდნობოდა.ძირითადში არაპირდაპირი საარტილერიო ცეცხლის გზით;
•მიზანი იყო ე.წ. “ხახუნი” ( трение, attrition )  დოქტრინა ფრანგების მიერ აღიწერებოდა როგორც “არტილერია იპყრობს, ქვეითები იკავებენ”;
•ცენტრალიზირებულად კონტროლირებადი საცეცხლე ძალა იყო ზედმიწევნით სინქრონიზირებული.ყველა სახეობის ჯარებისთვის გამოიყენებოდა დეტალური გეგმები და ბრძანებები.მეთაურები შეზღუდულები იყვნენ და მეტწილად დამოკიდებულები იყვნენ მათ ზემდგომებზე.

მესამე თაობის ომი

•დამყარებული იყო არა  საცეცხლე ძალაზე და ე.წ. “ხახუნზე”, არამედ დამახასიათებელია: სიჩქარე, სიურპრიზი, ტაქტიკის ინფილტრაცია შემოვლის გზით მოწინააღმდეგის კოლაფსისათვის, ბლიცკრიგი და გადაწყვეტილებათა ციკლები;
•ტაკტიკურ დონეზე მოწოდებულია მოწინააღმდეგის ზურგში გასვლაზე და მისი ზურგიდან კოლაპსზე.პირდაპირი სეტაკების ნაცვლად გამოიყენება “შემოვლისა და განადგურების ტაქტიკა”;
•მესამე თაობის ომი არის მანევრირებადი და არა ხაზობრივი;
picture31

მეოთხე თაობის ომი

•სახელმწიფო კარგავს მონოპოლიას ომზე.არენაზე გამოდიან პრე-მოდერნისტული პერიოდის არა კოტროლირებადი კომბატანტები;
•მთელი მსოფლიოს მაშტაბით, სახელმწიფოები ებრძვიან არასახელმწიფოებრივ აქტანტებს, როგორიცაა: ალ-ქაედა, ჰამასი, ჰესბოლა, თალიბანი და ა.შ. თითქმის ყველგან სახელმწიფო აგებს ომს;
•მეოთხე თაობის ომისთავის დამახასიათებელია კონფლიქტთა კულტურული ასპექტების მაღალი მნიშვნელობა;
• ბევრგან აღიწერება როგორც ნებისმიერი ომის სადაც ერთ მხარეს წარმოადგენს არა სახელმწიფო არამედ რომელიმე ძალადობრივი იდეოლოგიური ქსელი;
• წაშლილია ან თითქმის შეუმჩნეველია ზღვარი ომსა და პოლიტიკას, ჯარისკაცსა და სამოქალაქოს, მშვიდობასა და კონფლიქტს, ბრძოლის ველსა და უსაფრთხოებას შორის.
• მიზანი: ტექნოლოგიურად აღმატებული მოწინააღმდეგის გამარჯვების ნების გატეხვა;

    მეოთხე  თაობის  ომის  მახასიათებლები

•არასახელმწიფოებრივი  კომბატანტები;
•მაღალი ტექნოლოგიები;
•ტერორიზმი;
•არასახელმწიფოებრივი და ტრანსნაციონალური ბაზისი/არეალი;
•პირდაპირი დარტყმები მოწინააღმდეგის კულუტურაზე;
•ჩახლართული, რთული ფსიქოლოგიური ოპერაციები და ომი, განსაკუთრებით მედიის მანიპულაციის გზით;
•ფრონტის ხაზის ფაქტობრივი არ არსებობა;
•ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს;
picture41

გარემო :
გლობალიზაცია

 

•ახალმა ტექნოლოგიებმა დრამატიკულად გაზარდა მცირე ჯგუფების ეფექტურობა

- ატომური ბომბი, ტანკი, რაკეტა , მობილურის, კამიკაძის და 60 მმ ნაღმტყორცნის წინააღმდეგ;

- 50 მილიონი წარმოებული АКА-47-ი მთელი მსოფლიოს მაშტაბით;

•გლობალური მედია შესაძლებელს ხდის მანიპულაციების უმაღლეს დონეებს.

- ფსიქოლოგიური ზეგავლენა, დაშინება, პროპაგანდა, ლობირება;

• გლობალური თანამედროვე ტექნოლოგიები და ეკონომიკური ინტეგრაცია შესაძლებელს ხდის როგორც მცირე ასევე გლობალურ ოპერაციებს;

- ფულისა და რესურსების მოძრაობა;

- გლობალური კავშირები;

- გახსნილი საზოგადოება და ეკონომიკა;

- ნებისმიერი სახის ცოდნის ხელმისაწვდომობა;

ლიტერატურა:

გიორგი ანთაძე,
საერთაშორისო ურთიერთობების
მაგისტრი ეორვნულ უსაფრთხოებაში