error
კარლ ფონ კლაუზევიცი -“ომის შესახებ” ბეჭდვა
ორშაბათი, 13 სექტემბერი 2010 20:24
კარლ ფონ კლაუზევიცი -“ომის შესახებ”

(მე-2 ნაწილი; ომის გეგმა)

carlvonclausewitz

(1780-1831)

     კარფ ფონ კლაუზევიცი თავისი ნაშრომის “ომის შესახებ” მეორე ნაწილში, ომს განიხილავს როგორ ერთ მთლიან მოვლენას და საუბრობს ომისა და კამპანიის დაგეგმარებაზე.ომის გეგმა ეს არის ერთ განსაკუთრებულ მოქმედებაში გაერთიანებული სამხედრო საქმიანობის ყველანაირი გამოვლინება, რომელსაც ერთი საბოლოო მიზანი აქვს.კლაუზევიცის აზრით, ომი მხოლოდ იმ შმეთხვევაში უნდა დავიწყოთ როდესაც მკვეთრად გვექნება განსაზღვრული ის თუ რისი მიღწევა გვინდა ომით და ომის დროს.აქ იგულისხმება ომის პოლიტიკური მიზანი და ასევე ომის მთავარი სამიზნეები.აქედან განისაზღვრება ომში გამოსაყენებლი საშუალბათა და ძალთა ზომა-წონაც.

ავტორის აზრით, ომის ბუნებრივი მიზანი მოწინააღმდეგის განადგურებაა.ასეთ ომს იგი აბსოლუტურ ომს უწუდებს, ომი სადაც საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე მიდის.თუმცა არსებობს უამრავი ფაქტორი, ურთეიერთქმედება და ძალა რითაც სახელმწიფოებრივი ცხოვრება ეხება და ზემოქმედებს ომზე, რაც ქმნის განსხვავებებს ომის ზემოთმოცემულ მარტივ ფორმულირებასა და რეალობას შორის.ამიტომ, ავტორის აზრით ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ომს ცვალებადი ხასიათი აქვს და მერყეობს აბსოლუტურიდან რეალურამდე, იქამდე როგორიც ის შეიძლება ან გვხდება კიდევაც რეალობაში.თუმცა კლაუზევიცი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ომის დაგეგმარებისას, მთავარ ორიენტირად აბსოლუტური ომი უნდა იქნას აღებული.
შემდგომ ავტორი თანმიმდევრულად აღწერს ომის აბსოლუტურ და ე.წ. რელურ ხასიათს.
აბსოლუტური ომის დროს, ომი აღსავსეა სხვადასხვა სახის ურთიერთქმედებებით.მჭიდროა კავშირი ბრძოლებს შორის რომლებიც ერთი-მეორეს მისდევენ.
ომის დროს წარმოქმნილი მთელი ეს ურთიერთქმედებები გულისხმობენ მხოლოდ ერთსსაბოლოო გამარჯვებას მოწინააღმდეგეზე. კლაუზევიცის თქმით, ნებისმიერ ომს აქვს კულმინაციის წერტილი, რომლის დროსაც მიიღწევა კიდევაც გამარჯვება.სწორედ კულმინაციის წერტილს მოყვება ის ფაზები სადაც იწყება დანაკარგებისა და მარცხის ეტაპები.საბოლოო გამარჯვებამდე (ანუ მოწინააღმდეგის განადგურებამდე) ავტორის თქმით არაფერია მოგებული ან წაგებული.ამ ყველაფერს მხოლოდ ომის დასასრული განსაზღვრავს.ზემოარწერილი გადასახედიდან, ომი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რომლის ცაკლეულ ნაწილებს (წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს) მნიშვნელობა მხოლოდ ომის საბოლოო შედეგთან მიმართებაში აქვთ.

კლაუზევიცი აღნიშნავს, რომ აბსოლუტურ ომს შეიძლება მეორე, ე.წ. “რეალური” ხასიათის ომი დავუპირისპიროთ.ასეთი ხასიათის ომის მსვლელობა შედგება ცაკლეული წარმატებიბისაგან.მასში მოქმედებათა წარმატება თუ წარუმატებლობა არაა ერთმანეთან დაკავშირებული.აქ ყველაფერი, რეზულტატების ჯამზე დაიყვანება, რომელთაგანაც ყოველი კონკრეტული აქტი შეიძლება აღებულ იქნას როგორც ცალკეული “სათამაშო ქვა” და არა როგორც რაიმე ერთ მიზანზე ორიენტირებული და ურთიერთქმედებაში მყოფი მოქმედება.

თუ ჩვენ მივემხრობით აბსოლუტური ომს, მაშინ თავიდანვე აუცილებელი იქნება ომი განხილულ იქნას როგორც ერთი მთლიანობა, რომელსაც ერთი საბოლოო მიზანი ამოძრავებს.ამ შემთხვევაში მხედარმთავარი ომის უმთავრეს მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული.იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მეორე მოსაზრებას მივემხრობით, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ ომში მეროე ხარისხოვან სარგებლობათა მიღწევაზე თვითონ ამ სარგებლობებისთვის და არა რაიმე ერთი კონკრეტული მიზნისთვის.

თითოეულ მოსაზრებას შესაბამის დასკვნებამდე მივყავართ და თეორიულად ვერცერთ ამ მოსაზრებას ვერ ვუარყოფთ.განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ როგორ და რისთვის უნდა იყოს გამოყენებული ომის ესა თუ ის ტიპი.კლაუზევიცის აზრით, აბსოლუტური ომი, აღებულ უნდა იქნას როგორც უმთავრესი ორიენტირი, ხოლო მეორე როგორც დამხმარე, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული ომში “შესწორებების” გასაკეთებლად.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, კლაუზევიცი საბოლოოდ ასკვნის, რომ ყოველი ომის წინ, არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ზოგადად გარემოდან გამომდინარე, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როგორი ხასიათის შეიძლება იყოს ესა თუ ის ომი.ასეთი შეფასების შედეგად, მოსალოდნელი ომის კონტურები რაც უფრო დაუახლოვდებიან აბსოლუტური ომის ხასიათს, მით უფრო მეტად იქნებიან დაპირისპირებული მხარეები ჩართულნი საერთო მორევში თავიანთი  ინტერესებით, პოლიტიკითა და სხვა სახელმწიფოებრივი ურთიერთობებით.ასეთ ვითარებაში, ომის თითოეული მოვლენა მჭიდრო კავშირში ინქბა ერთმანეთთან.ეს კი თავისთავად აუცილებელს ხდის წინასწარ განისაზღვროს მოსალოდნელი ომის საბოლოო მიზანი, რათა მთელი ეს მოვლენები ურთიერთ დამოუკიდებელ, უაზრო მოვლენათა ჯაჭვად არ იქცეს.   აქვე შიეძლება გარკვეული პარალელების გავლება.ომი თავისი აბსოლუტური ხასიათით იდეალურად, მე-3 თაობის ომებში იქნა წარმოდგენილი.ეს სწორედ იმ მიზეზებით იქნა განპირობებული. რაც კლაუზევიცმა ზემოთ აღნიშნა, კერძოდ კი არსებული პოლიტიკური ვითარება და გარემო რელობა ზოგადად.

კლაუზევიცი აქვე განაგრძნობს, რომ ომის პოლიტიკური მიზნითა და მოწინააღმდეგის მდგომერეობით განისაზღვრება იმ ძალების მოცულობა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას მოწინააღმდეგის მიმართ.თუმცა, მისივე აზრით, ის რომ პოლიტიკური მოთხოვნები ყოველთვის ნათელი არ არის, განსხვავებულია პოლიტიკური მდგომარეობები და არა ერთფეროვანია მართველი წრეების ნებისყოფა და უნარ ჩვევები, ხშირად ქმნის გაურკვევლობას, რომელსაც შეიძლება იმ ძალთა გათვლისას შევხვდეთ, რომელიც საჭიროა საბოლოო მიზნის მისაღწევად.

როგორც ავღნიშნეთ, საშუალებათა და ძალისხმევათა ნაკლებობა იწვევს დასახული მიზნის მიუღწევლობას.აღნიშნული ნაკლი პირდაპირ ზიანს აყენებს აქტანტს, რომელიც მიისწრაფვის მიზნის მიღწევისკენ.შექმნილ ვითარებაში მხარეები ცდილობენ ერთმანეთს საშუალბათა მომზადებით აჯობონ.ეს ქმნის ურთიერთქმედებებს სადაც გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა შეუძლებელი ან ძალზე რთულია. ეს ურთიერთქმედება შეიძლება უკიდურესობამდეს მივიდეს.ასეთ ვითარებაში კი აზრს დაკარგავდა თავიდან დასმულ პოლიტიკურ Mმოთხოვნათა მოცულობა, ხოლო საშუალებები დაკარგავდნენ ყველანაირ კავშირს და შესაბამისობას ომში თავიდან დასმულ პოლიტიკურ მიზნებთან.კლაუზევიცის აზრით, უმრავლეს შემთხვევაში მიდრეკილება ასეთი უკიდურესობისკენ დაიმსხვრევა იმ წინააღმდეგობრივ ურთიერთმედებასთან, რომელსაც თვითონ აქტანტი შეხვდებოდა თავის ქვეყანაში.

ასეთ სიტუაციის Dდროს, ომის დამწყები ისევ საშუალო გზას უნდა დაუბრუნდეს, ანუ იმოქმედოს პრინციპით- გამოიყენოს ის ძალები და საშუალებები რაც საჭიროა ომის მთავარი მიზნის მისაღწევად.
ზემოთაღნიშნული გართულებების თავიდან ასაცილებლად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უამრავი ფაქტორი, რომელმაც მომავალი ომის მსვლელობაზე შეიძლება იქონიოს ზეგავლენა.პირველ რიგში საჭიროა გარკვეულ იქნას ომის პოლიტიკური აზრი, როგორც ჩვენთვის ასევე მოწინაარმდეგისთვის, ასევე ომის პოლიტიკური მიზანი, სამხედრო მიზნები და ამის შემდგომ იმ ძალთა და საშუალებათა მოცულობა რომელიც დასმული ამოცანების მიღწევისთვის არის საჭირო.ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი, იმ კონკრეტულ ვითარებებეზე და ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელშიდაც ომის დამწყები მხარე და მისი მოწინააღმდეგე იმყოფება.

აქვე, განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიმაჩნია კლაუზევიცის ერთი ფორმულირება:
“ თითოეულ ეპოქას თავისი ომები გააჩნია, საკუთარი შემზღუდველი გარემოებები, თავისი საკუთარი სირთულეები”. აქ კლაუზევიცი, ფაქტობრივად ომის ხასიათს აღწერს როგორც გარკვეულ რეალობაზე დამოკიდებულ მოვლენას.აღნიშნული ხედვა, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად სწორია.ჩვენ დღეს ვიცით პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე თაობის ომები და ასეთი დეფინიციის გაკეთების საშუალებას სწორედ ის გარემო ფაქტორები გვაძლევენ, რომლებიც უნიკალურია თითოეული თაობის ომების ეპოქებისათვის და რომლებიც უნიკალურად ზემოქმედებენ ამ ეპოქების ომების ხასიათზე.კლაუზევიცი შემდგომ კიდევ ერთხელ არნიშნავს, რომ ომის მთავარი სამხედრო მიზანი მოწინააღმდეგის განადგურება უნდა იყოს.ავტორის თქმით, სიტყვა განადგურების ქვეშ, სხვადასხვა რამ შეიძლება ვიგულისხმოთ.მაგალითისთვის, ერთ შემთხვევაში მოწინააღმდეგის ტერიტორიის დაკავება. მეორე შემთხვევაში მისი ცოცხალი ძალის განადგურება ან შეიძლება მოწინააღმდეგის დედაქალაქის დაკავებაც საკმარისი იყოს მისი წინაარმდეგობის უნარის გატეხვისთვის.ამის გარდა, ომში ხშირად გადამწყვეტი შეიძლება, რაიმე ინდივიდუალური ხასიათის მიზეზი ან თუნდაც მორალური ფაქტორი აღმოჩნდეს.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებიდან არ უნდა იქნას გაშვებული არცერთი ასპექტი რომელიც მნიშვნელოვანია დაპირისპირებულ მხარეთა ძალთათანაფარდობაში, ვინაიდან სწორედ ამ ყველაფერში (ძალთათანაფარდობაში) ყალიბდება მოწინაარმდეგის ე.წ. “სიმძიმის ცენტრი”-ძალთა და მოძრაობათა ის კონცენტრაცია რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი; ის მთავარი რაც აძლევს მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის გაწევის ძალასა და უნარს.კლაუზევიცის თქმით, სწორედ “სიმძიმის ცენტრის” წინააღმდეგ უნდა იქნას ძირითადი დარტყმა მიმართული.

ისევე როგორც მოწინააღმდეგის განადგურება სხვადასხვა რამეს შეიძლება გულისხმობდეს, ასევე სხვადასხვა მოწინააღდეგისათვის “სიმძიმის ცენტრი” შიძლება განსხვავებული იყოს. .მაგალითისთვის, კლაუზევიცის აზრით, ალექსანდრე მაკედონელისთვის,გუსტაფ ადოლფისთვის, კარლ მე-12 სთვის და ფრიდრიხ დიდისთვის სიმძიმის ცენტრი მათ არმიებში იყო.ჯარების დაკარგვის შემთხვევაში მათთვის ყველაფერი დამთავრდებოდა.იმ ქვეყნებს, რომლებშიდაც შიდა ურთიერთობები არეულია, უმრავლეს შემთხვევაში “სიმძიმის ცენტრი” დიდ ქალაქებში აქვთ, მოკავშირეებს-ინტერესთა ერთიანობაში, ხოლო სახალხო ომებში სიმძიმის ცენტრი-ლიდერებსა და საზოგადოებრივ აზრშია.
აქ კლაუზევიცი განსაკუთრებით საინტერესო მოსაზრებას გამოთქვავს და ფაქტობრივად პირველად ეხება სახალხო ომს, იგივე “ამბოხი-ომს” და მის სიმძმის ცენტრს,მისი ეს მოსაზრება პირდაპირ დაკავშირებული ჩვენი ნაშრომის ძირითად თემბთან და კლაუზევიცის ამ მოსაზრებას მომავალში კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით.
კლაუზევიცი შემდგომ განაგრძობს, რომ თუ კი პირველი დარტყმის მერე მოწინააღმდეგე დაგაკრგავს წონასწორობას, მას არ უნდა მივცეთ ძალების აღდგენის დრო და საშუალება.დარტყმა გაგრძელებულ უნდა იქნას მოწინააღმდეგის “სიმძიმის ცენტრის” მიმართულებით და ყველანაირი ძალა უნდა იქნას გამოყენებული ამ ცენტრის გასანადგურებლად.ავტორი, აქვე დასძენს, რომ როგორიც არ უნდა იყოს “სიმძიმის ცენტრი”, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების განადგურება ძალზე მნიშვნელოვანია.

შეიძლება შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ მოწინააღმდეგის განადგურება გულისხმობს მოწინააღმდეგის “სიმძიმის ცენტრის’ განსაზღვრას და იმ წინააღმდეგობის გატეხვას, რომელიც ამ “სიმძიმის ცენტრშია” კონცენტრირებული.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესო უნდა იყოს, ის თუ როდის შეიძლება მიზნად მოწინააღმდეგის განადგურება იქნას დასახული.კლაუზევიცი ამასთან დაკავშირებითაც გვთავაზობს თავის მოსზრებას.
მისი აზრით;
1.    უნდა შეგვეძლოს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება მოწინააღმდეგის შეიარაღებულ
ძალებზე.
2.    უნდა გაგვაჩნდეს უნარი იმისა, რომ განვავითაროთ გამარჯვება და შემდგომ შეივინარჩუნოთ იგი, ისეთ მდოგმარეობამდე, რომლის მერეც წარმოუდგენელია მოწინააღმდეგის ძალთა აღდგენა.
3.    ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საბოლოო წარმატების მერე არ გავიჩენთ ახალ მტერს (მტრებს), რომლიც გადაგვრთავს პირველად დასახული მიზნებისა და მოწინააღმდეგისგან.

მესამე პუნქტში საუბარი, ფაქტობრივად ომიდან გამოსვლაზე მიდის.ომის შემდგომ ისეთი მშვიდობის მოპოვებაზე, რომელიც განსაზღვრულ უნდა ყოფილიყო ომის პოლიტიკური მიზნის დასახვისას.ომის ბოლოს რომ არ მოგვიწიოს ე.წ. “საჯარიმოების” გადახდა, დაგეგმარებისას თავიდანვე კარგათ უნდა იყოს გათვლილი სამივე ზემოთ აღნიშნული მომენტი.თუ, ჩვენ დღევანდელ დროსთან გავავლებთ პარალელს , მე-3 პუნქტი თავისუფლად შეიძლება დავუკავშიროთ ერაყში ამჟამად შექმნილ სიტუაციას.პირველადი წარმატებების შემდეგ, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების განადგურების მიუხედავად ვერ ხერხდებაისეთი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომელიც ა.შ.შ-ის მთავრობას საშუალებას მისცემდა ომიდან გამოსულიყო.აღნიშნული პრობლემა, სწორედ საომარი კამპანიის დაგეგმარებისას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს,კერძოდ კი, ნათლად არ იყო გააზრებული კლაუზევიცის მიერ მოცემული მე-3 პუნქტის მნიშვნელობა და შინაარსი.

კლაუზევიცი შემდგომ სუბრობს ომის შესახებ, რომ ომი თავისთავად არ ცდილობს მიახწიოს უკიდურესობას, ან მის აბსოლუტურ ხასიათს, არამედ სინამდვილეში იგი ურთიერთ გამომრიცხავია. მას როგორც ასეთი, არ შეუძლია იცხოვროს ცალკე განყენებულად, საკუთარი კანონებით.ომი ყოველთვის განხილულ უნდა იქნას როგორც ნაწილი ერთი მთლიანობისა და ეს მთლიანობა პოლიტიკაა.ომი პოლიტიკის ინსტრუმენტია, მისი ნაწილია და არა რაიმე ყველაფრისგან დამოუკიდებელი მოვლენა.ომი სხვა არაფერია, თუ არა, პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელება სხვა ხერხებით.შესაბამისად, ომი არასდროს არ უნდა დაცილდეს პოლიტიკურ ურთიერთობებს და თუ ის სადმე ხდება, მაშინ წყდება ყველანაირი დამაკავშირებელი ძაფები
და ვღებულობთ უაზრო და უმიზნო ძალადობას.

რახან ომი პოლიტიკის ნაწილია, შესაბამისად იგი პოლიტიკის თვისებებსაც ღებულობს.კლაუზევიცის თქმით, როდესაც პოლიტიკა ხდება გრანდიოზული და მძლავრი, მაშინ ასეთივე ხდება ომიც.ეს ზრდა შეიძლება ისეთ დონემდე მივიდეს, რომ ომმა თავის აბსოლუტურ ხასიათს მიაღწიოს.
მოასზრება, რომ პოლიტიკა ომის დაწყების მერე წყვეტს არსებობას, მცდარია.ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ კი ომი იქნებოდა შედეგი რაიმე მტრობისა, ბრძოლა სიკვდილისათვის და არა როგორც ბრძოლა გადარჩენისათვის.ავტორი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკის გამოხატულება-პოლიტიკა გონია, ხოლო ომი, მისი ინსტრუმენტი.ომი თავიდან ბოლომდე უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკის ჩანაფიქრებს, რომელიც ომის მიზანში დევს, ხოლო პოლიტიკამ უნდა შეახამოს ეს ჩანაფიქრები იმ საშუალებებს რომელიც ომისთვის გააჩნია მას.პოლიტიკა არ უნდა უსახავდეს ომს შეუსრულებელ მიზნებს, ეს ეწინააღ,დეგება იმ წარმოდგენას, რომ პოლიტიკამ უნდა იცოდეს მისი ინსტრუმენტის (ომის) გამოყენება.თუ კი ეს სადმე ხდება მაშინ ეს რაღა თქმა უნდა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ბრალია.როცა პოლიტიკა სწორედ მსჯელობს და განსაზღვრავს იმას, თუ რა და როგორი ვითარებები შეესაბამება ომის მიზნებსა და მოთხვონებს, მაშინ ამ გარემოებების შექმნაც თავიდან ბოლომდე პოლიტიკის კომპეტენციაა.იქ სადაც პოლიტიკა სწორია, ანუ თუ პოლიტიკურ ქმედებებს მივყავართ მიზნების მიღწევისაკენ, მაშინ თავისთავად მისი ზეგავლენა ომზე მხოლოდ დადებითია.ხოლო მაშინ როცა პოლიტიკის ზეგავლენა გვაშორებს ომის მიზნებს, მაშინ მთავარი სისუსტე და შეცდომები პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შემდგომ კლაუზევიცი გვაძლევს ომის დაგეგმარების ორ მთავარ პრინციპს.

პირველი გულისხმობს, მოწინააღმდეგის მთელი სიმძლავრის ერთ სიმძიმის ცენტრამდე დაყვანას (აქ უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ავტორი სიმძიმის ცენტრს); მეორეს მხრივს დარტყმას ამ ცენტრზე რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ძირითადი ოპერაციებით.ასევე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სხვა ოპერაცია უმთავრეს ოპერაციას ექვემდებოარებოდეს.ჯამში თუ ვიტყვით, პირველი პრინციპი არის მოქმედებათა მაქსიმალური კონცენტრაცია.მეორე პრინციპია-მოქმედებათა მაქსიმალური სისწრაფე.შემდგომ კალუზევიცი იმისშესახებ წერს, თუ რაზეა დამოკიდებული მოწინაარმდეგის სიმძლავრის ერთ სიმძიმის ცენტრამდე დაყვანა.მაგალითად, თუ ერთიანი პოლიტიკური ინტერესების მქონე მოწინაარმდეგეებთან გვაქ საქმე, მაშინ უნთავრესი, მოწინაარმდეგეთა პოლიტიკური კავშირის სიმტკიცე ხდება.ასევე მნიშვნელოვანია ომში კონკრეტული დროისთვის შექმნილი ის მდგომარეობა როცა მაგალითად საბრძოლო ასპარეზზე მოწინააღმდეგის რამდენიმე არმია გამოდის.
აქ კლაუზევიცი საუბრობს სხვადასხვა შესაძლო სიტუაციებზე, როდესაც მოწინააღმდეგის “სიმძიმის ცენტრი” ერთ ან რამდენიმე არმიაშია და ასევე, ამ არმიებს შორის წარმოქმნილ იმ ურთიერთქმედებებზე რაც ამ დროს ჩნდება.

ასე მაგალითად, თუ ომი თეატრზე მოწინააღმდეგის ძალები ერთ არმიაში არიან გაერთიანებული, მაშინ თვითონ ეს არმია ხდება “სიმძიმის ცენტრი”.თუ ძალები დაჯგუფებულები არიან რამდენიმე არმიებად, მაშინ ერთიანობა აბსოლუტური აღარაა.თუმცა კლაუზევიცის განმარტებით, ასეთ დროს მაინც არსებობს საკმარისი კავშირი არიმებს შორის, რათა ერთზე მიყენებულმა დარტყმამ ჩაითრიოს სხვა ნაწილებიც.ვითარებაში როდესაც არმიები მეზობელ საომარ თეატრებზე არიან და მათ შორის არ არიმნიშვნელოვანი ბუნებრივი წინააღმდეგობები, მაინც შესაძლებელია დანახულ იქნას ის გადამწყვეტი ზეგავლენა, რომელსაც ერთი არმია მეორეზე ახდენს, ანუ აქაც არის ურთიერთქმედება და აქაც სესაძლებელია ერთი სიმძიმის ცენტრის განსახღვრა.როდესაც ომის თეატრები ძალზე დაცილებულები არიან ერთმანეთისაგან და მათ შორის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი წინაღობებია, მაშინ მათი მოქმედებები ე.წ. “ექცენტრიულ”, ანუ ურთიერთ დამოუკიდებელ მიმართულებებზე ვრცელდება; არმიებს შორის ურთიერთქმედება მინიმუმამდე მცირდება და შესაბამისად ძნელდება (ან შეულებელი ხდება) ერთიანი “სიმძიმის ცენტრის” განსაზღვრა. კლაუზევიცი შემდეგ ისეთ ვითარებაზე საუბრობს, როცა ერთი ‘სიმძიმის ცენტრის’ წინააღმდეგ მოქმედება, ერთმანეთისგან განცალკევებული ჯგუფებით ხდება.ასეთ დროს სასურველია კონცენტრირებული გადააგდილება და მოქმედება.ავტორის თქმით, კონცენტრირებული მოქმედება სტრატეგიაშიც და ტაქტიკაშიც უფრო წარმატებულია. ურთიერთ დამოუკიდებელი, “ექცენტრიული” ხასიათის შეტევები, კი მეორეხარისხოვან ოპერაციებს მიეკუთვნება.ძალთა გახლეჩის ან ომის თეატრის ზრდის პირობებში კი რისკი გაცილებით მატულობს, თუმცა, საომარ მოქმოედებათა თეატრის გაფართოება შეიძლება გაყოფილი ჯგუფებით მოძრაობის საფუძველი გახდეს.ეს დაკავშირებულია იმ ტერიტორიების თავისებურებებთან სადაც მიმდინარეობს მოქმედებები.

კარლ ფონ კლაუზევიცი შემდგომ წერს, რომ ერთიანი საბრძოლო თეატრის პირობებში ძირითად მიმართულებაზე შეტევისას, მნიშვნელოვანია ყველა მეორეხარისხოვანი მიმართულება ძირითადზე იყოს ორიენტირებული და მასთან ურთიერთქმედებსდეს.ჩვენს მიერ მთავარ მიმართულებაზე მიღწეული წარმატება, მოწინააღმდეგის  ყველა იმ მეორეხარისხოვან მიმართულებას დაუკარგავს დამოუკიდებლად მოქმედების უნარს, რომელიც შეხებაშია ჩვენი საბრძოლო მოქმედებების ძირითად მიმართულებასთან.

თუ კი იქნება შესაძლებელი, რომ ოპერაციაში მთელი ძალები მხოლოდ ერთი მიმართულბით შეტევისთვის იქნას კონცენტრირებული, მაშინ შეხების წერტილები მეორად მიმართულებებთან მთლიანად გაქრებოდა.თუმცა ასეთი ვითარებები, ავტორი თქმით, ძალზედ იშვიათია.ხოლო, ისეთ სიტუაციაში სადაც მოწინააღმდეგეს რამდენიმე “სიმძიმის ცენტრი” გააჩნია, ფაქტობრივად დამოუკიდებელი კამპანიების დაგეგმა და წარმოება მოგვიწევს მოწინააღმდეგის თითოეული “სიმძიმის ცენტრის” წინაამდეგ.კლაუზევიცისავე თქმით, ასეთ ვითარებაში მართებულია ფრონტის მხოლოდ მთავარ მიმართულებაზე შეტევა, ხოლო მეორად მიმართულებებზე კი თავდაცვითი ბრძოლების წარმოება.

ყველივე ზემოთთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განსაზღვრება ძალების ერთიანობასა და დაყოფას შორის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ბევრ სხვადასხვა გრადაციას უშვებს.მხოლოდ კონკრეტული ვითარებებიდან გამომდინარე შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ერთმანეთზე ომის ერთ ან სხვადასხვა ფრონტებზე მყოფი არმიები და მხოლოდ აქედან გამომდინარე შეიძლება მოწინააღმდეგის “სიმძიმის ცენტრის” განსაზღვრაზე ზუსტი საუბარი.მოწინააღმდეგის სიმძიმის ცენტრის განსაზღვრის, ამ ცენტრის შეძლებისდაგვარად ერთამდე დაყვანისა და ძალთა კონცენტრაციის უზრუნველყოფის შემდეგ, კლაუზევიცი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ძალთა სწრაფი გადაადგილება.მისი აზრით, ყველაზე კარგი მოკავშირე შეტევისას სწორედ სისწრაფე და მოულოდნელობა არის.ნებისმიერი შეჩერება და ყოყმანი დამღუპველია.პირველადი წარმატებების შემდეგ გაჩერება და მას მერე მეორე ტემპით შეტევაზე გადასვლა წამგებიანია და არაა ისეთი ეფექტური, როგორც ერთიანი სწრაფი იერიში.ის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლაუზევიცი მართალია, შეიძლება მსოფლიო ისტორიიდანაც დავინახოთ. გერმანელთა 1941 წლის მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული შეტევის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ზემოთ ნახსენები პაუზა და ჭოჭმანი გახდა.აგვისტო-სექტემბრის 2 თვიანმა ყოყმანმა თუ საით განვითარებულიყო იერიში, შეტევას დააკარგვინა თავიდან აღებული ტემპი.გემანელები იძულებულები გახდნენ მეორე ტემპით შეტევაზე გადასულიყვნენ და საბოლოო ჯამში მოსკოვის აღება ვეღარ მოახერხეს.

კლაუზევიცი შემდგომ წერს, რომ ომის ბოლო განსხვავებულია ყოველთვის. თუმცა მისივე რჩევით, დასაწყისისთვის ყოველთვის კარგია მოწინააღმდეგის ჯარის ნეიტრალიზირება, ანუ დიდი გამარჯვება მათზე და შემდგომ მათი საბოლოო განადგურება.რაც უფრო მალე იქნება შესაძლებელი ამდაგვარი წარმატების მიხწევა, მით უფრო კარგია იგი საბოლოო გამარჯვებისთვის.

ბოლოსთვის კი, კარლ ფონ კლაუზევიცი დაასკვნის, რომ ომის გეგმაში რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის განადგურებისკენ (რაც ავტორის აზრით წარმატების საუკეთესო გზაა),უმთავრესია ჯერ დაისახოს ომი პოლიტუკური მიზანი, შემდგომ სამხედრო მიზანი ან მიზნები  და ამის მერე განისაზღვროს ის საშუალებები, ხერხები და გზები რომელიც ყველაზე კარგათ უზრუნველყოფენ დასმული ამოცანების შესრულებას.

ზემოთგანხილული ნაშრომიდან გამომდინარე, სააბოლო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ვღებულობთ ომის დაწყების გადაწყვეტილებას, ნათლად წარმოდგენილი უნდა გვქონდეს ის თუ რისი მიხწევა გვინდა ამ ომით, ანუ რა არი ამ ომის პოლიტიკური მიზანი.მას მერე რაც ვიცით რა გვინდა, ვსაზღვრავთ მოწინააღმდეგის სიმძიმის ცენტრს.ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი. სწორედ ამ ცენტრის სიძლიერიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენს ხელთ არსებული ძალებისა და საშუალებების მეშვეობით, იმ წინააღმდეგობის გადალახვა რომელიც მოწინააღმდეგის ამ სიმძიმის ცენტრშია კონცენტრირებული.ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიხწევა ბრძოლის ველზე და შესაბამისად თვით ომშიც. თუ კი ზემოთმოცემული ჯაჭვიდან, რომელიმე რგოლი ამოვარდნილია ან ბუნდოვანია, მაშინ კამპანიის ბედი დიდი რისკის ქვეს დგება. ასეთ ვითარებაში, ან პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს, ან კიდევ მიზნის შესაბამისი ძალის დაგროვებას უნდა დაველოდოთ.

 

ანთაძე გიორგი,

საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

2007წ.