ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:06 |
სამხრეთ კავკასიის სამხედრო ბალანსი (აზერბაიჯანი, სოხმეთი, ყარაბაღი)
კვლევა მომზადდა 2012 წელს IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროექტის ფარგლებში (კობალაძე, იმნაძე, ანთაძე)
გადმოსაწერად დააჭირეთ აქ |
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 11:55 |
გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველო
სტრატეგიულ მარტოობაში
მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა გარკვეულ წილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამ ილუზიის მსხვრევის სიგნალი გახდა. მსოფლიოში შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ორ ძირითად დასკვნამდე მივყავართ, რომ როგორც ბუნება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები ვერ იტანს ძალის სიცარიელეს. იგი აუცილებლად ავსებს მას და არ არსებობს გარანტია, რომ ეს ძალა თავისი არსით პოზიტიური იქნება, ამიტომ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული აზროვნება კვლავინდებურად აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.
|
დაწვრილებით...
|
პარასკევი, 06 ივლისი 2018 21:25 |
ჰიბრიდული ომის გააზრებისათვის
გადმოწერე
|
დაწვრილებით...
|
პარასკევი, 06 ივლისი 2018 21:22 |
ომის ცხრა პრინციპი
არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში წარმოდგენს ე.წ. „ომის ცრა პრინციპი“, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმარებისა და მოქმედებებისათვის დაწყებული საბრძოლო შენაერთების დონიდან, საბრძოლო თეატრის სახელმძღვანელო დონემდე.სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მხედარმთავრები თუ ომის თეორეტიკოსები დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ ომის წარმატებულად წარმოებისა და დაგეგმარების ყველაზე ეფექტურ პრინციპებსა და საშუალებებს, რომელთაც შეეძლოთ გარკვეული თეორიული ბაზისი შეექმნათ სამხედრო კამპანიის დაგეგმარებისათვის. ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ბოლო ორასი წლის მანძილზე სამხედრო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ნაშრომებში თავის ხედვებს აყალიბებდნენ ომის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით. ყოველივემ მე-20 საუკუნის დაახლოებთ შუა პერიოდში ომის წარმოების ცრა პრინციპის სახე მიიღო.
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
გვერდები 3-დან 13-მდე |