ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:17 |
36 სტრატაგემა
ტერმინი „სტრატაგემა“ ძველი ბერძნული სიტყვა strategema- დან (στρατήγημα - სამხედრო ხრიკი, ეშმაკობა, ჩინ. 計 პალ ცზი) მოდის, რაც ზოგადად სამხედრო საქმეს ან სამხედრო ხრიკს, ეშმაკობას აღნიშნავდა.1 ძველ ჩინეთში ტერმინი (ჩინურად: ჩჟიმოუ, ფანლუე, მოულუე და ა.შ.) ასევე რაიმე სახის ეშმაკობის ან ხრიკის შემცველ სტრატეგიულ გეგმას აღნიშნავდა. საინტერესოა თვითონ ამ ჩინური ტერმინის სემანტიკა: ბინომი „ჩჟიმოუ“ მაგალითად ერთდროულად აღნიშნავს გონიერებას, მოხერხებულობას, იმპროვიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამხედრო საქმის სპეციფიკას, როგორც ისეთი საქმიანობის არეს სადაც მუდამ რჩება შემთხვევითობისა და სიურპრიზების არეალი, რაც იგივე კლაუზევიცის აზრით ომის ბუნების ორგანული ნაწილია.
სტრატაგემების ამდაგვარი გაგება შორეულ წარსულში ჩაისახა და პირველ რიგში სამხედრო და პოლიტიკური ორთაბრძოლასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სტრატაგემების და ზოგადად სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია ძველი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ცზის ტრაქტატმა „ომის ხელოვნება“, რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიული გათვლების სწორედ სტრატაგემებად გააზრებას მოითხოვს.სტრატაგემა თავისი შინაარსით ალგორითმის მსგავსად ორგანიზებას უწევს ჩანაფიქრის განსახორციელებელ მოქმედებათა თანამიმდევრულობას.
|
დაწვრილებით...
|
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:12 |
გლობალური ომის ერთი მოდელის შესახებ
წარმოგიდგენთ 2013 წლის ნაშრომს "გლობალური ომის ერთი მოდელლის შესახებ" სადაც ჰანთიგტონის გლობალური ომის მოდელი განხილულია ალვინ ტოფლერის ომებისა და ცივილიზაციათა განვითარების მისეული თეორიების ჭრილში. ნაშრომში მოცემული მოსაზრებების აქტუალურობა აჩვენა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა
"ომებისა და დაძაბულობების მთავრი კერა კვლავინდებურად ცივილიზაციათა მიჯნები და ურთიერთ გადაკვეთის არეები იქნება, პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, სადაც სირიას და ცოტა ხნით ადრე ლიბანში მიმდინარე მოვლენები ამაზე მეტყველებენ.ომები ახლო მომავალში თავისი ხასიათით, ძირითადად ჰიბრიდული იქნება."
გადმოწერე
|
დაწვრილებით...
|
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:08 |
ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება"
ტერორიზმთან განსაზღვრებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული სიტუაცია არ იძლევა ერთიანი ნათელი წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალებას მის ბუნებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ არცერთი არსებული დეფინიცია არ აღწერს ტერორიზმს სრულად და რჩება არაერთი ლეგიტიმური შეკითხვა.
დღეს არსებული ტერორიზმის ნებისმიერი დეფინიცია როგორც წესი აღწერს მის რომელიმე ასპექტს, ან რამდენიმეს. თუმცა ჩვენის აზრით არ ასახავს ტერორიზმის ბუნებას. დეფინიციების უმრავლესობაში ტერორიზმის განმარტება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციის, ან უწყების მიერ არის მოცემული დეფინიცია და იგი განმარტებულია ამ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკის ჭრილში. ასეა როგორც გაეროს, ან ევრო კავშირის დეფინიციების შემთხვევაში, ასევე ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ მოყვანილი დეფინიციებშიც.
ჩვენი სტატიის მიზანი არ არის ამ დეფინიციების კონკრეტული განხილვა, მათი ზოგადი ნაკლოვანების ხასიათზე უკვე აღვნიშნეთ, რომ არცერთი განხილული დეფინიცია არ იძლევა ტერორიზმის ნათელ განმარტებას, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ტერორიზმის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას აღწერს, ამასთან არ ეხება მის არსს. ის გამოხატულებები რაც ტერორიზმს ახასიათებს იმდენად ზოგადი და განსხვავებულია, რომ შეუძლებელს ქმნის რამენაირად ტერორიზმის განმარტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
გვერდები 2-დან 13-მდე |