|
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:42 |
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია 2016 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა. წინა კონცეფცია 2013 წელს იქნა გამოქვეყნებული, რომელიც თავის მხრივ 2008 წლის კონცეფციის განახლება იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისაკენ; ხელსაყრელი საგრეო გარემოსა და პირობების შექმნისკენ რუსეთის ეკონომიკის, ტექნოლოგიური განახლებისა და მოსახლეობის რაოდენობისა და ცხოვრების დონის გაზრდისათვის. რუსეთი საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი გავლენიანი ცენტრი უნდა იყოს. წინა კონცეფციაში უმთავრეს პრიორიტეტად პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცულობა იყო დასახელებული.მნიშვნელოვან მიმართულებად დოკუმენტში მოცემულია „რუსეთის პოზიციების გამყარება გლობალური სამეურნეო ქსელში. რუსეთის საქონელის, ინვესტიციებისა და პროდუქციის დაცვა დისკრიმინაციისგან“. ასევე, ორიენტირება კურსზე, რომელიც ხელს შეიწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და დაძაბულობის კერების განეიტრალებისკენ.
კონცეფციაში ასევე საუბარია უცხო ქვეყნებთან „არადისკრიმინაციულ საფუძველზე“ მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და ურთიერთობათა გაფართოებაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რუსეთის მასობრივი მედიის საშუალებების გლობალურ არენაზე პოზიციების გამყარება და რუსული თვალსაზრისის „საზოგადოებრივი ფართო ფენებისათვის დაუბრკოლებლად მიწოდება".
|
დაწვრილებით...
|
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 10:15 |
ეროვნული იდეის ფორმირება პოსტ-საბჭოთა რუსეთში
(გური ბაქრაძე
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორანტი)
შესავალი
თანამედროვე რუსეთის (და არა მხოლოდ) აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ხშირია დისკუსია ქვეყნის ეროვნული იდეის თაობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განსაზღვრა, უნდა იქცეს თუ არა ის იდეოლოგიად და რა ფუნდამენტს უნდა ემყარებოდეს იგი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როდესაც კომუნისტურმა იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა და პოსტ–საბჭოთა სივრცე ხანგრძლივმა კრიზისმა მოიცვა, სსრკ–ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ პრობლემად, გარდა სამხედრო–პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის დაბრკოლებებისა, გამაერთიანებელი იდეის არარსებობა იქცა. 1996 წლის 12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა განკარგულებაც კი გასცა ქვეყნის ეროვნული იდეის შემუშავების შესახებ. ამ დავალების შესასრულებლად რუსეთის ინტელექტუალურ ელიტას ერთი წელი მიეცა. თუმცა, თავად ელცინის პოზიციების შესუსტების და სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემების გამო, აღნიშნულ ინიციატივას განხორციელება არ ეწერა.
მედასავლეთეობიდან – კონსერვატიზმამდე
რუსეთის წინაშე იდგა ამოცანა განესაზღვრა თავისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის მიზნები და მასში შემავალი უამრავი ეთნოსის ერთიანობის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას სსრკ–ს ხვედრი გაეზიარებინა. ამის მნიშვნელოვანი წინაპირობები არსებობდა თათარსტანში და განსაკუთრებით ჩეჩნეთში, სადაც სეპარატისტული განწყობების ჩასახშობად მოსკოვს 2 ომი დასჭირდა. სამხედრო კამპანიებმა ჩეჩნეთში, განსაკუთრებით კი, მეორე ომმა და შესაბამისმა საინფორმაციო მხარდაჭერამ რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში პატრიოტული განწყობების გაღვივება და მეტ–ნაკლები კონსოლიდაცია გამოიწვია. ამ მხრივ დადებითი
|
დაწვრილებით...
|
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 09:49 |
რამდენიმე წლის წინ, მაგისტრატურაში სწავლის დროს, კლაუზევიცისეული სიმძიმის ცენტრის თემის გაცნობისას, მისი პენტაგონისეული დეფინიციის ანალიზი გავაკეთე და მივანიშნე ერთ საკამათო ასპექტზე. ეს იყო ტერმინი „სამხედრო“, რომელიც როგორც ახლახან ვნახე დაახლოებით 10 წლის თავზე, უკვე ამოღებულია დეფინიციიდან, რამაც ლოგიკურია მაფიქრებინა, რომ დეფინიციის ჩემი კრიტიკა უსაფუძვლო არ იყო. მიუხედავად, იმისა რომ საკმაო დრო გავიდა ამ წერილის დაწერიდან, მემგონი ვინც კლაუზევიცთან მუშაობს, ან ზოგადად ომის თეორიაში სიმძიმის ცენტრის ცნებით დაინტერესებულა ოდესმე, მათვის საინტერესო შეიძლება იყოს ეს პატარა წერილი. წერილის ბოლოს, დეფინიციის ჩემეული კორექტირებაც შემომაქვს.
რაც შეეხება უშუალოდ ტერმინის ღრმა ანალიზს, ვფიქრობ ეს თემა ცალკე სტატიას მოითხოვს სადაც „სიმძიმის ცენტრი“ ომის ოპერატიული და სტრატეგიული დონეების ჭრილშიც უფრო ღრმად უნდა იყოს განხილული.
გიორგი ანთაძე, ოქტომბერი, 2016
სიმძიმის ცენტრის განმარტებისთვის
სიმძიმის ცენტრის ცნება პირველად ნახსენები იქნა ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის კარლ ფონ კლაუზევიცის მიერ ცნობილ ნაშრომში „ომის შესახებ“. სწორედ მან პირველად შემოიტანა ეს ტერმინი.იგი თავის ნაშრომში ასე აღწერს სიმძიმის ცენტრს „ძალთა და მოძრაობათა ის კონცენტრაცია, რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი“. ეს განსაზღვრება ნაშრომის მე-6 და მე-8 თავებში გვხდება. თუმცა ნაშრომის დაუსრულებლობის გამო, ავტორს მკაფიოდ არ აქვს განმარტებული ამ ცნების შინაარსი.
|
დაწვრილებით...
|
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 09:35 |
ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში
ჯანრი კაშია
ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად გეოპოლიტიკურ დაფაზე. ეროვნული უსფრთხობის კონცეფციის შესახებ
ეროვნული უსფრთხოება სახელმწიფოებრივი ჰოლოგრამის ის სეგმენტია, რომელიც თავისთავში მოიცავს მთელი სახელმწიფოებრივი სისტემის სურათს. თუ სახელმწიფო მთელი თავისი მრავალფეროვანი ელემენტებით განხილულ იქნება როგორც ჰოლოგრამა, შეიძლება ვთქვათ, რომ უსაფრთხობა წარმოადგენს ამ ჰოლოგრამის კვინტესენციას ან, არქეტიპს (ურფორმას). ადამიანის ან ადამიანთა საზოგადოების (მთლიანობაში პიროვნების, ოჯახის, ერისა და სახელმწიფოს) არსებობა შეძლება დავახასიათოთ როგორც გარკვეულ საზღვრებში ურთიერთის გვერდით მოსახლე და ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა (ინდივიდთა, ოჯახთა და ჯგუფთა) მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობა. ეს ქმნის იმ სივრცეს, რომელსაც ვუწოდებ უსაფრთხობის ველს.უსაფრთხოების მშვიდობიანი ველი არის ის პირობა, რომლითაც ყალიბდება და იქმნება თავისუფალი და მდგრადი საცხოვრისი ყველასათვის, ვინც ამ ველში ცხოვრობს და სადაც, თუ მოვიშვე¬ლიებთ ქრისტიანულ ფორმულას, რომლითაც რუსთველი ასრულებს თავის სახელმწიფოებრივი ყოფიერების ფილოსოფიას, ‘თხა და მგელი ერთად სძოვს’.
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
გვერდები 4-დან 13-მდე |
|
|