ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

strate.ge
ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 27 თებერვალი 2012 13:31

ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი

(2004)

http://newmexiken.com/wp-content/images/2006/12/AntietamLights.jpg

  ხშირად, საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ, როდესაც მსჯელობის საგანი ამ ქმედებათა შეფასება ხდება, ისმის კითხვა:რატომ დაიღუპა ჯარისკაცი? ზოგს ჯარისკაცის დაღუპვა ბუნებრივად მიაჩნია:ომია და ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს. ზოგს, ამდაგვარი ახსნა არ აკმაყოფილებს და მიაჩნია, რომ ასეთი რამ აუცილებელი არ არის, თუმცა შესაძლოა, რომ ჯარისკაცი დაიღუპოს. აღნიშნული კალამბური არ გახლავთ და ომის წარმოების მიმართ ორ სხვადასხვა მიდგომას, ორ სხვადასხვა ფილოსოფიას გამოხატავს. პირველის მიხედვით, ჯარისკაცი ომის მასალაა, რომელიც ომის დროს უნდა დაიხარჯოს. მეორის მიხედვით, ჯარისკაცი საბრძოლო ქმედებათა ცენტრალური ფიგურაა, რომლის წარმატება (საბრძოლო ამოცანის შესრულება) მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. სხვათაშორის, ამ მიდგომის უკან დგას არა იმდენად ჰუმანიზმი, რამდენადაც ცივი, პრაგმატული გათვლა:პირველი, დაღუპული ჯარისკაცი ამოცანას ვერ ასრულებს და მეორე, დაღუპულთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შესაძლოა პოლიტიკური სირთულეები შექმნას და პოლიტელიტისთვის ომის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს. სხვა საქმეა, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულება სიცოცხლის მაღალი რისკის შემცველია და უმეტესად შეგნებულ თავგანწირვას გულისხმობს.
დაწვრილებით...
 
ტანკები ბრძოლის ველზე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:37
ტანკები ბრძოლის ველზე

“ისინი იქცნენ მოუწყვლად მხეცებად და მათი (ერაყელების) ღამის კოშმარად”
აშშ საზღვაო ქვეითთა ტაქტიკური საბრძოლო ჯგუფ ”ტარავას” მეთაური

პირველ რიგში მათთვის, ვინც ვეღარ ხედავს ტანკების მომავალს, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში, მინდა განვაცხადო - ტანკები წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას ავღანეთში!  მოკავშირეთა ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად ტანკები გამოყენებულ იქნა კანადელებისა და დანიელების მიერ 2006 წლიდან.  მათმა ”ლეოპარდებმა” აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აშშ და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მთავარ შეტევაში პენჯაბის რაიონში, ხოლო მდინარე ზარის ნაპირებზე ორგანული 120 მმ-იანი ქვემეხით ეფექტურად ახორციელებდნენ აშშ-ს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლების მხარდაჭერას. ავიაციასთან, არტილერიასა და ინჟინრებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით ტანკებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს მოწინააღმდეგის განადგურებაში ჰოუზ-ე-მედანთან, ნალგამთან და სანგსართან.   საცეცხლე და დარტყმითი შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად, ტანკები ეფექტურად ასრულებენ ქვეითებისთვის დანაღმულ ველებზე გასასვლელების მომზადებისა და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის ფუნქციებს.

დაწვრილებით...
 
მორის ნასაუელი, გუსტავ ადოლფი, რაიმონდო მონტეკუკოლი და მე-17 საუკუნის “სამხედრო რევოლუცია” PDF ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 14 დეკემბერი 2010 12:32
მორის ნასაუელი, გუსტავ ადოლფი, რაიმონდო მონტეკუკოლი და მე-17 საუკუნის “სამხედრო რევოლუცია”
(კახა კაციტაძე)
    ადრეული ეპოქის ევროპაში მომხდარი “სამხედრო რევოლუციის” კონცეფცია ძირითადად შესწავლილად ითვლება. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი განვითარების ზუსტი დროის მონაკვეთის შესახებ. ტრადიციულად ისტორიკოსები ასეთად მიიჩნევენ არმიას, რომლითაც 1496 წელს ჩარლზ VIII შევიდა იტალიაში და რომელიც თავისი შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებოდა 3 საუკუნის შემდეგ ნაპოლეონის მიერ  ჩამოყალიბებული არმიისაგან. მეორეს მხრივ, მიუხედავად მე-15 საუკუნის ბოლოსათვის სამხედრო რევოლუციის შემადგენელი მრავალი ელემენტის (ქვეითი ჯარის წარმოშობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გამოყენება და არტილერიის შეტევის გამძლე ნაგებობების შექმნა) უკვე არსებობისა ისტორიკოსთა სხვა ნაწილი ასეთ პერიოდად მიიჩნევს რეგულარული არმიის გამოჩენის პერიოდს 1560-1660 წლების შუალედში.
დაწვრილებით...
 
“ლედი ხაკისფერში” – ქალი და სამხედრო სამსახური PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 19:39
“ლედი ხაკისფერში” – ქალი და სამხედრო სამსახური

“ქალი პატიობს ყველაფერს უგულვებელყოფის გარდა”

ფრანგი პოეტი და დრამატურგი ალფრედ დე მიუსე


მსოფლიოში არ წყდება კამათი სამხედრო სამსახურში ქალის ადგილისა და ფუნქციების შესახებ.  მოკამათეების სპექტრი მოიცავს როგორც დაბეჯითებით მომხრეებს, ასევე კატეგორიულად მოწინააღმდეგეებს, აღტაცებულ ფემინისტებს და მოქირქილე ცინიკოსებს.…

საქმე ეხება ქალ – სამხედრო მოსამსახურეს და არა პარტიზანული რაზმის წევრს ან წინააღმდეგობის მებრძოლს, რომელთაც ყველასთვის კარგად ცნობილმა ერნესტო ჩე გევარამ თავისი წიგნის “პარტიზანული ომის” ფურცლებზე განსაკუთრებული ფუნქციაც კი გამოუყო აჯანყებულთა რაზმებში.  ერთია გარკვეული, თუნდაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იარაღით ხელში იდეის გარშემო გაერთიანება და მეორე – ყოველდღიური მუშტრა და მკაცრად რეგულირებული ცხოვრების წესი.  პირველ შემთხვევაში ქალის მიერ იარაღის ხელში აღება ძირითადად მოტივირებულია საყვარელ მამაკაცთან ახლოს ყოფნით, შურისძიების სურვილით ან რომანტიულობისა და ავანტიურის მაცდური ხიბლით, მაშინ როცა რეგულარულ სამხედრო სამსახურში ქალის წასვლის მთავარი მამოძრავებელი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, სტაბილური, მაღალი ხელფასი და სოციალური გარანტიებია.
დაწვრილებით...
 
რ.ისმაილოვი- კლასიკური სტრატეგია XXI საუკუნის დასაწყისში PDF ბეჭდვა ელფოსტა
კვირა, 17 ოქტომბერი 2010 18:30

კლასიკური სტრატეგია XXI საუკუნის დასაწყისში       

რ.ისმაილოვი

           მ. გალაქტიონოვის წიგნი `ოპერაციების ტემპი~ წარმოადგენს 30-იანი წლების საბჭოთა სამხედრო აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს. ეს არის დრო, როცა მთავრდება ვერსალის მსვიდობიანი შესვენება და ევროპის დიდი სახელმწიფოები კვლავ ემზადებინ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებისათვის. ეს იყო სამხედრო თეორიების საკითხებისა და ომის  ფილოსოფიის პრობლემების მაქსიმალური ინტერესების პერიოდი. ისტორიული  გამოკვლევები იქცა სტრატეგიული გამოკვლევების საბაზისო მასალად, ეს უკანასკნელი კი აისახებოდა შეაირაღებულ ადამიანებში, საბრძოლო ტექნიკაში, საორგანიზაციო სტრუქტურებში და წესდებების სტრიქონებში.გაიარა ათასწლეულმა. პირველი მსოფლიო ომი მივიწყებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის საშინელებათა მიღმა, მაგრამ ისიც თითქმის გამოიდევნა კაცობრიობის მეხსიერებიდან ათწლეულების განმავლობაში. `გარანტირებული განადგურების~ მუქარისა და 50-იანი წლების ანგლო-ამერიკული `ცივი მშვიდობის~ ტრიუმფის წყალობით.

დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს»

გვერდები 10-დან 11-მდე

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters