ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

Legio IX Hispana PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 04 მაისი 2011 14:17
Legio IX Hispana
ნიკა ხოფერია

      მეცხრე ესპანური ლეგიონი(Legio IX Hispana) - იულიუს კეისრის მიერ ძვ.წ 58 წელს ჩამოყალიბებული რომაული ლეგიონი. არსებობა შეწყვიტა ახ.წ II საუკუნის შუა ხანებში. ლეგიონის სიმბოლო იყო ხარი.
       იულიუს კეისარმა მეცხრე ლეგიონი გალიაში ომების დროს დაარსა და ამ დროს მიენიჭა კოგნომენი(იგივე თიკუნი) - Triumphalis.
პირველი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობა მეცხრე ლეგიონმა მიიღო მოხდა საბისთან(ძვ.წ 57 დღევანდელ მდინარე სამბრესთან), სადაც იულიუს კეისრის არმია მასზე სამჯერ უფრო მრავალრიცხოვან გალური ტომის, ნერვიების ჯარს შეებრძოლა. რომაელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. სამოქალაქო ომის პერიოდში მეცხრე ლეგიონმა იბრძოლა ილერდესთან(ძვ.წ 49), დირაქიუმთან(ძვ.წ 48) და ფარსალოსთან(ძვ.წ 48). ძვ.წ 46 წელს კეისარმა თითქმის მთლიანად დაშალა მეცხრე ლეგიონი და მათ მიწები უბოძა პიცენუმსა და ისტრიაში. ძვ.წ 41 წელს ოქტავიანე ავგუსტუსმა კვლავ აღადგინა მეცხრე ლეგიონი და კეისრის ვეტერანები სამხედრო სამსახურში დააბრუნა. ლეგიონმა მიიღო ახალი სახელწოდება Macedonica(LEGIO IXMACEDONICA). კეისრის ვეტერანებმა იბრძოლეს სექსტუს პომპეუსის წინააღმდეგ სიცილიაში. არსებობს ვარაუდი, რომ ოქტავიანემ ეს ლეგიონი
დაწვრილებით...
 
ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 04 თებერვალი 2011 11:02
კახა კაციტაძე

ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია

ტაქტიკა


საყოველთაო გაგებით თუ სტრატეგია არის ომის მოგების თეორია, ტაქტიკა არის ბრძოლის მოგების თეორია. ეს განმარტება სწორია, მაგრამ არასაკმარისი, ვინაიდან ტაქტიკა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ბრძოლის ტიპები (შეტევითი, თავდაცვითი ყველა მათი სახესხვაობით) აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარე ბრძოლის სახეები (ვთქვათ ბრძოლა მთაში, ბრძოლა უდაბნოში, ბრძოლა ტყეში, ბუმბერაზთა შებრძოლება და ა.შ.), აგრეთვე ისეთ ტაქტიკურ ქმედებებს, როგორიცაა დაზვერვა, მიხდომა, რეიდი... საინტერესო პერიოდში სასურველია შევეხოთ ქართულ სახელმწიფოთა სამხედრო ტაქტიკის ყველა ელემენტს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცვლელი სტრატეგიის და ტექნოლოგიური დონის პირობებში ტაქტიკა მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდიდა იმის მიუხედავად, რომ ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე არცთუ მცირე დრომ გაიარა.
დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა12შემდეგიბოლოს»

გვერდები 2-დან 2-მდე

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters