რამდენიმე წლის წინ, მაგისტრატურაში სწავლის დროს, კლაუზევიცისეული სიმძიმის ცენტრის თემის გაცნობისას, მისი პენტაგონისეული დეფინიციის ანალიზი გავაკეთე და მივანიშნე ერთ საკამათო ასპექტზე. ეს იყო ტერმინი „სამხედრო“, რომელიც როგორც ახლახან ვნახე დაახლოებით 10 წლის თავზე, უკვე ამოღებულია დეფინიციიდან, რამაც ლოგიკურია მაფიქრებინა, რომ დეფინიციის ჩემი კრიტიკა უსაფუძვლო არ იყო. მიუხედავად, იმისა რომ საკმაო დრო გავიდა ამ წერილის დაწერიდან, მემგონი ვინც კლაუზევიცთან მუშაობს, ან ზოგადად ომის თეორიაში სიმძიმის ცენტრის ცნებით დაინტერესებულა ოდესმე, მათვის საინტერესო შეიძლება იყოს ეს პატარა წერილი. წერილის ბოლოს, დეფინიციის ჩემეული კორექტირებაც შემომაქვს.
რაც შეეხება უშუალოდ ტერმინის ღრმა ანალიზს, ვფიქრობ ეს თემა ცალკე სტატიას მოითხოვს სადაც „სიმძიმის ცენტრი“ ომის ოპერატიული და სტრატეგიული დონეების ჭრილშიც უფრო ღრმად უნდა იყოს განხილული.
გიორგი ანთაძე, ოქტომბერი, 2016
სიმძიმის ცენტრის განმარტებისთვის
სიმძიმის ცენტრის ცნება პირველად ნახსენები იქნა ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის კარლ ფონ კლაუზევიცის მიერ ცნობილ ნაშრომში „ომის შესახებ“. სწორედ მან პირველად შემოიტანა ეს ტერმინი.იგი თავის ნაშრომში ასე აღწერს სიმძიმის ცენტრს „ძალთა და მოძრაობათა ის კონცენტრაცია, რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი“. ეს განსაზღვრება ნაშრომის მე-6 და მე-8 თავებში გვხდება. თუმცა ნაშრომის დაუსრულებლობის გამო, ავტორს მკაფიოდ არ აქვს განმარტებული ამ ცნების შინაარსი.
|