ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ომის თეორია


ტანკები ბრძოლის ველზე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:37
ტანკები ბრძოლის ველზე

“ისინი იქცნენ მოუწყვლად მხეცებად და მათი (ერაყელების) ღამის კოშმარად”
აშშ საზღვაო ქვეითთა ტაქტიკური საბრძოლო ჯგუფ ”ტარავას” მეთაური

პირველ რიგში მათთვის, ვინც ვეღარ ხედავს ტანკების მომავალს, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში, მინდა განვაცხადო - ტანკები წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას ავღანეთში!  მოკავშირეთა ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად ტანკები გამოყენებულ იქნა კანადელებისა და დანიელების მიერ 2006 წლიდან.  მათმა ”ლეოპარდებმა” აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აშშ და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მთავარ შეტევაში პენჯაბის რაიონში, ხოლო მდინარე ზარის ნაპირებზე ორგანული 120 მმ-იანი ქვემეხით ეფექტურად ახორციელებდნენ აშშ-ს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლების მხარდაჭერას. ავიაციასთან, არტილერიასა და ინჟინრებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით ტანკებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს მოწინააღმდეგის განადგურებაში ჰოუზ-ე-მედანთან, ნალგამთან და სანგსართან.   საცეცხლე და დარტყმითი შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად, ტანკები ეფექტურად ასრულებენ ქვეითებისთვის დანაღმულ ველებზე გასასვლელების მომზადებისა და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის ფუნქციებს.

დაწვრილებით...
 
36 სტრატაგემა PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:17

36 სტრატაგემა

ტერმინი „სტრატაგემა“ ძველი ბერძნული სიტყვა strategema- დან (στρατήγημα - სამხედრო ხრიკი, ეშმაკობა, ჩინ. პალ ცზი)  მოდის, რაც ზოგადად სამხედრო საქმეს ან სამხედრო ხრიკს, ეშმაკობას აღნიშნავდა.ძველ ჩინეთში ტერმინი (ჩინურად: ჩჟიმოუ, ფანლუე, მოულუე და ა.შ.) ასევე  რაიმე სახის ეშმაკობის ან ხრიკის შემცველ სტრატეგიულ გეგმას აღნიშნავდა. საინტერესოა თვითონ ამ ჩინური ტერმინის სემანტიკა: ბინომი „ჩჟიმოუ“ მაგალითად ერთდროულად აღნიშნავს გონიერებას, მოხერხებულობას, იმპროვიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამხედრო საქმის სპეციფიკას, როგორც ისეთი საქმიანობის არეს სადაც მუდამ რჩება შემთხვევითობისა და სიურპრიზების არეალი, რაც იგივე კლაუზევიცის აზრით ომის ბუნების ორგანული ნაწილია.

სტრატაგემების ამდაგვარი გაგება შორეულ წარსულში ჩაისახა და პირველ რიგში სამხედრო და პოლიტიკური ორთაბრძოლასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სტრატაგემების და ზოგადად სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია ძველი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ცზის ტრაქტატმა „ომის ხელოვნება“, რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიული გათვლების  სწორედ სტრატაგემებად გააზრებას მოითხოვს.სტრატაგემა თავისი შინაარსით ალგორითმის მსგავსად ორგანიზებას უწევს ჩანაფიქრის განსახორციელებელ მოქმედებათა  თანამიმდევრულობას.

დაწვრილებით...
 
გლობალური ომის ერთი მოდელის შესახებ PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:12

გლობალური ომის ერთი მოდელის შესახებ

 წარმოგიდგენთ 2013 წლის ნაშრომს "გლობალური ომის ერთი მოდელლის შესახებ" სადაც ჰანთიგტონის გლობალური ომის მოდელი განხილულია ალვინ ტოფლერის ომებისა და ცივილიზაციათა განვითარების მისეული თეორიების ჭრილში. ნაშრომში მოცემული მოსაზრებების აქტუალურობა აჩვენა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა


"ომებისა და დაძაბულობების მთავრი კერა კვლავინდებურად ცივილიზაციათა მიჯნები და ურთიერთ გადაკვეთის არეები იქნება, პირველ რიგში  ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, სადაც  სირიას და ცოტა ხნით ადრე  ლიბანში მიმდინარე მოვლენები ამაზე მეტყველებენ.ომები ახლო მომავალში თავისი ხასიათით,  ძირითადად  ჰიბრიდული იქნება."

 გადმოწერე 

დაწვრილებით...
 
ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება" PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:08

ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება"

ტერორიზმთან განსაზღვრებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული სიტუაცია არ იძლევა ერთიანი ნათელი წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალებას მის ბუნებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ არცერთი არსებული დეფინიცია არ აღწერს ტერორიზმს სრულად და რჩება არაერთი ლეგიტიმური შეკითხვა.

დღეს არსებული ტერორიზმის ნებისმიერი დეფინიცია როგორც წესი აღწერს მის რომელიმე ასპექტს, ან რამდენიმეს. თუმცა ჩვენის აზრით არ ასახავს ტერორიზმის ბუნებას. დეფინიციების უმრავლესობაში ტერორიზმის განმარტება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციის, ან უწყების მიერ არის მოცემული დეფინიცია და იგი განმარტებულია ამ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკის ჭრილში. ასეა როგორც გაეროს, ან ევრო კავშირის დეფინიციების შემთხვევაში, ასევე ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ მოყვანილი დეფინიციებშიც.

ჩვენი სტატიის მიზანი არ არის ამ დეფინიციების კონკრეტული განხილვა, მათი ზოგადი ნაკლოვანების ხასიათზე უკვე აღვნიშნეთ, რომ არცერთი განხილული დეფინიცია არ იძლევა ტერორიზმის ნათელ განმარტებას, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ტერორიზმის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას აღწერს, ამასთან არ ეხება მის არსს. ის გამოხატულებები რაც ტერორიზმს ახასიათებს იმდენად ზოგადი და განსხვავებულია, რომ შეუძლებელს ქმნის რამენაირად ტერორიზმის განმარტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.

დაწვრილებით...
 
ჰიბრიდული ომის გააზრებისათვის PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 06 ივლისი 2018 21:25

 

ჰიბრიდული ომის გააზრებისათვის

გადმოწერე

დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა12345შემდეგიბოლოს»

გვერდები 1-დან 5-მდე

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters