ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

რ.ისმაილოვი- კლასიკური სტრატეგია XXI საუკუნის დასაწყისში PDF ბეჭდვა ელფოსტა
კვირა, 17 ოქტომბერი 2010 18:30

კლასიკური სტრატეგია XXI საუკუნის დასაწყისში       

რ.ისმაილოვი

           მ. გალაქტიონოვის წიგნი `ოპერაციების ტემპი~ წარმოადგენს 30-იანი წლების საბჭოთა სამხედრო აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს. ეს არის დრო, როცა მთავრდება ვერსალის მსვიდობიანი შესვენება და ევროპის დიდი სახელმწიფოები კვლავ ემზადებინ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებისათვის. ეს იყო სამხედრო თეორიების საკითხებისა და ომის  ფილოსოფიის პრობლემების მაქსიმალური ინტერესების პერიოდი. ისტორიული  გამოკვლევები იქცა სტრატეგიული გამოკვლევების საბაზისო მასალად, ეს უკანასკნელი კი აისახებოდა შეაირაღებულ ადამიანებში, საბრძოლო ტექნიკაში, საორგანიზაციო სტრუქტურებში და წესდებების სტრიქონებში.გაიარა ათასწლეულმა. პირველი მსოფლიო ომი მივიწყებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის საშინელებათა მიღმა, მაგრამ ისიც თითქმის გამოიდევნა კაცობრიობის მეხსიერებიდან ათწლეულების განმავლობაში. `გარანტირებული განადგურების~ მუქარისა და 50-იანი წლების ანგლო-ამერიკული `ცივი მშვიდობის~ ტრიუმფის წყალობით.

მსოფლიო ბატონობის პრობლემა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში დაისვა უკვე გადაწვეტილია დიდ ხნით, ან სულაც სამუდამოდ. ახლა კი ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ადვილად შეიძლებოდა მსოფლიო ყოფილიყო სხვანაირი.
მ. გალაქტიონოვი აანალიზებს კაიზერის მხედართმთავრების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს მარნასთან ბრძოლის წინ და ბრძოლის მსვლელობისას, ნებსით თუ უნებლიეთ გვიჩვენებს რაოდენ წარმოუდგენელი იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგი. მაგრამ მომდევნო გლობალურ კონფლიქტებშიც დღევანდელ ჰეგემონსაც გამარჯვებისათვის ადვილად არ მიუღწევია. XXI საუკუნის მსოფლიო მეოცე საუკუნის ომებში გამოიჭედა: ჯარებისა და ფლოტების ჰეკატომბებში, სამხედრო თეორიების შეჯახებებში. ბრძოლის ველზე, რომელმაც მთელი პლანეტა მოიცვა შეხვდა ორი სკოლა _ გერმენულ- საბჭოური და ანგლო-საქსური.
უკვე XVI საუკუნისათვის გახდა გასაგები, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის ყოველთვის შეტაკებას თან სდევს საერთო ევროპულ ომად გადაქცევის ტენდენცია. ამ ტენდენციამ თავი კარგად გამოავლინა ეგრეთ წოდებულ `მემკვიდრეობისათვის ომებში~, ანუ ფეოდალური პრინციპების ამა თუ იმ ტრაქტირებისათვის. მანუფაქტურული წარმოების და აბსოლუტიზმის საუკუნეში ეს ომები გამოიყურებოდნენ შუასაუკუნოვანი ფაიდის მახინჯ ვერსიად. მით არანაკლებ ისინი მრავალი წლების განმავლობაში ხარჯავდნენ ათობით სახელმწოფოთა რესურსებს.

XII-XVIII ათასწლეულეულების ომებში გამოიჭედა ომების წარმოების განსაკუთრებული, ევროპული სტილი. ის განსხვავდებოდა ჩინური და ანტიკური კონფლიქტის არა მიზანმიმართული პოლიტიკური გადაწყვეტა, არამედ მოწინააღმდეგის ჯარების განადგურება. ` ევროპული გადაწყვეტა~ მისდევდა არა აკურატულ მანევრებს და უნარიანად მომზადებულ მცირე საბრძოლო მოქმედებების, არამედ თვით მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ერთიანობის მოსპობის გზებს.სტილებისაგან იმით, რომ ომის (ბრძოლის) ძალური მდგენელი  გადასწონიდა სტრატეგიის ყველა სხვა დანარჩენ კომპონენტს. ომის მიზანი გახდა
ასეთი სქემებისთვისაც კი რჩებოდა ადგილი ლიდელ ჰარტის `არაპირდაპირი ქმედების~ სტრატეგიას; ინგლისელ ისტორიკოსს თავის საბაზო წინგში (`არაპირდაპირი ქმედებების სტრატეგია~) მოჰყავს მალბოროსა და ევგენი სავოელის კომპანიებში ფრთხილი, ირიბი მანევრირების მაგალითები. ამ კოპანიების ყურადღებით განხილვისას აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ არაპირდაპირ მოქმედებებს მივყავდით ერთობ სადავო შედეგებამდე: ომის შინაარსი უცვლელად გადაადგილდება სტრატეგიიდან ტაქტიკაში-ბრძოლის ველზე.
XVIII საუკუნის გენერალთა და სამხედრო მოაზროვნეთა შორის ბრძოლის პირველხარისხოვნებას ყველაზე მეტად სუვოროვი გრძნობდა, რომელზეც ლიდელ ჰარტის წიგნში არაფერია ნათქვამი, რაც თავის მხრივ პარადოქსული და გასაოცარია: ავტორი იხსენებს 200-ზე მეტ მხედარმთავარს, რომელთაგან ბევრი არ იმსახურებს მნიშვნელოვან ყურადღებას, ხოლო უდიდეს რუს მხედართუფროსს რომელიც არასოდეს არ დამარცხებულა, ლიდელ ჰარტის მოცულობით ნაშრომში არ აღმოაჩნდა ადგილი. ამას რა თქმა უნდა აქვს თავისებური ახსნა. სუვოროვი თანმიმდევრულად, მეთოდურად და მტკიცედ ატარებდა ცხოვრებაში ერთად-ერთ სტრატეგიულ იმპერატივს _ ომის შინაარსია ბრძოლა, რომელსაც შეიძლებოდა ეჭვ ქვეშ დაეყენებინა ლიდელ ჰარტის მოძღრება.
საფრანგეთის რევოლუციამ წარმოშვა მასობრივი სამობილიზაციო არმიები და სამხედრო-რევოლუციური პროპაგანდა. ეს მხოლოდ აძლიერებდა ბრძოლის როლს, რადგან არმია ხდებოდა უფრო უზარმაზარი, ხოლო პატრიოტული განწყობა ჯარებს ცეცხლისკენ უბიძგებდა. რესპუბლიკების არმიებთან შეჯახებისას იმპერიების – ავსტრიისა და პრუსიის ჯარები, რომელთაც შენარჩუნებული ჰქონდათ ფეოდალური ორგანიზაცია განწირულები აღმოჩნდენ. ევროპაში სათამაშო მაგიდასთან სამი მოთამაშე დარჩა – საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთი.
1789-1815 წ.წ-ების მსოფლიო კრიზისი ინგლისის სასარგებლოდ გადაწყდა. ეს საერთოდ არ წყვეტდა ევროპულ წინააღმდეგობებს: პირიქით, ინგლისს აწყობდა `ევროპული კონცერტი~ მუდმივ მადუღარ ქვაბად გადაექცია. კონფლიქტის ინსტიტუალიზაცია ინგლისელებს საშუალებას აძლევდა ეთამაშა არბიტრის როლი, ამასთანავე მთელი დანარჩენი მსოფლიოს რესურსები გამოეყენებინათ თავისი ინტერესებისათვის. მომდევნო ათწლეულებში ბრიტანეთი დაიპყრობს მთელი ხმელეთის მეოთხედს, ხოლო მეორე მეოთხედს გააკონტროლებს კაპიტალის მეშვეობით.
ასე, რომ XIX ასწლეულის რეალობის ჩარჩოებში ინგლისისათვის სასარგებლოა ნებისმიერი გლობალური კონფლიქტი, მხოლოდ ის პირდაპირ არ უნდა ეხებოდეს მის ინტერესებს. ამ გეგმით სერიოზულ შეცდომად უნდა ჩაითავლოს მისი უმაღლესობის მთავრობის კეთუილდამოკიდებულება ბისმარკის მიერ ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის მიმართ. ინგლისელებს მიაჩნდათ, რომ თუ გერმანია გახდება რუსეთის ან საფრანგეთის ტოლი მოთამაშე, `ევროპული ქვაბი~ კიდევ უფრო ძლიერ იდუღებს. აღმოჩნდა, რომ გერმანია უფრო ძლიერია ვიდრე საფრანგეთი და რუსეთი ერთად. ამ ფაქტორმა სერიოზული შედეგები გამოიწვია.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში გერმანია ღებულობს დიდი `დერჟავის` სტატუსს. მისი ძილერების საფუძველს ორი კომპონენტი შეადგენს _ შესანიშნავი არმია, რომლებშიც ორგანულადაა შერწყმული ფრიდრიხ დიდის `კეტის~ დისციპლინა და ჰეგელის მფრინავი აზროვნება და უკიდურესად აგრესიული ეკონომიკა, რომელიც ყველაზე დინამიური გახდა მთელს ევროპაში.
გერმანიამ ლოკალურ ომებში დაამტკიცა თავისი ძლიერება, რისი შედეგიც გახდა ქცეყნის ოკუპაცია და ინდუქციურად ევროპის მილიტარიზაცია. მსოფლიო ემზადებოდა ომისათვის. მომზადება შეეხო, როგორც ტექნიკურ მხარეს, შეიარაღებას და ტექნიკას, ასევე საიმფორმაციოსაც – მუშავდებოდა ტაქტიკა და სტრატეგია, შეიქმნა სამხედრო ხელოვნების პირველი ევროპული თეორიები.
ყველა სახელმწიფო მისწრაფებას საფუძვლად ედო ომის ფილოსოფია.
XVIII-XIX საუკუნეების ომებში გამოიჭედა სამხედრო მეცნიერების ფილოსოფიის ევროპული გაგება. კერძოდ სამხედრო ხელოვნებიდან სამხედრო მეცნიერებაზე გადასვლა, როგორც ჩანს მოხდა XVIII და XIX საუკუნეების ზღვარზე. ამას ბიძგი მისცა მეცნიერული აზრის მეთოდოლოგიის განვითარებამ, ანუ საკმაოდ გასაგები აპარატის გამოჩენამ, რომელიც გამოსადეგი იყო კონფლიქტური სიტუაციების აღწერისათვის. საუბარი უპირველეს ყოვლისა ეხება ჰეგელის დიალექტიკას.
სამხედრო ხელოვნების ფილოსოფიური საწყისები ყველაზე სრულად ჩამოყალიბებულია კლაუზევიცის ნაშრომში. საბჭოთა პერიოდში ამბობდნენ, რომ `დიალექტიკის ხელოვნური გამოყენებით კლაუზევიცმა ადვილად გადაწყვიტა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა შეტევისა და თავდაცვის შედარება, ჯარებში მორალური მდგომარეობის მნიშვნელობა და ა.შ~. ეს რა თქმა უნდა მართალია. აგრეთვე საჭიროა შევნიშნოთ, რომ კლაუზევიცის ნაშრომი მეთად რთულია, ვიდრე დიალექტიკური მეთოდის გამოყენება. 1

1.ჰეგელის ფილოსოფიის დაყვანისას დიალექტიკამდე, ჩვენ ვიღებთ მის შინაარს. თანამედროვე ფორმით დიალექტიკა უკვე არსებობდა ძველ მსოფლიოში. ჰეგელის მიდგომის არსი მდგომარეობს `აზროვნების ოპერატორთა~ გამოყენებაში (დიალექტიკა თვით წარმოედგენს ასეთ უმარტივეს ოპერატორს), განსაზღვრულ ენობრივ გაგებაში, რომლიდანაც მოშორებულია ყოველგვარი ზედმეტი
კლაუზევიცის ფილოსოფიური იდეალიზმი პირველ ყოვლისა ჩანს როგორც აბსოლუტისაკენ სწრაფვა სახელდობრ აქედან გამომდინარეობს მისი თეზისი, რომ `ომი არის ძალადობის აქტი და მის გამოყენებას არა აქვს საზღვარი; ყოველი მებრძოლთაგანი კანონს მიაწერს მეორეს; მიმდინარეობს შეჯიბრი, რომელმაც თეორიულად ორივე მოწინააღმდეგე უნდა მიიყვანოს უკიდურესობამდე. ეს არის ის რაშიც მდგომარეობს პირველი ურთიერთმოქმედება და პირველი უკიდურესობა, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით.~
გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ თანამედროვე თვალსაზრისით კლაუზევიცის ფილოსოფიის მეთოდი გასაოცარია. მას ჯერ მოვლენა მიჰყავს `ზღვრამდე~ (მაგ. -`ომი არის ძალადობის გამოყენების უკიდურესი ფორმა~), ხოლო შემდეგ იმის ახსნით, რომ `ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებით~ ის მკითხველს აბრუნებს რეალურ სამყაროში. ამ მაგალითის ყოველმხრივი დიდაქტიკურობისას ის აღმოჩნდა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაბნეულობის – ტოტალური ომის კონცეფციის მიზეზად. მეორე ნაბიჯის შემჩნევის გარეშე (იქნებ შეგნებული იგნორირებით) ე.ლუდენდორფმა შექმნა არასაპირისპირო, მაგრამ თვითდამღუპველი `აბსოლუტური ომის თეორია~.
ფრანგული ფილოსოფიური სკოლა ეწეოდა კლასიკური პრიმიტივიზმის პროპაგანდას, რამაც უცნაური მეტამორფოზა გამოიწვია: კონსტრუქციიდან -`თავდაცვა ძლიერია შეტევაზე, მაგრამ პოზიტიური მიზნების მიღწევა შეიძლება მხოლოდ შეტევით~ ამოღებული იქნა პირველი შემადგენელი ნაწილი და დატოვებული მეორე. შედეგად ფრანგული წესდებები პროპაგანდას ეწეოდნენ `შეტევას ზღვრამდე~.
დასავლეთის ისტორიკოსები და სამხედრო თეორეტიკოსები (ასევე რუსები) თავიანთ ქმედებებში უარყოფდნენ და უარყოფენ ფილოსოფიურ მდგენელს. ამით ისინი უპირისპირდებიან `მარქსისტ სამხედრო თეოპრეტიკოსებს~, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად მოახდინეს სამყაროს შეცნობადობის სრულიად განსაზღვრული მეთოდის გამოყენების დეკლარირება. საბჭოთა კოლეგების `ანგაჟირებაში~ დადანაშაულების მიუხედავად, დასავლეთის სპეციალისტები გვერდს ვერ უვლიან სამხედრო ხელოვნების გნოსეოლოგიურ და ანთოლოგიურ პრობლემებს. ფილოსოფია არ დასახელებულა, მაგრამ ის არსებობს და რასაკვირველია ახდენს გავლენას კვლევაზე და მის შედეგეზე.
ლიდელ ჰარტის ნამუშევრებში ერთმნიშვნელოვნად ჩანს არაოპოზიციური კონცეფცია; თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსები არჩევენ იმოქმედონ ახალმოდური `სისტემის საერთო თეორიის~ ჩარჩოებში.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ფილოსოფიური სწავლების ჰომომორფულობის თეორიის თანახმად, რომელიც აგებულია საერთო შეცნობადობის ბაზაზე, პრაქტიკულ დასკვნებში დაშორებები იმდენად არ გამომდინარეობს `სკოლათა~ უთანხმოებიდან, რამდენადაც ამა თუ იმ პრობლემის არასაკმაო თეორიულ დამუშავებიდან.
მაგალითისათვის, ფრანგულ სამხედრო თეორიაში შეტევის ჩასახვის მცდარი კონცეფცია გამოწვეული იყო `პოზიტიური მიზნის~ არასწორი ფილოსოფიური გააზრებით. დამუშავების შესანიშნავ მაგალითს იძლევა კალუზევიცის ტრაქტატის პირველი თავი, რომლის დასკვნებიც სამართლიანია ყველა ფილოსოფიური სისტემისათვის, ჩვ.წ.აღრიცხვამდე V ს-ის კლასიკური ჩინური ფილოსოფიისთვისაც კი, რომელიც საფუძველი იყო სუნ ძის სამხედრო თეორიისათვის.
გავიხსენოთ, რომ ევროპის ყველა სამხედრო თეორეტიკოსი ომის მიზნად ასახელებს პოლიტიკური ამოცანის გადაჭრას (კლაუზევიცამდე ამ თეზისს იცავდა მონტესკიე). ამიტომ ნათელია, რომ სტრატეგია, როგორც უმაღლესი განათლება უნდა შეისწავლიდეს არა ჯარების გადაადგილებას (მანევრებს და ოპერაციებს), არამედ ურთიერთკავშირს პოლიტიკურ მიზნებს და საბრძოლო მოქმედებებს შორის. თუმცა ეს პრობლემა საერთოდ არ განიხილებოდა XIX საუკუნის ბოლო პერიოდის სამხედრო მოღვაწეების მიერ!
მოლტკე-უფროსი, მაგალითად ამტკიცებდა, რომ `პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს ოპერაციებში~ და `მხედართმთავარმა არასოდეს არ უნდა იხელმძრვანელოს მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ პირველ რიგზე უნდა დააყენოს სამხედრო წარმატება~. 1
ინგლისური სამხედრო ხელოვნება უფრო უარეს მდგომარეობაში იყო: ყირიმის ომმა აჩვენა არა სტრატეგიული _ არამედ მოკავშირეთა სარდლობის ოპერატიული გაუნათლებლობა.
`პოლიტიკა~_`სტრატეგია~ ერთობლიობის შეუფასებლობამ დიდი სახელმწიფოები მიიყვანა იქამდე, რომ პირველ მსოფლიო ომში ისინი ჩაებნენ არა მარტო მათთვის უსარდებლო პოლიტიკური რედაქციით, 2. არამედ შინაგანი ურთიერთსაწინააღმდეგო სტრატეგიული ამოცანებით. საფრანგეთი დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნების დეკლარირებით არსობრივად ღებულობს თავდაცვით გეგმას, გარეგნულად, თუმცა საკმაოდ აგრესიულს. გერნმანია, რომელსაც პრეტენზიები აქვს მხოლოდ ინგლისის მიმართ შეტევას იწყებს დასავლეთით (რამაც გამოიწვია თავდაცვით ომზე გადასვლა რუსეთთან, მაგრამ არა საფრანგეთისათვის). ინგლისი, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებულია გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის მოქცევით, მატერიკზე გზავნის მაქსიმალური შემადგენლობის საექპედიციო კორპუსს. ამ დროს კი ქვეყანა საერთოდ  არ  არის  მზად მოკავშირეთა  ინტერესების  დაცვას  შესწიროს

1. ეს ციტატები ამოღებულია მოლტკეს `ომის შესახებ~ ნასრომის I  და II თავებიდან.
2. ბალკანური კრიზისი, როგორც კასუს ბელლი არასასარგებლო იყო გერმანიისა, რუსეთისა და საფრანგეთისათვის _ სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ ერთნაირად. იტალიის მოქმედება, რომელიც გადაიხარა ომში ჩაბმისაგან და თურქეთის, რომელმაც პირიქით მახარი დაუჭირა `დერჟავებს~ და მით ჩაიდინა სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობა, სიურპრიზად იქცა ყველა მხარის სარდლობებისათვის

თანამოქალაქეთა სიცოცხლე. `სტრატეგიული~ აუცილებლობით მხოლოდ რუსეთის მოქმედება შეიძლება გამართლებულიყო რამდენადმე.
ომის წინა გეგმებისა და პუბლიკაციების შესწავლისას უნიებლიედ იბადება აზრი, რომ XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის სამხედრო თეორეტიკოსებმა თავი ვერ გაართვეს თავიანთ ძირითად ამოცანას: არც ერთი მხარე არ ფლობდა ტრატეგიის დამაკმაყოფილებელ თეორიას.
XIX ს-ის მეორე ნახევრის დასაწყისსა და ბოლოს დიდი გენერალური შტაბის ძალისხმევით ჩამოყალიბდა სამხედრო ხელოვნების გერმანული სკოლა. გერმანელთა მოძღვრება დასრულებული ფორმით ფორმულირებული იყო მოლტკე-უფროსის ტრაქტატში `ომის შესახებ~.
მოლტკეს შრომის შინაარსი ძალზე თვალში საცემია: წიგნში 13 თავია, რომელთაგან სტრატეგიას ეძღვნება პირველი ორი _`ომი და მშვიდობა~და `ომი და პოლიტიკა~. სამი თავი ეთმობა ოპერატიულ ხელოვნებას: `მთავარი კვარტირების ორგანიზაცია~, `ოპერაციის გეგმა~ და `ოპერატიული ბაზა~. ორი-ტაქტიკის პრობლემებს (`ფლანგური პოზიციები~ და `ციხესიმაგრეები~). დანარჩენი 6 განიხილავს ორგანიზაციულ საკითხებს.
ამ მომენტის გერმანული სკოლის ძირითად შტრიხად იქცა საორგანიზაციო ტელედებატებისადმი ამაღლებული ყურადღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზებს, რომლებიც მოლტკეს ტაქტიკაში ორგანიზებულად ოპერატიულ ფაქტორად იქცევა (მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჯარების დაჯგუფება სედანთან, თვით მოლტკეს საბძოლო პრაქტიკიდან). გერმანელებმა პირველებმა გადაისროლეს ჯარები რკინიგზით, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებეის დროს, ეს იყო მე-14-ე დივიზია, რომელიც 1871 წლის 5-7 იანვარს მაზერიდან მიტრში გადაიყვანეს.
ომის ორგანიზაციული, ე.ი. პროგნოზირებადი შემადგენლის შეგნებულმა გაძლიერებამ ცხოვრებაში გამოიწვია მეთაურობის გაორმაგების არატრივიალური ეფქტი. მაშინ, როცა არმიებში შტაბის უფროსის ტანამდებობა იყო მეორეხარისხოვანი, პრუსიის (შემდეგ კი გერმანის) არმიაში მართვის სტრუქტურები თავმოყრილი იყო შტაბის უფროსთან. ამასთანავე წესდების მიხედვით, ფორმალურად ის რჩებოდა მეთაურის დაქვემდებარებაში, თუმცა მათ შორის ფუნქციების განაწილება არ იყო რეგლამენტირებული. მიღებული წინააღმდეგობები გადაიქცა განვითარების წყაროდ და წარმოიშვა ჯარების მართვის სპეციფიკური, `გერმანული სტილი~.
მეორეს მხრივ ამ წინააღმდეგობამ შეამცირა უმაღლესი მმართველი ინსტანციების როლები. მოლტკე თვლიდა, რომ პასუხისმგებელ მეთაურს ბრძოლის ველზე `უნდა მიეცეს სრული თავისუფლება იმოქმედოს მისი საკუთარი შეხედულებით.~ ამით ხელქვეითების `ღერძი~ გერმანულ არმიაში რჩებოდა ნაკლებად ხისტი, ვიდრე რუსულ ან ფრანგულ არმიებში.
მართვის მექანიზმი გერმანულმა სქემამ უფრო სრულყოფილად აჩვენა, ვიდრე ტრადიციულმა `უფროსების ხემ~. ის განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობდა მოწინააღმდეგესთან არაურთიერთქმედებისას. ერთი მხრივ ეს გერმანიის გენერალიტეტს უქნიდა ომის კონტროლირების ილუზიას, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი მოქმედებებისაკენ სწრაფვას.
`გერმანული სტილის~ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებულება გახდა ოპერაციის გაგების, როგორც დაგეგმარების დამოუკიდებელი ერთეულის შემოტანა. ასეთი დაგეგმარება ბევრად რთულია ჩვეულებრივ კვარტირმეისტერულ სამუშაოსთან შედარებით, მაგრამ შედეგასაც მნიშვნელოვნად მეტს იძლევა. კლაუზევიცის სწავლების ჩარჩოებში ოპერაციის არსი არის ამ ბრძოლისათვის ხელსაყრელი პირობების მომზადება. მაგალითისათვის, მოცვის ოპერაციისას, მოწინააღმდეგე იძულებულია ბრძოლ; მიიღოს გადაბრუნებული ფრონტით, რაც რამდენჯერმე ამცირებს მის პოტენციალს. ბრძოლის რეზულტატი წინასწარ არ შეიზლება იყოს ნაწინასწარმეტყველები (თავის ყველაზე ხელსაყრელ პირობებშიც კი), კლაუზევიცმა ბრძოლის შედეგის დაგეგმვაზე  აკრძალვის ფორმა მიიღო, არგუმენტად კი დაუდო ის, რომ ბრძოლა არის ორი მხარის ძალების უმაღლესი დაძაბვა. აქედან გამომდინარე, ბრძოლა არის ბიფურკაცია. კლაუზევიცის აკრძალვა გვიანი გერმანიის სამხედრო მეცნიერებაში მოლტკეს წესად გადაიქცა. `ოპერაციის გეგმას ამიტომ არ შეუძლია რომელიმე დაჯერებულებით გაიშალოს მოწინააღმდეგის მთავარი ძალების პირველი შეტაკების შემდეგ~ ამბობს ის.
მოლტკეს მთელი სტრატეგია ეფუძვნება პირველი ოპერაციის დაგეგმვას, რომლის დასრულების შემდეგაც მოწინააღმდეგე დამარცხებული უნდა ყოფილიყო. მოწინააღმდეგის პირველსავე ოპერაციაში განადგურების მოთხოვნილება იქცა გერმანიის მთელი შემდგომი სამხედრო თეორიის ბაზისად. ამ საფუძველზე აიგო შლიფენის გეგმა და `ბლიცკრიგის~ თეორია.
საჭიროა ავღნიშნოთ, რომ კლაუზევიცის თეორიასთან შედარებით სტრატეგიის გერმანული სკოლა უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის მიზეზია ორი ფაქტორი _ სამხედრო ხელოვნების ფილოსოფიის გაუგებრობა (რის შედეგადაც კლაუზევიცის მოძღვრება დავიდა ბრძოლის პრიორიტეტის დოგმატამდე) და გადაჭარბებული გართობა ორგანიზაციული დეტალებით. ამით გერმანიის არმიის მართვის სტრუქტურა განიცდიდა დანაკარგს, როგორც `ვერტიკალური~ ისე `ჰორიზონტალური~ მართვის კვანძებში. ჯერ კიდევ მოლტკე-უფროსი უწევდა დეკლარირებას სარდლობის დამოკიდებულების პრინციპებს შემდგომი სტრუქტურებისაგან. შემდგომში გერმანელი მეთაურები ყველა დონეზე ცდილობდნენ თავი დაეღწიათ უმაღლესი მთავარსარდლობის კონტროლისაგან.
დიდი ომის შემდეგ ``გერმანული სკოლა~ აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. 20-30-იან წლებში მისი ნამუშევრები იმდენად არ გამოიყენებოდა ფლოტს, არმიას და გენერალურულ შტაბს მოკლებულ გერმანიაში, რამდენადაც საბჭოთა კავშირში. სახელდობრ იქ იქნა თეორიულად გააზრებული პირველი მსოფლიო ომის შედეგი.
საბჭოთა თეორეტიკოსები განსაკუთრებით წინ წავიდნენ ომის ოპერატიული ბუნებოვნების გაგებაში. მათ მიერ შემოთავაზებულია ტემპისათვის ბრძოლის კონცეფცია, როგორც ოპერაციის შინაარსი. ამ კონცეფციის ბაზაზე შემდგომში აგებული იქნა `სიღრმითი ოპერაციის თეორია~. ეს თეორია სსრკ-ს საბაზო სამხედრო კონცეფციის დე-ფაქტოდ იქცა, რამაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა სახელმწიფოს სტრატეგია - მოულოდნელობის უზრუნველყოფა და მოწინააღმდეგის ორმხრივი შემოვლა-მოცვისაკენ სწრაფვა მოძრავი დაჯგუფებით.
საბჭოთა თეორეტიკოსებს მხედველობიდან გამორჩათ გერმანელების მიერ მწყობრად დამუშავებული ორგანიზაციული მომენტი. მათ არ მიიღეს მხედველობაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენაც, როგორიც არის ოპერაციის უნარი `წარმოშვას ჩრდილი~. გერმანელმა გენერლებმა ინტუიციურად შეძლეს ამ მექანიზმის გაგება და შედეგში გერმანიის ახალი საბაზო კონცეფცია – აღმოჩნდა გაცილებით არსებითი, ვიდრე მასთან მიახლოებული `სიღრმითი ოპერაციების თეორია~. `ჩრდილი~ იძლევა საინფორმაციო ოპერაციების გაძლიერების საშუალებას, რაც ოპერაციებს გახდიდა უფრო დინამიურს. პროპაგანდა და სხვა საინფორმაციო ხერხებით დამატებულ `ბლიცკრიგს~ შეეძლო გერმანია გამარჯვების ზღვრამდე მიეყვანა.
მაგრამ გამარჯვების მეორე საზღვარი დამარცხებაა. ამჯერად გამარჯვებულებმა იზრუნეს, რომ გერმანიას არასოდეს არ აღედგინა სამხედრო აზროვნების საკუთარი პოტენციალი. გერმანულმა სკოლამ სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა. მხოლოდ ომის შემდგომმა საბჭოთა მეცნიერებამ შემოინახა ჩვენამდე მისი ზოგიერთი შტრიხები.
ბირთვული იარაღის გამოჩენამ გამოიწვია ყველა სამხედრო დოქტრინის არსებითი ცვლილება. ეს პირველყოვლისა გამოიხატა იმით, რომ ყველა მხარემ მიიღი თეზისები ბირთვული ომის არაპერსპექტიულობაზე. ეს მოხდა მას შემდეგ რაც სსრკ-მ მოაგროვა საკმაო სტრატეგიული პოტენციალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ პარიტეტის შექმნის ამოცანა შედარებით სწრაფად გადაწყდა, ხოლო დროის მცირე, 1948-1952 წ.წ-ების მონაკვეთში ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით ალბათობა ნაკლები იყო.
გლობალური ომების უპერსპექტივობის ცნება პირდაპირ როდი გადავიდა ლოკალურ კონფლიქტზე. 60-იან წლების  ბოლომდე აშშ-ში მუსირებული აზრი, რომ შესაძლებელია იარაღის გამოყენება ლოკალურ კონფლიქტში. თავის მხრივ დგებოდა საკითხი ამა თუ იმ იარაღის გამოყენების ეთიკურობაზე.
ომის ეთიკის საკითხები ჯერ კიდევ ძველ დროში წამოიჭრა. იული ცეზარი შეგნებულად იყენებდა ომის ეთიკურ შეზღუდვას, რომელმაც პრაქტიკაში აჩვენა გულმოწყალების ჭეშმარიტება, როგორც ომის წარმოების მეთოდი. ახალი და უახლესი პერიოდის ომებში კი სამხედრო ხელოვნების გამო ქრებიან ეთიკური იმპერატივები. უცნობია, ხომ არ გამოიწვია ყოველივე ეს იმან, რომ კლაუზევიცმა ვერ მოასწრო დაეწერა თავის ტრაქტატში თავი ამის შესახებ, ან უბრალოდ, მასობრივ არმიებზე გადასვლამ ( ეს ნიშნავს იმ პირთა კულტურის დონის დადაბლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მიღებულ გადაწყვეტილებაზე) გამოიწვია `ზედმეტ~ შეზღვუდებზე უარის თქმა.
პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი დადებითი შედეგე იყო ქიმიური იარაღის, როგორც არაჰუმანური საშუალების აკრძალვა. ეთიკური ნორმების დაცვის აუცილებლობის თანდათანობით შეცნობამ გამოიწვია სამხედრო ტყვეებისადმი  მოპყრობის კონცეფციის შემუშავება, ხოლო შემდეგ მასობრივი დაზიანების იარაღის აკრძალვა და ა.შ. მეორეს მხრივ კი სამყაროში, სადაც ბირთვული იარაღი გახდა სინგულარული ფაქტორი მასზე უარის თქმა წარმოუდგენელი გახდა. ამან მსოფლიო პლიტიკაში წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე რთული წინააღმდეგობა. ერზაცმა ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებით პრობლემა ვერ გადაწყვიტა. შესაბამისად მსოფლიოს უნდა შეემუშავებინა ბირთვული ომის სტრატეგია.
ასეთი სტრატეგიის ბაზად იქცა სისტემური თეორია, რომლის დედააზრი მდგომარეობდა შესასწავლი ობიექტის, როგორც რომელიმე სტრუქტურის კვლევაში და მის დეკლარირებაში. ასეთი მიდგომისას ქვეყანა და მისი ბირთვული პოტენციალი არიან რთული სისტემის ელემენტები. საკმაოდ სწრაფად იქნას დამტკიცებული, რომ ბირთვული იარაღის დამანგრეველი ძალა საკმარისია ცივილიზაციის გარანტირებულად მოსპობისათვის. სტრატეგიულად ამას მივყავდით შეტევითი მიზნით ბირთვული იარაღის გამოყენების უპერსოპექტივობამდე. მასობრივი დაზიანების იარაღი ერთმნიშვნელოვნად განიხილებოდა სსრკ-შიც და აშშ-შიც როგორც `შეკავების იარაღი~.
კერძოდ რომ ვთქვათ, მთელი სტრატეგია დაიყვანებოდა ერთ კითხვაზე _ შეუძლია თუ არა ქვეყანას პირველმა გამოიყენოს საკუთარი ბირთვული არსენალი? საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით აიგო რაკეტაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და შექმნეს ომზე გადწყვეტილების მიღების მექანიზმი.
როგორც მოულოდნელი იყო აშშ-მ და სსრკ-მ სხვადასხვა გვარად გადაწყვიტეს ეს საკითხები, ომის საკუთარი ფილოსოფიების მიხედვით. ამასთანავე სსრკ-მ დაიჭირა ეთიკურად უფრო დასაბუთებული პოზიცია. გამოეყენებინა ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ პირველად გამოიყენებოდა აშშ. ამერიკაში კი გამოაცხადეს `პრევენტიული დარტყმის~ კონცეფცია.
ასეთმა სიტუაციამ წარმოშვა სტრატეგიული სქემა, რომელიც აღზევდა კლენსის სამხედრო პოლიტიკურ დეტექტივებში: აშშ-ს შეუძლია პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ ლოკალური ომი პირდაპირ და უშუალოდ ემუქრება მის ეროვნულ უსაფრთხოებას.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბირთვული ომი ყველა შემთხვევაში დაიყვანებოდა პოლიტიკური მანერვირების და ლოკალური კონფლიქტების სტრატეგიამდე. ამან გამოიწვია შეზღუდული ომის თეორიის შემუშავების აუცილებლობა. აქ კი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ სტრატეგიის ინგლისური სკოლის წარმომადგენლები.
ლიდელ ჰარტმა შემოიტანა ანგლო-საქსური კავშირის ცნება და მხედველობაში ჰქონდა ბრიტანეთი და Aაშშ. ჩვენ ამ ცნებას გამოვიყენებთ რამდენადმე უცნაური სტრატეგიული სკოლის აღწერისათვის, რომელიც დღეს თითქმის მსოფლის ყველა ქვეყნისათვის არის მიღებული.
XIX ს-ს შუა წლებში ინგლისი და აშშ სახმელეთო არმიესებისათვის მიუწვდომელი იყო. ეს თავის თავად იწვევდა ქვეყნის ცხოვრებაში ფლოტის როლის გაძლიერებას. შედეგად წარმოიშვა `საზღვაო ძლიერების~ თაორია. ეს კონცეფცია აღმოჩნდა კლაუზევიცის ქმნილების სრულიად საპირისპირო, რადგანაც ის იძლეოდა ომის მოგების დეკლარირებას ჯარების ბრძოლის გარეშე – მოწინააღმდეგეზე მანევრით, ეკონომიკითა და რესურსებით უპირატესობის ფორმალური მეთოდების გამოყენებით.
თუმცა არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლაუზევიცის თეორია უარყოფილია `საზღვაო ძლიერებით.~ უბრალოდ გადამწყვეტი ბრძოლა ხმელეთიდან გადატანილია ოკეანეში. საზღვაო ძლიერების გამოყენების საბაზო პირობაა მოიპოვო და შეინარჩუნო ზღვაზე ბატონობა.
მეჰემმა, ამ თეორიის შემოთავაზებისას აღნიშნა, რომ ფლოტების სახაზო ძალების გენერალური ბრძოლის გარდა, მოწინააღმდეგის ზღვაზე ბატონობის ეჭვქვეშ დაყენების კიდევ ერთად-ერთი გზა არსებობს _ იმოქმედო მისი ვაჭრობის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ ზღვის ფლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია საზღვაო კომუნიკაციებით შეუფერხებელი სარგებლობის შესაძლებლობა, რაც იწვევს ეკონომიკაში და რესურსებში მოგებას. ესე იგი ზღვების ფლობის ბაზისია სავაჭრო ფლოტი,, რომელიც მეორეს მხრივ მოწინააღმდეგის საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს. ჰემი აღნიშნავდა, რომ რეიდერთა მოქმედებას უფრო მორალური ზარალი მოაქვთ, ვიდრე მატერიალური. გემების მეპატრონეები იძულებული არიან ანგარიში გუწიონ ძვირადღირებული მოწყობილობებისა ტვირთის დაკარგვის რისკს, რაც იწვევს სარანსპორტო გადაზიდვების არსებით შემცირებას. ამიტომ ფლოტი ვალდებულია ებრძოლოს რეიდერებს, რაც უნდა იყოს მათ მიერ მოყენებლი ზარალი.
კლაუზევიცის საბაზო თეორიების მიხედვით კერძო შეტაკებებს აუცილებლად მივყავართ გენერალურ ბრძოლამდე. ამ აზრის მიმართ მეჰემიც სოლიდარულია და მას ასაფუძვლებს იმით, რომ მხარეების ძალთა დაძაბულობა იწვევს მათ მიერ თავიანთი მთავარი ძალების გამოყენებას კომუნიკაციებისათვის ბრძოლაში. ეს უბიძგებს სახაზო, გენერალური ბრძოლისაკენ ზღვაზე. დასკვნა ასეთია: საკრეისერო ოპერაციის შედეგი განისაძღვრება სახაზო ძალთა ფარდობით. 1.

1. დაწვრილებით იხილეთ წიგნში р исмаилов
ფონ ტირპისის სკოლა შეეცადა უარეყო წყალქვეშა ომის შეუზღუდაობის კონცეფციის თეზისი. როგორც აღმოჩნდა გერმანელმა წყალქვეშელებმა ვერც პირველ და ვერც მეორე მსოფლიო ომების დროს ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის სატრანსპორტო ძლიერების ჩახშობა. მეორე მხრივ გერმანელთა არამრავალრიცხოვანი მცდელობები გამოეყენებინათ წყალზედა რეიდები იწვევდნენ მხოლოდ სახაზო ბრძოლებს. რადგანაც გერმანიის ფლოტმა ვერ შეძლო ამ ბრძოლებში წარმატების მიღწევა, გერმანია დამარცხდა ზღვაზე, შემდეგ კი ხმელეთზე.
`საზღვაო სკოლა~ შემდგეგ სახმელეთო ომშიც აისახა. ლიდელ ჰარტმა წამოაყენა `არაპირდაპირი ქმედების~კონცეფცია, რომელიც ეფუძვნებოდა იმ მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგის უმოქმედობისას შედარებით უბრალო და პირდაპირი გზა მიზნის მისაღწევად არასოდეს არ არის ყველაზე ეფექტური, რადგანაც მოწინააღმდეგე აუცილებლად გაატარებს ამ გზის ბლოკირების ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე მიზნამდე უმაღლესი გზა უნდა გახდეს `არაპირდაპირი ქმედება~, მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი.
ასეთ მიდგომაში ჩვეულებისამებრ ჩაეწერნენ საზღვაო ძლიერება და საჰაერო ძლიერება, როგორც არაპირდაპირი ქმედების უბრალო რეალიზება. ცნობილია, რომ ლიდელ ჰარტის მოდელის ასახვაა გერმანული ბლიცკრიგი~ და რუსული `სიღრმითი ოპერაცია~. თუმცა ლიდელ ჰარტის მოძღვრების ფილოსოფია საშუალებას იძლევა არაპირდაპირი ქმედება გამოვიყენოთ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციისას, ესე იგი პასუხისმგებელ მეთაურს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე იგივე `ბლიცკრიგი~.
ბოლოს და ბოლოს არაპირდაპირი ქმედების კონცეფცია თითქმის უმწიკვლოა ეთიკური თვალსაზრისით.
ამერიკელებმა ინგლისურ სქემაში თავისი შესწორება შეიტანეს. მათმა შემოგვთავაზეს უფრო მაღალ დონეზე გადასვლა, საზღვაო და საჰაერო ძლიერების ადგილზე ეკონომიკური უპირატესობის დაყენებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ დონეზე აშშ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ არმიამ და ფლოტმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
ამით დავამთავრეთ XX ს-ს სტრატეგიული სკოლის მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ სამხედრო მეცნიერებაში სტრატეგიის ადგილზე ნათელი წარმოდგენა ჯერ კიდევ არ არის. ომის ფილოსოფიის პირველხარისხოვანი როლი  სეუფასებელია ყველა სამხედრო თეორეტიკოსის მიერ. სამხედრო თეორიას დღემდე არ შეუქმნია სტრატეგიის დამაკმაყოფილებელი კონცეფცია. ლიდელ ჰარტის მოძღვრება თუმც ყველაზე წარმატებული, შინაარსობრივად არაკონსტრქციულია _ ის კრძალავს პირდაპირ ქმედებას იმის აუხსნელად, თუ როგორ მოვაწყოთ არაპირდაპირი ქმედება. `ბლიცკრიგის~ `სიღრმითი ოპერაციების~, `საზღვაო ძლიერების~, `საჰაერო ძლიერების~ და სხვა ტიპის კონცეფციები მოქმედებენ მხოლოდ სპეციფიკურ პირობებში.
ძველებურად არ არსებობს ეთიკის სტრატეგიის ცნება, ომში ეთიკის გამოყენების უბრალო მაგალითია _ ტერორიზმი. თანამედროვეობაში არ არსებობს ამ მოვლენასთან ბრძოლის დამაკმაყოფილებელი ხერხები. სხვათა შორის XIX ს-ში სახელმწიფო ტერორიზმი შეუძლებელი იყო _ რადგანაც მისი ბაზა მესამე მსოფლიოს ქვეყნების სახით ნეიტრალიზირებული იყო სხვა და სხვა კოლონიალური ელემენტებით.
სამხედრო მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ამოცანებია სტრატეგიის მუშაუნარიანი თეორიის შექმნა. მართალია ეს ამოცანა რაღაცით გვაგონებს `ყოველივე არსებულის ერთიანი თეორიის~ შექმნის მცდელობას, რადგანაც წამოჭრილი საკითხები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მეცნიერების სფეროდან გადასვლას მოითხოვენ ფილოსოფიაში.

 

რ.ისმაილოვი

რუსულიდან თარგმნა კაპიტანმა ს.ეგუტიძემ

 

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters