ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ჰიბრიდული ომის გააზრებისათვის PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017 19:12

 

ჰიბრიდული ომის გააზრებისათვის

გადმოწერე

 


    დღეს სახელმწიფოები და მათი შეიარაღებული ძალები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსური გამოწვევების ერაში იმყოფებიან. ეს კომპლექსურობა განპირობებულია გლობალიზაციის პროცესის „წარუმატებელი წარმატებით“, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებითა და ხელმისაწვდომობით,
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში დღეს არსებული გაურკვევლობებით და ტრადიციული პოლიტიკური სისტემების დასუსტებით. თანამედროვე გამოწვევებმა და არსებულმა გარემომ, როგორც ადრე ისტორიაში ხდებოდა, თავისი დაღი ომის წარმოების მეთოდებსა და ხერხებსაც დაასვა.
      ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა და პოპულარობა შეიძინა ტერმინმა - „ჰიბრიდული ომი“, რომელიც დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული გახდა. ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას, ტერმინი სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე პოლიტიკოსებისა, თუ დარგის ექსპერტების ტერმინოლოგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, ცოტა მოიძებნება ადამიანი რომელიც ზუსტად შეძლებს ტერმინის განმარტებას და თავს დააღწევს იმ თეორიულ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც ამ ტერმინის ირგვლივ დღეს არსებობს. ყოველ შემთხვევაში ტერმინის განმარტების აკადემიური მცდელობები, მასობრივ საინფორმაციო ველში ფართო მასებისთვის დაკარგულია. დღეს შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ომის თეორიისთვის რაიმე სახის სრულიად ახალ, აქამდე არნახულ მოვლენასთან, ან ომის წარმოების რაიმე განსაკუთრებულ სიახლესთან გვაქვს საქმე, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთულია. ქვემოთ სწორედ საკითხის ამ კომპლექსურობაში გარკვევას შევეცდებით. ვეცდებით განვმარტოთ ტერმინი, ვიმსჯელოთ მის ბუნებაზე და შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას - რა მოვლენასთან გვაქ საქმე და რამდენად დიდი სიახლის მატარებელია ომის თეორიისთვის „ჰიბრიდული ომი“ თავისი არსით. ამ გზაზე შევეცდებით ტერმინი დავყოთ და ორივე სიტყვა „ჰიბრიდული“ და „ომი“ ცალ-ცალკე განვმარტოთ, რაც ჯამში ვიმედოვნებთ გაცილებით ნათელ სურათს მოგვცემს საკითხის გასაგებად. საკითხზე მსჯელობისას სინათლის შემოტანა აუცილებელია, ვინაიდან ბუნდოვანება ართულებს ნებისმიერ ქვეყნის არმიისთვის შესაბამისი დასკვნების გამოტანას, რაც მისი თანამედროვე გამოწვევებისათვის მზაობას, ან საჭიროების შეთხვევაში შესაბამისი დოქტრინული ცვლილებების განხორციელებას ჭირდება. „ჰიბრიდული ომი“ ბუნებრივია საქართველოს თავდაცვის უნარიანობისთვისაც არ არის ინტერეს მოკლებული საკითხი.

გიორგი ანთაძე.
2017
 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters