ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

მრავალეროვნული ოპერაციების შუქ-ჩრდილები PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 09 ივლისი 2012 17:38

მრავალეროვნული ოპერაციების შუქ-ჩრდილები

“ის, ვისაც გააჩნია ძლიერი ჯარი, ადვილად იპოვის ძლიერ მოკავშირესაც”
 ნიკოლო მაკიაველი
 
  ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიამ და უკანასკნელმა მოვლენებმა ლიბიაში კიდევ ერთხელ აჩვენა მრავალეროვნული  სამხედრო მოქმედებების განხორციელების როგორც ეფექტურობა, ასევე მისი სირთულეც.  სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შევთანხმდეთ ტერმინების სწორ გაგებასა და შინაარსზე, ვინაიდან, ბოლო პერიოდში მედია საშუალებებიდან ხდება მათი უმოწყალოდ აღრევა და არასწორი ინტერპრეტირება.
მრავალეროვნული ოპერაცია შეიძლება შეიცავდეს საბრძოლო მოქმედებებს და წარმოებდეს როგორც ომის, ასევე არასაომარი სამხედრო ოპერაციების განხორციელების პერიოდში.  საომარი მოქმედებები მრავალეროვნული ოპერაციების ექსტრემალური შემთხვევაა.  მის მიზანს წარმოადგენს მიღწეულ იქნას მრავალეროვნული ამოცანები მაქსიმალურად მოკლე დროსა და მცირე დანაკარგის ფასად.  თავის მხრივ, არასაომარი სამხედრო ოპერაციები ფოკუსირებულია ომის თავიდან აცილებაზე, კონფლიქტების დარეგულირებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე, სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერაზე.
  კოალიცია – წარმოადგენს ორი ან მეტი წევრის მიერ დროებითი შეთანხმებით ჩამოყალიბებულ გაერთიანებას, შექმნილს კონკრეტული მიზნების მისაღწევად.  ეროვნული სიამაყის და პრესტიჟის გრძნობა შესაძლებელია გახდეს კოალიციის სამეთაურო სტრუქტურის შემზღუდავი ფაქტორი.   კერძოდ, ბევრი სახელმწიფო ამჯობინებს თავისი ძალები არ დაუქვემდებაროს სხვას.  ასევე აღსანიშნავია, რომ კოალიციის მიზნებსა და ამოცანებს ახასიათებთ დროგამოშვებით ცვლილებების ტენდენცია.
ალიანსი – წარმოადგენს ორი ან მეტი სახელმწიფოს (სუბიექტს) შორის ფორმალური შეთანხმებით ჩამოყალიბებულ გაერთიანებას ფართო, გრძელ ვადიანი მიზნების მისაღწევად, რომელიც ემთხვევა თითოეული წევრის ინტერესებს.  ჩვეულებრივ, ალიანსის სამეთაურო სტრუქტურა ყალიბდება შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და გააჩნია სტაბილურობისა და მიღწეული კონსესუსის მაღალი დონე.    ახასიათებს მსგავსი დოქტრინები, სტანდარტები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა. 
კომბინირებული ოპერაციები – წარმოადგენს ალიანსის წევრი ორი ან მეტი სახელმწიფოს ერთობლივ მოქმედებას ერთიანი მიზნის მიღწევის მიზნით (ოპერაცია ერაყში, ავღანეთში).  აღნიშნული ტერმინი ბოლო დროს დამკვიდრდა და ამ სტატიაში მის მაგივრად ვიხმართ “მრავალეროვნული ოპერაციებს”, რითაც თავიდან ავიცილებთ არაპროფესიონალი მკითხველის დაბნევას. 
გაერთიანებული ოპერაცია – გულისხმობს ერთი სახელმწიფოს გაერთიანებული ძალების (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და ა.შ.) ან სხვადასხვა სამსახურების ერთობლივი ქმედებებით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ( მაგ. აშშ-ს ოპერაცია პანამაში).
ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები ან დიდგორს მომდგარი მტრის ურდოები არ წარმოადგენდნენ მრავალეროვნულ საომარი მოქმედებების მაგალითს, თუმცა თანამედროვე გაგებით, სამხედრო თეორიაში მრავალეროვნული ოპერაციების ათვლა იწყება 1900 წლებიდან.  ზოგადი ნუსხა წარმოდგენას მოგვცემს მათი განვითარების ინტენსიობაზე:
1900 წ.  “ბოქსიორთა აჯანყება” ჩინეთში.  საერთაშორისო სამაშველო ძალები;
1918 წ.  I მსოფლიო ომი.  ალიანსის ძალები საფრანგეთში;
1918 წ.  ალიანსის საინტერვენციო ძალები მურმანსკში, საბჭოთა რუსეთში;
1942 წ.  ალიანსის სამხედრო ოპერაციები II მსოფლიო ომში:
1948 წ.  გაერთიანებული ერების სადამკვირვებლო მისია პალესტინაში;
1949 წ.  გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფი ინდოეთსა და პაკისტანში;
1950 წ.  ალიანსის ოპერაცია კორეის ომის დროს;
1962 წ. Gგაეროს უსაფრთხოების ძალები დასავლეთ ახალ გვინეაში;
1965 წ.  შიდა ამერიკული სამშვიდობო ძალები დომინიკის რესპუბლიკაში;
1982 წ.  მრავალეროვნული ძალები ბოსნიაში;
1982 წ.  მრავალეროვნული ძალები და დამკვირვებლები სინაიზე;
1991 წ.  “უდაბნოს ქარიშხალი”.  Kკოალიციის ძალები სპარსეთის ყურეში;
1991-1996 წ. ოპერაცია “კომფორტის უზრუნველყოფა”;
1992 წ.  გაეროს უსაფრთხოების ძალები ყოფილ იუგოსლავიაში;
1993 წ.  გაეროს ოპერაცია სომალიში;
1994 წ.  მრავალეროვნული ძალები და გაეროს მისია ჰაიტზე;
1995 წ.  ნატო-ს ძალისხმევა ბოსნიაში;
1999 წ.  ნატო-ს ოპერაცია კოსოვოში;
2001 წ.-დან დღემდე, მრავალეროვნული ოპერაცია ავღანეთში;
2011 წ.-დან დღემდე, ნატო-ს კამპანია ლიბიაში.

ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები ან დიდგორს მომდგარი მტრის ურდოები არ წარმოადგენდნენ მრავალეროვნულ საომარი მოქმედებების მაგალითს, თუმცა თანამედროვე გაგებით, სამხედრო თეორიაში მრავალეროვნული ოპერაციების ათვლა იწყება 1900 წლებიდან.  ზოგადი ნუსხა წარმოდგენას მოგვცემს მათი განვითარების ინტენსიობაზე:

1900 წ.  “ბოქსიორთა აჯანყება” ჩინეთში.  საერთაშორისო სამაშველო ძალები;
1918 წ.  I მსოფლიო ომი.  ალიანსის ძალები საფრანგეთში;
1918 წ.  ალიანსის საინტერვენციო ძალები მურმანსკში, საბჭოთა რუსეთში;
1942 წ.  ალიანსის სამხედრო ოპერაციები II მსოფლიო ომში:
1948 წ.  გაერთიანებული ერების სადამკვირვებლო მისია პალესტინაში;
1949 წ.  გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფი ინდოეთსა და პაკისტანში;
1950 წ.  ალიანსის ოპერაცია კორეის ომის დროს;
1962 წ. Gგაეროს უსაფრთხოების ძალები დასავლეთ ახალ გვინეაში;
1965 წ.  შიდა ამერიკული სამშვიდობო ძალები დომინიკის რესპუბლიკაში;
1982 წ.  მრავალეროვნული ძალები ბოსნიაში;
1982 წ.  მრავალეროვნული ძალები და დამკვირვებლები სინაიზე; 
1991 წ.  “უდაბნოს ქარიშხალი”.  კოალიციის ძალები სპარსეთის ყურეში;
1991-1996 წ. ოპერაცია “კომფორტის უზრუნველყოფა”;
1992 წ.  გაეროს უსაფრთხოების ძალები ყოფილ იუგოსლავიაში;
1993 წ.  გაეროს ოპერაცია სომალიში;
1994 წ.  მრავალეროვნული ძალები და გაეროს მისია ჰაიტზე;
1995 წ.  ნატო-ს ძალისხმევა ბოსნიაში;
1999 წ.  ნატო-ს ოპერაცია კოსოვოში;
2001 წ.-დან დღემდე, მრავალეროვნული ოპერაცია ავღანეთში;
2011 წ.-დან დღემდე, ნატო-ს კამპანია ლიბიაში. 

მრავალეროვნულ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და საერთაშორისო კომუნიკაციის არხების გამოყენებით.  კოლექტიური მიზნები, მოქმედებების ოპერატიული გეგმები მუშავდება ინდივიდუალური შეთანხმებებისა თუ სამოკავშირეო პროცედურების შესაბამისად.  Gგასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მრავალეროვნული ოპერაციებისთვის საჭირო ინფორმაციები და მითითებები კონცეფტუალურ დონეზე მაინც, მისაღები უნდა იყოს ალიანსისა და კოალიციის წევრებისთვის.  ოპერაციის (კამპანიის) მომზადების კრიტიკულ ამოცანას წარმოადგენს მისიის ანალიზი და ამოცანების ზუსტი განსაზღვრა, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

პოლიტიკური და სამხედრო ასპექტები (შესაძლებლობები, ინტეგრაცია, გამოყენება);
დაზვერვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა (დაგეგმვა, კომუნიკაციისა და პროცესინგის არქიტექტურა, კოორდინაცია, გეოსივრცობრივი ინფორმაცია და მომსახურება);
ლოგისტიკა და “მასპინძელი” ქვეყნის მხარდაჭერა;
ენა, კულტურა, სუვერენიტეტი;
სამედიცინო მხარდაჭერა;
დასრულება და ტრანზიტული ფაზა;
კომუნიკაცია;
ძალების დაცვა;
საერთაშორისო სამართალი და ომის კანონები;
საზღვაო კანონები;
ბრძოლის წარმოების წესები;
დოქტრინა, წვრთნა, რესურსები;
მედია;
რელიგიური მხარდაჭერა;
მეტეოროლოგია და ოკეანოგრაფია;
გეოგრაფიული მახასიათებლები;
გარემოს დაცვის საკითხები;
  არ არსებობს მართვის უნივერსალური სტრუქტურა, რომელიც შეძლებს საუკეთესოდ მოერგოს ალიანსისა თუ კოალიციების ყველა საჭიროებას.  ყოველი კოალიცია ან ალიანსი თავად უნდა ჰქმნიდეს ისეთს, სადაც გათვალისწინებული იქნება მონაწილე ქვეყნების კონკრეტული მოთხოვნები, პოლიტიკური რეალიები, შეზღუდვები და მიზნები.  Aამ დროს ხდება საბოლოო შეთანხმება სახელმწიფოების ინტერესებსა და შესაძლებლობებს შორის.   სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობაზე ზემომქმედი ფაქტორები ზოგადად შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
ეროვნული ინტერესები
მიზნები
შეიარაღების კონტროლით გათვალისწინებული ლიმიტები
დოქტრინა
საორგანიზაციო სტრუქტურა
წვრთნა
მეთაურთა მომზადების დონე
აღჭურვილობა
ისტორია
თავდაცვის ბიუჯეტი
ადგილობრივი პოლიტიკური წრეები

  ყოველი შეთანხმებისა თუ ალიანსის მხარდაჭერისთვის, სტრატეგიული ინტეგრირების საწყის ეტაპზე იქმნება ორმხრივი ან მრავალმხრივი იერარქიული ორგანოები სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრისთვის, დაგეგმვისა და აღსრულების მიზნით.  ძირითადად, ეს ორგანოები იმეორებენ დასავლეთ სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციის მოდელს.  Aამავე დროს, უმაღლესი ეროვნული ავტორიტეტები და სხვა უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირები უშუალოდ მონაწილეობენ ალიანსებსა და ხელშეკრულებების შესაბამის ორგანოებში.  

   უშალოდ გაერთიანებული ოპერაციების (კამპანიების) დაგეგმვა ხორციელდება ოპერატიული დონის სარდლობებში და წარმოადგენს ალიანსის ან კოალიციის სამხედრო გეგმების ე.წ. საომარი მოქმედებათა (ოპერაციების) თეატრში ინტეგრირებას.  Eეროვნული ავტორიტეტი და უმაღლესი სამხედრო ორგანო ახორციელებს მითითებებს ორმხრივი ან მრავალმხრივი დაგეგმვისთვის.  
   ალიანსებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სამეთაურო სტრუქტურის ტიპები:  ინტეგრირებული და წინამძღოლი (ლიდერი) ქვეყნით.  ინტეგრირებული -   უზრუნველყოფს მრავალეროვნული ძალების ძალისხმევის ერთიანობას.   ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს ნატო, რომლის სტრატეგიული ხელმძღვანელი განსაზღვრულია წევრ-სახელმწიფოთა მიერ, მაგრამ სტრატეგიული სარდლობის შტაბი და დაქვემდებარებული სარდლობები მრავალეროვნული შემადგენლობისაა.  სტრუქტურა წინამძღოლი ქვეყნით – წარმოადგენს ორგანიზაციას, როდესაც ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო უქვემდებარებს თავის ძალებს ერთი ქვეყნის კონტროლს.  შესაძლებელია წინამძღოლი სახელმწიფო ირჩეოდეს როტაციული სისტემით.  კარგ მაგალითად გამოდგება ნატო-ს ატლანტის და ხმელთაშუაზღვის საზღვაო ძალები, სადაც წევრები მორიგეობით, ყოველ 12 თვეში ერთხელ, იღებენ ხელმძღვანელობას თავის თავზე.  კოალიციებისთვის ტიპიურია მართვის პარალელური და სამეთაურო სტრუქტურა წინამძღოლი (ლიდერი) ქვეყნით.  პარალელური სტრუქტურა წარმოადგენს ცალკეულ სახელმწიფოთა ძალების სარდლებს დაქვემდებარებულ პარალელურ ორგანიზაციას.  ამავე დროს, კოალიციის ხელმძღვანელობა იმუშავებს სისტემას ძალისხმევის ერთიანობის მისაღწევად, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას საკოორდინაციო ცენტრების ჩამოყალიბებით (მაგ. ლიბიის კამპანია).  სერიოზული სამხედრო კამპანიის განხორციელებისას, ერთიანი ხელმძღვანელობის არარსებობის გამო, აღნიშნული სტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა სასურველია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.  შედარებით უკეთესი შედეგი შეიძლება მიღწეულ იქნას სტრუქტურების ამ ორი ტიპის კომბინირებით, რომლის წარმატებული მაგალითია სპარსეთის ყურეში და ავღანეთში მიმდინარე ომის დროს ჩამოყალიბებული მრავალეროვნული ძალების მართვის სისტემა.
გასაგები მიზეზების გამო, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება უფრო დეტალურად შევჩერდეთ ავღანეთის კამპანიის სამხედრო ხელმძღვანელობის ნიუანსებზე.  ავღანეთში სამხედრო კამპანიის საწყისი პერიოდიდან ბუშის ადმინისტრაცია აქტიურად არ ცდილობდა ნატო-ს ძალისხმევის გამოყენებას.  ამ გარემოებაში, გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობებმა აქტიურად დაიწყეს ავღანეთში ნატო-ს ჩართვის მხარდამჭერი არგუმენტების მოყვანა და იმედოვნებდნენ, რომ სამხედრო მოქმედებების კონტროლი ნატო-ს მხრიდან უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე  IშAF-ის რეგიონში შესვლამდე არსებული სტრუქტურა.  Aასევე იმედოვნებდნენ, რომ ნატო-ს მოქმედება ავღანეთში უფრო ლეგიტიმურს გახდიდა ამერიკელთა ოპერაციებს საზოგადოების თვალში.  თავის მხრივ, ამერიკელებმა ამ პროცესებში დამატებით დაინახეს მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და კამპანიის ტვირთის გადანაწილების შესაძლებლობა.   თანაც, ამერიკული პოლიტიკის მხარდაჭერა გაეროს მისიის მხრიდან კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკელთა ლეგიტიმაციის ხარისხს.Aასე რომ,  ნატო-მ მნიშვნელოვანი როლის თამაში ავღნეთში დაიწყო 2003 წლის აგვისტოდან, აიღო რა თავის თავზე “ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების” (ISAF ) სარდლობა.  თუმცა, ამ ორგანიზაციის რამოდენიმე წევრმა სახელმწიფომ ავღანეთში თავისი ძალები ჯერ კიდევ 2001 წლიდან გააგზავნა.  ნატო-ს საბჭო, ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, ახორციელებს ISAF-ის მისიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას.  საბჭოს პოლიტიკური მითითებების შესაბამისად, ნატო-ს მთავარი ოპერატიული შტაბი (ევროპაში ნატო-ს ძალების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბი მონსში, ბრიუსელი), ახორციელებს  ISAF-ის ოპერატიულ-სტრატეგიულ მართვას.  აღნიშნულ შტაბს ექვემდებარება ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის შტაბი ბრიუნსუმში (ნიდერლანდები), რომელიც თავის მხრივ, პასუხს აგებს ამ მისიაში მონაწილე ძალების ოპერატიულ გაშლასა და დაკომპლექტებაზე

    ISAF-ის სტრუქტურაში შედის ოთხი ძირითადი კომპონენტი:

1. ISAF-ის შტაბი.  მართავს ქაბულის მრავალეროვნულ ბრიგადას და ასრულებს საბრძოლო ამოცანებს პასუხისმგებლობის ზონაში;
2. ქაბულის მრავალეროვნული ბრიგადა:  ISAF-ის ტაქტიკური შტაბი, პასუხს აგებს ყოველდღიურ დაგეგმარებაზე, პატრულირებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებზე;
3. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი: ISAF-ის ფარგლებში ახორციელებს ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერას აეროპორტის ექსპლუატაციაში;
4. პროვინციების აღდგენის ჯგუფები: ახორციელებენ ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილების პროვინციებში გაფართოების უზრუნველყოფას და მხარდაჭერას ქვეყნის აღდგენის საკითხებში. 

   ზოგადად, ნატო ახორციელებს ამერიკული “ენდიურინგ ფრიდომ” კამპანიით განსაზღვრულ ამოცანებისგან განსხვავებულ მისიას.  კერძოდ,  ISAF კონცენტრირებულია ქვეყნის სტაბილიზაციასა და უსაფრთხოებაზე, მაშინ როდესაც, აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალები – ტერორიზმთან ბრძოლაზე.  აშშ-ს შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ ექვემდებარებიან  ISAF-ის სარდლობას, მოქმედებენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელმძღვანელობის ქვეშ. A მიუხედავად ნატო-ს აქტიური ჩართულობისა, მხოლოდ 2006 წლისთვის დაიწყო არაამერიკული სახელმწიფოების სამხრეთ ავღანეთში გაშლა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა. ფაქტიურად, 2006 წლამდე ნატო-ს ეგიდით განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებს ძირითადად სიმბოლური ხასიათი გააჩნდათ. ეს ეტაპი ყველაზე საკამათო აღმოჩნდა კოალიციის მოქმედებებში, ვინაიდან ნატო-ს სახელმწიფოთა მხოლოდ მცირე ჯგუფმა განაცხადა თანხმობა ავღანეთის რთულ რეგიონებში ძალების გაგზავნაზე, რის გამოც გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ბრიტანელ-ამერიკელ-კანადელ პოლიტიკოსთა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.  ზოგიერთმა ქვეყანა (მაგ. ჰოლანდიამ), მართალია მონაწილეობას ღებულობდნენ სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ უარი განაცხადეს შეტევით და მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მოქმედებებზე.  მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში აჩვენა მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადება და დაადასტურა თავისი უდაო უპირატესობა აჯანყებულებთან შედარებით ღია ბრძოლის პირობებში, ამავე დროს გამოჩნდა ალიანსის რიგ წევრთა მოუმზადებლობა პარტიზანული ბრძოლის პირობებში მოქმედებისადმი.  კანადისა და ევროპის ბევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალები (ბრიტანეთის და საფრანგეთის გამოკლებით) არ არიან აღჭურვილნი და მომზადებული კონტრ-პარტიზანული მოქმედებებისთვის, არ გააჩნიათ ეროვნულ საზღვრებს გარეთ მოქმედებისთვის საჭირო არც საბრძოლო ტექნიკა, არც არსებულის გადასროლის შესაძლებლობები.   მეორეს მხრივ, ნატო-ს მონაწილეობამ გაართულა ავღანეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ შექმნილი მართვის სტრუქტურა.  ქვეყნები, გამომდინარე საკუთარი სტრატეგიულ-ოპერატიული თვალსაზრისიდან, ცდილობდნენ გაეტარებინათ დამოუკიდებელი პოლიტიკა, რაც იწვევდა ხარვეზებს ურთიერთ კოორდინაციას და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაში.  შეთანხმებულ სტრატეგიაში არსებული ხარვეზების გამო, ასევე გაუმჯობესებას მოითხოვს ნატო-ს ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომლებიც უფრო მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბებლად, ვიდრე ავღანელთა დარწმუნებისკენ, არ დაუჭირონ მხარი აჯანყებულებს.  ნიშანდობლივია, რომ ბოლო დროს, ღია წყაროებში დეკლარილებული ნატო-ს მიერ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა შეურიგებელ ოპოზიციის ხელმძღვანელობასთან შეიძლება მთელმა მსოფლიომ აღიქვას უფრო ნეგატივად, ვიდრე პოზიტიურ მოვლენად.   არ არის გამორიცხული, რომ კოალიციის სულ უფრო მეტი ქვეყანა იძულებული გახდება გაიყვანოს ძალები ავღანეთიდან საკუთარი საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის გამო.  მსოფლიოს ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობები სამხედრო თვალსაზრისით კამპანიის დაწყებამდე არსებულ ვარაუდებზე უფრო შეზღუდული აღმოჩნდა (რაც ფაქტიურად პოლიტიკური ნების არქონასთან ერთად, საქართველომაც იწვნია 2008 წელს).  საქმე იქამდედაც კი მივიდა, რომ 2008 წელს ამერიკელებმა დააყენეს საკითხი, რათა სამხრეთი ოლქის ხელმძღვანელობა მუდმივად ამერიკული ან ბრიტანული ყოფილიყო, ნაცვლად მონაწილეთა რიგ-რიგობით მონაცვლეობისა.  აღნიშნული მოსაზრება არ იქნა ცხოვრებაში გატარებული მხოლოდ სამოკავშირეო ურთიერთნდობისა და პატივისცემის თვალსაზრისით.  2007 წლიდან კოალიციის ერთობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკელებმა “ავღანეთის შენარჩუნების” ტერმინი ჩაანაცვლეს “ნატო-ს შენარჩუნების” ტერმინით.

   რამოდენიმე სიტყვა ლიბიის კამპანიაზე.  ლიბიაში, ნატო-მ თავის თავზე აიღო  სრული კონტროლი ნატო-ს ძალების მოქმედებაზე.  Pპოლიტიკური მითითებები ხორციელდება ნატო-ს საბჭოდან ევროპაში ალიანსის უმაღლესი შტაბის მიმართ.  ხელმძღვანელობის სუბორდინაციის არქიტექტურას გააჩნია შემდეგი სახე: ევროპაში ალიანსის მთავარსარდალი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი (აშშ საზღვაო ძალები), წარმოადგენს ზემდგომს ალიანსის გაერთიანებული ძალების სარდლის მოადგილეს გენერალ-ლეიტენანტ ჩარლზს ბუჩარდის მიმართ (კანადის საჰაერო ძალები), რომელიც მოქმედებს ოპერატიულ დონეზე.  Aამ დონიდან, ხელმძღვანელობა დელეგირებული იყო ალიანსის საზღვაო სარდლობაზე – ვიცე-ადმირალი რინალდო ვერი (იტალიის საზღვაო ძალები), რომელიც პასუხის აგებს საზღვაო ოპერაციებზე და ალიანსის საჰაერო ძალების სარდლობაზე (იზმირი), გენერალ-ლეიტენანტი რალფ ჯოდისი (აშშ საჰაერო ძალები), პასუხისმგებელი მთლიანად საჰაერო ოპერაციებზე.  თუ რამდენად წარმატებულად “იმუშავა” აღნიშნულმა მართვის მოდელმა შესაძლებელია დავასკვნათ არსებული შედეგით, რომლის მიხედვითაც, დროში გაწელილობისა და მსხვერპლის რაოდენობის მიუხედავად, დასახული მიზანი მიღწეულ იქნა.    დღემდე განხორციელებული და მიმდინარე მრავალეროვნული ოპერაციების    
   
     ანალიზის შედეგად სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ მომავალი კოალიციებისა თუ ალიანსების წარმატებული ოპერაციების მიზნით საჭიროა:
1. სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები ინოვაციურად მიუდგნენ მომავალ კამპანიებს და ყველა მონაწილეს ინდივიდუალურად მოუძებნონ შესაფერისი და ეფექტური როლი;
2. გათვალისწინებულ იქნას გარემოება, როდესაც კოალიციის წევრთა ნაწილი მონაწილეობას მიიღებს ოპერაციის მხოლოდ ჰუმანიტარულ ან სამშვიდობო ფაზაში და არა საბრძოლო მოქმედებებში.  ასევე, არ არის გამორიცხული, რომ არა თუ ევროპის, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც კი არ იქნება ერთსულოვნება სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის საკითხზე;
3. უფრო სისტემური სახე მიეცეს მრავალეროვნული ოპერაციებსის გამოცდილების შესწავლას;
4. უნდა გამოინახოს კონტროლის არსებულზე უფრო მოქნილი ფორმა, რათა პოლიტიკურ-დიპლომატიურმა ზედამხედველობამ ზომაზე მეტად არ შეზღუდოს სამხედრო შემადგენელი; 
5. მოხდეს მრავალეროვნული წვრთნების ინტენსიფიცირება და რეალურთან მიახლოება (არა მხოლოდ ჰუმანიტარული მისიებისთვის მომზადება), ვინაიდან, ერთობლივი წვრთნები წარმოადგენს ურთიერთქმედებისა და თავსებადობის ამაღლების რეალურ გზას.

  აღნიშნულს შეიძლება დაემატოს, რომ მრავალეროვნული ოპერაციების პერიოდში, საერთო ძალისხმევის მისაღწევად აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის შესაძლებლობების ზედმიწევნით კარგი ცოდნა, ურთიერთნდობა და მოთმინება.  ნაბიჯებს, მიმართულს რაციონალიზაციის, სტანდარტიზაციის და ურთიერთავსებადობის მისაღწევად, მნიშვნელოვნად შეუძლიათ კამპანიის წარმატების ალბათობის გაზრდა.



ვახტანგ კაპანაძე 
ბრიგადის გენერალი

 

 

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters