ორშაბათი, 20 ივლისი 2015 08:47 |
გეოპოლიტიკური აზროვნების ევოლუცია
(გიორგი ანთაძე)
გეოპოლიტიკის როგორც მეცნიერების გაჩენა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე განპირობებული იყო არა მხოლოდ მეცნიერული აზროვნების განვითარების ლოგიკით, არამედ პირველ რიგში ახალი პოლიტიკური რეალიების გააზრების აუცილებლობით. ეს მეცნიერება გაჩნდა მაშინ როდესაც სამყარო როგორც ერთიანი მთლიანობა ძირითადად გადანაწილებული იყო ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა ცენტრების მიერ. ეს გარემოება ხელს უწყობდა და ბიძგს აძლევდა დაწყებულიყო მეცნიერული ძიებები რომელიც ახსნიდა ამ მოვლენათა არსა და ამის გარდა მიმართული იქნებოდა უმთავრესი გეოპოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებისა და ბრძოლის მეთოდების დახვეწისკენაც.
დღემდე სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს გეოპოლიტიკის ერთი ყოვლისმომცველი დეფინიცია. ეს როგორც წესი ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი მეცნიერებებისთვის და დისციპლინებისთვისაა დამახასიათებელი. გეოპოლიტიკის საგანსა და ობიექტებზე დავა ას წელზე მეტხანს გრძელდება. გეოპოლიტიკის ცნება როგორც წესი, ძალზე ფართოდ განიხილება. შედეგად ამ მეცნიერებას არ გააჩნია მკვეთრად განსზღვრული და ჩამოყალიბებული კონტურები. იგი გადადის ეკონომიკის, პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსების, სამხედრო-სტრატეგიული, შიდა პოლიტიკისა და ა.შ. საკითხებში.
გადმოსაწერად დააჭირე სურათს
|